close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაცია

ტვინის ახალი იმპლანტი უსინათლო პაციენტებს დანახვაში ეხმარება

ესპანელმა მეცნიერებმა უსინათლო პაციენტის ტვინში იმპლანტი მოათავსეს, რომლის მეშვეობითაც მან დანახვა შეძლო. ეს ტვინის ვიზუალური ქერქის უშუალო სტიმულირებით გახდა შესაძლებელი.

სისტემა “ხელოვნურ ბადურას” იყენებს, რომელიც სპეციალურ სათვალეზეა დამაგრებული და მის წინ არსებულ სინათლეს აღიქვამს. შემდეგ კი სინათლე ელექტრულ სიგნალებად ითარგმნება და ტვინის იმპლანტისკენ მიკრო-ელექტროდების სერიის სახით იგზავნება. შედეგად, უსინათლო ადამიანი სათვალის მიერ დანახულ შუქს/ინფორმაციას “ხედავს”.

მკვლევრებმა სისტემა 57 წლის ქალზე გამოსცადეს – იგი 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სრულიად ბრმა იყო. ხოლო ექსპერიმენტის შედეგად, მან საბოლოოდ შეძლო ხელოვნური ბადურას მიერ ნაპოვნი ფორმებისა და სილუეტების იდენტიფიცირება, რაც ბიონიკური თვალების კუთხით პროგრესზე მიუთითებს.

“ვიზუალურად განცალკევებული ნეირონებისგან მუდმივად ვიღებდით მაღალი ხარისხის ჩანაწერებს და დროთა განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა” – ნათქვამია კვლევაში. ასევე. ავტორები დასძენენ, რომ პაციენტს “ზოგიერთი ასოს ამოცნობა” და “ობიექტების საზღვრების დანახვაც” შეეძლო.

შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეაშინოს ტვინში ელექტროდების იმპლანტირების იდეამ, რაც სრულიად ბუნებრივი რეაქციაა ამგვარი ინოვაციისადმი. თუმცა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემას არანაირი გავლენა არ ჰქონია ტვინის რომელიმე სხვა ნაწილზე, გარდა ვიზუალური კორტექსისა. იმპლანტი ვიზუალურ აღქმასთან დაუკავშირებელ ნეირონებს არ შეხებია და შესაბამისად, არც მათი სტიმულაცია გამოუწვევია. ამრიგად, სისტემა სრულიად უსაფრთხოა. თანაც, მას ნაკლები ელექტროაქტივობა სჭირდება, სხვა მსგავს იმპლანტებთან შედარებით.

იმპლანტი პაციენტის ტვინიდან ექვსთვიანი გამოყენების შემდეგ ამოიღეს. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ეს ტექნოლოგია ფართო მასებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა პირველად ინდიკატორები საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება. ნეირონული იმპლანტებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, უსინათლობის განკურნება მალე გადაულახავი დაბრკოლება აღარ იყოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

სტარტაპმა ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდის ნებართვა მიიღო

ნიუ იორკის სტარტაპმა(Synchron) ნებართვა მიიღო FDA-სგან, რომ გამოსცადოს ტვინის იმპლანტი
ადამიანებზე. 2021 წლის აპრილში, ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა(Neuralink)
ექსპერიმენტი ჩაატარა მაიმუნებზე და მათივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა იმპლანტის გამოცდა
ადამიანებზე.
თუმცა, Neuralink– ის კონკურენტს უკვე აქვს ნებართვა და Synchron იუწყება, რომ წლის ბოლოს
ადამიანებში მოსამზადებელ კვლევებს დაიწყებს Stentrode-ზე, რომლის საშუალებითაც მოხალისეს
ექნება შესაძლებლობა პარალიზს გაუმკლავდეს გარეგანი მოწყობილობების საშუალებით.
Neuralink-სგან განსხვავებით, Synchron გვთავაზობს ნაკლებად ინვაზიურ მიდგომას, რადგანაც
Neuralink-ის იმპლანტი მოითხოვს თავის ქალის გაბურღვას სადენების მოთავსების მიზნით, ხოლო
Synchron კი თავსდება თავის ქალის გარეთ.
რაც შეეხება იმპლატის მიზანს, ეს პარალიზთან გამკლავება და მოძრაობის უნარია. ნათქვამია, რომ
თუ სიგნალები ძალიან სწრაფი იქნება, შესაძლოა ამ ადამიანებმა ტექნოლოგიების კონტროლი ისეთ
დონეზე მოახერხონ, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სხეულსაც კი არ შეუძლია.

წყარო: bloomberg.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ქამელეონის მსგავსი ხელოვნური „კანი” შექმნეს

სამხრეთ კორეელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ხელოვნური კანის მსგავსი მასალა, რომელსაც შეუძლია სწრაფად. გარემოს შესაბამისად შეცვალოს ფერი, ქამელეონის მსგავსად.

გუნდმა, რომელსაც სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის პროფესორი კო სეუნჰვანი ხელძღვანელობდა, “კანისპეციალური მელნით შექმნა, რომელიც იცვლის ფერს ტემპერატურის მიხედვით.

კომ და ისმა გუნდმა აჩვენეს ტექნოლოგიათერმოქრომული თხევადი ბროლის (TLC) მელანი და ვერტიკალურად დაწყობილი მრავალფენიანი ვერცხლის ნანოსადენის გამათბობლებირობოტის გამოყენებით ფერის გამოვლენის სენსორებით. აღმოჩნდა, რომ რა ფერიც არ უნდა დაენახა სენსორებს, კანი ცდილობდა ისთვის მიებაძა.

ვიდეოში ჩანს, რომ რობოტი წითელ, ლურჯ და მწვანე იატაკზე მიცოცავს და მყისიერად იცვალის ფერს ფონის შესაბამისად.

სენსორების მიერ ფერის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია გადაეცემა მიკროპროცესორს, შემდეგ კი ვერცხლის ნანოსადენის გამათბობლებს. მას შემდეგ, რაც გამათბობლები მიაღწევენ გარკვეულ ტემპერატურას, თერმოქრომული თხევადი ბროლის ფენა ფერს იცვლის.

აღსანიშნავია, რო ხელოვნურიკანიბუნებრივზე თხელია. მისი შემქმნელები განმარტავენ, რომ კანი, შესაძლოა, ტარებად მოწყობილობად იქცეს და გამოიყენონ მოდის, სამხედრო კამუფლაჟის უნიფორმების, მანქანებისა და შენობების ექსტერიერისთვის ესთეტიკური მიზნებით.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

www.reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

საფრანგეთში კაცმა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება

ფრანგმა ინჟინერმა ჟან-ლუი კონსტანზამ თავისი 16 წლის შვილისთვის, ოსკარისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოსკარი დამოუკიდებლად ვერ დადის და ეტლით სარგებლობს. ეს გენეტიკური ნევროლოგიური დაავადებით არის გამოწვეული. თუმცა მამის მიერ შექმნილი რობოტი მას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში სიარულის საშუალებას აძლევს. ოსკარი მის სხეულზე მიმაგრებულ რობოტს ბრძანებების მეშვეობით აკონტროლებს.

მსგავსი ეკზოჩონჩხები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებში გამოიყენება, თუმცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ევროა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინატექნოლოგიები

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ, რომელიც, სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ათასობით ნაადრევად დაბადებულ ბავშვს დაღუპვისგან იხსნის.

მოდელი, რომელიც ენდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, ჩვილებს ხელოვნურად სუნთქვის საშუალებას მისცემს. ამასთან, დღეს არსებული ინკუბატორებისგან განსხვავებით, ხელოვნურ საშვილოსნოში ბიოლოგიურის მსგავსი გარემო იქნება შექმნილი, რადგან ბავშვი გარშემორტყმულია სითხეებით და იღებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ხელოვნური პლაცენტის მეშვეობით, რომელიც მათ ჭიპლართან იქნება დაკავშირებული.

მეცნიერები, რომლებიც ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე უკვე ათი წელია მუშაობენ, აცხადებენ, რომ არსებული მიდგომები პრობლემატურია, ვინაიდან უდროოდ დაბადებულ ჩვილებს ფილტვები და კუჭ-ნაწლავი ბოლომდე განვითარებული არ აქვთ და ჟანგბადისა საკვების ხელოვნურად მიწოდება უმეტეს შემთხვევაში ამ ორგანოების დაზიანებას იწვევს.

ხელოვნური საშვილოსნო კი „გეიმ-ჩეინჯერია“.

„როდესაც ფილტვებს წყალში ვათავსებთ, ისინი განვითარებას აგრძელებენ. ბავშვი ჟანგბადს ჭიპლარიდან იღებს ისევე, როგორც ბუნებრივ საშვილოსნოში,“- აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, ხელოვნური საშვილოსნოს სამუშაო პროტოტიპი კლინიკური ცდებისთვის მზად 5 წლის ვადაში იქნება.

ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა, რომელიც ორსულობის 37-ე კვირამდე ხდება.  სტატისტიკის თანახმად, ნაადრევი მშობიარობით 10-დან 1 ორსულობა სრულდება და მსოფლიოში ყოველწლიურად ნაადრევად დაბადებული დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი იღუპება.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს

მეცნიერებმა ჩინეთში, კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებთან ერთად შექმნეს ემბრიონები ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებით. ექსპერიმენტი ნამდვილად ინოვაციური და ამავე დროს საკამათოა.

სპეციალისტებმა ჩვენთან ევოლუციურად ბევრად ახლოს მდგომი სახეობის, კიბორჩხალაჭამია მაკაკის ჩართვა გადაწყვიტეს ექსპერიმენტში. მათ მაიმუნის თითოეულ ემბრიონში შეიყვანეს ადამიანის 25 პლურიპოტენციური უჯრედი. 132 ჩანასახიდან 10 დღის შემდეგ 103 მათგანი ისევ განაგრძობდა ჩამოყალიბებას. თუმცა, მე-19 დღემდე მხოლოდ სამმა ჩანასახმა მიაღწია და მეცნიერებმა წესის შესაბამისად გაანადგურეს.

ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდების კვლევას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია და 1970-იანი წლებიდან იწყება. მაგალითად, 2017 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველად ღორისა და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი.

მსგავსი კვლევები მიზნად ისახავს ორგანოების ტრანსპლანტაციის გამარტივებას. თუკი ეს ოდესმე შესაძლებელი იქნება, შეიძლება გადაიჭრას ადამიანის ორგანოთა უდიდესი დეფიციტის პრობლემა, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტზე დაკვირვებით ბევრი საინტერესო რამ გამოავლინეს, რაც შემდგომში ეფექტიანი ექსპერიმენტების განხორციელებაში დაეხმარება მათ, თანაც ეთიკის ფარგლებში, რაც ბევრს აღელვებს კიდეც.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ინოვაციური ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს ავტომატურად ერგება

კომპანია Nike-მა საკალათბურთო სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომელიც ფეხს ავტომატურად ერგება, “თასმების შეკვრის” ძალას კი მისი მფლობელი სმარტფონში ჩატვირთული აპლიკაციის საშუალებით აკონტროლებს.

ახალი მოდელი “Adapt BB” წააგავს 2016 წლის მოდელს – “HyperAdapt 1.0”, რომელიც 720 აშშ დოლარი ღირდა.

ახალ ფეხსაცმელებში ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, რაც მას სხვადასხვა ფორმის ფეხზე იდეალურად და მჭიდროდ მორგების ფუნქციას სძენს. იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონით მისი კონტროლი თქვენთვის არაკომფორტულია, “Adapt BB-ს” მართვა ფეხსაცმლის ძირზე არსებული ორი მექანიკური ღილაკის საშუალებითაც შეიძლება.

Nike Adapt BB გაყიდვაშია და ის 350 აშშ დოლარი ღირს, წინამორბედზე ორჯერ იაფი.

წყარო : Theverge.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ფინეთში, ჰელსინკის ქუჩებში მეეზოვე რობოტი გამოჩნდა

ფინეთში, ჰელსინკის ქუჩებში მეეზოვე რობოტი გამოჩნდა. ამის შესახებ techcult წერს. მეეზოვე რობოტი კომპანია Trombia Technologies-მა შექმნა.

რობოტ Trombia Free-ს ქუჩების დალაგება დღის ნებისმიერ მონაკვეთსა და ამინდში შეუძლია. რობოტი საათში 2-6 კილომეტრს ფარავს, ხოლო არასამუშაო დროს ერთ საათში 10 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მეეზოვე რობოტს 4-8 საათი შეუძლია მუშაობა.

Trombia Free მსურველებისთვის უკვე 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მკვლევრებმა თავისუფლად მოძრავი ანიმაციური ჰოლოგრამები შექმნეს!

მშვიდობით ტელევიზორებო, გამარჯობა ჰელედოკებო!

ჯერ კიდევ 2018 წელს Brigham Young University-ის მკვლევრებმა წარადგინეს მოწყობილობა “ოპტიკური ხაფანგის ეკრანი”, რომელიც თავისუფალი მცურავი ჰოლოგრაფიული სურათების შესაქმნელად ლაზერებს იყენებდა. სწორედ იგივე გუნდს ეკუთვნის ახალი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ჰოლოგრაფიული სურათების ანიმირებაა შესაძლებელი – მშვიდობით ტელევიზორებო, გამარჯობა ჰელედოკებო!

3D ჰოლოგრამების უმეტესობა სპეციალური ეკრანის ჩვენებას საჭიროებს… მართალია, ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რეალურ სივრცეშია მოცემული, მაგრამ ოდნავ გვერდზე გახედვაც ამსხვრევს ამ ილუზიას… ზემოთ ხსენებული მკვლევრების პრინციპი კი რადიკალურად განსხვავებულია – ეკრანს ლაზერები ანაცვლებს: უხილავი, რომელიც ჰაერში მცურავ პაწაწინა გაუმჭვირვალე ნაწილაკით მანიპულირებს და ხილული, რომელიც ნაწილაკს სხვადასხვა ფერის საშუალებით ანათებს.

ტრადიციული ჰოლოგრამების შეზღუდული ხედვის კუთხისგან განსხვავებით, დამკვირვებელს შეუძლია, ეს თავისუფლად მცურავი ოპტიკური ხაგანგის გამოსახულება ნებისმიერი კუთხიდან დაინახოს და მის გარშემო იაროს ისე, რომ 3D ეფექტი არ გაქრეს.

ოპტიკური ხაფანგის მონიტორებში გამოყენებული ტექნოლოგიის სამწლიანმა გაუმჯობესებამ ახლა BYU- ს მკვლევარებს საშუალება მისცა, დიდი ნაბიჯი გადაედგათ ანიმირებული გამოსახულებებისკენ. გუნდმა საოცარი შედეგი გვიჩვენა – განსაკუთრებით “ვარსკვლავური ომების” გულშემატკივრები აღფრთოვანდებიან, როდესაც ობი-ვანისა და დართ ვეიდერის მინიატურულ ვერსიას ნახავენ.

მკვლევრებმა რეალური ობიექტის ჰოლოგრამულად მოძრაობის ტექნიკა შეიმუშავეს. ის ადამიანის თითებით მართვადი მარიონეტის პრინციპზეა დაფუძნებული. ოპტიკური ქმედებების გამოყენებით, როგორიცაა პერსპექტიული და პარალელური მოძრაობებით თამაში, შესაძლოა, ჰოლოგრამები გაცილებით დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობა

გერმანიაში მფრინავი ტაქსის მოდელი შექმნეს

გერმანულმა კომპანია Lilium მფრინავი ტაქსის eVTOL-ის 7-ადგილიანი მოდელი წარადგინა. ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ techcult წერს.

მფრინავი ტაქსის მოდელზე კომპანიამ მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი EASA-ს სერტიფიკატი მიიღო.

eVTOL-ის სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. მფრინავი ტაქსი 3 000 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 37
Page 8 of 37