close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კომპანია Microsoft-ის ცნობით, პირველ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ Word-ის ონლაინვერსიაში, ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამას 200 მეგაბაიტამდე მოცულობის აუდიოფაილის დამუშავება შეუძლია. ამასთან ერთად, აუდიოჩანაწერი .mp3, .wav, .m4a ან .mp4 ფორმატში უნდა იყოს შენახული.

ფაილის ატვირთვისა და დამუშავების შემდეგ ეკრანზე ჩნდება პანელი, ტაიმკოდითა და გაშიფრული ტექსტით. მომხმარებელს შეუძლია, დაარედაქტიროს გაშიფრული ტექსტი. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე ერთი მომხმარებლისთვის თვეში 5-საათიანი ლიმიტი მოქმედებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ფუნქცია Office-ის მობილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, შემდეგში კი ის სხვადასხვა ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეტრანსპორტი

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ – მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

მართვის მოწმობის აღების წესის ცვლილებაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ბიუროზე დარეგისტრირებულია საკითხი, რომელიც მართვის მოწმობის აღების მეორე ეტაპს ითვალისწინებს.

კერძოდ, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, – ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას ჩადენილი ცალკეული სამართალდაღვევებისთვის პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციასაქართველო

1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი ტვინის იმპლანტს წარადგენს

ილონ მასკი ტვინის იმპლანტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიზანი ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების მინჭებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დამატებითი დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის მიერ შექმნილ ე.წ. Demo ვერსიას წარადგენს.

ტვინის იმპლანტის შექმნაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი მუშაობს, რომლის მაზანია ნეირონული ინტერფეისის შექმნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

რუსეთში რეესტრის ერთ-ერთ ოფისში მოქალაქეებს ჰუმანოიდი რობოტი ემსახურება

რუსეთის ქალაქ პერმში ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში მოქალაქეებს მომსახურებას ადამიანის მსგავსი რობოტი უწევს.

ჯერჯერობით ჰუმანოიდი მონაწილეობს ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების ცნობების გაცემაში.

ქალი რობოტის  სახის ნაკვთები ხელოვნური ინტელექტის მიერ რამდენიმე ათასი ქალის გარეგნობის ანალიზის შედეგად შეიქმნა.

რობოტს, რომელსაც რეესტრის თანამშრომლის უნიფორმა აცვია, ტუჩების, თვალების, წარბებისა და ხელოვნური კანით დაფარული სხვა მექანიკური კუნთების მოძრაობით ადამიანის სახის 600-ზე მეტი გამომეტყველების მიღება შეუძლია.

„რობოტს ზოგადი ტიპის კითხვების დასმა და პასუხების გაცემის უნარიც აქვს. ის შეერთებულია სკანერსა და პრინტერზე. ჰუმანოიდს დოკუმენტების მონაცემთა ბაზაზეც აქვს წვდომა და შეუძლია ჩაანაცვლოს რეგისტრაციის ოფისის რეესტრის ოფისის თანამშრომელი,“- აცხადებს ოფისის ხელმძღვანელი ლეონიდ გრომოვი.

რეესტრის ჰუმანოიდი „თანამშრომელი“ კომპანია Promobot-ის პროექტია,

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

როგორ ავამუშავოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი კომპანიის სასარგებლოდ?

ხელოვნური ინტელექტი უკვე იმდენად აქტუალური თემა გახდა, რომ რთულია ყველა ადამიანს არ შეემჩნია მისი მნიშვნელობა დღევანდელობაში. მსოფლიო იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება, რომ ადამიანების უმრავლესობას უჭირს აყოლა, ელონ მასკმა და სტეფან ჰოუკინგმა განაცხადეს, რომ კომპანებისთვის ძალიან დიდი წინსვლა იქნება, თუ ხელოვნური ინტელექტი გახდება მათი დამხმარე და შეასრულებს იმავე სამუშაოს, რასაც  აქამდე ადამიანები ასრულებდნენ. შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებნდენ შემცირდება, რადგან ხელოვნური იტელექტი დაპროგრამებული იქნება ერთ კონკრეტულ დავალებაზე, რაც აღმოფხვრავს შეცდომების დაშვებას, აგრეთვე დაიზოგება ენერგია, რომელსაც ადამიანები ხარჯავდნენ წლების მანძილზე.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიდეოთამაშები ტვინისთვის სასარგებლოა

ვიდეოთამაშები არ აჩლუნგებს თქვენს ტვინებს და არ არის ეშმაკისეული, როგორც ძირითადად მშობლები ამბობენ ხოლმე. არა მხოლოდ გართობის მიზანი აქვს ვიდეოთამაშებს, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინისთვის სარგებელიც კი მოაქვს.

3Dთამაშები ზრდის მახსოვრობის დონეს, ადამიანი უკეთ აღიქვამს ვირტუალურ სამყაროს და თითქოს რეალობაში ხედავს ყველაფერს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც 3Dთამაშს თამაშობს, ვერ ხვდება რეალურად ხედავს ყველაფერს, თუ ვირტუალურად, შესაბამისია მათი მოქმედებები და რეაქციებიც.

ზოგი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები ადამიანს უფრო სხარტსა და ჭკვიანს ხდის. კვლევა ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ მსგავსი თამაშები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი დღეში 1 საათი უთმობდნენ ვიდეოთამაშებს, რამაც შედეგი გამოიღო რამდენიმე კვირის შემდეგ მათი მოქმედებები უფრო სხარტი იყო, მეტად უფიქრდებოდნენ წვრილმანებსაც კი.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

იტალიური კომპანია ახალი ტექნოლოგიით სახლებს 100 საათში აშენებს

იტალიურმა კომპანია 3D WASP-მა შეიმუშავა სახლის პროექტი, რომლის ასაშენებლადაც 100 საათია საკმარისი.შენობის ფართი 30 კვადრატული მეტრია. El Mundo-ს ცნობით, სახლს ამ ვადებში ორი ადამიანი თავისუფლად ააშენებს.

სახლის ღირებულება 900 ევროს შეადგენს. შენობის აგება ხდება ბუნებრივი მასალებით: 25% არის თიხა და ქვიშა, 25% – ბრინჯის დამცავი გარსი, 40% ბრინჯის ჩალა, ხოლო 10% ცარცი. სახლის ინსტრუქციის შედეგად, შესაძლებელია ენერგომატარებლებზე ხარჯების დაზოგვა. შესაძლებელია მზის სხივის სითბოს გამოყენება. ასევე სახლის მთავარის სარგებელია მისი სეისმომდგარადობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

კონტაქტური ლინზა დაზუმვის ფუნქციით

დაახამხამეთ თვალი ორჯერ და მოაახლოვეთ (დაზუმეთ) ნებისმიერი რამ, რასაც უყურებთ. დაზუმვის პრაქტიკა ჩვენთვის ფოტო, ან ვიდეოგადაღების ფარგლებში იყო ცნობილი, თუმცა, კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ჩვენი თვალებისთვისაც მიეცათ, შესაბამისად კი, ყოველდღიურობის ნაწილად ექციათ. დიახ, მათ შექმნეს რობოტული კონტაქტური ლინზა გამოსახულების მოახლოების ფუნქციით. როგორ? სხვადასხვა მოძრაობა, რომელსაც თვალებით ვახორციელებთ, სხვადასხვა ელექტრულ სიგნალს წარმოქმნის, რომელსაც ლინზა აღიქვამს. New Scientist-ის ინფორმაციით, თვალს აქვს ელექტრული პოტენციალი მაშინაც კი, როცა მას ვხუჭავთ ან სრულ სიბნელეში ვიმყოფებით. როცა ჩვენ ვამოძრავებთ თვალებს, ან ვახამხამებთ ქუთუთოებს, ელექტრული პოტენციალი შეიძლება გაიზომოს. ინოვაციურ ლინზაში, რომელიც ამ ელექტრული სიგნალით ხელმძღვანელობს, სპეციალური დრეკადი მასალებია გამოყენებული, რისი წყალობითაც ფოკუსური მანძილი 32 პროცენტით შეიძლება შეიცვალოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Sony-ს კონდიციონერი, რომელიც ტანსაცმელზე მაგრდება

გიფიქრიათ, რომ შეიძლება კონდიციონერი ტანსაცმლის ქვეშ გქონდეთ დამალული, სმარტფონით კი იმის რეგულირება შეგეძლოთ, თუ რა ტემპერატურაზე დააყენოთ უჩინარი და პატარა მოწყობილობა, რომელსაც ზურგით დაატარებთ. Sony-მ იფიქრა ამაზე და თანადაფინანსების პროექტის სახით, ვებგვერდზე განათავსა იდეა, რომელიც კომპაქტური და უჩინარი კონდიციონერის ქონის შესაძლებლობას იძლევა. პროდუქტი სახელად REON POCKET ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის და უცნობია, როდიდან უნდა ველოდოთ მას ბაზარზე. თუმცა ვიცით, რომ მისი მართვა სმარტფონიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეიძლება და მისი დახმარებით, მზიან ამინდშიც კი შეგვიძლია სეირნობა სასიამოვნო პროცესად ვაქციოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 89
Page 27 of 89