ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ათასობით მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. თუმცა, უმეტესობა მათგანი იმდენად სუსტია, ვერც ვიგებთ. ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა, რომელსაც ადამიანი გრძნობს, რეალურ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. არსებობს უსაფრთხოების ნორმები და წესები, რომელთა დაცვაც, ამ დროს, აუცილებალია. მაგრამ, ხშირად, სტრესისა და დაბნეულობის გამო, ვერაფერს ვახერხებთ.
ამ პრობლემას, შეგვიძლია, ახლა შედარებით მშვიდად შევხედოთ – უკვე არსებობს საწოლი, რომელიც მიწისძვრის დროს დაგვიცავს. მისი მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ როგორც კი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდება, ლოგინი, ავტომატურად, ყუთად კეთდება. შიდა სივრცეში კი მოთავსებულია წყალი, აირწინაღი, აფთიაქი, ცეცხლმაქრი.
საწოლის კონცეფცია თურქულ კომპანია DAHIR INSAAT-ს ეკუთნის და მისი ფასი 5,600 დოლარია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”