close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ისლანდიაში შექმნეს „გონიერი ბეჭედი“, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვა შეიძლება

ისლანდიაში, სტარტაპმა Genki Instruments შექმნა „გონიერი (სმარტი) ბეჭედი“ – Wave for Work, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვაა შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს.

კერძოდ, სმარტი ბეჭდის მეშვეობით დამატებების Zoom, Skype, PowerPoint, Microsoft Teams და Keynote-ს დისტანციურად ერთობლივად მართვაა შესაძლებელი.

„გონიერი ბეჭედი“ საჩვენებელ თითზე მაგრდება. ბეჭედზე არის სამი ღილაკია, რომელზეც არჩეული მოქმედებები აისახება.

სტარტაპის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ „გონიერი ბეჭედი“ დამატებით ფუნქციებსაც შეითავსებს. კერძოდ შეძლებს მიკროფონის გათიშვას და კამერების მართვას ონლაინ-კონფერენციის დროს. ასევე გაუშვებს სლაიდ-შოუს და გახსნის ჩანართებს. ამასთან ბეჭდის მფლობელი ოთახში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებს.

Wave for Work პროგრამების macOS და Windows 10-ის გამოყენებისას „ჭკვიანი ბეჭედი“ 10 მეტრის დისტანციაზე მუშაობს. ბეჭდის ელემენტი 8 საათს ძლებს. გაჯეტის ფასი $99-ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ხელოვნური უჯრედი შექმნეს, რომელიც ბუნებრივის მსგავსად იზრდება და იყოფა

მეცნიერებმა შექმნეს ერთუჯრედიანი სინთეზური ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივი უჯრედის მსგავსად იზრდება და იყოფა.

მიღწევა, რომელიც დემონსტრირებულია ერთუჯრედიანი ბაქტერიების მსგავსი ცხოვრების ფორმაში, სახელწოდებით JCVI-syn3A, მეცნიერთა ათწლეულების გენომის თანმიმდევრობისა და ანალიზის შედეგია.

”ჩვენი მიზანია, ვიცოდეთ თითოეული გენის ფუნქცია, რათა შევქმნათ უჯრედის მუშაობის სრული მოდელი,” – აცხადებს MIT– ისა და სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ბიოფიზიკოსი ჯეიმს პელეტერი.

JCVI-syn3A-ის შექმნას წინ უძღოდა ლაბორატორიაში ბაქტერიის სახეობის JCVI-syn3.0-ის შექმნა, რომელიც ჯამში მხოლოდ 473 გენს ფლობდა — ანუ ნაკლებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ მინიატურიზებული გენეტიკური კომპლექტი JCVI-syn3.0-ს უჯრედის დაყოფის გზით სიცოცხლის გაგრძელების უნარს აძლევდა, ეს მან უჩვეულო გზით, თავის მიერ წარმოქმნილ ახალ უჯრედებში გასაოცარი მორფოლოგიური ვარიაციის წარმოქმნით გააკეთა, რომელიც მრავალი სხვადასხვა ზომითა და ფორმით გაჩნდა.

ახლა კი, მეცნიერთა ამავე ჯგუფის წევრებმა, JCVI-syn3.0-ის ახლად მოდიფიცირებული ვარიანტის, JCVI-syn3A-ის, საშუალებით ამ უცნაური მორფოლოგიების პრევენციის გზას მიაგნეს.

JCVI-syn3A-ში 19 ისეთი გენის დამატებით, რომელიც JCVI-syn3.0-ში არ იყო, ის უჯრედის დაყოფას უფრო ნორმალურის მსგავსი, თანმიმდევრული გზით განიცდის და აღენიშნება გაცილებით ნაკლები მორფოლოგიური ნაირსახეობები, ვიდრე JCVI-syn3.0-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამ მიღწევაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ გენებში მაინც რჩება საკმაოდ ბევრი საიდუმლო.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ JCVI-syn3A-ს 19 ახალი გენი აქვს, მათგან მხოლოდ 7 გენი უნდა ასრულებდეს გარკვეულ როლს უჯრედის დაყოფის პროცესის უფრო რეგულარული გზით წარმართვაში. ამ შვიდიდან კი, მხოლოდ ორმა გენმა, სახელად ftsZ და sepF — გამოავლინა საკუთარი ფუნქციები.

უცნობი რჩება, შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი დანარჩენ ხუთ გენს JCVI-syn3A-ს მორფოლოგიურ გამძლეობაში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ეს პაწაწინა გენომი ახლა წარმოადგენს ახალ სტანდარტს ექსპერიმენტებისთვის, რომლებმაც შეიძლება, დიდი დახმარება გაგვიწიოს იმის დახასიათებაში, თუ რას აკეთებენ ეს გენები ორგანიზმებში.

კვლევის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

iPhone 13 სავარაუდოდ ასტროფოტოგრაფიის საშუალებას მოგვცემს

გავცერელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი iPhone 13, რომელიც ვიზუალურად თითქმის iPhone 12-ის იდენტურია, Apple-ის სმარტფონის ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს. ის მოიცავს განახლებას, რომელიც ასტროფოტოგრაფიის საშუალებას იძლევა.

ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს.

ასტროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის სულ უფრო პოპულარული დარგი ხდება. ადამიანები მთვარის, ვარსკვლავებისა თუ შორეული სპირალური გალაქტიკების გადასაღებად სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ. სამწუხაროდ, არც ისე ადვილია ციური სხეულების ზუსტად ისე დაფიქსირება, როგორც თავად გვსურს. თუმცა როგორც ჩანს, iPhone 13 ამ მხრივ უპრეცედენტო იქნება – ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მობილურს უბრალოდ ცისკენ მიაპყრობს.

გარდა ზემოთხსენებულისა, iPhone 13-ს ექნება “ყოველთვის ჩართული” ეკრანის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უბრალოდ, ერთი შეხედვით ნახონ შეტყობინებები, ელემენტის ინდიკატორი, დრო და ა. შ. ამისათვის ე. წ.  ეკრანის “გაღვიძება” საჭირო აღარ იქნება.

სავარაუდოდ, სწორედ ასტროფოტოგრაფიის ფუნქციის განვითარებასთან არის დაკავშირებული გაუმჯობესებული კამერის სენსორი და ობიექტივი. რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, როგორც ჩანს, ახალ სმარტფონს უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტი და უკანა მქრქალი მინის პანელი ექნება. ის ასევე მოიცავ Face ID-სა და ეკრანის ქვეშა Touch ID-ს.

საერთო ჯამში, ეს იმაზე დიდი განახლებაა, ვიდრე მომხმარებლები ელოდნენ. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა ცნობილი, თუმცა Apple სავარაუდოდ, ყოველ ფუნქციას განავითარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა თვალის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლო ადამიანებს საგნების სილუეტის დანახვის საშუალებას მიცემს. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert-ი წერს.

მეცნიერები ამ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობდნენ. თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.

„თითქოს ღამე, ცაში ვარსკვლავებს უყურებთ და თანავარსკვლავედების ამოცნობა უნდა ისწავლოთ“, – ამბობენ იმპლანტის შემქმნელები.

იმპლანტი მოქნილი მასალისგან – გამჭვირვალე პოლიმერისგან მზადდება, რაც ოპერაციის დროს მასთან მუშაობას ამარტივებს. ტექნოლოგია ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი იმპლანტი კლინიკური ტესტირებისთვის მზად არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა გამოიგონეს ჩიპი, რომელიც ოფლში კორტიზოლის დონის გაკონტროლებით ადამიანის სტრესის დონეს განსაზღვრავს

მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც საუბარია სატარებელი ელექტრონული ჩიპის შექმნაზე, რომელსაც, ოფლში კონკრეტული ჰორმონის გამოვლენის გზით, შეუძლია შეაფასოს, რამდენად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი.

”საიმედო, ტარებადი სისტემის საშუალებით ექიმებს შეუძლიათ, ობიექტურად განსაზღვრონ, აწუხებს თუ არა პაციენტს დეპრესია და არის თუ არა მისი მკურნალობა ეფექტური”, – ამბობს კვლევის წამყვანო ავტორი და Ecole Polytechnique Fédérale de Lausanne-ის ნანოტექნოლოგიის მკვლევარი ადრიან იონესკუ.

ჩიპი აკონტროლებს ჰორმონ კორტიზოლს, სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ფიზიოლოგიური სტრესის საპასუხოდ, მათ შორის ფიზიკური სტრესის ან სისხლში გლუკოზის დაბალი დონის დროს, გამოიყოფა.

როდესაც თქვენი სხეული გამოყოფს კორტიზოლს,  ის შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვში, ოფლში და შარდში.

“კორტიზოლი შეიძლება გამოიყოს იმპულსის დროს – თავს კარგად გრძნობთ და მოულოდნელად მოხდა რამე, რაც სტრესის ქვეშ გიყენებთ და თქვენი სხეული იწყებს უფრო მეტი ჰორმონის გამომუშავებას”, – განმარტავს იონესკუ.

ჩიპი კარიბჭის ველის ეფექტის ტრანზისტორის გამოყენებით ოფლში კორტიზოლის ანალიზს ახორციელებს.

“კორტიზოლის დონეს სისხლის შრატში მთელი დღის განმავლობაში ცირკადული რიტმი აქვს, ყველაზე მაღალი დონე დილით (~ 30 წთ გამოღვიძებიდან : 0,14-0,69 მკმ) და ყველაზე დაბალი დონე ღამით (0,083-0,36 მკმ). სტაბილურმა სტრესმა შეიძლება დაარღვიოს ეს რიტმი და გამოიწვიოს კორტიზოლის დონის პათოლოგიური მომატება ”, – წერენ კვლევის ავტორები.

„კორტიზოლის როგორც მაღალი, ისე დაბალი დონე, ასევე დარღვეული ცირკადული რიტმი, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს იწვევს,“-აცხადებენ მეცნიერები.

ისინი იმედოვნებენ, რომ სენსორს უახლოეს მომავალში კლინიკურ ცდებში გამოცდიან.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ილონ მასკმა მაიმუნის ტვინში იმპლანტი მოათავსა – ის ვიდეოთამაშებს წარმატებით ართმევს თავს

ილონ მასკის ინოვაციები, თითქოს, უკვე ყოველდღიურ სახეს იღებს და გამუდმებით გვაოგნებს საკუთარი ფუტურისული იდეებით. ახლაც, მასკის თანახმად, მის სტარტაპს – Neuralink, ჰყავს მაიმუნი, რომელიც, მის ტვინში მოთავსებული ინტერფეისის მეშვეობით, წარმატებით ართმევს თავს ვიდეოთამაშებს.

Neuralink-მა, რომელიც ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის შექმნაზეა ორინეტირებული, მაიმუნის ტვინში უსადენო იმპლანტი მოათავსა. ის ტვინს წვრილი სადენებით უკავშირდება და შედეგად, მაიმუნი ვიდეოთამაშებს გონებით თამაშობს. “თქვენ არ შეგიძლიათ ნახოთ, სად არის იმპლანტი და ის ბედნიერი მაიმუნია. ჩვენ, მაიმუნებისთვის, მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგი პირობები გვაქვს. გვსურს, მათ ერთმანეთთან გონებით თამაში შეძლონ” – ამბობს მასკი.

ილონ მასკმა განმარტა, რომ ტვინის დამაკავშირებელი ტექნოლოგიის მიზანია, ტვინისა და ზურგის ტრავმების დაძლევა და ჩადებული ჩიპის მეშვეობით, ადამიანების დაკარგული შესაძლებლობების აღდგენა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანიამ Neuralink მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა, რომელიც ცხოველს გონების ძალით კომპიუტერის გამოყენების საშუალებას აძლევს

მილიარდერ ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink, მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი წარმატებით ჩანერგა. ამის შესახებ Bloomberg-ი მასკზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკი ამტკიცებს, რომ მაიმუნი ახლა ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს. მასკის თქმით, იმპლანტი შეუმჩნეველი, მაიმუნი კი „ბედნიერია“. მან Neuralink-ის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიაში იმედი აქვთ, რომ „დაჩიპული“ მაიმუნები ერთმანეთთან ინტელექტუალურ პინგ-პონგს ითამაშებენ.

მან ასევე პირობა დადო, რომ დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მოთამაშე მაიმუნები იქნებიან ასახულები.

Neuralink-ი 2017 წელს დაარსდა, მასკმა კომპანიაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო. კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც პერსპექტივაში ადამიანებს თავის და ზურგის ტვინის ტრავმების გადალახვაში დაეხმარება. კერძოდ, იმპლანტის დახმარებით მათ ტრავმის შედეგად დაკარგულ უნარებს დაუბრუნებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ილონ მასკი კონკურსს აცხადებს – პრიზი 100 მილიონი დოლარი

,,100 მილიონ დოლარს მივცემ მას, ვინც ნახშირორჟანგის შთანთქმის საუკეთესო ტექნოლოგიას შექმნის.”– ამბობს ილონ მასკი

 

 

უკვე ცნობილია, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა და Amazon–ის აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ბეზოს გადაუსწრო. ისიც ვიცით, რომ სამყაროში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო აქტუალური ხდება.

Tesla-სა დ  SpaceX– ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ხუთშაბათს Twitter–ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი კონკურსი. ,,100 მილიონ დოლარს მივცემ მას, ვინც ნახშირორჟანგის შთანთქმის საუკეთესო ტექნოლოგიას შექმნის.”– ამბობს ილონ მასკი

დეტალები აღნიშნული კონკურსის შესახებ ამჟამად ცნობილი არ არის და სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გამოქვეყნდება.

2012 წელს ილონ მასკმა ხელი მოაწერა ინიციატივას, სახელწოდებით ,,“Giving Pledge”, რომელიც ბილ გეიტსმა და უორენ ბაფტმა წამოაყენეს. ინიციატივის თანახმად ხელმომწერებმა ქონების მინიმუმ ნახევარი უნდა გაიღონ და მოახმარონ სამეცნიერო განათლებას, განახლებადი ენერგიის კვლევას, კოსმოსის კვლევებს და ა.შ.

Forbes– ის სექტემბრის მონაცემებით კი ილონ მასკმა მხოლოდ 100 მილიონი დოლარი გაიღო მსგავსი პროექტებისთვის, რაც მისი ქონების 1%-ზე ნაკლებია.

მიუხედავად ამისა, ილონ მასკის მიერ შემოთავაზებული კონკურსი, ნახშირორჟანგის შთანთქმის საუკეთესო ტექნოლოგიის შექმნასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ამ  საკითხზე მუშაობას.

წყარო: Business Insider

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

სუპერ ხელოვნური ინტელექტის მართვა შეუძლებელია! – კვლევა

უკვე მრავალი წელია, ვდაობთ, ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი (AI) ადამიანს… ახლა კი მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რამდენად შეუძლია ადამიანის გონებას კომპიუტერული სუპერ-ინტელექტის მართვა.

ამაზე პასუხია: “რა თქმა უნდა, არა!”

სუპერ-ინტელექტი ბევრად აღემატება ადამიანის აპერცეფციას, აღქმას და მისი კონტროლისთვის საჭიროა სიმულაცია, რომლის ანალიზიც შეგვიძლია. თუმცა მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სუპერ-ინტელექტის გააზრების გარეშე, შეუძლებელია ასეთი სიმულაციის შექმნა.

ალბათ, ერთადერთი, რითაც თავს ვიმშვიდებთ AI ტექნოლოგიებისთვის სასურველი შეზღუდვების დაწესების იმედია… თუმცა, როგორც ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც კომპიუტერული სისტემა ყველა პროგრამისტის დონეს გადააჭერბებს, შეუძლებელი გახდება რაიმე ლიმიტის დაწესება.

”სუპერ-ინტელექტი ფუნდამენტურად განსხვავებულ პრობლემას ქმნის, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩვეულებრივ “რობოტების ეთიკის” ქვეშ სწავლობენ. სუპერ-ინტელექტს შეუძლია, ადამიანისთვის გაუგებარ და არაკონტროლირებად მიზნებს მიაღწიონ” – ამბობენ მკვლევარები.

მკვლევართა მსჯელობა უმეტესად, ალან ტურინგის მიერ 1936 წელს წამოყენებული პრობლემიდან მოდის, რომელიც ჩვენს წინაშე აყენებს საკითხს – კომპიუტერული პროგრამა მიაღწევს კონკრეტულ პასუხს და შეჩერდება თუ განაგრძობს მარადიულ ძიებას?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან, როგორც ჩანს, მათემატიკური გამოთვლებით შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყოთ რომელიმე მათგანში. “ფაქტობრივად, ეს შეკავების ალგორითმს გამოუსადეგარს ხდის” – ამბობს მეცნიერი აიად რახუანი, გერმანიის ადამიანის განვითარების მაქს-პლანკის ინსტიტუტიდან.

მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ალტერნატივის ძებნა, თუ როგორ ასწავლონ სუპერ-ინტელქტს გარკვეული ეთიკა და “შთააგონონ”, რომ არ გაანადგუროს სამყარო. მათი თქმით, საჭიროა, უკვე დავიწყოთ იმ კითხვების დასმა, რომლებიც დაგვანახებს, რა მიმართულებით მივდივართ.

მართალია, ამ ეტაპზე, ბევრისთვის სამცნიერო ფანტასტიკას უტოლდება სუპერ-ინტელექტის არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არც ისე შორეული წარსულია… როგორც ვხედავთ, უკვე არსებობს ისეთი მექანიზმები,რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ გარკვეულ მნიშვნელოვან დავალებებს. “ამიტომც ჩნდება კითხვა, შეიძლება ეს, გარკვეულ მომენტში, უკონტროლო და საშიში კაცობრიობისთვის?” – აცხადებს მკლევართა ჯგუფი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

თურქეთში გამოიგონეს მოწყობილობა, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია

თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir-ი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოსტიკა 10 წამში შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ბილკენტის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში.

კლინიკამდელი კვლევების დროს, Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 37
Page 9 of 37