close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს

მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქსოვილი აშშ-ში, აუბურნის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეიქმნა. ერთი შეხედვით იგი ჩვეულებრივი მატერიისგან არ განსხვავდება, თუმცა კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემის, კოღოების ნაკბენისგან დაცვა შეუძლია.

მასალა, რომლისგანაც ტანსაცმლის შეკერვაც იქნება შესაძლებელი, ნაქსოვია იმგვარად, რომ მასში კოღოს ხორთუმი ვერ აღწევს.

კოღოს ნაკბენით გავრცელებული დაავადებებით დედამიწაზე ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ესპანეთში ქმნიან აპლიკაციას, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად თანაბრად არის ოჯახში გადანაწილებული საქმე

ესპანეთის თანასწორობის სამინისტრო ქმნის აპლიკაციას, რომელიც ოჯახის წევრებს სახლში შესრულებული სამუშაოების გაზიარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

სამინისტროს თქმით, გამოკითხვის მიხედვით, ქალები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს, ვიდრე მამაკაცები, აპლიკაციით კი წყვილი დახარჯული დროის მითითებით, საქმეების თანაბრად გადანაწილებას შეძლებს.

„ეს ძალიან მარტივია,” – თქვა ანგელა როდრიგესმა და განმარტა, რომ აპლიკაცია იმუშავებს Splitwise-ის მსგავსი აპლიკაციების მსგავსად, რომლებიც ჯგუფებს საშუალებას აძლევს გაიზიარონ კვების ან სხვა ხარჯების ღირებულება.

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ქალთა 45,9%-მა თქვა, რომ ისინი ასრულებდნენ საოჯახო საქმეების უმეტესობას.

როდრიგესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სახის დავალება საყოფაცხოვრებო სამუშაოებად უნდა ჩაითვალოს

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ფეინშტაინის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვადრიპლეგიით (ოთხივე კიდურისა და ტანის დამბლა) დაავადებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინეს. საუბარია კავშირზე, რომელიც ტვინს, კიდურებსა და ზურგის ტვინს შორისაა.

მეცნიერებმა იმპლანტი პაციენტის ტვინში მოათავსეს. იმპლანტი მოიცავს ხუთ მიკროჩიპს და იყენებს AI სისტემას პაციენტის აზრების ქმედებად გარდაქმნისთვის. ტვინის იმპლანტმა პაციენტს სხეულის გამოძრავების საშუალება მისცა.

„იყო დრო, როდესაც არ ვიცოდი, მსურდა სიცოცხლე თუ არა. ახლა კი ადამიანების შეხებას კვლავ ვგრძნობ. ჩემთვის ეს საოცრებაა”, – თქვა კიტ თომასმა, რომელიც 2020 წლიდან სრულად პარალიზებულია.

CDC-ის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს პარალიზი აწუხებს. თითქმის არ არსებობს მკურნალობის ისეთი საშუალება, რომელსაც პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.

 

 

ამის ფონზე, ტვინის ახალი იმპლანტი დიდ იმედებს იძლევა.

უბედურმა შემთხვევამ კიტის ხერხემალი დააზიანა.  მან ინტერნეტით ფეინშტაინში იმპლანტის ტესტირების შესახებ შეიტყო და კვლევაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

მკვლევრებმა MRI-ის გამოყენებით პაციენტის ტვინის დაზიანებული უბნები გამოავლინეს. ამის შემდეგ 15-საათიანი ოპერაცია ჩატარდა. შედეგად იმპლანტის მოსათავსებლად შესაბამისი ადგილი შეირჩა.

„ოპერაციისას კიტი გონზე იყო და შესაბამის რეაქციას ავლენდა. სწორედ ასე ტვინში ორი იმპლანტი მოვათავსეთ”, — თქვა ექიმმა ეშესტ მეჰტამ, ერთ-ერთმა ქირურგმა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.

ოპერაციის შემდეგ კიტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შეუძლია იგრძნოს ის, რაც აღარ შეეძლო. მეტიც, კიტს ახლა ხელების გამოძრავებაც შეუძლია.

„ერთადერთი, რისი გაკეთებაც მინდა, ეს სხვების დახმარებაა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კვლევა ადამიანებს დაეხმარება, მე მხოლოდ გამიხარდება”, – თქვა მან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეაში ეროვნული ორკესტრის წარმოდგენაზე რობოტმა იდირიჟორა

რობოტმა-ანდროიდმა EveR 6 სეულში დირიჟორის როლი მოირგო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, რობოტმა სამხრეთ კორეის ეროვნული ორკესტრის წარმოდგენას უხელმძღვანელა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევა იყო ქვეყნის ისტორიაში. წარმოდგენა კორეის ეროვნულ თეატრში გაიმართა.

კორეის ინდუსტრიული ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ შექმნილმა ორხელიანმა რობოტმა, რომელსაც ჰუმანოიდის სახე აქვს, სცენაზე გამოსვლისას მაყურებლებს თავი დაუხარა და ხელების მეშვეობით ორკესტრის ტემპს აკონტროლებდა.

„მისი მოძრაობები ძალიან დეტალური იყო. რობოტს ასეთი მოძრაობები იმაზე უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე წარმომედგინა, თუმცა მისი კრიტიკული სისუსტე ისაა, რომ მოსმენა არ შეუძლია“, – განაცხადა დირიჟორმა ჩოი სუ-იოლმა, რომელმაც კონცერტზე შესრულებული 5 ნაწარმოებიდან ორის დროს დირიჟორობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი დიჯეებს?

მიქსინგის პროგრამების განვითარებასთან ერთად საკლუბო სივრცეები ბიუჯეტის შეკვეცას იწყებენ, რაც კლუბური მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აშინებს. ამის შესახებ BBC წერს.

შეიძლება თუ არა, რომ დიჯეები ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს? როგორც ერთ-ერთი დიჯეი ნურია ამბობს, შეუძლებელია დიჯეი ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლდეს.

28 წლის დიჯეი, რომელიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სცენაზე უკრავს, ამბობს, რომ ამ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია გამოჩნდა. სხვადასხვა პროგრამა მუსიკის გამიქსვის ვერსიებს სთავაზობს, თუმცა, იმას, რასაც არტისტი თავად აკეთებს, პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს.

„ძალიან რთულია ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ის კავშირი, რომელიც მსმენელსა და არტისტს შორისაა. რეივერები დაკვრის დროს მიყურებენ და ხედავენ ჩემს ენერგიას, როგორ ვიხარჯები და ვცეკვავ მათთან ერთად. ამ მომენტში ძალიან ინტიმური კავიშირი მყარდება მაყურებელსა და არტისტს შორის, რაც ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება“,- აღნიშნავს ნურია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

იუნესკო სკოლებში სმარტფონების გლობალური აკრძალვის მოწოდებით გამოდის

სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს, რათა სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს და ბავშვები კიბერბულინგისგან იყვნენ დაცულები. როგორც Guardian-ი წერს, ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც იუნესკოში აცხადებენ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოსწავლის მოსწრებას აუარესებს და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.

ანგარიშის თანხმად, სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებამ უნდა აჩვენოს, რომ ციფრული ტექნოლოგიები მთლიანობაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.

იუნესკოს გენერალური დირექტორის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლება ონლაინ სწავლებამ არ უნდა ჩაანაცვლოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

მკვლევრებმა რობოტებს დავალებების შესრულება ასწავლეს

ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ რობოტზე, რომელიც თქვენს მაგივრად საოჯახო საქმეს ასრულებს. თუ ასეა, თქვენ უბრალოდ მეოცნებე არ ხართ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (CMU) მკვლევართა ჯგუფი (ისევე როგორც სხვა მეცნიერები) ფიქრობს იმაზე თუ როგორ აქციოს თქვენი ოცნებები რეალობად.

მკვლევრებმა რობოტებს ვიდეოები აყურებინეს, სადაც ადამიანები ჩვეულებრივი საქმიანობებით: უჯრის გამოღებით, ტელეფონზე პასუხითა და სახლის დალაგებით იყვნენ დაკავებულნი.

აქამდე, მეცნიერები რობოტებს დავალებების შესასრულებლად იმიტირებულ გარემოში ავარჯიშებდნენ. ამ მიდგომას დიდი დრო და რესუსრები სჭირდება.

ახალი მეთოდი სტანდარტულს ბევრად ჯობია. მკვლევრების თქმით, მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი, “ვიზუალური რობოტიკის ხიდი” (VRB), რობოტებს დავალების შესრულებას 25 წუთში ასწავლის. რაც მთავარია, ეს ადამიანისა და სიმულირებული გარემოს გარეშე.

„დიახ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რობოტებს ვიდეოების ყურებით ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ეს დროისა და რესურსის დაზოგვის საშუალებაა”, – თქვა შიხარ ბაჰლმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

ეს WHIRL-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. განსხვავება WHIRL-სა და VRB-ს შორის არის ის, რომ პირველი მოითხოვს ადამიანს, მეორე კი მხოლოდ ვიდეოს გაშვებას საჭიროებს. WHIRL სწავლების ფარგლებში ადამიანი ასრულებს გარკვეულ დავალებას, მას რობოტი უყურებს და ასე სწავლობს.

ვიდეოების ყურების შემდეგ რობოტებმა თორმეტივე დავალება წარმატებით შეასრულეს. ესენი იყო ქილის გახსნა, ტელეფონის აღება, სახურავის აწევა, კარის გაღება, უჯრის გამოღება და სხვა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს

კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის მსურველებს ჰარვარდის უნივერსიტეტში მომავალი წლიდან ლექციებს ხელოვნური ინტელექტი წაუკითხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კურსი საკმაოდ პოპულარულია და სემესტრში მას დაახლოებით 1000 სტუდენტი ესწრება.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ხელოვნური ინტელექტი სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და 24/7-ზე გაუწევს დახმარებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

3D პრინტერზე 26 საათში დაბეჭდილმა თავის ქალამ ჩვილის სიცოცხლე იხსნა

ტვინის ოპერაცია ხშირად საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა, მით უფრო დიდი გამოწვევა კი იგი მაშინაა, როცა საქმე ჩვილს ეხება. მიუხედავად ამისა, პოლონეთში, ჟეშუვში, ქირურგებმა შეძლეს და თავის ქალის მეხუთედი ნაწილით დაბადებული ახალშობილისათვის 3D პრინტერით ხელოვნური ქალა შექმნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჩვილის სიცოცხლის გადარჩენას ვარშავის ტექნოლოგიურ კომპანია Sygnis-ს უნდა ვუმადლოდეთ. ოპერაცია რომ ოთხი დღის განმავლობაში არ დაგეგმილიყო, ბავშვი ყველა სახის ინფექციისადმი დაუცველი გახდებოდა, მათ კი ახალშობილის თავის ქალის ზუსტი 3D მოდელი ერთ დღეში დაბეჭდეს.

Sygnis-ის უწყებით, პროექტის ფაილის მიღების შემდეგ 3D თავის ქალის შექმნა ორმა ინჟინერმა დაიწყო. როგორც კომპანია აღნიშნავს, ბავშვისათვის რისკების თავიდან ასაცილებლად მათ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ტექნოლოგია გამოიყენეს.

1. პირველი მოდელი SLS ტექნოლოგიით გამზადდა, Sinterit Lisa Pro 3D პრინტერით, PA12 ფხვნილისგან. ამას 24 საათი დასჭირდა.

2. მეორე მოდელი — SLA (ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც შუქმგრძნობიარე ფისის ფენა-ფენა გამაგრებას მოიცავს) ტექნოლოგიით, FlashForge Photo 8.9sz 3D პრინტერზე, რამაც 8 საათი წაიღო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ბავშვის გადასარჩენად ყველა სხვა პროექტი შეაჩერა და თავის ქალის საქმე სულ რაღაც 26 საათში მოაგვარა.

FlashForge Photo 8.9s 3D პრინტერზე ფისის ტექნოლოგია SLA იმისთვის გამოიყენეს, რომ საილუსტრაციო ამონაბეჭდი სწრაფად მიეღოთ და იგი სპეციალისტებს SLS ტექნოლოგიით დაბეჭდვამდე შეეფასებინათ.

მეორე მხრივ, მათ SLS ტექნოლოგია და პოლიამიდური (PA12) ბეჭდვა გამოიყენეს, რათა წინასაოპერაციო ქირურგიული ვარჯიშებისათვის სამგანზომილებიანი მოდელი დაებეჭდათ. ფხვნილის ტექნოლოგია 3D ბეჭდვის საშუალებას საყრდენი სტრუქტურების გამოყენების გარეშე იძლევა, შესაბამისად, შესაძლებელია გეომეტრიულად კომპლექსური ძვლოვანი სტრუქტურების უნაკლო რეპროდუქცია.

გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს ძვლის აღსადგენად სამომავლოდაც დასჭირდება ოპერაციები, რომლებიც ასევე 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას დაეფუძნება. ჩვილის ძვლები კვლავაც ზრდის პროცესშია, ექიმები კი აღდგენითი ოპერაციის ჩატარებამდე თავის ქალის განვითარებას უცდიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ადამიანები სიკვდილის შემდეგ ვირტუალურად გააგრძელებენ ცხოვრებას

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, 2050 წლისთვის ადამიანები სიკვდილის შემდეგ ვირტუალურად განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ექიმი, აჯაზ ალი პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღბეჭდავს  ადამიანების გარეგონას, ხასიათსა და  ჩვევებს. აღნიშნული კი გარდაცვლილის ახლობლებს საშუალებას მისცემს, რომ საყვარელ ადამიანთან კონტაქტი სიკვდილის შემდეგაც ჰქონდეთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 89
Page 11 of 89