close

მანქანათმშენებლობა

მანქანათმშენებლობა

ყველაზე იაფი მანქანა ინდოეთში დამზადდა

ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მანქანის ყიდვისას არის ის, რომ უმრავლესობას უწევს ისესხოს დიდი რაოდენობით ფული ბანკიდან, რისი დაფარვაც შემდგომი მრავალი წლის განმავლობაში უწევს. ძირითადად ახალი მანქანები 10 000 დოლარი ღირს, რისი გადახდაც ყველას არ შეუძლია.

ინდოეთში ერთ–ერთმა ქარხანამ – ,,Tata Motors–მა”- გამოუშვა ყველაზე იაფი მანქანა მთელ მსოფლიოში, ის 2,500 დოლარი ღირს. ,,Tata–ს” დირექტორმა ყველაფერი აწონ-დაწონა და ასეთი ფასი ინდოეთის მოსახლეობისთვის საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა, რადგან მათი ქვეყანაში უმრავლესობას შეუძლია, რომ ნელ–ნელა დაფაროს ეს თანხა და არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

ინდოეთში 1.2 მილიონი მანქანა კეთდება ყოველ წელს. იაფი მანქანის გამოშვების იდეა ყველას არ მოეწონა, რადგან ექსპერტებმა თქვეს, რომ უფრო მეტი ადამიანი შეიძენდა ამ მანქანებს და შეიქმნებოდა საცობები და კიდევ უფრო დაბინძურდებოდა გარემო, ეს იდეა წესით წლების წინ უნდა განხორციელებულიყო, ინდურმა კომპანიამ ბევრი იფიქრა ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე და საბოლოოდ ისეთი მანქანების გამოშვება გადაწყვიტა, რომლებიც ძალიან შეამცირებდნენ გარემოს დაბინძურების რისკს და ზომაშიც იქნებოდა პატარა, რაც ნაკლებად შექმნიდა საცობების საშიშროებას.

 

წყარო: http://inc.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Toyota-ს” ისტორია – ყველაფერი მსოფლიო ბრენდის შესახებ

,,დოქტრინა” გთავაზობთ ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი  ბრენდის –  ტოიოტას (Toyota) ისტორიას, რომელიც იწყება 1933 წელს. იმ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ტექსტილის დანადგარების წარმოება და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ავტომობილებთან. 
კომპანიის მფლობელი  საკიტი ტოიოდი იყო, ხოლო  ახალ მიმართულებას სათავეში ჩაუდგა მისი შვილი – კიიტირო ტოიოდა ჩაუდგა, რომელმაც  ახალ კომპანიას  მსოფლიო აღიარება მოუტანა.
1935 წელს შეიქმნა ტოიოტას პირველი ავტომობილი, რომელის  სახელწოდებაც იყო  Model A1. ეს მოდელი 1936 ჩაეშვა მასიურ წარმოებაში – სახელწოდებით Model AA. პარალელურად შეიქმნა ტოიოტას პირველი სატვირთო ავტომობილი Model G1. კომპანია ტოიოტამ იმავე პერიოდში შექმნა პირველი საექსპორტო ავტომობილი, რომელიც  გაიგზავნა  ჩრდილოეთ ჩინეთში.
1937 წელს ტოიოტას საავტმობილო მიმართულება ჩამოყალიბდა ცალკე კომპანიად, რომელმაც მიიღო სახელწოდება ,,Toyota Motor Co., Ltd”.
 ბევრმა არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ტოიოტა (Toyota) მუშაობდა სამხედრო შეკვეთებზე – იგი ამზადებდა სატვირთი ავტომობილებს იმპერატორის არმიისთვის. მანქანები იწყობოდა დიდი ეკონომირობითა და ხელმომჭირნეობით –  მაგალითისთვის,  მათზე მაგრდებოდა მხოლოდ ერთი ფარი. წარმოება გრძელდებოდა მანამ, სანამ ამერიკულმა ავიაციამ არ დაბომბა ტოიოტას ქარხნები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს კომპანიამ მაინც დაიწყო კიდევ ერთი ტოიოტას მოდელის წარმოება — Toyota Model SA, ხოლო 1950 წელს, მწვავე ფინანსური კრიზისის პირობებში, კომპანიამ გადაიტანა საკუთარი მუშების პირველი  გაფიცვა, ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ გადახედა კორპორატიულ პოლიტიკას, სწორედ ამის შედეგია, რომ პირველი გაფიცვა ერთადერთ გაფიცვად დარჩა ,,ტოიოტას” ისტორიაში.
 50-იანი წლების დასაწყისში ტაიტი ონომ (Taiichi Ohno) მოიფიქრა უნიკალური მართვის სისტემა (”კამბან”), რომელიც  ყველა სახის დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა.
 სწორედ ამ პერიოდშივე  შეიქმნა ტოიოტას ყველგანმავალი ,, Land Cruiser-ი”.
 1956 წელს დაიწყო ,,ტოიოტას” ავტომობილების ამერიკაში გაყიდვა, თუმცა პირველი მცდელობა ამ ბაზარზე კრახით დასრულდა, თუმცა, შემდგომში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შედეგად,  მდგომარეობა შეიცვალა.
1961 წელს გამოვიდა მოდელი Toyota Publica — პატარა ზომის ეკონომიური ავტომობილი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.  სწორედ ამავე პერიოდში აქტიურად იზრდება Toyota-ს დილერების ქსელი საზღვარგარეთ – სამხრეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.
Toyota-მ აშშ-ს ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწია მოდელით ,,Corona”.
1966-დან  ,,ტოიოტა” უშვებს ერთ–ერთ ყველაზე მასიური მოდელს — ,,Corolla-ს”, რომლის წარმოებაც დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
1982 წელს Toyota Motor Co., Ltd. და Toyota Motor Sales Co., Ltd. გაერთიანდნენ  და გახდა Toyota Motor Corporation.  სწორედ ამ დროისთვის, ბრენდი ტოიოტა (Toyota) საბოლოდ დაფუძნდა, როგორც იაპონიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი, რომელმაც მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
 უკვე 1986 წელს გამოშვებულ იქნა 50 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით.
 ტოიოტას ლოგო შეიქმნა 1989 წელს იმ სახით, როგორიც ვიცით დღეს. ლოგოს დიზაინრების განმარტებით, ორი ოვალი, რომლებიც ქმნიან მონახაზს «Т» აღნიშნავს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას, ხოლო დიდი ოვალი, რომელშიც ისინია მოთავსებული, სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის შორს მიმავალ გეგმებს.
 1990  წელის ოქტომბერში იხსნება პირველი ავტორიზებული ტოიოტას სერვის ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ  ეკოლოგიამ Toyota-ს განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა; შემუშავებულ იქნა გეგმები და პროგრამები გარემოს დაცვისთვის, ხოლო 1997 წელს შეიქმნა მოდელი Prius, რომელიც აღჭურვილია ჰიბრიდული ძრავით (Toyota Hybrid System). Prius-ის გარდა,  ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი იყო მოდელები Coaster და RAV4.
 1999 წელს იაპონიაში გამოვიდა 100 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით.  ხოლო 2000 წელს Prius-ის მოდელების გაყიდვამ მიაღწია 50 ათასის ნიშნულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოებაში გაეშვა RAV4-ის ახალი თაობა, ხოლო 2001 წელს აშშ-ში გაიყიდა Camry-ს 5 მემილიონე ეგზემპლარი.
2002 წელს Toyota – მ შეაბიჯა ახალ სფეროში – მიიღო მონაწილეობა Formula 1-ის რბოლებში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ყველაზე ექსტრემალურ ავტოშეჯიბრებებში.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბრენდი ,,ტოიოტა” ( Toyota) არის ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იაპონიასა და მსოფლიოში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Toyota Hilux-ი” – ,,დაუძლეველი” 1968 წლიდან

1968 წლის იმ დღიდან, როდესაც პიკაპი გამოუშვეს, ყველგან დატოვა თავისი კვალი. ძარის სტრუქტურა უზრუნველყოფს მეტ სიმტკიცესა და გამძლეობას, ასევე, აღსანიშნავია, მისი გასაოცარი დიზაინი, მაღალი ხარისხის ინტერიერი და გაუმჯობესებული საბუქსირე შესაძლებლობები, ახალი ,,Toyota Hilux-ი” არის გაუმჯობესებული პიკაპი, რომელიც,  ყოველდღიური სიძნელეებისა თუ რთული რელიეფის მიუხედავად,  მარტივად და გამართულად მანევრირებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,ტოიოტას” 2016 წლის ტექნოლოგიური გამოწვევა – RAV4 ჰიბრიდი

ბოლო პერიოდში ჰიბრიდული მანქანების მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა, ამ მხრივ კი, ,,ტოიოტა”  განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობს.

RAV 4  ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის ნათელი მაგალითია. საინტერესოა, რომ ამ მოდელის ისტორია 1994 წლიდან იწყება, როდესაც იაპონელმა ავტომწარმოებლებმა  საფუძველი ჩაუყარეს ახალ საავტომობილო კლასს – კომპაქტურ კროსოვერს.

RAV 4 -ის 4 თაობა გამოვიდა ამ 22 წლის განმავლობაში, ეს – მე-4 თაობა კი 2013 წლიდან იწარმოება, 2016  წლიდან  ამ ავტომობილის ჰიბრიდული მოდიფიკაცია მივიღეთ, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი ეკონომიური მოდელია.

RAV 4 ჰიბრიდის გამორჩეულობის მიზეზი  საკმაოდ ბევრია –  ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფი,  2.5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავა და ა.შ.

ავტომობილი 0-დან 100კმ/სთმდე 8.4 წამში აჩქარდება და შეუძლია 180 კილომეტრ/საათი სიჩქარის განვითარება.

ევრო 5 სტანდარტის ავტომობილის საწვავის ხარჯი საშუალოდ 5.7 ლიტრს შეადგენს.

Rav4 ჰიბრიდს ინტერიერიც გამორჩეული აქვს – ტევადი სალონი, რომელიც  აღჭურვილია ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლით და კომფორტული სავარძლებით, რომლებსაც გათბობის ფუნქციაც აქვს.

მულტიფუნქციური, რეგულირებადი და კომფორტულ საჭე საშუალებას მოგცემთ მართოთ ავტომობილის არა მხოლოდ მიმართულება, არამედ შიდაფუნქციები, როგორიცაა აუდიოსისტემა, ტელეფონი და ხმოვანი მართვა.

გამოცდილი, ერთ-ერთი მოწინავე და სანდო ჰიბრიდრული სისტემით,  ეკოლოგიური, ინოვაციური და კომფორტული კროსოვერი – ასე აფასებენ სპეციალისტები Rav4 ჰიბრიდს.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

დაკარის რალიში გუნდების უმეტესობა ,,ტოიოტას” ავტომობილებით იასპარეზებს

2017 წლის დაკარის რალიში მონაწილე გუნდების თითქმის ნახევარი (37 გუნდი 79-იდან) ,,ტოიოტას” ავტომობილებით იასპარეზებენ.

2017 წლის დაკარის რალი სტარტს 2 იანვარს აიღებს პარაგვაის დედაქალაქ ასუნსონსში, ფინიშის ხაზი კი ბუენოს-აირესში იქნება განლაგებული.

რალი 1978 წლიდან იღებს სათავეს და მასში ოთხი სახეობის მანქანა იღებს მონაწილეობას: ჩვეულებრივები (ჯიპის სტილი), სატვირთოები, მოტოციკლეტები და კვადროციკლები.

რალი საკმაოდ სახიფათოა, რადგან ზოგჯერ უდაბნოს ქარიშხალი სდევს თან, ზოგან მოულოდნელი ციცაბო ქვიშაა და ზოგან კიდევ ხილვადობა ნულდება. სხვადასხვა მიზეზების გამო „დაკარის“ დროს 27 პილოტი და დაახლოებით ამდენივე მაყურებელი და ჟურნალისტია დაღუპული.

დაკარის რალი  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობა

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ავტომწარმოებლებს მოსაუბრე ავტომობილების შექმნისკენ მოუწოდებს

აშშ-ის  ტრანსპორტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი ავტომობილების შექმნა, რომლებსაც უსადენო ტექნოლოგიის საშუალებით ერთმანეთთან „საუბარი“ შეეძლებათ.

რეგულატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ გზით ავარიების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი, აცხადებენ, რომ ავტომწარმოებლებს ასეთი ავტომობილების შესაქმნელად სულ მცირე ოთხი წელი უნდა მისცენ.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) შეფასებით, მოსაუბრე მანქანები იმ ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვს, სადაც ალკოჰოლი მთავარი ფაქტორი არაა, 80 პროცენტით შეამცირებს, განსაკუთრებით გზაჯვარედინებითა და სავალი ნაწილის ზოლების შეცვლით განპირობებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს.

გასულ წელს აშშ-ში ავტომობილების 6,3 მილიონი ავარია მოხდა. NHTSA ოქტომბერში განაცხადა, რომ 2016 წლის პირველ  ნახევარში საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა.

მოსაუბრე მანქანები, მოკლე დიაპაზონის კომუნიკაციების გამოყენებით, მონაცემებს ადგილმდებარეობის, მიმართულების და სიჩქარის შესახებ სამასი მეტრის რადიუსში მდებარე ავტომობილებს გადასცემენ. ამ მონაცემების განახლება წუთში დაახლოებით 10-ჯერ ხდება.

საავტომობილო მწარმოებლების ალიანსი, რომელიც General Motors Co (GM.N), Toyota Motor Corp (7203.T), Volkswagen AG (VOWG_p.DE) და სხვა ავტომწარმოებლებს აერთიანებს, აცხადებს, რომ სისტემის დატესტვა უკვე მიმდინარეობს.

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი მზარდია. 2010 წელს გაერო-მ გამოაცხადა საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2011-2020 წლებისათვის და მოუწოდა ქვეყნებს ამ პერიოდის განმავლობაში გაანახევრონ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეიმუშავონ მოქმედების გეგმა და გაატარონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისათვის გზებზე სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

Tesla-მ სამ დღეში Model 3 ელექტრომობილის 276,000 შეკვეთა მიიღო!

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ Model 3 ელექტრონული მანქანის 276,000 შეკვეთა უკვე მიიღო.
კომპანიამ ელექტრო ავტომობილის ახალი მოდელის პრეზენტაცია კალიფორნიაში ხუთშაბათს გამართა.
Mოდელ 3-ის სასტარტო ღირებულება 35 ათასი დოლარიდან იწყება. მყიდველისთვის ამ ხუთადგილიანი ავტომობილის მიწოდება მომავალი წლის იანვრიდან იგეგმება.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილია, რომ ავტომობილს ერთჯერადად სრულად დამუხტვის შემთხვევაში, 400 კმ-ის გავლა შეეძლება. იგი აღჭურვილი იქნება თავისუფალი წვდომით Tesla’ს SuperChargers-ზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 3600

ლოკაციაზეა და კომპანია ამ ციფრის გაზრდას 2017 წლისთვის 7000-მდე გეგმავს. MOdel 3-ზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინში კომპანია ასევე გეგმავს ყოველწლიურად 500 ათასი ელემენტის წარმოებას საკუთარ GigafaCtory-ში.
ავტომობილი გარეგნულად კომპანიის საიმიჯო დიზაინის შტრიხების მატარებელია, ხოლო ინტერიერში ისიც Model-ის მსგავსად აღჭურვილია დიდი ციფრული ”სამუშაო დაფით”. ამასთან, ილონ მასკის განცხადებით, Model 3 უსაფრთხოების კუთხით ყველა კატეგორიაში მიიღებს ხუთ ვარსკვლავს.
Model 3-ს კონკურენტებს შორის არიან General Motors-ის Chevy Bolt და BYD-ის EV300.
წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

ჩინეთმა მსოფლიოს უდიდესი სადესანტო თვითმფრინავი გამოუშვა

ჩინეთმა შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი სადესანტო თვითმფრინავის წარმოება დაასრულა. თვითმფრინავს საზღვაო სამაშველო მისიებსა და ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ.
როგორც ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება, AG600, რომელიც დაახლოებით Boeing 737-ის ზომისაა, თვითმფრინავის სახელმწიფო მწარმოებელმა ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაციამ შექმნა Aviation Industry Corporation of China (AVIC).
AVIC-ის გენერალური მენეჯერის გენგ რაგანგის განცხადებით, ახალი სადესანტო თვითმფრინავი უდიდესი გარღვევაა ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიაში. მისი შექმნისა და წარმოების გეგმა ქვეყნის ხელისუფლებამ 2009 წელს დაამტკიცა.
თვითმფრინავის ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი 4500 კმ-ია, მას 20 წამში 12 ტონა წყლის შეგროვება შეუძლია. AG600-ის მაქსიმალური ასაფრენი წონა 53,5 ტონაა.
ჩინეთმა მოწინავე ახალი სამხედრო ტექნიკის კვლევა გააძლიერა. მათ შორის ანტი სატელიტური რაკეტების, ეს ფაქტი რეგიონსა და ვაშინგტონში გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან თვლიან, რომ ჩინეთმა სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით “კუნთოვანი დამოკიდებულება“ დაიწყო.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

მანქანა გარდერობით – ლინკოლნის ახალი სახე და ამერიკული რევოლუცია

ეს საოცრება 5 მეტრზე გრძელია და დაახლოებით 2.9 ტონას იწონის. ლინკოლნის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნავიგატორს უდგას FORD 3.5 V6 ძრავი, რომელიც 400 ცხენის ძალას ფლობს.

 ნახეთ ფოტოები:

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

სრულად ნახვა
1 3 4 5
Page 5 of 5