close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

საერთაშორისო კომუნიკაციისთვის ხელოვნურად შექმნილი ენა – ესპერანტო

იცით, რომ კაცობრიობას აქვს ხელოვნური საერთაშორისო ენა – ესპერანტო, რომელიც რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა – ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა? მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო, რომელიც გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს. მისი ფსევდონიმი იყო ესპერანტო. ენის ლექსიკა დაკოპლექტებულია მეტადრე რომანული (~60%), გერმანიკული (~30%) და სლავური ენების სიტყვათა ძირებიდან. სიტყვების ძირებზე აფიქსების დართვით იწარმოება ახალი სიტყვები. გრამატიკა მარტივია – შედგება სულ 16 წესისგან; ამის გამო მისი შესწავლა მარტივია. ესპერანტოზე თარგმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. არსებობს ორიგინალი ლიტერატურაც.

,,ესპერანტოს შინაგანი არსია: ნეიტრალური ენობრივი საფუძვლის მეშვეობით, ერთა შორის აღმართული კედლების რღვევა და ხალხთა დარწმუნება იდეაში, რომ ყველა მათგანმა მოყვასში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და ძმა დაინახვოს,”- ეს იყო ის საფუძველი, რის გამოც ჩამოაყალიბა ახალი ენა ლუდვიდ ზამენჰოფმა.

კვლევები ეპერანტოზე 10,000–დან 2 მილიონამდე აქტიურ ან ძალიან კარგად მცოდნე მოლაპარაკეს ითვლის. ის ფაქტი, რომ ესპერანტო არის მშობლიური ენა ზოგთათვის, აიხსნება იმით, რომ მათ ისწავლეს მათი მშობლებისგან ის, როგორც ერთ–ერთი მშობლიური ენა. 115–მდე ქვეყანაში ლაპარაკობენ ესპერანტოზე. განსაკუთრებული გამოყენება აქვს ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ, მისი გავრცელების სიდიდე არცთუ ისე დიდია, თუმცა, ამ კუთხით სხვადასხვა ნაბიჯი იდგმება, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ სემინარებიც კი ჩატარდა ამ თემაზე ქუთაისში.

რაც შეეხება ესპერანტოს ფონოლოგიას:

ფონემური ინვენტარი სლავურია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას. შედგება 28 ასოსაგან. ასოები იკითხება ისევე, როგორც იწერება. ესპერანტოში არის 23 თანხმოვანი, 5 ხმოვანი და 2 ნახევრადხმოვანი, ხოლო ეს ასოები ადგენენ 6 დიფთონგს. ტონი არ საზღვრავს სიტყვის მნიშვნელობას. აქცენტი ყოველთვის არის ბოლოს წინა ხმოვანზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბოლო o ხმოვნის ელიზია არ მოხდა (რაც მეტადრე პოეზიაში ხდება). მაგალითად, familio–ში(ოჯახი) აქცენტი მეორე i-ზე არის(famili’o) და o ასოს გარეშეც, აქცენტი მეორე ხმოვანზე რჩება (famili’).

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მიიჩნევა, რომ ეს ენა უპირატესია არის თანასწორობის იდეა, რადგანაც, მისი არსებობის მომხრეების თვალსაზრისით, ესპერანტოს გამოყენებისას თავს უფრო თანასწორად გრძნობთ, ვიდრე, მაგალითად, თანამოსაუბრესთან ინგლისურად ლაპარაკისას, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის მშობლიური ენაა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაენერგეტიკა

გამოგონება: ახალი ხელსაწყო ელექტროენერგიას ჰაერიდან გამოიმუშავებს

ეს უცნაური ბაქტერიული ნამარხი ორგანიზმი 3 ათეულ წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, მდინარე პოტომაკის ტალახიანი ნაპირის შრეებში. მას უნიკალური თვისებები ჰქონდა, რომლის მსგავსი მიკრობებში აქამდე არავის ენახა. მათ შორის, მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბაქტერიული ნანოსადენების შექმნის უნარით, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. მიკრობს გეობაქტერი დაარქვეს, ლათინურად – Geobacter.

სედიმენტურ ორგანიზმს მკვლევარები წლების მანძილზე გულდასმით სწავლობდნენ. მას უყურებდნენ, როგორც ბუნების გასაოცარ საჩუქარს და ცდილობდნენ დაედგინათ ის გზა, რომლითაც ბაქტერია ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

ორშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ამჰერსტის ფილიალის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ ახლა ხელში უჭირავთ ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი და სრულიად უნიკალური ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, მათ უკვე შექმნეს ხელსაწყო, სახელად ეარ-გენი, რომელიც ელექტროენერგიას ქმნის.

Air ჰაერს ნიშნავს, Gen გენერატორის შემოკლებული ვერსიაა. აპარატის სახელწოდება ინგლისურად ასეთია: Air-Gen. ჩვენ „პირდაპირი მნიშვნელობით ჰაერისგან ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ“ – ამბობს ელექტრო-ინჟინერი ჯუნ იაო. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარის თქმით, ახალი ხელსაწყო განახლებადი ენერგიის წყაროზე მუშაობს, რაც მოწყობილობას ფაქტობრივად უწყვეტი რეჟიმით ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

მოწყობილობაში გამოყენებულია ნანოსადენები, რომელთა სისქე სულ 7 მიკრომეტრია (1 მიკრომეტრი უდრის 1 მილიმეტრის მეათასედს). სადენები ორ ელექტროდს შორის გადის, მაგრამ ამავე დროს, ღია ჰაერთანაც არის შეხებაში, ისე რომ ატმოსფეროდან ტენის, ანუ ჰაერში არსებული წყლის ორთქლის, ათვისება შეძლოს. სწორედ წყლის ორთქლის საშუალებით ქმნის ხელსაწყო ელექტროენერგიას.

ელექტრო-ინჟინერი ჯუნ იაო და მიკრობიოლოგი დერეკ ლავლი ამბობენ, რომ აღნიშნული მექანიზმი მათ ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ, თითქმის შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი მოწყობილობა გარემოს არ აბინძურებს და თან ძალიან იაფია. ელექტროენერგიის გამომუშავება ეარ-გენს დაბალტენიანობით გამორჩეულ ისეთ ადგილებშიც კი შეუძლია, როგორიცაა მაგალითად საჰარის უდაბნო.

სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე დანადგარებისგან განსხვავებით, როგორიცაა სოლარული პანელები, თუ ქარის ტურბინები, ეარ-გენი არ იქნება დამოკიდებული ენერგიის წყაროზე, როგორიცაა ქარის ენერგია, ან მზის სხივები. ეარ-გენი ყველგან მუშაობს, სადაც ჩვეულებრივი ჰაერია, სახლის შიგნითაც კი – ამტკიცებენ მეცნიერები.

ახალი მოწყობილობა პატარაა და შესაბამისად, მხოლოდ მცირე ზომის ელექტრო მოწყობილობების ამუშავება შეუძლია. მომავალში, მკვლევარებს კომერციული ზომის დანადგარების შექმნა სურთ, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინაში და თანამედროვე ტექნოლოგიებში, მაგალითად სმართფონებში და სმართსაათებში. წარმოიდგინეთ, რომ მათ არასდროს დასჭირდებათ დამუხტვა, თავისით დაიმუხტებიან, ამბობენ ახალი მოწყობილობის გამომგონებლები.

„საბოლოო მიზანი უფრო ფართო მასშტაბის სისტემებია. მაგალითად, ტექნოლოგია შეიძლება კედლის საღებავში ჩამონტაჟდეს და თქვენი სახლი გაანათოს“ – ამბობს ჯუნ იაო. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გადასვლამდე, ის წლების მანძილზე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ელექტრო-ინჟინერმა სილიკონის ნანოსადენებით რამდენიმე სხვადასხვა მოწყობილობა შექმნა.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეარ-გენს არამარტო უნიკალური, არამედ, პრაქტიკულად, ულიმიტო შესაძლებლობები აქვს. გარემოდან სუფთა, განახლებადი გზით, უწყვეტი ელექტროენერგიის გამომუშავება თვითკმარი სისტემების შექმნის შესაძლებლობას იძლევა და ის ბევრ სხვადასხვა დარგს დააინტერესებს. ჯუნ იაოს აზრით, „ამით ელექტრონულ მოწყობილობებში ახალი ერა დაიწყება“.

კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის „ნეიჩერ“ 17 თებერვლის გამოცემაში. ნაშრომზე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის 9 მკვლევარი მუშაობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

გამოკვლევის პასუხები, როგორ ახდენს მუსიკა ადამიანზე ზეგავლენა

„თუ გვინდა სამყაროს საიდუმლო აღმოვაჩიოთ, უნდა ვიფიქროთ ენერგიაზე, სიხშირესა და ვიბრაციაზე.“ – ნიკოლა ტესლა

„ რასაც ჩვენ ენერგიას ვუწოდებთ, ზოგჯერ ისეთი უმნიშვნელოა, რომ არ აღიქმება. ეს ენერგია არ არის.“ – ალბერტ აინშტაინი

ტესლამ განაცხადა… აინშტაინი დაეთანხმა… მეცნიერებამ დაამტკიცა… ცნობილი ფაქტია, რომ ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ორგანიზმი,

ცოცხლობს ენერგიის მეშვეობით, რომელიც ვიბრირებს სხვადასხვა სიხშირეზე. ამიტომ დგება საკითხი, შეუძლია თუ არა ჟღერადობის სიხშირეს ჩვენზე გავლენის მოხდენა?

რა თქმა უნდა, შეუძლია. სიხშირეები მოქმედებს სიხშირეებზე. ინგრედიენტების შერევა  გავლენას ახდენს საბოლოო არომატზე. გზა, თუ როგორ ახდენს გავლენას სიხშირეები ფიზიკურ სამყაროზე, გვიჩვენა სხვადასხვა ექსპერიმენტებმა, როგორიცაა Cymatic მეცნიერება და წყლის მეხსიერება.

Cymatic მეცნიერება გვიჩვენებს, რომ როდესაც ხმის სიხშირე გადადის ისეთი მედიუმზე, როგორიცაა წყალი, ჰაერი ან ქვიშა, იგი პირდაპირ ცვლის ვიბრაციას. ქვემოთ მოცემულია ვიდეო, როგორ ადაპტირდებიან ნაწილაკები სხვადასხვა სიხშირეზე.

ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ვიბრაციული სიხშირე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი სხეულის 70% წყალია. ასე რომ, ველოდებით, რომ მუსიკალურ სიხშირეს შეუძლია შეცვალოს ჩვენი საკუთარი ვიბრაციის მდგომარეობა. ამას შესაძლოა „ფსევდომეცნიერება“ ეწოდოს, თუმცა მეცნიერება და პატერნები არ ცდება. ყოველი გამოხატვა, რომელიც ხდება ჟღერადობის, ემოციის ან ისეთი სპეციფიკური სიხშირის მეშვეობით, რომელიც გავლენას ახდენს მის გარშემო ყველაფერზე, მაგალითად წყლის ერთი წვეთი, გავლენას ახდენს მთლიანად ორგანოზე ან წყალზე.

მუსიკალური სიხშირე

ამ კონცეფციის უკეთ გასაგებად, ყურადღება გავამახვილოთ იმ მუსიკის სიხშირეზე, რასაც ვუსმენთ. 1953 წლის შემდეგ უმეტესი მუსიკა მსოფლიოს მასშტაბით ჟღერდა A=440 Hz სიხშირით, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციამ. თუმცა, კვლევები დაკავშირებული სამყაროს ვიბრაციულ ბუნებასთან, გვიჩვენებს რომ ეს არაჰარმონიულია ბუნების რეზონანსთან და შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის ქცევასა და ცნობიერებაზე. მიუხედავად ყველაფრისა, საინტერესო კვლევები და დაკვირვებები ხაზს უსვამს A-440 Hz ჟღერადობის სარგებლობას.

432 Hz მათემატიკურად შეესაბამება სამყაროს პატერნებს. კვლევების მიხედვით 432 hz ჟღერადობა ვიბრირებს სამყაროს ოქროს შუალედთან ერთად (PHI) და აერთიანებ სინათლეს, დროს, სივრცეს, გრავიტაციას და მაგნიტიზმს ბიოლოგიასთან, დნმ-სთან და ცნობიერთან ერთად. რიცხვი 432 ასევე აისახება კოეფიციენტებზე მზე, დედამიწა, მთვარე.

სხვა ფაქტორი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ A=432hz არის ის, რომ იგი კორელაციაშია ფერების სპექტრთან, როდესაც A=440 hz  არ კორელირებს ფერებთან.

 

წყარო: educateinspirechange

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად „მდგომარე მერხები“ შექმნეს

მეცნიერებმა „მდგომარე მერხები“ შექმნეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ბავშვთა ჭარბ წონიანობის წინააღმეგ საუკეთესო საშუალება იქნება. მერხების დიზაინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაკვეთილის მსვლელობისას სურვილისამებრ იჯდეს ან იდგეს.

American Journal of Public Health-ში  გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „მდგომარე მერხები“ ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესს გაკვეთილზე, ქცევის წესების დარღვევის გარეშე ებრძვის.
მეცნიერებმა ტეხასის სამი სკოლის მესამე და მეოთხე კლასელი მოსწავლეები გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, როდესაც საკლასო ოთახებში ტრადიციული მერხების ნაცვლად ახალი მერხების გამოყენება დაიწყეს, ბავშვები უმეტეს დროს ფეხზე იდგნენ, რამაც მათი წონაში დაკლება გამოიწვია.
ბავშვების წონასა და სიმაღლეს ზრდასრულებისგან განსხვავებულად აფასებენ. ექიმები ბავშვების სხეულის მასის ინდექსის (სმი) (რომელიც სიმაღლისა და წონის თანაფარდობაა) გამოთვლას არ ამარტივებენ. ისინი ბავშვების სხეულის მასის ინდექსს მათივე სქესის თანატოლების სხეულის მასის ინდექსთან შედარებას ახდენენ.
კვლევის ფარგლებში 24 პედაგოგი და 380 მოსწავლე გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა იმ მოსწავლეების სმი, რომლებიც ორი წლის განმავლობაში „მდგომარე მერხებს“ იყენებდნენ საშუალოდ 5 პროცენტით ნაკლები იყო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შორის სკოლის ასაკის ბავშვებში ჯდომის დროის შემცირებით შემცირდება უმოძრაობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის : სიმსუქნე და დიაბეტი.
ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერი კერმიტ დევისი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობდა, აცხადებს, რომ „მდგომარე მერხები“ მოზარდების სრულწლოვანობის პერიოდში გასუქებას შეუშლის ხელს. თუმცა დევისი დასძენს, რომ „გადაჭარბებულად ფეხზე დგომა ისეთივე საზიანოა, როგორიც გადაჭარბებულად ჯდომა, ასე რომ, ბალანსის დაცვა აუცილებელია.“

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

მეცნიერები : ძაღლები და ადამიანები საუბრის აღსაქმელად ტვინის ერთსა და იმავე ნაწილს იყენებენ

უნგრელ მეცნიერთა ჯგუფმა 13 ძაღლის ტვინის სკანირება განახორციელა და დაადგინა, რომ ძაღლები და ადამიანები სიტყვებსა და ინტონაციების ერთნაირად ამუშავებენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლი, ადამიანის მსგავსად, სიტყვების დასამუშავებლად ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს იყენებს, ხოლო ინტონაციებისთვის – მარჯვენას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შექება ძაღლზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც სიტყვები და ინტონაცია თანხვედრაშია.

„ძაღლებს საქები და არასაქები სიტყვები ვუთხარით ასევე შექებისა და არ-შექების ინტონაციით მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ზუსტად ადამიანების მსგავსად ახდენენ სიტყვებისა და ინტონაციებისგან მიღებული ინფორმაციის განცალკევებას და ამ დროს მათი ტვინის ჯილდოს ცენტრში ზუსტად ის პროცესი მიდის, რაც ადამიანისაში“ – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ეთიოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ატილა ანდიქსმა და დასძინა, რომ კვლევა უპრეცედენტოა, რადგან ჯერ არავის გამოუკვლევია ის, თუ როგორ ახდენს ძაღლი ადამიანის საუბრის დამუშავებას.
კვლევისას 13 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი შვიდი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს MRI სკანერებას უტარებდნენ და ტრენერების სიტყვებვის მოსმენისას მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.
კვლევის მონაწილეებს ყურსასმენებ ეკეთათ, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა საქებარ სიტყვებს („სუპერ“, „ყოჩაღ“, „კარგი ბიჭი ხარ“ ) განსხვავებული ინტონაციით ასმენინებდნენ : შესაქები ინტონაციით, ნეიტრალური ინტონაციით. ძღლებს ასმენინებდნენ საქები და ნეიტრალური ინტონაციებით ნეიტრალურ შერეულ სიტყვებს, რომლებიც მათთვის არაფერს ნიშნავდა.
ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა დასაბამს სხვა გამოკვლევებსაც მისცემს. მაგალითად, მომავალში შესაძლებელი გახდება გაარკვიონ, არჩევს თუ არა ძაღლი ერთმანეთისგან შინაარსიან და უშინაარსო საუბარს, მოსწონს თუ არა ესა თუ ის მუსიკა სხვაზე მეტად და ა.შ.
წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

პროფესიები, რომლებიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს

Goldman Sachs-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, დაახლოებით 300 მილიონი სამუშაო ადგილის ავტომატიზაცია მოახდინოს. ანგარიშის თანახმად,  სოფლის მეურნეობაში, სამთო მრეწველობასა და წარმოებაში სამუშაო ადგილები ყველაზე ნაკლებად დგას ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საფრთხის წინაშე, ხოლო ტექნოლოგიური სამუშაოები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, ვებ დეველოპერები, კომპიუტერის პროგრამისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები თუ IT სპეციალისტები – AI-ით ჩანაცვლების ყველაზე დიდი რისკის წინაშე არიან.

პირველი ინდუსტრია, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია – მედია და მარკეტინგია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ახალი ამბების 90%-ს 15 წლის შემდეგ სწორედ ხელოვნური ინტელექტი დაწერს. მაგალითად, Natural Sciences-ს აქვს პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით Quill, ხელოვნური ინტელექტის პერიფრაზირების ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიის ანგარიშებს წერს.

გერმანელმა გამომცემელმა Axel Springer-მა კი, თებერვალში განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, რადგან გამომცემლობაში ადამიანების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალება, მაგალითად Business Insider, CNET და CNBC ახალი ამბების დასაწერად ChatGPT-ს უკვე აქტიურად იყენებენ.

რაც შეეხება მარკეტინგულ სფეროს, ამერიკელი მარკეტოლოგების 84%-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მათ ბევრად ეფექტიანი შედეგი მიიღეს. ნახევარზე მეტი კი იმასაც ამბობს, რომ AI-ის გამოყენებას მომავალში უფრო აქტიურად გეგმავენ, რაც სამუშაო ადგილებს გარდაუვალად შეამცირებს.

კიდევ ერთი სფერო, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი გავლენას მოახდენს, იურიდიული სერვისებია. არაერთმა ამერიკულმა იურიდიული მომსახურების ცენტრმა, ChatGPT-ის გამოყენებით იურიდიული ნაშრომების შექმნა უკვე ინტენსიურად დაიწყო. მაგალითად, იურიდიულ სერვისებში ხელოვნურ ინტელექტს უკვე დიდი ხანია იყენებს იურიდიული მომსახურების კომპანია Lawgeex. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ChatGPT იურიდიულ კონტრაქტებს გაცილებით უფრო სწრაფად და სწორად კითხულობს, ვიდრე ადამიანები და AI-ს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულების თემები სრულყოფილად დააგენერიროს.

Legal Services Corp-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ იურიდიულ კომპანიათა რაოდენობა, რომლებმაც ადამიანური რესურსის შემცირება და მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს.

კიდევ ერთი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლების საფრთხე ემუქრებათ – წარმოებისა და ქარხნების მუშები არიან. პროცესი უკვე დაწყებულია. წარმოებაში რობოტების პირველად General Motors-მა 1962 წელს გამოიყენა და მას შემდეგ მწარმოებლებმა საკუთარ ქარხნებში რობოტების მასობრივი გამოყენება დაიწყეს. თუმცა რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. რობოტი ერთი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიყენება, მაგალითად, მძიმე ნაწილების გადასაზიდად, ხოლო ხელოვნური ინტელექტი – გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო. რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზი კი, იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს.

MIT-ისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი, 2025 წლისთვის სავარაუდოდ 2 მილიონ მწარმოებელ მუშაკს ჩაანაცვლებს. კვლევაში ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მაგალითია მოყვანილი, რომლის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგეს, პროდუქტიულობა 250%-ით გაიზარდა, ხოლო პროცესში ხარვეზები 80%-ით შემცირდა.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთსაფინანსო და საბანკო სფეროც. ბანკებმა ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უკვე დაიწყეს. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ბანკების 56% აცხადებს, რომ AI-ს დანერგვის შემდეგ პროცესები გაცილებით დაჩქარდა, ამასთანავე მათ ხარჯების დაზოგვა და შემოსავლების გაზრდა შეძლეს.

როგორც Capital One-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, AI დეტალურად იკვლევს ტრანზაქციებს და ასევე მომხმარებლებს ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის სწორ ფინანსურ რჩევებს აძლევს.

Morgan Stanley-ის ინფორმაციით კი, ხელოვნური ინტელექტი ბანკირებს დაგროვილი კაპიტალის მართვაშიც დაეხმარება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პროგნოზირებს, რომ საფინანსო სექტორში ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში პროცესების ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. მათი შეფასებით მათი შეფასებით, 2027 წლისთვის ჩინეთის საფინანსო სექტორში სამუშაო ადგილების 23% AI-ით ჩანაცვლდება.

წყარო : bm.ge 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ინჟინერმა რობოტი ძაღლი შექმნა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს

ინჟინერმა სანტიაგომ Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლი Spot-ისა ChatGPT-ის ინტეგრაცია მოახდინა. რის შედეგადაც, Spot-ს, ChatGPT-ის გამოყენებით, შეკითხვებზე პასუხის გაცემა რეალურ დროში შეუძლია. ამის შესახებ gizmochina-ი წერს.

მან გააერთიანა Google-ის სამაუწყებლო ტექსტის კონვერტირების ტექნოლოგია, რათა მომხმარებლებმა კითხვების ხმოვან რეჟიმში დასვან, ხოლო Spot-ს რეალურ დროში შეძლებოდა პასუხის გაცემა. შედეგად მიიღო რობოტი ძაღლი, რომელსაც შეუძლია კითხვების ინტერპრეტაცია, დოკუმენტების ანალიზი და პასუხების ფორმულირება.

სანტიაგოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ Spot-ს, რომელიც პასუხობს კითხვებს და რაც კიდევ უფრო მომხიბვლელია, Spot-ს შეუძლია მიუთითოს დიახ და არა თავის დაქნევით.

გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს ხელოვნური ინტელექტის რობოტებში ინტეგრირება. ხელოვნური ინტელექტის მოდელის საშუალებით, ადამიანებთან რობოტების კომუნიკაციის იდეამ შეიძლება დისტოპიური მომავლის სურათები შექმნას, სადაც ნამუშევრები მათ შემქმნელებს უპირისპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით მთავარია, რომ რობოტი ძაღლები პატრონებს მუშაობას უადვილებენ.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის სისტემა შექმნეს, რომელიც ადამიანის აზრებს კითხულობს

ტეხასელმა მეცნიერებმა GPT-ის ადამიანების გონების წასაკითხად გამოყენება შეძლეს. ახლახან მათ მიერ შემუშავებულ ენათა დეკოდერს შეუძლია ადამიანის აზრი ტექსტად გადააქციოს. უნიკალური გამოგონებით, ისტორიაში პირველად, ადამიანური ენა ტვინის სიგნალების საფუძველზეა რეკონსტრუირებული.

დეკოდერმა შეძლო იმ ისტორიების არსის ინტერპრეტაცია, რომლებსაც ადამიანები უყურებდნენ ან უსმენდნენ, ან უბრალოდ წარმოიდგენდნენ. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (FMRI) ტვინის შაბლონების გამოყენებით. ეს მიღწევა, მანქანას ხალხის აზრის უპრეცედენტო ეფექტურობით წაკითხვის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს ის დაეხმარება მათ, ვისაც ნევროლოგიური დაავადებები და მეტყველებაში სირთულეები აქვთ, რომ ისინი იოლად დაუკავშირდნენ გარე სამყაროს.

„მეტყველების დეკოდირების მიზანი მომხმარებლის ტვინის აქტივობის ჩაწერა და მის მიერ მოსმენილი ან წარმოთქმული სიტყვების წინასწარ განსაზღვრაა. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ტექნოლოგია დაეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ლაპარაკის უნარი ინსულტის ან სხვა დაავადებების გამო დაკარგეს,”- აცხადებს ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის კურსდამთავრებული ჯერი ტანგი.

გუნდი, რომელმაც დეკოდერი შექმნა, იმასაც აცხადებს, რომ„ ტვინის კითხვის“ პლატფორმებს შეიძლება, საბოლოოდ, მკვეთრად უარყოფითი შედეგები ჰქონდეს, რადგან ისინი შეიძლება მთავრობებსა და თანამშრომლებზე კონტროლისთვის გამოიყენონ. ასეთი დეკოდერები „გონების კონფიდენციალურობის“ თვალსაზრისით დიდ შეშფოთებას იწვევს

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

თეთრ სახლში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები დაიბარეს და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკებისგან საზოგადოების დაცვისკენ მოუწოდეს

ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები თეთრ სახლში დაიბარეს და განუცხადეს, რომ მათ უნდა დაიცვან საზოგადოება იმ საფრთხისგან, რასაც ხელოვნური ინტელექტი (AI) ქმნის.
კერძოდ, კომპანია Google-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, სუნდარ პიჩაის, Microsoft-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს სატია ნადელასა და ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ს ხელმძღვანელს, სემ ალტმანს  უთხრეს, რომ მათი მორალური მოვალეობაა, საზოგადოება დაიცვან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახალმა ტექნოლოგიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას და სამოქალაქო უფლებებს, თუმცა მას ასევე აქვს ცხოვრების გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. მისი თქმით, კერძო სექტორს ეთიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა უზრუნველყოს მათი პროდუქციის უსაფრთხოება.
თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ეროვნული სამეცნიერო ფონდი ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტების შესაქმნელად 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ბოლო პერიოდში გახშირდა მოწოდებები განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის დრამატული ზრდის უკეთესად დარეგულირების საჭიროებასთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკოსების, ისე ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერების მხრიდან.
რამდენიმე დღის წინ, ხელოვნური ინტელექტის “ნათლიად” წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა Google-ი დატოვა და განაცხადა, რომ ნანობს მის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო. მან BBC-ს უთხრა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან დაკავშირებული საფრთხე საკმაოდ შემაშფოთებელია.
მანამდე, მარტში, მას შემდეგ, რაც სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა OpenAI-მა ChatGPT-ის ახალი ვერსია წარადგინა, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის 1000-ზე მეტმა წარმომადგენელმა და მკვლევარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოითხოვდა ექვსთვიანი მორატორიუმის დაწესებას ახალი სისტემების შემუშავებაზე, რადგან, ხელმომწერთა განცხადებით, AI ტექნოლოგიები „რისკებს უქმნის საზოგადოებას და კაცობრიობას“.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის
19-მა ამჟამინდელმა და ყოფილმა ლიდერმა, 40 წლის აკადემიურმა საზოგადოებამ, გაავრცელა საკუთარი წერილი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის რისკებზე იყო საუბარი. ხელმომწერთა ჯგუფში შედიოდა ერიკ ჰორვიცი, Microsoft-ის მთავარი მეცნიერი, რომელმაც OpenAI-ის ტექნოლოგია პროდუქციის ფართო სპექტრში, მათ შორის მის Bing საძიებო სისტემაში, გამოიყენა.

წყარო : BBC

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

„ხელოვნური ინტელექტის ნათლიმამა“ Google-ს ტოვებს და მსოფლიოს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

ჯეფრი ჰინტონი ხელოვნური ინტელექტის პიონერი იყო. 2012 წელს ჰინტონმა და მისმა ორმა კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ტორონტოს უნივერსიტეტში შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც AI სისტემებისთვის ინტელექტუალური საფუძველი გახდა.
თუმცა, რამდენიმე დის წინ, ის ოფიციალურად შეუერთდა კრიტიკოსების მზარდ გუნდს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კომპანიები , რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ საფრთხისკენ მიისწრაფვიან თავიანთი აგრესიული კამპანიით, რომელიც ითვალისწინებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნას, ტექნოლოგია რომელიც აძლიერებს ChatGPT -ის მსგავს პოპულარულ ჩატბოტებს.
დოქტორ ჰინტონის განცხადებით, მან დატოვა სამსახური Google-ში, სადაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა დ შეუძლია თავისუფლად ისაუბროს ხელოვნურ იინტელექტისრისკებზე. ხელოვნური ინტელექტის პიონერი ირწმუნება, რომ ის ახლა მისი ნაწილი ნანობს იმ სამუშაოს, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
„თავს ამით ვინუგეშებ : მე რომ არ გამეკეთებინა ეს, სხვა გააკეთებდა“, – აცხადებს დოქტორი ჰინტონი. მისი თქმით, ძნელია გამოძებნო გზა, რითაც ცუდი აქტორების მიერ ხელოვნური ინტელექტის ცუდი საქმეებისთვის გამოყენების აღკვეთაა შესაძლებელი.
მარტში, მას შემდეგ, რაც სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა OpenAI-მა ChatGPT-ის ახალი ვერსია წარადგინა, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის 1000-ზე მეტმა წარმომადგენელა და მკვლევარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოითხოვდა ექვსთვიანი მორატორიუმის დაწესებას ახალი სისტემების შემუშავებაზე, რადგან, ხელმომწერთა განცხადებით, AI ტექნოლოგიები „რისკებს უქმნის საზოგადოებას და კაცობრიობას“.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის 19-მა ამჟამინდელმა და ყოფილმა ლიდერმა, 40 წლის აკადემიურმა საზოგადოებამ, გაავრცელა საკუთარი წერილი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის რისკებზე იყო საუბარი. ხელმომწერთა ჯგუფში შედიოდა ერიკ ჰორვიცი, Microsoft-ის მთავარი მეცნიერი, რომელმაც  OpenAI-ის ტექნოლოგია პროდუქციის ფართო სპექტრში, მათ შორის მის Bing საძიებო სისტემაში, გამოიყენა.
ჰინტონმა, რომელსაც ხშირად „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას” უწოდებენ, ხელი არცერთ წერილს არ მოაწერა და განაცხადა, რომ
არ მოაწერა ხელი არც ერთ წერილს და თქვა, რომ არ სურდა საჯაროდ გაეკრიტიკებინა Google ან სხვა კომპანიები, სანამ სამსახურს ოფიციალურად არ დატოვებდა.
ჰინტონი, 75 წლის ბრიტანელი ემიგრანტი, არის მეცნიერი, რომლის კარიერა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენების შესახებ მის პირად რწმენას ეფუძნებოდა. 1972 წელს, როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ჰინტონმა მიიღო იდეა, რომელსაც ეწოდება ნეირონული ქსელი, ეს არის მათემატიკური სისტემა, რომელიც სწავლობს უნარებს მონაცემების ანალიზით. იმ დროს ცოტა მკვლევარს სჯეროდა ამ იდეის. მაგრამ ეს გახდა მისი ცხოვრების საქმე.
1980-იან წლებში ჰინტონი იყო კარნეგის მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, მაგრამ დატოვა უნივერსიტეტი და კანადაში გაემგზავრა, რადგან განაცხადა, რომ არ სურდა პენტაგონის დაფინანსების მიღება. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის შეერთებულ შტატებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კვლევის უმეტესი ნაწილი თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ფინანსდებოდა. ჰინტონი კი მტკიცედ ეწინააღმდეგება AI-ის ბრძოლის ველზე გამოყენებას, რასაც ის “რობოტ ჯარისკაცებს” უწოდებს.
2012 წელს ჰინტონმა და მისმა ორმა სტუდენტმა ტორონტოში შექმნეს ნეირონული ქსელი, რომელსაც შეეძლო ათასობით ფოტოს გაანალიზება და საკუთარი თავისთვის სხვადასხვა ობიექტების იდენტიფიცირების სწავლება, როგორიცაა ყვავილები, ძაღლები და მანქანები.
Google-მა 44 მილიონი დოლარი გადაიხადა ჰინტონისა და მისი ორი სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანიის შესაძენად. მათმა სისტემამ განაპირობა სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების შექმნა, მათ შორის ახალი ჩატბოტების, როგორიცაა ChatGPT და Google Bard.
წყარო : nytimes.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 89
Page 14 of 89