close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

ხელოვნურ ინტელექტს 300 მილიონი სამუშაო ადგილის ათვისების პოტენციალი აქვს

ხელოვნურ ინტელექტს 300 მილიონი სამუშაო ადგილის ათვისების პოტენციალი აქვს. საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, აშშ-სა და ევროპაში ასობით მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო დავალებების შესრულება.

კერძოდ, ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელია ადმინისტრაციულ და იურიდიულ პროფესიებში არსებული სამუშაო ძალის 40%-ზე მეტის ჩანაცვლება. განსაკუთრებით დიდ კონკურენციას შეუქმნის ავტომატიზებული სისტემები ისეთ პროფესიებს, როგორიც ჟურნალისტიკაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

დუბაიში მსოფლიოში პირველ 3D პრინტერზე დაბეჭდილ მეჩეთს ააშენებენ

დუბაის ხელისუფლება მსოფლიოში პირველ მეჩეთს ააშენებს, რომელიც 3D-პრინტერზე დაიბეჭდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ნაგებობა 600 ადამიანზე იქნება გათვლილი და 2 სართულზე,2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება. მეჩეთს ბეტონის ხსნარისგან ააშენებენ. მშენებლობის დაწყება წლის ბოლოს იგეგმება, პროექტი კი 2025 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.

3D-ბეჭდვის დახმარებით შენობების მშენებლობისთვის დიდი ბეჭდვითი მანქანებია საჭირო, რომლებშიც პროექტის შესახებ სრული ინფორმაციაა ატვირთული. კონსტრუქცია ფენებად აიწყობა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალთან საბრძოლველად რობოტ ძაღლებს გამოიყენებს

სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქის, ნიუ-იორკის პოლიცია (NYPD) რობოტ ძაღლებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის პოლიცია “ციფრულ ძაღლებს” დამნაშავეების მიერ მოქალაქეების მძევლად აყვანის შემთხვევებში და დაზვერვისთვის გამოიყენებს. ამასთან, ნიუ-იორკის პოლიცია K5-ის ტიპის რობოტის გამოყენებასაც გეგმავს.

რობოტების პროგრამა NYPD-მ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, მაგრამ მალევე გააუქმა, რადგან ეს ნაბიჯი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პოლიციის მილიტარიზაციად ჩათვალეს. კრიტიკა ერიკ ადამსის ბოლოდროინდელ განცხადებასაც მოყვა, რომელსაც თავად ნიუ-იორკის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, პოლიციაში რობოტების გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც, თავის დროზე, თითების ანაბეჭდების აღების ტექნოლოგია იყო.

„თუ პროგრესი და ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნოლოგიის გამოყენება არ გვინდა, ბოროტმოქმედებს ვერ ავუვალთ”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ორმა ელექტრონულმა იმპლანტმა პარალიზებულ კაცს გავლის საშუალება მისცა

ელექტრონული იმპლანტების დამონტაჟების შემდეგ, პარალიზებულმა კაცმა სიარული დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ნიდერლანდელი გერტ-იან ოსკამი 12 წლის მომხდარი ავარიის შემდეგ ვერ დადიოდა. მან შვეიცარიელი მეცნიერების ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, რასაც საოცარი შედეგი მოჰყვა.

პაციენტს ორი იმპლანტი ჩაუდგეს – ერთი თავის ტვინში, მეორე კი ხერხემალზე. როდესაც ოსკამს გავლა უნდა, ის ამაზე ფიქრობს და მის ტვინში მომუშავე იმპლანტი შესაბამის სიგნალს აწვდის ხერხემალზე დამონტაჟებულ მოწყობილობას, ნერვულ უჯრედებს კი ეს სიგნალი ფეხებში გადააქვთ. შედეგად, კაცი ნაბიჯს დგამს.

„თავს ჩვილად ვგრძნობ, რომელიც სიარულს ხელახლა სწავლობს. ეს ხანგრძლივი გზა იყო, მაგრამ ახლა შემიძლია ავდგე და ჩემს მეგობრებთან ერთად ლუდი დავლიო. ბევრი ადამიანი ვერ იაზრებს რამხელა სიამოვნებაა ეს“, – განაცხადა ოსკამმა.

სპეციალისტები ამ მიღწევას შთამბეჭდავს უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა და მრავალი წელია საჭირო, სანამ ეს ტექნოლოგია პარალიზებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ილონ მასკის ტვინის ჩიპების შემქმნელმა კომპანიამ ადამიანებზე კვლევის ჩატარებისთვის თანხმობა მიიღო

ილონ მასკის ტვინის იმპლანტების შემქმნელმა კომპანია Neuralink-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ადამიანებზე კლინიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის თანხმობა მიიღო.
“ეს თანხმობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს საშუალებას მისცემს ჩვენს ტექნოლოგიას, ბევრ ადამიანს დაეხმაროს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
Neuralink-ში ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მეტი ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ უწყებამ Neuralink-ს თავის ტვინის იმპლანტისა და ქირურგიული რობოტის პაციენტებზე ცდების ჩასატარებლად გამოყენების უფლება მისცა.
2016 წელს დაფუძნებულ იმპლანტის კომპანიას, Neuralink-ს, სურს დაეხმაროს ადამიანებს მხედველობისა და მოძრაობის უნარის აღდგენაში ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების გზით. Neuralink იმედოვნებს, რომ მიკროჩიპების გამოყენება მოხდება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დამბლა და სიბრმავე, და დაეხმარება გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კომპიუტერებისა და მობილური ტექნოლოგიების გამოყენებაში.
ჩიპები – რომლებიც მაიმუნებზე უკვე დატესტეს – შექმნილია ტვინში წარმოქმნილი სიგნალების ინტერპრეტაციისთვის და მოწყობილობებზე Bluetooth-ის საშუალებით ინფორმაციის გადასაცემად.
2019 წლის შემდეგ ილონ მასკმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ Neuralink-ი ცდებს ადამიანებზე დაიწყებდა, მაგრამ კომპანიამ შესაბამისი ნებართვის მისაღებად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში მიმართა და მარტში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო, უარი მიიღო.

 

წყარო : reuters.com
bbc.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამათემატიკასაქართველო

პირველი მრავალფუნქციური კალკულატორის ქართველი გამომგონებელი და რუსეთში დაკარგული მოწყობილობა

შესაძლოა ბევრს სმენია ქართველი მათემატიკოსის, მეტალურგისა და სპორტსმენის – გიორგი ნიკოლაძის სახელი. თუმცა, ცოტამ თუ იცის იმ მსოფლიო მასშტაბის გამოგონებაზე, რომელიც სწორედ მას ეკუთვნოდა.

დიდ ჯიხაიშში, ასევე გამოჩენილი ქართველი მოღვაწის – ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაბადებული, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული  გიორგი ნიკოლაძე, სულ რაღაც, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ამ მცირე პერიოდშიც შეძლო დამსახურებებით დაემკვიდრებინა სახელი ჩვენი ქვეყნის ღირსეული ადამიანების სიაში.

1861 წელს, ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ნიკოლაძემ სწავლა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და აქტიურად მონაწილეობდა 1861  წლის ცნობილ გამოსვლებშიც, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს.

გ. ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობაზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ სწორედ მას ეკუთვნის 1918 წელს თბილისში შექნილი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოების შექმნის იდეა და თვითონ ტერმინი ,,ტანვარჯიშიც“ მან დაამკვიდრა ქართულ რეალობაში. იმავე წელს ნიკოლაძემ ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროშიც დაიწყო მუშაობა, მაგრამ ეს საქმიანობა მალევე მიატოვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ხელმძღვანელი გამხდარა.

ნიკოლაძე რუსულთან ერთად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, რამაც კიდევ უფრო გაუმარტივა იმ დროინდელ ვითარებაში ქვეყნის ფარგლებს გარეთაც თავისუფლად ემოგზაურა და უცხოურ გამოცემებთანაც ეთანაშრომლა.

1926-1928  წლებში, დისერტაციის დასაცავად, ნიკოლაძე ორი წლით საზღვარგარეთ წავიდა და პარიზში გამოფენილი პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანები დაათვალიერა, რომლებიც ჯერ კიდევ მხოლოდ ორ მარტივ მოქმედებას ასრულებდა. სწორედ ამ დროს გასჩენია თვითნასწავლ მათემატიკოსს  იდეა, რომ შეექმნა ელექტროგამომთვლელი მანქანა, რომელიც შეკრება-გამოკლებასთან ერთად, გაყოფა-გამრავლების მოქმედების შესრულებასაც შეძლებდა.

მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა გიორგის გადაუწყვეტია სამშობლოში დაბრუნებულიყო და სწორედ აქ განეხორციელებინა საკუთარი გამოგონების ხორცშესხმა, რომლის შესახებაც წყაროები თითქმის აღარ არსებობს, დაკარგულია მისი ნახაზებიც და ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ მისი პირველი მოდელი 1936 წლამდე მოსკოვის უნივერსიტეტში იყო გამოფენილი, თუმცა მისი ბედიც უცნობია.

საინტერესოა, რომ ნიკოლაძეს გეომეტრიის და ზოგადად მათემატიკისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან გასჩენია, მაგრამ არ გაუვლია რაიმე სპეციალურ სასწავლო პროგრამა ამ დარგში, რითიც კიდევ უფრო მეტად გვაკვირვებს. ის პოეზიითაც კი ყოფილა გატაცებული და არაერთი ნაშრომიც შეუქმნია. ამასთანავე,  მანვე მოგვცა ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.

ნიკოლაძეს საბოლოოდ ფილტვების ორმხრივი კრუპოზული ანთებით გარდაიცვალა. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ზოგი ცნობით, ის 1928 წელს გარდაიცვალა, არსებობს წყაროები სადან ამ თარიღად 1931 წელია მიჩნეული.  „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო” – უთქვამს ნიკო ლორთქიფანიძეს და დასანანია, რომ  ამდენად ცოტა ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ პიროვნებებს, რომელთა სახელი ერთეულებსღა თუ ახსოვთ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ FDA-სგან პირველი კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა მოვიპოვეთ. ეს, სააგენტოსთან თანამშრომლობით, Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას უამრავი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასკი Neuralink-ის მიერ ნებართვის მიღებას ტვიტით გამოეხმაურა და კომპანიაში მომუშავეთა გუნდს წარმატება მიულოცა.

ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება ხელოვნური სიცოცხლის შექმნის შესაძლებლობას ზრდის

ამერიკელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ დნმ-ს და შეუძლია შექმნას სრულიად ახალი, სინთეზური ცილები.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომი მეცნიერებს უფრო მეტად აახლოვებს ლაბორატორიაში დიზაინერი პროტეინების შექმნასთან.

კალიფორნიის Scripps Research Institute -ის ქიმია-ბიოლოგის – ფლოიდ როსბერგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი დნმ-ის გენეტიკური კოდის გაფართოვება შესაძლებელი იყო ოთხივე სახის აზოტოვანი ფუძის, ე.წ. დნმ-ს ენის ასოების –  ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის გარეშე.

2014 წელს, რომესბერგმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ე. კოლის ბაქტერიის შტამები, რომელიც შეიცავდა ორ არაბუნებრივ ქრომოსომას – X-ს და Y-ს.

უახლეს ნაშრომში რომსბერგის გუნდმა აჩვენა, რომ ამ ნაწილობრივად არაბუნებრივი სინთეზური ფორმის ე. კოლს ახალი პროტეინების შექმნისთვის ამ ჰიბრიდული გენეტიკური კოდისგან ინსტრუქციების მიღება შეუძლია.

,,ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჯრედმა არა პროტეინის, ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის გამოყენების, არამედ რაღაც სხვისი საშუალებით გადათარგმნა,”- განაცხადა რომსბერგმა. “მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი ცვლილებები ორგანიზმში ძალიან მცირე იყო, ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის სიცოცხლის პირველი ცვლილება,” – დასძინა მან.

ეს არის მიზანი, რომლისთვისაც რომსბერგი ბოლო 20 წლის მანძილზე მუშაობს. თუმცა, ცხოვრების ახალი ფორმების შექმნა არ არის მთავარი საკითხი. რომეშბერგის მიზანია, ამ გაფართოებული გენეტიკური კოდის გამოყენებით ახალი ტიპის პროტეინები შეიქმნას, რომელიც შესაძლებელია, დაავადების სამკურნალოდ იქნას გამოყენებული.

რომსბერგისთვის ცნობილია, რომ ნახევრად სინთეზური ორგანიზმების შექმნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს  ლაბორატორიის მიღმა ჰიბრიდული სიცოცხლის ფორმების გავრცელებასთან, თუმცა მათ მიერ გამოყენებული სისტემა ასეთ შესაძლებლობას ნაკლებ სავარაუდოს ხდის.

მაგალითად, ბუნებრივ დნმ-ში, ფუძის წყვილები ერთმანეთთან წყალბადის ატომების შეკავშირებით მიიზიდებიან. რომსბერგის X და Y ფუძეები მიიზიდებიან სრულიად განსხვავებულ პროცესის საშუალებით, რაც ხელს უშლის მათ შემთხვევით დაკავშირებას ბუნებრივ ფუძეებთან.

და რადგან უჯრედებს არ შეუძლიათ საკუთარი X-ს და Y-ის შექმნა გარკვეული ქიმიკატების გარეშე, ნახევრად სინთეზურ ორგანიზმებს არ შეუძლიათ ლაბორატორიის გარეთ ცხოვრება.

,,მათ არ შეუძლიათ გაქცევა. არანაირი ,,იურური პარკის” სცენარი არ არსებობს,” – განაცხადა რომსბერგმა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკარობოტექნიკა

რაში გამოიყენებენ ღამურა და ობობა რობოტებს?

რობოტები, რომლებიც კომპანია ,,ფესტომ“ შექმნა  აგებულებით ობობასა და ღამურას ჰგვანან, მათი ფუნქციებიც მსგავსია.

რობოტს, რომელსაც ღამურის ფორმა აქვს – შეუძლია ფრენა, აქვს ფრთები, მას მხოლოდ ფერით თუ განასხვავებთ ნამდვილისგან, რადგან თეთრია, ხოლო მეორე რობოტსაც, რომელიც ობობას ჰგავს, ნამდვილი ობობის დამახასიათებელი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულებით გამოიყენებენ ახალ პროდუქტს, მაგრამ, ცხადია, ეს ადამიანის შრომის კიდევ უფრო შემცირებასა და გაიოლებას შეუწყობს ხელს.

წყარო: Techcrunch.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ინოვაციური ქაღალდი შექმნეს

მართალია ციფრული მედია დღევანდელ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ მხოლოდ ელექტრონული ეკრანი არაა საკმარისი.

ოფისის ერთი თანამშრომელი წელიწადში რამდენიმე ათას გვერდ ქაღალდს ბეჭდავს, დიდი ბანერებისა და პლაკატები კონფერენციებისა და გამოფენების ნორმად რჩება. დიდი რაოდენობით ქაღალდის წარმოების შედეგად გარემოზე მოყენებული ზარალის შესამცირებლად მეცნიერებმა ქაღალდის მაგვარი ზედაპირი შექმნეს, რომელზეც  დატანილი ტექსტის წაშლა და ხელახლა დაბეჭდვა 40-ჯერაა შესაძლებელი.

მოსახერხებელი ზედაპირი ვოლფრამის ოქსიდისა და წყალში ხსნადი პოლიმერისგანაა დამზადებული.  ზედაპირზე ბეჭდვა ულტრაიისფერი (UV) სინათლის საშუალებით ხდება, რომელიც უფერო ვოლფრამს ლურჯად აქცევს. ფერის შეცვლას სულ რამდენიმე წამი სჭირდება.

ნაბეჭდი ნიმუში ხილვადი ნორმალურ ატმოსფერულ პირობებში რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება, თუმცა ზედაპირის გათეთრება ოზონის, ან სითბოს საშუალებით ნახევარ საათშიცაა შესაძლებელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაცია შედარებით მარტივია. ზედაპირის დასამზადებელი ნედლეული ინდუსტრიულად ხელმისაწვდომი, ხოლო UV ნათურებს საკვებისა და მოწყობილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული მემბრანის ქსოვილში გამოყენებაც უნდა განხორციელდეს : მაგალითად, ყოველთვის, როცა გარეთ გახვალთ, შესაძლებელი იყოს ტანსაცმელზე ახალი ლოგოს ამ რეკლამის დატანა.

 

წყარო:  sciencemag.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ


ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 89
Page 13 of 89