close

მანქანათმშენებლობა

ეკოლოგიამანქანათმშენებლობა

წლის ბოლომდე საქართველოში ელექტროტაქსები გამოჩნდება

დღეს ტაქსების კომპანიებს შორის მძლავრი კონკურენციაა. ქართულ ბაზარზე ბევრი ახალი კომპანიაა. მათ შორის არის კომპანია „იბერი”, რომელიც აპრილის დასაწყისიდან შემოვიდა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენელი საბა ბერიკაშვილი „თბილისი თაიმსთან ” საუბრისას განმარტავს, რომ მათი კომპანია მომხმარებელს თანამედროვე სისტემას  სრულიად ახალ ავტომობილებს სთავაზობს.

„იბერი“ კლიენტებს სთავაზობს როგორც ეკონომ და პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას, ასევე ოფციის სახით მომხმარებელს სთავაზობს პიკაპისა და ბიზნეს კლასის ავტომობილებით მომსახურებას

რამდენი ხანია რაც კომპანია „იბერი“ არის ქართულ ბაზარზე და რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა პირველი აპრილიდან. კომპანია მომხმარებელს თანამედროვე  ტექნიკით აღჭურვილ ავტომობილებს სთვაზობს. გვაქვს ოთხი ტიპის მანქანა: ესენი არის ეკონომ კლასის; პიკაპის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტვირთის გადასატანად. ამის შემდეგ მოდის პრემიუმ კლასის მანქანა, რომელიც დახვეწილ ტიპს გულისხმობს და ბოლოს  ბიზნეს კლასის მანქანა. თითოეულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, სხვადასხვა ხარისხი, მომსახურება და შესაბამისად ფასიც განსხვავებულია. მანქანები არის უახლეს მდგომარეობაში. ყველა მოდელში არის  ბარათით გადახდის აპარატები და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ უკვე გადაიხადონ ბარათით.

რა რაოდენობის მანქანები არის დღეს შემოსული?

– დაახლოებით 200 ერთეულით დავიწყეთ  და მომავალში ვგეგმავთ რაოდენობის გაზრდას. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისს ვემსახურებით, თუმცა შეკვეთის არსებობის შემთხვევაში რაიონებსაც მოვემსახურებით.

რამდენად კონკურენტულები ხართ ბაზარზე და როგორია „იბერის“ ფასები?

– ფასებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ფასები. თუმცა  ვცდილობთ ეს შესაბამისობაში იყოს ხარისხთან. თუ გვინდა, რომ კლიენტები კმაყოფილები იყვნენ და მოვემსახუროთ მაღალი კლასის, გამართული ავტომობილებით, ეს ყველაფერი ფასზეც აისახება. ძალიან ბევრი კომპანიაა, ამიტომ ძალიან ჭირს ახალი კომპანიის ნდობის მოპოვება და თავის დამკვიდრება.თუმცა ჩვენ განვსხვავდებით იმ კომპანიებისგან, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე  და თანხაზე ფიქრობენ და არ ზრუნავენ კლიენტის კმაყოფილებაზე. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი კლიენტის კმაყოფილება და მაღალი დონის მომსახურებაა.

ელექტროტაქსების შესახებ რომ მოგვიყვეთ, როდის გეგმავთ მათ შემოყვანას?

– ამ ეტაპზე რა მანქანებიც გვყავს , ძალიან ეკონომიური და გარემოზე,,მზრუნველი“ მანქანებია. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში დავამატებთ ახალ, იგივე ტიპის მანქანებს. ხოლო წლის ბოლომდე ჩვენ ვაპირებთ, რომ  ჩვენი ტაქსოპარკი სრულად ჩავანაცვლოთ ელექტრომანქანებით.

საქართველოს მალე ახალი ელექტრომობილები ეყოლება. ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ტაქსის კომპანიის მენეჯერი განმარტავს, ეს რაოდენობა საკმარისი იქნება, რომ მოიცვას ტაქსების ბაზარი და დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები.

მარიამ ლეკიაშვილი

წყარო:  www.ttimes.ge

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი მსოფლიოში ცნობილ ავტოკომპანიებთან თანამშრომლობს

 ალექს იმნაძე 27 წლის დიზაინერია, რომელიც ძირითადად იტალიაში მოღვაწეობს. იგი მანქანების დიზაინს ქმნის და უკვე საკმაოდ ცნობილ კომპანიებთანაც აქვს მუშაობის გამოცდილება. საინტერესოა, გავეცნოთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდის მიერ განვლილ პროფესიულ გზასა და მის სამომავლო გეგმებს.

ალექსს ხატვა ბავშობიდან უყვარს, სკოლის პერიოდშიც მისი რვეულის ფურცლები სწორედ მანქანებისა და რობოტების ნახატებით ივსებოდა, პარალელურად, კომპიუტერული თამაშებითაც დაინტერესდა და 12 წლის ასაკიდან დაიწყო მათი ტექნიკური მხარის შესწავლა, 15-16 წლისა კი, უკვე თავისუფლად ერკვეოდა ამ სფეროშიც. მოგვიანებით, ჯერ კიდევ მე-10 კლასის მოსწავლემ, ამ ცოდნით შეძლო მასიმილიანო ფუკსასის ერთ-ერთ პროექტზე ემუშავა, ფუკსასი კი, მსოფლიოში სამაოდ განთქმული იტალიელი არქიტექტორია, რომელსაც საქართველოში რიყის,  ოპერის თეატრისა და იუსტიციის სახლის პროექტები ეკუთვნის.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ალექსს სურდა სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა, თუმცა, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა სათანადოდ მომზადება. მოგვიანებით ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა სწავლა და სწორედ აქედან შეძლო რომში გაცვლითი პროგრამით წასულიყო, სადაც ერთ-ერთი პროფესორის რჩევით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში და მოიპოვა 100%-იანი დაფინანსება ტურინის დიზაინის უნივერსიტეტში (IED Istituto Europeo di Design- Torino), რომელიც ავტომობილების დიზაინის  განხრით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

მისი სადიპლომო ნამუშევარი წარმოდგენილი იყო მრავალ იტალიურ დიზაინგამოფენასა და ავტოსალონზე, მათ შორის, მილანის დიზაინის კვირეულზე, ასევე იტალიის საავტომობილო მუზეუმშიც, გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა მისი ფაკულტეტის 25 წლისთავს და მასში წარმოდგენილი იყო დაარსების დღიდან შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ნაშრომები.

ავტომობილების სფეროში, როგორც ალექსი თავადვე აღნიშნავს, ძალიან გაუმართლა, პირველი კომპანია, რომელიც მისით დაინტერესდა, იყო ,,Bertone-ი“ – მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ძველი დიზაინ/საინჟინრო სახლი, რომელიც 1912 წლიდან ფუნქციონირებს. მას შემდეგ ალექსს შესთავაზეს ემუშავა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა – “Alfa Romeo”, “Maserati”, “Ford Motorcompany” და ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი არ არის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანქანების დიზაინის გარდა, ამჟამად ალექსი მამაკაცის აქსესუარების შექმნაზეც მუშაობს და მის კოლექციაში უკვე არის არქიტექტორებისთვის განკუთვნილი კომფორტული ჩანთა.

როგორც ყველა ხელოვანს, გარვეული დაბრკოლებების გადალახვა ალექსსაც მოუწია და  საკუთარ წარმატებას სწორედ იმ ადამიანებს უკავშირებს, რომლებიც თავის დროზე კრიტიკული დამოკიდებულებით უბიძგეს, რომ უფრო მეტად დაეხვეწა თავი. დღესდღეობით კი, ნიჭიერი ახალგაზრდა შეუმჩნეველი არც უცხოური მედიისთვის დარჩენილა და მასზე ხშირად წერენ ისეთი საერთაშორისო ჟურნალები, როგორიც არის – ,,GQ Magazine-ი’’, ,,TopGear-’’, ,,Autobuild-ი’’ და მრავალი სხვა.

ალექსისთვის დიზაინინდურსტია ჰობიცაა და სამსახურიც, თუმცა სხვა გატაცებებიც აქვს, ერთ-ერთია ფოტოგრაფია, რომლის მეშეობითაც შუქისა და ჩრდილის კომპოზიციის უკეთ აღქმისა და გაგების ხელოვნებას ეუფლება, როგორც ამბობს, მას დიდხანს უწევდა საინტერესო რაკურსების პოვნა სტუდიო განათების პირობებში და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად 3Dპროგრამებში მუშაობს, ეს ყველაფერი საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა მისთვის, რადგანაც ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი იმავე კანონებს ექვემდებარება, როგორსაც რეალურში.

ამჟამად ალექსისთვის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდშია, რადგან უკვე სურს საკუთარი საქმის წამოწყება, მაგრამ, პარალელურად, სერიოზული შემოთავაზებებიც აქვს. დროის უმეტეს ნაწილს ახლა საქართველოში ატარებს, თუმცა ყოფლა შემთხვევები, როცა წლების მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვით თუ ახერხებდა ჩამოსვლას. მისთვის სამწუხარო ფაქტია, რომ საკუთარ ქვეყანაში ცოდნის 100%-ით რეალიზების შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუმცა დამწყებ ქართველ დიზაინერებს თავდაუზოგავი შრომისკენ მოუწოდებს, სწორედ ამ გზით არის, მისი თქმით, წარმატების მიღწევა შესაძლებელი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

თვითმართვად ავტომობილებს ბრიტანეთის საავტომობილო მაგისტრალებზე 2019 წელს დატესტავენ

ბრიტანული კომპანიების კონსორციუმი – ,,Driven-ი “- 2019 წელს ბრიტანეთის გზებსა და საავტომობილო მაგისტრალებზე თვითმართვადი ავტომობილების დატესტვას გეგმავს.

ჯგუფი ,,Driven-ი” ლონდონსა და ოქსფორდს შორის ავტონომიური მანქანების პარკის მოწყობასაც გეგმავს.

მანქანები ნებისმიერ საფრთხესთან მიმართებით ერთმანეთს დაუკავშირდებიან და თითქმის სრულიად ავტონომიურად იმოქმედებენ  – თუმცა ბორტზე ადამიანიც ეყოლებათ.

აქამდე თვითმართვად ავტომობილებზე ტესტებს დაბალ სიჩქარეზე ატარებდნენ და ის საზოგადოებრივ გზებზე არ იმართებოდა.

„მარტოხელა ავტონომიური ავტომობილიდან ავტონომიური ავტომობილების პარკზე გადავდივართ – და ყველაზე საინტერესოა ის, თუ რა მონაცემებს, როდის და რატომ უზიარებენ ერთმანეთს ეს ავტომობილები,“ – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა – პაულ ნიუმენმა.

პროექტს მხარს უჭერს მთავრობის 8,6 მილიონიანი გრანტი. მასში ჩართულია სადაზღვევო კომპანია, რომელიც რისკებს შეაფასებს.

ბრიტანეთის მთავრობას თვითმართვადი ავტომობილების პროექტის განვიტარებისთვის 100 მილიონი ფუნტი აქვს დახარჯული და სურს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარების გზის სათავეში მოექცეს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ გაერთიანებულ სამეფოს გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Google აშშ-ში, Volvo – ჩინეთში და Daimler – გერმანიაში, რომლებმაც ამ სფეროში უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

პარიზში უპილოტო ავტობუსები ივლის

 პარიზის ქუჩებში უკვე გამოჩნდა უპილოტო ავტობუსები, რომლებიც ელექტროძრავის მეშვეობით მუშაობს აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით ექსპერიმენტად მიიჩნევა, თუმცა წარმატების შემთხვევაში ქალაქის მერია  მსგავსი ტრანსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამჟამად, ავტოპილოტზე ორი ავტობუსი მუშაობს, რომლებიც მცირე ტრაექტორიას ფარავს. ისინი გამოყოფილ ზოლში მოძრაობს, სადაც სხვა ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საცდელ რეჟიმში მყოფ ავტობუსში 12 მგზავრის მოთავსებაა შესაძლებელი. იგი აღჭურვილია კამერებითა და ლაზერული სისტემით, რათა შესაძლებელი იყოს სხვა ტრანსპორტთან და ადამიანებთან შეჯახების პრევენცია.

პარიზის მერის მოადგილის ჟან-ლუი მისიკას განცხადებით, უპილოტო ტრანსპორტი მსოფლიოში საქალაქო ტრანსპორტის რევოლუციას სულ მალე მოახდენს და დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,ვოლგას” ახალი სიცოცხლე იწყება

ე.წ. კორტეჟის პროექტის მიხედვით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ახალი წარმომადგენლობითი ავტომობილები შეიქმნება. საინტერესო ისაა, რომ მოკრძალებულ სედანებზე ,,გორკის” ქარხანა მუშაობს, რომელიც  იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ ,,ვოლგას” ახალი სიცოცხლე იწყება.

წარმოდგენილი კონცეპტს  GAZ 5000 GL ეწოდება. პირველადი ესკიზების მიხედვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ახალი ,,ვოლგა”.  სავარაუდოდ, ის 3,2 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიან ძრავას მიიღებს, რომლის სიმძლავრე 300 ცხენის ძალა იქნება.

არ არის გამორიცხული, რომ ჰიბრიდული ვერსიაც ვიხილოთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,ტესლამ” ბავშვებისთვის ახალი მანქანა გამოუშვა

,,ტესლამ” ახალი ავტომობილი – მოდელი S – წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის შექმნილი. ავტომობილი ელექტროძრავზეა და აღჭურვილია სინათლით, დამტენი მოწყობილობითა და ხმოვანი სისტემით. იგი 3-დან 8 წლის ასაკამდე ბავშვებისთვისაა შექმნილი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 9კმ/სთ-ია.

ისევე, როგორც დიდი ზომის ავტომობილებს, ამ საბავშვო მოდელსაც შეუძლია უკუსვლით სიარული და აქვს განსხვავებული ფერთა პალიტრა. ის, როგორც წითელი და ლურჯი, ისე ვერცხლისფერი და შავი ფერისაა.

ავტომობილი მაღაზიებში მაისში გამოჩნდება და მისი ღირებულება 500$ იქნება.

 

წყარო: http://hbr.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

5 მარტივი ხრიკი, რომელიც საწვავის ხარჯს შეგიმცირებთ

 

საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს. ბუნებრივია, ყველას სურს ხარჯის შემცირება. გამოცდილი მძღოლები ამას მეტ-ნკლებად ახერხებენ, გამოუცდელებს კი უჭირთ.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თქვენი ავტომობილის აპეტიტს ოდნავ მაინც მოთოკავს. მათ სწორედ გამოცდილი მძღოლები გვიზიარებენ:

  1. ავტომობილი მუდამ გამართული უნდა იყოს

როდესაც ავტომობილის აგრეგატი და ყველა კვანძი გამართულად მუშაობს, ავტომობილი მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი მექანიზმების კონტროლი მუდმივად საჭიროა.

  1. მართეთ რბილად

მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 პროცენტით გაზრდის, ქალაქში კი – 40 პროცენტით!

  1. ნაკლებად ისარგებლეთ კონდიციონერით

სიცხეში ძრავა უფრო ეკონომიურად მუშაობს – ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებისთვის ნაკლები დრო სჭირდება. თანაც, თბილი ჰაერი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ თუ კონდიციონერს ჩართავთ, საწვავის ხარჯი შესაძლოა 25 პროცენტითაც კი გაიზარდოს.

  1. გადართეთ დროულად

თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ დაგეზარებათ გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს.

  1. ძრავის გახურებას ზედმეტი დრო არ დაუთმოთ

მანქანა თამამად შეგიძლიათ დაძრათ ძრავის ამუშავებიდან 1 წუთში, მაგრამ ნუ ამუშავებთ მაღალ ბრუნებზე, სანამ ოპტიმალური ტემპერატურა არ გამოვლინდება.

 

წყარო: autonews.com-ze

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტირნა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობა

უფანჯრო თვითმფრინავებში მგზავრებს ცის პანორამული ხედის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ

ბრიტანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა (Centre for Process Innovation) განაცხადა, რომ  უფანჯრო თვითმფრინავების შექმნაზე მუშაობს.

მგზავრების უმეტესობას სურს თვითმფრინავში ფანჯრის მხარეს დაჯდეს. ცენტრის მიზანია, თვითმფრინავების OLED (ორგანული, შუქის გამომსხივებელი დიოდი) ეკრანებით აღჭურვა, რაც ყველა მგზავრს ვირტუალური ფანჯრით უზრუნველყოფს.

OLEDეკრანებს თვითმფრინავებზე დაამაგრებენ და სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით მგზავრებს გარეხედის ხილვის საშუალება ექნებათ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სიახლის დანერგვას 10-15 წელიწადში გეგმავს.

OLED-ის (ორგანული, შუქის გამომსხივებელი დიოდი) ტექნოლოგიას შეუძლია გადმოსცეს მკაფიო ნათება და ამავდროულად მოიხმაროს ნაკლები ენერგია. ასეთი თვისებების გამო შესაძლებელი გახდა ინფორმაციის ნათებით გამოსახვა ანუ მონიტორზე ინფორმაციის გამონათება. აქედან გამომდინარე, ეს OLEDტექნოლოგიები ინერგება და გამოიყენება მობილურ ტელეფონების, ფოტოაპარატების, ვიდეოკამერების, სანავიგაციო და სხვა მისთან აპარატთა ეკრანების დასამზადებლად.

რამდენიმე დაწკაპუნებით მგზავრი შეძლებს ატვირთოს ინფორმაცია მიმდინარე ფრენის შესახებ, მაგალითად, „რამდენ ხანში ვიქნებით?“ – ეს კითხვა ხომ მხოლოდ ბავშვებს არ აწუხებთ. სენსორული ეკრანის გამოყენებით სტიუარდის გამოძახებაცაა შესაძლებელი.

თუმცა ეს ინფორმაცია სულაც არაა სასიამოვნო მათთვის, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, მითუმეტეს, თუ ეკრანებს თვითმფრინავის იატაკზე დაამონტაჟებენ.

 

წყარო: http://www.travelthewholeworld.org/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,პორშე” ელექტრომანქანის გამოშვებას გეგმავს

გერმანული მანქანათმწარმოებელი კომპანია – ,,პორშე” – გეგმავს სწრაფი ელექტრომანქანის გამოშვებას სულ მალე. მანქანას ჰქვია “Mission E” და მას 15 წუთი ეყოფა, რომ სრულად დაიტენოს და განავითაროს ისეთი სისწრაფე, რომლითაც პორშეს 911 მოდელსაც კი აჯობებს.  600 ცხენისძალიანი მანქანა დაახლოებით 500 კილომეტრს გაივლის დატენვის გარეშე.

,,პორშე”, რომელიც ეკუთვნის VW ჯგუფს, მანქანას შტუტგარდის ახლოს ააწყობს. გამოგონება და იდეის სრულყოფილად განხორციელება დაახლოებით 1 მილიარდ ევრო დაჯდება. 1000-ზე მეტი ახალი სამუშაო დაიწყება. ,,პორშემ” განაცხადა, რომ ამ მანქანის შექმნა ემსახურება ბუნების დაცვასა და ტექნოლოგიის ახალ ეტაპზე გადასვლას.

,,VW–ს” სურს, რომ თავისი კომპანია განვითარდეს და გაუთანაბრდეს ამერიკულ კომპანია ,,Tesla–ს”, როგორც ცნობილია ,,Tesla” ყველაზე განვითარებული კომპანიაა ელექტრომანქანების გამოშვება გაყიდვის საკითხში, ელექტრომანქანებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მთელ მსოფლიოში, რადგან ისინი ბევრად ეკონომიურია, ვიდრე სხვა მანქანები და ასევე – ნაკლებად აბინძურებს გარემოს.

 

წყარო:Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Baidu” ნახევრად თვითმმართავ ავტომობილს გამოუშვებს

 

ჩინეთის ინტერნეტსაძიებო სისტემის კომპანია – ,,Baidu” –  გეგმავს, რომ ნახევრად თვითმმართავი მანქანა გამოუშვას. სამი ,,BMW–ს” მარკის გადაკეთებული მანქანა  30 კილომეტრზე საცდელად ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში გაუშვეს. პირველი ცდა წარმატებით დასრულდა.

მანქანას უნდა შეესრულებინა სხვადასხვა სახის მანევრი, რითაც გამომგონებლები დარწმუნდებოდნენ მის  ვარგისიანობაში. მანქანას უნდა განესაზღვრა, თუ როგორი სისწრაფით დადიოდნენ სხვა მანქანები და, საჭიროების შემთხვევაში, გადაესწრო მათთვის. ახალ ნახევრად თვითმმართავ მანქანას შეუძლია განავითაროს 100კმ/სთ სიჩქარე.

,,Baidu–მ” განახორციელა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მანქანას ჩაუმაგრა ტვინი, რომელიც იყენებს საკუთარ რუკას ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის და ასევე, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

კომპანიას სურს, რომ მსგავსი მოწყობილობები გამოიყენონ სახალხო ტრანსპორტისთვის, რომელიც გადაიყვანს მგზავრებს ერთი ადგილიდან მეორეში.

,,Baidu” უერთდება Google–ს, Apple–სა and Tesla–ს თვითმმართავი მანქანების გამოშვებაში და მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ მათ სხვადასხვა მიზნისთვის.

 

წყარო: http://hbr.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5
Page 4 of 5