close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

კომპიუტერი და მისი გამოსხივება

კომპიუტერებს თითქმის ყველა ოფისში ჩართულს ტოვებენ, ეს კი  უზარმაზარი ენერგიის დაკარგვას იწვევს.

ბიჯუ ბალაკრიშნანის, კომპანია DefMart-ის (მზის ენერგიაზე დამყარებული პროდუქტების მწარმოებელი და მიმწოდებელი) დამფუძნებელის აზრით, ნებისმიერი კომპანიაში ერთი წესის დამკვიდრებაა აუცილებელი: როდესაც თანამშრომლები არ სარგებლობენ, საჭიროა კომპიუტერების გათიშვა და დენის წყაროდან გამორთვა, რაც დამატებით 50 პროცენტ ენერგიას დაზოგავს.

გახსოვდეთ, რომ კომპიუტერის ეკრანის დამცავები ენერგიის ეკონომიას არ უზრუნველყოფს, − ამბობს იგი. როდესაც მცირეოდენი ხნით შესვენებას გადაწყვეტთ, კომპიუტერები აუცილებლად ძილის რეჟიმში გადაიყვანეთ,  ეს ენერგიის მოხმარებას 70 პროცენტით ამცირებს.

ამასთან ერთად, გათიშეთ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რომელსაც არ იყენებთ − ეს ენერგიის მოხმარებას 25 პროცენტით შეამცირებს. ისე კი, ბევრად უმჯობესია ენერგოეფექტურ კომპიუტერებში, მონიტორებსა და პრინტერებში განახორციელოთ ინვესტირება.

წყარო : Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაჭა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიატექნოლოგიებიტურიზმი

დანიაში ხელოვნური კუნძულის, ლინეტეჰოლმის აშენება იგეგმება

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა  გიგანტური ხელოვნური კუძულის, ლინეტეჰოლმის, მშენებლობას.

პროექტი ითვალისწინებს კაშხლის სისტემას მთელს პერიმეტრზე, რისი მიზანიც კოპენჰაგენის ნავსადგურის წყლებს ზღვის დონიდან აწევისგან  დაცვაა. კუნძულზე 35 000-მდე ადამიანი დასახლდება. კუნძული ხმელეთს ხიდებით, გვირაბებით და მეტროს ხაზით დაუკავშირდება. პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა შესაძლებლობას იძლევა პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყოს.

გარემოს დამცველები პროექტს ეწინააღმდეგებიან. მათ სარჩელი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

პრობლემებს შორის ისინი ასახელებენ მასალების ტრანსპორტირებას საავტომობილო გზით. გარემოსდამცველების შეფასებით, მშენებლობის დაწყებისთანავე სხვადასხვა მასალის მისაწოდებლად კოპენჰაგენის გავლით დღეში სატვირთო ავტომობილების 350-მდე რეისი იქნება საჭირო, რაც გარემოს ზიანს მიაყენებს.

თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კუნძულის მშენებლობის პროექტი 2070 წლისთვის დასრულდება.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნით Huawei-ი თავიდან აიცილებს აშშ-ის ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებას და შეძლებს Apple-ის და Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე ოპერირებას.

Huawei-მ საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სმარტფონებზე, ასევე სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ასევე აქვს საკუთარი აპლიკაციების მაღაზია APP Gallery, რომელსაც უკვე ჰყავს 540 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიო მასშტაბით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ინოვაციური ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს ავტომატურად ერგება

კომპანია Nike-მა საკალათბურთო სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომელიც ფეხს ავტომატურად ერგება, “თასმების შეკვრის” ძალას კი მისი მფლობელი სმარტფონში ჩატვირთული აპლიკაციის საშუალებით აკონტროლებს.

ახალი მოდელი “Adapt BB” წააგავს 2016 წლის მოდელს – “HyperAdapt 1.0”, რომელიც 720 აშშ დოლარი ღირდა.

ახალ ფეხსაცმელებში ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, რაც მას სხვადასხვა ფორმის ფეხზე იდეალურად და მჭიდროდ მორგების ფუნქციას სძენს. იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონით მისი კონტროლი თქვენთვის არაკომფორტულია, “Adapt BB-ს” მართვა ფეხსაცმლის ძირზე არსებული ორი მექანიკური ღილაკის საშუალებითაც შეიძლება.

Nike Adapt BB გაყიდვაშია და ის 350 აშშ დოლარი ღირს, წინამორბედზე ორჯერ იაფი.

წყარო : Theverge.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობასამხედროტექნოლოგიებიტრანსპორტი

კიდევ ერთი ახალი გამოგონება – მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავი

ფრანგულმა ავიასამშენებლო კომპანიამ Dassault Aviation პირველი ევროპული მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავის გამოსახულება გამოაქვეყნა, რომელმაც 4++ თობის თვითმფრინავები უნდა შეცვალოს – ისეთები, როგორებიცაა „Eurofighter Typhoon“ და „Dassault Rafale“.

ვიდეორგოლი, რომელსაც სააგენტო Asian Defence News თავის ოფიციალურ Youtube არხზე აქვეყნებს, წარმაოჩენს თვითმფრინავის ზოგად კონცეფციას და მხასიათებლებს.

მოდელის აეროდინამიკა მეექვსე თაობის ამეირკული  F/A-XX თვითმფრინავების აეროდინამიკის მსგავსია, მცირე განსხვავებებით.

როგორც ჩანს, თვითმფრინავი პილოტირებადი იქნება. მეტიც, მასში 2 პილოტი მოთავსდება.რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ Dassault Aviation-მა მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავის რამდენიმე ვერსია დაამზადოს, მათ შორის – უპილოტო საფრენი აპარატებიც.

 

წყარო : Inc.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ფინეთში, ჰელსინკის ქუჩებში მეეზოვე რობოტი გამოჩნდა

ფინეთში, ჰელსინკის ქუჩებში მეეზოვე რობოტი გამოჩნდა. ამის შესახებ techcult წერს. მეეზოვე რობოტი კომპანია Trombia Technologies-მა შექმნა.

რობოტ Trombia Free-ს ქუჩების დალაგება დღის ნებისმიერ მონაკვეთსა და ამინდში შეუძლია. რობოტი საათში 2-6 კილომეტრს ფარავს, ხოლო არასამუშაო დროს ერთ საათში 10 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მეეზოვე რობოტს 4-8 საათი შეუძლია მუშაობა.

Trombia Free მსურველებისთვის უკვე 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

ცნობილია, როდის შეაჩერებს მუშაობას Internet Explorer-ი

კომპანია Microsoft-ში განაცხადეს, რომ ბრაუზერ Internet Explorer-ის მუშაობა Windows 10-ის მომხარებლებისთვის 2022 წლის 15 ივნისს შეწყდება. ამის შემდეგ ბრაუზერი მხოლოდ Windows 10 LTSC-ის კორპორატიულ ვერსიაში იმუშავებს.

Microsoft-ში აცხადებენ, რომ კომპანიის სხვა ბრაუზერს – Edge-ს შეუძლია დაძველებული ვებგვერდებისა და აპლიკაციების ასახვა, ამიტომ Internet Explorer-ის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

ბრაუზერი Internet Explorer-ი 1995 წელს გაჩნდა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერი იყო. ბაზარზე Internet Explorer-ის წილი Mozilla Firefox-ისა და Chrome-ის გამოჩენის შემდეგ შემცირდა. 2009 წელს Internet Explorer-ის წილი 60%-ს, 2012 წელს – 30%-ზე ნაკლებს, 2016 წელს კი 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა.

ბრაუზერის ბოლო სრულყოფილი ვერსია, Internet Explorer 11 სისტემა Windows 8-სთან ერთად, 2013 წელს გამოვიდა. Windows 10-ში მომხმარებლებს სტანდარტულ ბრაუზერად უკვე Microsoft Edge-ი შესთავაზეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მკვლევრებმა თავისუფლად მოძრავი ანიმაციური ჰოლოგრამები შექმნეს!

მშვიდობით ტელევიზორებო, გამარჯობა ჰელედოკებო!

ჯერ კიდევ 2018 წელს Brigham Young University-ის მკვლევრებმა წარადგინეს მოწყობილობა “ოპტიკური ხაფანგის ეკრანი”, რომელიც თავისუფალი მცურავი ჰოლოგრაფიული სურათების შესაქმნელად ლაზერებს იყენებდა. სწორედ იგივე გუნდს ეკუთვნის ახალი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ჰოლოგრაფიული სურათების ანიმირებაა შესაძლებელი – მშვიდობით ტელევიზორებო, გამარჯობა ჰელედოკებო!

3D ჰოლოგრამების უმეტესობა სპეციალური ეკრანის ჩვენებას საჭიროებს… მართალია, ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რეალურ სივრცეშია მოცემული, მაგრამ ოდნავ გვერდზე გახედვაც ამსხვრევს ამ ილუზიას… ზემოთ ხსენებული მკვლევრების პრინციპი კი რადიკალურად განსხვავებულია – ეკრანს ლაზერები ანაცვლებს: უხილავი, რომელიც ჰაერში მცურავ პაწაწინა გაუმჭვირვალე ნაწილაკით მანიპულირებს და ხილული, რომელიც ნაწილაკს სხვადასხვა ფერის საშუალებით ანათებს.

ტრადიციული ჰოლოგრამების შეზღუდული ხედვის კუთხისგან განსხვავებით, დამკვირვებელს შეუძლია, ეს თავისუფლად მცურავი ოპტიკური ხაგანგის გამოსახულება ნებისმიერი კუთხიდან დაინახოს და მის გარშემო იაროს ისე, რომ 3D ეფექტი არ გაქრეს.

ოპტიკური ხაფანგის მონიტორებში გამოყენებული ტექნოლოგიის სამწლიანმა გაუმჯობესებამ ახლა BYU- ს მკვლევარებს საშუალება მისცა, დიდი ნაბიჯი გადაედგათ ანიმირებული გამოსახულებებისკენ. გუნდმა საოცარი შედეგი გვიჩვენა – განსაკუთრებით “ვარსკვლავური ომების” გულშემატკივრები აღფრთოვანდებიან, როდესაც ობი-ვანისა და დართ ვეიდერის მინიატურულ ვერსიას ნახავენ.

მკვლევრებმა რეალური ობიექტის ჰოლოგრამულად მოძრაობის ტექნიკა შეიმუშავეს. ის ადამიანის თითებით მართვადი მარიონეტის პრინციპზეა დაფუძნებული. ოპტიკური ქმედებების გამოყენებით, როგორიცაა პერსპექტიული და პარალელური მოძრაობებით თამაში, შესაძლოა, ჰოლოგრამები გაცილებით დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედრო

რა არის ისრაელის დამცავი ფარი – “რკინის გუმბათი” და რა შეუძლია მას?

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების შემდეგ გავრცელდა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც გასროლილი რაკეტები თითქოს უხილავ კედელს ეჯახება. სწორედ ეს არის “რკინის გუმბათი”, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ისრაელისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი სისტემა აღმოჩნდა.
“რკინის გუმბათი” არის ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს რაკეტა 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. სისტემას შეუძლია ამოიცნოს და გამოთვალოს რაკეტების ტრაექტორია და ჰაერშივე გაანადგუროს ის. “რკინის გუმბათი” ნებისმიერ ამინდში მოქმედებს და ანტირაკეტასაც უშვებს იმ შემთხვევაში, თუ რაკეტის ტრაექტორიით დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება დასახლებულ პუნქტს.
ისრაელის ოფიციალური უწყებების განცხადებით, “რკინის გუმბათი” ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტების 85-90%-ს უმკლავდება, რაც ნამდვილად დიდი რიცხვია და ექსპერტთა ნაწილს ეჭვიც კი შეაქვს მის ნამდვილობაში. თუმცა აშკარაა, რომ მას საჰაერო შეტევების დროს მიყენებული ზარალი მინიმუმამდე დაჰყავს.
სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ტესტირება 2009 წელს მოხდა. ექსპლუატაციაში კი 2011 წელს მოიყვანეს. თავდაპირველად სისტემის ეფექტიანობა დაბალი იყო. ისრაელი ანტისარაკეტო სისტემას დღემდე ავითარებს და რაკეტების უდიდეს ნაწილსაც ანეიტრალებს.
“რკინის გუმბათსაც” აქვს სუსტი წერტილი. სისტემა შესაძლოა მაშინ გადაიტვირთოს, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით რაკეტასთან მოუწევს გამკლავება. შესაძლოა რამდენიმე რაკეტა ჰორიზონტიდან დაუსხლტეს და გაარღვიოს დაცვა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაენერგეტიკასაქართველო

„სოკარი“ მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს

კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს ეფუძნება – ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია.

ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის რეალიზებისთვის გამოყენებული რესურსების შესახებ.
გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ უკვე გადადგმულია მთელი რიგი ნოვატორული და შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უკავია მზის პანელებით ენერგიის გამომუშავების პროგრამას.

ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, „სოკარის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 89
Page 22 of 89