close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

თვალის წვეთები, რომელსაც სათვალის ჩანაცვლება შეუძლია

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ(FDA) დაამტკიცა სპეციალური თვალის წვეთები, რომელსაც წიგნის კითხვისას სათვალის ჩანაცვლება შეუძლია. თვალის წვეთები განკუთვნილია 65 წლამდე ადამიანებისთვის, მოქმედებაში შედის 15 წუთში და 6-დან 10 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურობას.
მეთოდი იყენებს თვალის თანდაყოლილ უნარს, შეამციროს გუგის ზომა. “Vuity”-ის კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი, ჯორჯ უორინგი ამბობს, რომ გუგის ზომის შემცირება საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ფოკუსის სიღრმე და ფოკუსირება მოვახდინოთ სხვადასხვა დიაპაზონში.
ცდა 750 მონაწილეზე ჩატარდა და ყველა მათგანმა განაცხადა, რომ შედეგით კმაყოფილები იყვნენ. თუმცა, შემქმნელები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ წვეთები არ გამოიყენონ ღამით ავტომობილის მართვისას და დაბალი განათების პირობებში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ილონ მასკი: Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს

ილონ მასკის თქმით, მის მიერ დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink-მა ტვინში ჩასანერგი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს.

მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი.

Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ამერიკაში ქართული წარმოების მეხანძრის უნიფორმა 5000 დოლარად გაიყიდება

საქართველოში შექმნილი მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა ამერიკის ბაზარზე, შესაძლოა, 4000 – 5000 დოლარად გაიყიდოს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია Elven Technologies-ის თანადამფუძნებელს ვამეხ ხერხეულიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 2 უნიფორმის: ამერიკულ ბაზარზე გათვლილი სრულიად ცეცხლგაუმტარის და შედარებით მსუბუქი, არაცეცხლგაუმტარი უნიფორმის ლაბორატორიული, საველე ტესტირება, რომელიც 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ხერხეულიძის ინფორმაციით, საჭიროა პროდუქტის დაპატენტება და ლიცენზირებაც.

„იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკულ ბაზარზე გაყიდვა დავიწყოთ, გავიდეთ X კომპანიაზე, რომელიც ჩვენგან ლიცენზიას იყიდის, ამისთვის 2-5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია დაგვჭირდება. ასეთი მოცულობის ფინანსების მოზიდვისთვის, იქ უნდა ვიპოვოთ ინვესტორები, რომლებიც ჩვენში ამ ფულს ჩადებენ,“ – აცხადებს ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე განმარტებით, საქართველოს ბაზარი Elven Technologies-ის მიერ შექმნილი პროდუქტით არ ინტერესდება, რადგან საშუალო კლასის უნიფორმები აცვიათ და ფასში არარეალური სხვაობაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტისას ანათებს

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც აღჭურვილია ულტრაიისფერი ნათებით და COVID-19-თან კონტაქტის შემთხვევაში ანათებს. გამოგონება ეკუთვნის კიოტოს უნივერსიტეტის გუნდს და მათი მიზანია ოპერატიულად შევიტყოთ ინფორმაცია ვირუსის წყაროსთან ახლოს ყოფნისა და დაინფიცირების შესახებ.
ცხოველები კოვიდთან საბრძოლველად განსხვავებულ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. გუნდმა სირაქლემას კვერცხებიდან ამოღებული ანტისხეულების შემცველი, მანათობელი საღებავი განათავსეს ნიღაბზე. თუკი იგი ვირუსთან კონტაქტში შევა, ფილტრის დაბინძურებული ადგილები ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გაანათებს. პირველადი შედეგის მისაღებად მათ ექსპერიმენტი ვირუსით დაინფიცირებულ 32 ადამიანზე ჩაატარეს. მონაწილეებს სპეციალური ნიღბები მისცეს და აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ყველა მათგანმა გაანათა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ გამოგონება მთავრობისგან ნებართვას მიიღებს და 2022 წლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდვა. თუმცა, ნებართვის მოთხოვნამდე დამატებითი ცდების ჩატარება იგეგმება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველოტექნოლოგიები

საქართველოში შვედეთის შემდეგ პირველად, დაინერგება ჩიპის ტექნოლოგია

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.

როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.

„ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი.

რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მაყურებლებისთვის მფრინავი ტაქსების ამუშავებას გეგმავენ

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზთან მფრინავი ტაქსების ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება. პროექტის მიზანი სულ მცირე ორი საჰაერო მარშრუტის შედგენაა, რომლითაც გულშემატკივრები ისარგებლებენ. შედეგად, პარიზის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა უნდა შემცირდეს.

ტესტირებაში 30-მდე მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის Volocopter-ი, Airbus-ი, Vertical Aerospace and Ascendance-ი, Lilium-ი და Joby Aviation-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

12 წლის ნიკოლოზ ჭანტურიამ ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომარა გამოიგონა

12 წლის ნიკოლოზ ჭანტურიამ ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომარა, Epistop გამოიგონა. იდეის განხორციელებაში მას ბაბუა, აკაკი გურჯიშვილი დაეხმარა, სწორედ ის მოგვიყვება პროდუქტის შესახებ.

საიდან გაჩნდა იდეა და არის თუ არა უკვე ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომი?

ჩვენ ვისვენებდით ბაკურიანში. მოგეხსენებათ, ჰაერში ტენიანობის მომატებისას ცხვირიდან სისხლდენის რისკი იზრდება და ნიკოლოზსაც ანალოგიური რამ შეემთხვა, ხელთ კი არ გვქონდა ცივი საგანი, რომლის ძვალზე დადებითაც სისხლდენა შეწყდებოდა. ასეთი მოწყობილობა არსებობს, თუმცა მისი მაცივარში შენახვაა საჭირო.

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ისეთი უსაფრთხო ნივთიერება, რომელიც ამ ყველაფერს შეძლებდა. ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებს მივმართეთ, რომლებმაც უფლება მოგვცეს,  ნივთიერება გამოგვეყენებინა. ტომრის გაჭყლეტის შემთხვევაში ის გარდაიქმნება ყინულად, -0,7 გრადუსამდე ცივდება და შემდგომ  მზადაა ცხვირის ძვალზე მოსათავსებლად. მისი გამოყენება ჭრილობების შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, ჩვენ უკვე დავიწყეთ ტრავმებისთვის უფრო მოცულობითი მოწყობილობის დამზადება. ასეთი ტომრები არსებობს, თუმცა ჩვენ მიერ შექმნილი ბევრად იაფი იქნება „ამაზონიდან“ და „იბეიდან“ გამოწერილ ტომრებთან შედარებით.

რაც შეხება უშუალოდ ცხვირის ტომარას, მისი ანალოგი არ არსებობდა, ჩვენ უკვე დაპატენტებაზეც შეგვაქვს განაცხადი. ტომარა უკვე ხელმისაწვდომია, მას თან ანოტაციაც ახლავს, მისი შეძენა „პსპ“-სა და „ავერსის“ აფთიაქებშია შესაძლებელი.

,,ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომრის“ გამოყენება უზრუნველყოფს:

  1. დროის კარგვას პირველადი სამედიცინო დახმარების ეტაპზე, ცხვირიდან სისხლდენების დროს.
  2. დაზარალებულების და თანმხლები პირებისთვის მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი სანიტარულ – ჰიგიენური გარემოს შექმნას.
  3. პირველადი სამედიცინო დახმარების მაშველს მოქმედების გაიოლებას ამ ეტაპზე.
  4. კანის ქსოვილის მოსალოდნელი ტრავმის თავიდან აცილებას.
  5. დაზარალებულისთვის დამაკმაყოფილებელი ფსიქო – ემოციური გარემოს შექმნას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატექნოლოგიები

ისტორიაში პირველად, პილოტმა Airbus A340 ანტარქტიდის კონტინენტზე დასვა

საავიაციო კომპანია Hi Fly-იმ განახორციელა ისტორიაში პირველი წარმატებული დაშვება
ანტარქტიდის კონტინენტზე. Wolf’s Fang-ის საკუთრებაში არსებული ლურჯი ყინულის ასაფრენი
ბილიკი აღიარებულია C დონის აეროპორტად, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად არ არის
აეროპორტი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სპეციალიზებულ ეკიპაჟს შეუძლია იქ ფრენა რთული
პირობების გამო. ბილიკი 3000 მეტრის სიგრძისაა.
კეიპტაუნიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან აფრენილი თვითმფრინავი 5 საათიანი ფრენისა და
2,800 მილის გავლის შემდეგ ყინულოვან ზედაპირს შეეხო. ადამიანების უმრავლესობა კონტინენტზე
გემით ხვდება, ამიტომ ისტორიაში პირველად, A340-ის დაშვება ანტარქტიდის კონტინენტზე
მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

რა არის მეტავერსი, რომლის განვითარებისთვის “ფეისბუქი“ ევროკავშირში 10 000 ადამიანის დაქირავებას გეგმავს?

კომპანია „ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 000 ადამიანს
დაასაქმებს.
„მეტავერსი“ არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და
კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული
რეალობის (AR) ტექნოლოგიების საშუალებით.
„ფეისბუქის“ განცხადებით, „მეტავერსს“ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ
შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.
კორონავირუსის პანდემიამ საოფისე შეხვედრების უმეტესობა ვირტუალურით
ჩაანაცვლა, რამაც გამოიწვია საკონფერენციო პროგრამების ზრდა, როგორიცაა Zoom, და
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ ამ ცვლილების კაპიტალიზაციას.
ევროკავშირში ახალი სამუშაო ადგილები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება
და მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები დასაქმდებიან.
„მეტავერსის“ შესაქმნელად „ფეისბუქმა“ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „მეტავერსის“ იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი
დასჭირდება.

წყარო : Reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

კანადელმა ბავშვმა ექთნებისთვის ნიღბის დამჭერები გამოიგონა

პანდემიის დაწყებიდან ინტერნეტ სივრცეში ექიმებისა და ექთნების ბევრი ფოტო გამოჩნდა სახეზე
სისხლჩაქცევებით, რაც გამოწვეული იყო სამედიცინო ნიღბის დიდი ხნის განმავლობაში
გამოყენებით. 13 წლის კანადელმა ბიჭმა ფოტოების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა ნიღბის დამჭერები
შეექმნა 3-D პრინტერის გამოყენებით.
ნიღბის დამჭერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პრინტერი
24/7-ზე მუშაობს ამჟამად, რომ შეერთებულ შტატებში, კანადასა და მთელ მსოფლიოში შეძლოს
შეკვეთების დაკმაყოფილება. ნიღბის დამჭერი ეხმარება მფლობელს დაარეგულიროს სამედიცინო
ნიღბის თასმა. როგორც ბიჭი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს დახმარება გაუწიოს
ადამიანებს, რომლებიც თავიანთ დროს ხარჯავენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში და პანდემიის
დაძლევაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 89
Page 19 of 89