close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

საწოლი, რომელიც მიწისძვრის დროს დაგიცავთ!

ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ათასობით მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. თუმცა, უმეტესობა მათგანი იმდენად სუსტია, ვერც ვიგებთ. ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა, რომელსაც ადამიანი გრძნობს, რეალურ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. არსებობს უსაფრთხოების ნორმები და წესები, რომელთა დაცვაც, ამ დროს,  აუცილებალია. მაგრამ, ხშირად, სტრესისა და დაბნეულობის გამო, ვერაფერს ვახერხებთ.

 

ამ პრობლემას, შეგვიძლია, ახლა შედარებით მშვიდად შევხედოთ – უკვე არსებობს საწოლი, რომელიც მიწისძვრის დროს დაგვიცავს. მისი მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ როგორც კი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდება, ლოგინი, ავტომატურად, ყუთად კეთდება. შიდა სივრცეში კი მოთავსებულია წყალი, აირწინაღი, აფთიაქი, ცეცხლმაქრი.

საწოლის კონცეფცია თურქულ კომპანია DAHIR INSAAT-ს ეკუთნის და მისი ფასი 5,600 დოლარია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

“უკვდავების ტექნოლოგია” – ჯეფ ბეზოსის დაფინანსებით, მსოფლიომ დაბერების წინააღმდეგ მუშაობა დაიწყო

სტარტაპმა, Alto Labs-მა რომლის მიზანიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა, ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფინანსებულმა სტარტაპმა, “უკვდავების ტექნოლოგიის” შექმნისთვის იდეის გარშემო პროფესიონალები შემოიკრიბა.

Alto Labs-მა ინვესტორებისგან 3 მილიარდი დოლარი მიიღო. ჯეფ ბეზოსის გარდა, სტარტაპის განვითარებაში თანხა ჩადო რუს-ისრაელელმა მეწარმემ, იური მილნერმა. იდეის გარშემო შეკრებილ მკვლევრებს სურთ, გაახალგაზრდავება და თეორიულად დაბერების პროცესთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკატექნოლოგიები

Ჩინეთში ,,ხელოვნური მზე’’ 70 მილიონ ცელსიუსზე, 1056 წამით ჩართეს

Ჩინეთში ,,ხელოვნური მზე’’ 70 მილიონ ცელსიუსზე, 1056 წამით ჩართეს.

სუფთა ენერგიის მიღება თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

ჩინეთში ბირთული სინთეზის რეაქტორი – ,,ხელოვნური მზე’’ აამუშავეს. ექსპერიმენტმა უპრეცედენტო შედეგი აჩვენა. რეაქტორმა ტოკომაკმა 70 მილიონი ცელსიუსის შენარჩუნება, რეკორდულად დიდ ხანს, 1056 წამის (17წუთი და 36 წამი) განმავლობაში შეძლო.

ჩინური პროექტი – ,,ხელოვნური მზე’’ იგივე Experimental Advanced Superconducting Tokamak (EAST) 2006 წლიდან იღებს სათავეს და მისი საბოლოო მიზანი სუფთა, დიფუზიური ენერგიის მიღებაა. ახლანდელი ექსპერიმენტი არა მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურის მიღწევაზე, არამედ მის ხანგრძლივად შენარჩუნებაზე გახლდათ ორიენტირებული. Შედეგი წარმატებული აღმოჩნდა. აქამდე ასეთი მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივობას 4 ნიშნა რიცხვამდე არასდროს მიუღწევია.

სუფთა ენერგიის მიღება თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. მზის მაგალითზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბირთულ რეაქტორის გამოყენებით, მაღალი ტემპერატურის პლაზმის მიღება, არის ის, რასაც შეუძლია კაცობრიობას სუფთა, დიფუზიური ენერგია მისცეს.

თუმცა, Საინტერესოა, როგორაა შესაძლებელი მაღალი ტემპერატურის პლაზმით სუფთა ენერგიის მიღება და რატომ სჭირდება კაცობრიობას ,,ხელოვნური მზე.’’

სითბო შეიძლება ჩაითვალოს ატომების ენერგიულ ვიბრაციად. როცა სითბო განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურამდე აღწევს ვიბრაცია ექსტრემალურ ნიშნულამდე იზრდება და ატომების შემთხვევით შეჯახებებს იწვევს. Შეჯახების სიჩქარე  კი იმდენად მაღალია, რომ ატომების ბირთვები ერთდებიან და ახალ ატომურ ელემენტს წარმოქმნიან.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ პროცეში მონაწილეობენ პერიოდული სისტემის ყველაზე მსუბუქი ატომები, წყალბადი და ჰელიუმი, როგორც ეს მზის შემთხვევაში ხდება. შეჯახების შედეგად მიღებული ატომური ელემენტი იწონის უფრო ნაკლებს, ვიდრე ორი თავდაპირველი ატომი იწონიდა. ფასების სხვაობა  კი თერმული ენერგიის სახით გამოიყოფა. მაგალითად, მზის ბირთვში არსებული ტემპერატურა (დაახლოებით  27 მილიონი გრადუსი ცელსიუისთ), წამში დაახლოებით 683 ტონა წყალბადსა და 669 ტონა ჰელიუმის ატომის შეერთებას იწვევს, რაც 4 მილიონ ტონა მატერიას ენერგიად გარდაქმნის.

ამ ენერგიისს მცირე ნაწილი დედამიწამდე ელექტრომაგნიტური გამოსხივებით აღწევს. ის ჩვენ გვაწვდის ხილულ და ულტრაიისფერ შუქს, ინფრაწითელ სხივებს, რადიოტალღებს, რენტგენსა და გამა სხივებს. როგორც ცნობილია, მზისგან ასე უხვად მიღებული ენერგიის გარეშე დედამიწაზე არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.

ასე რომ, რატომაც არა – ადამიანებს აშკარაად გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ საკუთარი ,,ხელოვნური მზის’’ შექმნა გადაგვეწყვიტა.

ტოკომაკს და მის მსგავს ბირთული სინთეზის რეაქტორებს, როგორიცაა მაგალითად International Thermonuclear Experimental Reactor (ITER), ცხადია, არ აქვთ მზის მსგავსი მასშტაბი და გრავიტაცია. Ამდენად, Მეცნიერები აღნიშნული რეაქტორების გამოყენებით, მზის მსგავსი მოდელით, თუმცა მისგან განსხვავებული ელემენტების მონაწილეობით ეცდებიან სუფთა ენერგიის მიღებას. Კერძოდ, სამეცნიერო საზოგადოების მიზანია წყალბადის იზოტოპების – დეიტერიუმისა და ტრიტიუმის იმ ტემპერატურამდე გაცხელება, რომ მათმა ატომებმა შერწყმა დაიწყონ, შედეგად კი სინთეზური ენერგიის გამოყოფა მოხდეს. რეაქციის გამოწვევის გარდა, აუცილებელია მისი შენარჩუნებაც, რაც რეაქციაში დამატებითი წყალბადის ატომების შეყვანით უნდა იყოს შესაძლებელი.

საინტერესოა ისიც, თუ როგორაა შესაძლებელი მზეზე მაღალი ტემპერატურის მიღწევა/შენარჩუნება ისე, რომ არაფერი დაიწყვას ან დადნეს. ტოკომაკის რეაქტორის დონატის ფორმის კონსტრუქცია დამზადებულია, ყველაზე თბოგამძლე, ნახშირბადისა და ვოლფრამის მასალით.  თუმცა ეს ნივთიერებებიც კი ვერ უძლებს ასობით მილიონი გრადუსის სიმხურვალეს. სწორედ ამიტომ, რეაქტორში გაცხელებული პლაზმა მძლავრი მაგნიტური ველების გამოყენებით ხვდება კონსტრუქციის შუაგულში, კედლებიდან რაც შეიძლება შორს.ასევე, მაღალი ტემპერატურის პლაზმა, რომელიც  საკმაოდ მცირე მოცულობისაა რეაქტორის ზომასთან შედარებით, რის შედეგადაც ენერგიის უდიდესი ნაწილი იქამდე იშლება სანამ კედლებამდე მიაღწევს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ EAST-ს ამ ექსპერიმენტში არ უცდია ატომების შერწყმის რეაქცია გამოეწვია. ამ ეტაპზე რეაქტორში მხოლოდ პლაზმის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელება და მისი მაქსიმალურად ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნება იგეგმებოდა. ეს აუცილებლად უნდა განმეორდეს მაშინაც, როცა პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავა, რეაქტორი ატომების შერწყმით, სუფთა ენერგიის მისაღებად მზად იქნება და დედამიწაზე ,,ხელოვნური მზე’’ აკაშკაშდება

თანამედროვე მეცნიერებაში მზეზე 2.6-ჯერ მაღალი ტემპერატურის 1056 წამით შენარჩუნება მართლაც უდიდესი მოვლენაა. თუმცა, კაცობრიობა შორსაა საბოლოო მიზნისგან – ბირთული სინთეზის რეაქტორის გამოყენებით მიიღოს სუფთა ენერგია.მსოფლიო Სამეცნიერო საზოგადოების ამჟამინდელი გეგმებიდან გამომდინარე, ამის პირველი პრეცენდენტს 29 წლის შემდეგ, 2051 წელს უნდა ველოდოთ. ამდენად, ერთადერთი რისი თქმაც ახლა შეიგვიძლია ისაა, რომ 29 წელი 30-ზე უკეთესია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერმა შექმნა ეკრანი, რომლის ალოკვითაც სხვადასხვა გემოს შეგრძნებაა შესაძლებელი

იაპონიაში მდებარე მეიძის უნივერსიტეტში პროფესორმა, ჰომაი მიაშიტამ, სტუდენტებთან ერთად შექმნა ეკრანი, რომლის ალოკვითაც სხვადასხვა გემოს შეგრძნებაა შესაძლებელი.
ეკრანი “Taste the TV” იყენებს 10 განსხვავებულ გემოს შემცველ სპეციალურ ჭურჭელს. კონტეინერების შიგთავსის შერევის გზით კი სასურვები საკვების გემოს მიღებაა შესაძლებელი. იგი თავსდება ჰიგიენურ თხელ ფირფიტაზე და შემდეგ ეკრანზე. ეკრანის სატესტო ვერსიის ღირებულება უკვე ცნობილია და დაახლოებით, 100 000 იენს შეადგენს, 875 აშშ დოლარს.
პროფესორის თქმით, “Taste the TV”-ის ტექნოლოგიით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე რესტორანში არსებული კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერების მტკიცებით, მსოფლიოს პირველ „ცოცხალ რობოტებს“ გამრავლება შეუძლიათ

ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ბაყაყის ემბრიონებიდან ცოცხალი ღეროვანი უჯრედების ამოღებით და ინკუბაციით “ცოცხალი რობოტები” შექმნეს. ამ „ცოცხალ რობოტებს“ "ქსენობოტებს" უწოდებენ, რადგან უჯრედები აღებულია აფრიკული ბაყაყის, ქსენოპუსის, ემბრიონებიდან. ქსენობოტების სიგანე მილიმეტრზე ნაკლებია. მანამდე, მეცნიერთა იმავე გუნდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეიძლება ქსენობოტების დაპროგრამება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისე, რომ მათ კონკრეტული ქმედება შეასრულონ. ახლა კი მეცნიერების მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს, რომ „ცოცხალ რობოტებს“ ასევე შეუძლიათ გამრავლება და ეს არის ბიოლოგიური გამრავლების სრულიად ახალი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეცნიერებისთვის ცნობილი ნებისმიერი ცხოველისა და მცენარის გამრავლების გზისგან. კვლევის თანაავტორი, ტაფტსის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევინი
განმარტავს, რომ ქსენობოტები არ მრავლდებიან ნორმალური ბიოლოგიური გზით.
ეს არ არის გამრავლება უჯრედის დონეზე. უჯრედები არ არის ის, რაც აქ მრავლდება. ეს არის თავად რობოტის გამრავლება ისე, რომ ქსენობოტები ქმნიან სხვა ქსენობოტებს. ისინი ამას აკეთებენ სრულიად ახლებურად, რადგან მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება ისე, როგორც ჩვეულებრივ ბაყაყს. ბაყაყები ასე არ
მრავლდებიან, მაგრამ მათ გამოიგონეს ახალი გზა ბოტის სტრუქტურის გამრავლების ფუნქციის განსახორციელებლად,“- აცხადებს პროფესორი. მისი მტკიცებით, იმის გამო, რომ უჯრედებს შეუძლიათ რაღაცის გაკეთება დაპროგრამების გარეშე, ისინი უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ადამიანის მიერ აქამდე შექმნილი რობოტები, რომლებსაც, ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად, დაპროგრამება სჭირდებათ.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

თვალის წვეთები, რომელსაც სათვალის ჩანაცვლება შეუძლია

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ(FDA) დაამტკიცა სპეციალური თვალის წვეთები, რომელსაც წიგნის კითხვისას სათვალის ჩანაცვლება შეუძლია. თვალის წვეთები განკუთვნილია 65 წლამდე ადამიანებისთვის, მოქმედებაში შედის 15 წუთში და 6-დან 10 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურობას.
მეთოდი იყენებს თვალის თანდაყოლილ უნარს, შეამციროს გუგის ზომა. “Vuity”-ის კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი, ჯორჯ უორინგი ამბობს, რომ გუგის ზომის შემცირება საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ფოკუსის სიღრმე და ფოკუსირება მოვახდინოთ სხვადასხვა დიაპაზონში.
ცდა 750 მონაწილეზე ჩატარდა და ყველა მათგანმა განაცხადა, რომ შედეგით კმაყოფილები იყვნენ. თუმცა, შემქმნელები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ წვეთები არ გამოიყენონ ღამით ავტომობილის მართვისას და დაბალი განათების პირობებში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ილონ მასკი: Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს

ილონ მასკის თქმით, მის მიერ დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink-მა ტვინში ჩასანერგი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს.

მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი.

Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ამერიკაში ქართული წარმოების მეხანძრის უნიფორმა 5000 დოლარად გაიყიდება

საქართველოში შექმნილი მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა ამერიკის ბაზარზე, შესაძლოა, 4000 – 5000 დოლარად გაიყიდოს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია Elven Technologies-ის თანადამფუძნებელს ვამეხ ხერხეულიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 2 უნიფორმის: ამერიკულ ბაზარზე გათვლილი სრულიად ცეცხლგაუმტარის და შედარებით მსუბუქი, არაცეცხლგაუმტარი უნიფორმის ლაბორატორიული, საველე ტესტირება, რომელიც 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ხერხეულიძის ინფორმაციით, საჭიროა პროდუქტის დაპატენტება და ლიცენზირებაც.

„იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკულ ბაზარზე გაყიდვა დავიწყოთ, გავიდეთ X კომპანიაზე, რომელიც ჩვენგან ლიცენზიას იყიდის, ამისთვის 2-5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია დაგვჭირდება. ასეთი მოცულობის ფინანსების მოზიდვისთვის, იქ უნდა ვიპოვოთ ინვესტორები, რომლებიც ჩვენში ამ ფულს ჩადებენ,“ – აცხადებს ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე განმარტებით, საქართველოს ბაზარი Elven Technologies-ის მიერ შექმნილი პროდუქტით არ ინტერესდება, რადგან საშუალო კლასის უნიფორმები აცვიათ და ფასში არარეალური სხვაობაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტისას ანათებს

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც აღჭურვილია ულტრაიისფერი ნათებით და COVID-19-თან კონტაქტის შემთხვევაში ანათებს. გამოგონება ეკუთვნის კიოტოს უნივერსიტეტის გუნდს და მათი მიზანია ოპერატიულად შევიტყოთ ინფორმაცია ვირუსის წყაროსთან ახლოს ყოფნისა და დაინფიცირების შესახებ.
ცხოველები კოვიდთან საბრძოლველად განსხვავებულ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. გუნდმა სირაქლემას კვერცხებიდან ამოღებული ანტისხეულების შემცველი, მანათობელი საღებავი განათავსეს ნიღაბზე. თუკი იგი ვირუსთან კონტაქტში შევა, ფილტრის დაბინძურებული ადგილები ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გაანათებს. პირველადი შედეგის მისაღებად მათ ექსპერიმენტი ვირუსით დაინფიცირებულ 32 ადამიანზე ჩაატარეს. მონაწილეებს სპეციალური ნიღბები მისცეს და აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ყველა მათგანმა გაანათა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ გამოგონება მთავრობისგან ნებართვას მიიღებს და 2022 წლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდვა. თუმცა, ნებართვის მოთხოვნამდე დამატებითი ცდების ჩატარება იგეგმება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველოტექნოლოგიები

საქართველოში შვედეთის შემდეგ პირველად, დაინერგება ჩიპის ტექნოლოგია

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.

როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.

„ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი.

რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 89
Page 18 of 89