close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

ჩინეთში ბავშვებს TikTok-ის ანალოგით სარგებლობის დღიური ლიმიტი დაუწესეს

ჩინეთში TikTok-ის ადგილობრივმა ანალოგმა Douyin ბავშვებს თავისი პლატფორმით სარგებლობის ლიმიტი დაუწესა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვები სოციალური ქსელით სარგებლობას დღეში მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში შეძლებენ. ახალი წესი 14 წლამდე ბავშვებს ეხება, რომლებმაც რეგისტრაციის დროს ნამდვილი სახელები და მონაცემები გამოიყენეს. ისინი სოციალური ქსელით სარგებლობა 06:00-დან 22:00 საათამდე შეძლებენ.

ამასთან Douyin-მა მოზარდებისთვის ახალი კონტენტიც შეიმუშავა – მეცნიერული ექსპერიმენტების, ისტორიული ვიდეოებისა და მუზეუმებში ონლაინ ექსკურსიების ჩათვლით.

აგვისტოში ჩინეთში18 წლამდე ახალგაზრდებს ონლაინ პლატფორმებზე თამაშის დრო შეუზღუდეს, თებერვალში კი ბავშვებს სკოლაში ტელეფონების შეტანა აუკრძალეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტოების გამოსავლენად, Apple-ი მომხმარებლების iPhone-ებს დაასკანირებს

კომპანია Apple-ში აცხადებენ, რომ iOS-ისა და iPadOS-ის ახალ ვერსიებს, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა, კრიპტოგრაფიის ახალი აპლიკაციები ექნება, რომლებიც, მომხმარებლის კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელების შეზღუდვას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ BBC წერს.

სისტემა გამოიყენებს სურათების შედარების მექანიზმს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის უკვე გამოვლენილი სურათების მონაცემთა ბაზასთან, რომელიც შედგენილია აშშ-ის დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრისა (NCMEC) და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ.

ტექნოლოგიით, გამოსახულებები ციფრულ კოდებად „გადათარგმნეს“, რომელთაც Apple-ის მოწყობილობებში არსებულ მასალებს შეადარებენ. თუ კავშირი დადგინდება, საქმე მხოლოდ ტექნოლოგიის მიერ დადასტურებაზე არ შეჩერდება; მას ადამიანებიც შეისწავლიან და საბოლოოდ, თუ გამოვლინდება, რომ ფოტო მართლაც შეიცავს ბავშვზე ძალადობის ამსახველ სურათს, ამის შესახებ სამართალდამცველებს აცნობებენ. იქამდე კი, მოწყობილობას, სადაც მასალა ინახება, დისტანციურად გამორთავენ.

ექსპერტების ნაწილი სიახლეში საფრთხესაც ხედავს და აცხადებს, რომ შეიძლება, ტექნოლოგია ავტორიტარული მთავრობების მიერ მოქალაქეების თვალთვალისთვის გამოიყენონ.

ახლი ტექნოლოგია მხოლოდ აშშ-ი მცხოვრებ მომხმარებლებზე გავრცელდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

საქართველოში მზის 3 ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის 3 პროექტზე მუშაობს – ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს. როგორც ის ამბობს, საუბარია 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე.

ჩიქოვანის თქმით, სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.

მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში იგეგმება.

“მზის ელექტროსადგურების ოპერირება 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყება. როგორც გორის ქართლის ელექტროსადგურის შემთხვევაში მოხდა, ახლაც იგივე სტრატეგიით მივდივართ, პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი განახორციელებს და შემდეგ მისი გასხვისება მოხდება ”,- აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

მისი თქმით, პირველი ელექტროსადგურის პროექტი საგარეჯოს რაიონში – უდაბნოში განხორციელდება. მასში ჩადებული ინვესტიცია 3-3.5 მილიონი დოლარი იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

საფრანგეთში კაცმა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება

ფრანგმა ინჟინერმა ჟან-ლუი კონსტანზამ თავისი 16 წლის შვილისთვის, ოსკარისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოსკარი დამოუკიდებლად ვერ დადის და ეტლით სარგებლობს. ეს გენეტიკური ნევროლოგიური დაავადებით არის გამოწვეული. თუმცა მამის მიერ შექმნილი რობოტი მას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში სიარულის საშუალებას აძლევს. ოსკარი მის სხეულზე მიმაგრებულ რობოტს ბრძანებების მეშვეობით აკონტროლებს.

მსგავსი ეკზოჩონჩხები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებში გამოიყენება, თუმცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ევროა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Hyundai-ს ხელმძღვანელი – მფრინავი ავტომობილები ქალაქებში 2030 წლამდე გამოჩნდება

მფრინავი ავტომობილები ქალაქებში 2030 წლამდე გამოჩნდება, – ამის შესახებ Hyundai-ს ევროპული ოპერაციების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ კოულმა განაცხადა.

მისივე თქმით ტექნოლოგია, რომელიც საცობებსა და გამონაბოლქს შეამცირებს, “ნამდვილად მომავლის ნაწილია”.

„ვფიქრობთ, რომ ამ ათწლეულის ბოლო პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ურბანული საჰაერო მობილობა ზელს შეუწყობს ქალაქებში საცობების განტვირთვას, გამონაბოლქვის შემცირებას, იქნება ეს ერთი ქალაქის ფარგლებში თუ  ქალაქებს შორის,“- აღნიშნა Hyundai-ს ხელმძღვანელმა.

ტერმინი ”ურბანული საჰაერო მობილობა” მოიცავს სხვადასხვა საქონლის მიწოდებას დრონების საშუალებით და ელექტრომობილებს, რომლებიც მფრინავი ტაქსის ფუნქციას ასრულებენ. მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ წელს კოვენტრიში გაიხსნება მსოფლიოში პირველი სრულად მოქმედი აეროპორტი ასეთი მფრინავი ავტომობილებისა და დრონებისთვის.

ნულოვანი გამონაბოლქვის ადგილმა, სახელწოდებით Air One, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან 1.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით გრანტი მიიღო.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინატექნოლოგიები

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ, რომელიც, სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ათასობით ნაადრევად დაბადებულ ბავშვს დაღუპვისგან იხსნის.

მოდელი, რომელიც ენდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, ჩვილებს ხელოვნურად სუნთქვის საშუალებას მისცემს. ამასთან, დღეს არსებული ინკუბატორებისგან განსხვავებით, ხელოვნურ საშვილოსნოში ბიოლოგიურის მსგავსი გარემო იქნება შექმნილი, რადგან ბავშვი გარშემორტყმულია სითხეებით და იღებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ხელოვნური პლაცენტის მეშვეობით, რომელიც მათ ჭიპლართან იქნება დაკავშირებული.

მეცნიერები, რომლებიც ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე უკვე ათი წელია მუშაობენ, აცხადებენ, რომ არსებული მიდგომები პრობლემატურია, ვინაიდან უდროოდ დაბადებულ ჩვილებს ფილტვები და კუჭ-ნაწლავი ბოლომდე განვითარებული არ აქვთ და ჟანგბადისა საკვების ხელოვნურად მიწოდება უმეტეს შემთხვევაში ამ ორგანოების დაზიანებას იწვევს.

ხელოვნური საშვილოსნო კი „გეიმ-ჩეინჯერია“.

„როდესაც ფილტვებს წყალში ვათავსებთ, ისინი განვითარებას აგრძელებენ. ბავშვი ჟანგბადს ჭიპლარიდან იღებს ისევე, როგორც ბუნებრივ საშვილოსნოში,“- აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, ხელოვნური საშვილოსნოს სამუშაო პროტოტიპი კლინიკური ცდებისთვის მზად 5 წლის ვადაში იქნება.

ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა, რომელიც ორსულობის 37-ე კვირამდე ხდება.  სტატისტიკის თანახმად, ნაადრევი მშობიარობით 10-დან 1 ორსულობა სრულდება და მსოფლიოში ყოველწლიურად ნაადრევად დაბადებული დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი იღუპება.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

დიდ ბრიტანეთში 21:00-მდე არაჯანსაღი საკვების რეკლამა აიკრძალება – BBC

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლოდა, ქვეყანაში არაჯანსაღი საკვების რეკლამირება 21:00-მდე აიკრძალება. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება ისეთი პროდუქტების რეკლამირებას, როგორიცაა: შოკოლადი, ბურგერები, გაზიანი სასმელები, ნამცხვრები, ტკბილეული, ნაყინი, ტკბილი წვენები, ჩიფსები და პიცები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეზღუდვების შემოღებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ ბრიტანეთის მოზარდი მოსახლეობის მეოთხედს ჭარბწონიანობის პრობლემა აწუხებთ.

მომავალი წლის ბოლოდან, ასევე, ტელევიზიით შემდეგი პროდუქტების რეკლამირება აიკრძალება: იოგურტები, ბურღულეული, რომელიც საუზმისას გამოიყენება, მზა კერძები, ქათმის ნაგეთსები და შემწვარი თევზი.

გამოცემა წერს, რომ ასევე იგეგმება ახალი წესის შემოღება ინტერნეტშეთავაზებებზე.

არაჯანსაღი საკვების რეკლამირების აკრძალვას არ ეთანხმებიან საკვების მწარმოებელი კომპანიები და ამბობენ, რომ აკრძალვა მათ ყოველწლიურად მილიონობით ფუნტი დაუჯდებათ. აღნიშნული წესი არ შეეხება საწარმოებს, სადაც 250-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დიდი ბრიტანეთი ონლაინსივრცეში არაჯანსაღი საკვების რეკლამირების სრულად აკრძალვას გეგმავდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად შეზღუდვის არეალი შემცირდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ისრაელში ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა

ისრაელის კომპანია Future Meat Technologies-მა ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა. ამის შესახებ techcult წერს.

ფაბრიკა ყოველდღიურად 500 კილოგრამ კულტივირებული ქათმის, ღორის და ცხვრის ხორცს აწარმოებს. ხორცის ეს რაოდენობა 5 000 ჰამბურგერის დასამზადებლადაა საკმარისი.

Future Meat Technologies ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს. ამისთვის გამოიყენება ის ნივთიერებები, რომლითაც ცხოველებს კვებავენ.

ტექნოლოგებმა შექმნეს პროცესი, რომელიც 80%-ით ამცირებს СО2-ისა და 96% წყლის გამოყოფას

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს

მეცნიერებმა ჩინეთში, კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებთან ერთად შექმნეს ემბრიონები ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებით. ექსპერიმენტი ნამდვილად ინოვაციური და ამავე დროს საკამათოა.

სპეციალისტებმა ჩვენთან ევოლუციურად ბევრად ახლოს მდგომი სახეობის, კიბორჩხალაჭამია მაკაკის ჩართვა გადაწყვიტეს ექსპერიმენტში. მათ მაიმუნის თითოეულ ემბრიონში შეიყვანეს ადამიანის 25 პლურიპოტენციური უჯრედი. 132 ჩანასახიდან 10 დღის შემდეგ 103 მათგანი ისევ განაგრძობდა ჩამოყალიბებას. თუმცა, მე-19 დღემდე მხოლოდ სამმა ჩანასახმა მიაღწია და მეცნიერებმა წესის შესაბამისად გაანადგურეს.

ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდების კვლევას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია და 1970-იანი წლებიდან იწყება. მაგალითად, 2017 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველად ღორისა და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი.

მსგავსი კვლევები მიზნად ისახავს ორგანოების ტრანსპლანტაციის გამარტივებას. თუკი ეს ოდესმე შესაძლებელი იქნება, შეიძლება გადაიჭრას ადამიანის ორგანოთა უდიდესი დეფიციტის პრობლემა, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტზე დაკვირვებით ბევრი საინტერესო რამ გამოავლინეს, რაც შემდგომში ეფექტიანი ექსპერიმენტების განხორციელებაში დაეხმარება მათ, თანაც ეთიკის ფარგლებში, რაც ბევრს აღელვებს კიდეც.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

კომპიუტერი და მისი გამოსხივება

კომპიუტერებს თითქმის ყველა ოფისში ჩართულს ტოვებენ, ეს კი უზარმაზარი ენერგიის
დაკარგვას იწვევს.
ბიჯუ ბალაკრიშნანის, კომპანია DefMart-ის (მზის ენერგიაზე დამყარებული
პროდუქტების მწარმოებელი და მიმწოდებელი) დამფუძნებელის აზრით, ნებისმიერი
კომპანიაში ერთი წესის დამკვიდრებაა აუცილებელი: როდესაც თანამშრომლები არ
სარგებლობენ, საჭიროა კომპიუტერების გათიშვა და დენის წყაროდან გამორთვა, რაც
დამატებით 50 პროცენტ ენერგიას დაზოგავს.
გახსოვდეთ, რომ კომპიუტერის ეკრანის დამცავები ენერგიის ეკონომიას არ
უზრუნველყოფს, − ამბობს იგი. როდესაც მცირეოდენი ხნით შესვენებას გადაწყვეტთ,
კომპიუტერები აუცილებლად ძილის რეჟიმში გადაიყვანეთ, ეს ენერგიის მოხმარებას 70
პროცენტით ამცირებს.
ამასთან ერთად, გათიშეთ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რომელსაც არ იყენებთ − ეს
ენერგიის მოხმარებას 25 პროცენტით შეამცირებს. ისე კი, ბევრად უმჯობესია
ენერგოეფექტურ კომპიუტერებში, მონიტორებსა და პრინტერებში განახორციელოთ
ინვესტირება.

Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 89
Page 21 of 89