close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

იაპონიაში შექმნეს სახლი,რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში იწევა

ყბადაღებული და უკვე გაცვეთილი ფრაზა “იაპონია დანარჩენ მსოფლიოს 100 წლით ასწრებს” კიდევ ერთხელ დასტურდება იმ ტექნოლოგიური სიახლით, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შეიმუშავა.

 

აღსანიშნავაია, რომ ეს ტექნოლოგიური სიახლე კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შექმნა, თუმცა თავის დროზე დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ კარგა ხანი პროექტი თაროზე იყო შემოდებული, თუმცა ხელახლა ყურადღება მიიქცია 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 20 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეკონომიკური ზარალმა 309 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სახლს, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შექმნა სპეციალური სენსორები უყენია, რომელიც მგრძნობიარეა მიწისძვრის შემთხვევაში, სახლი როგორც კი შეირყევა, ავტომატურად ირთვება ფუნდამენტში დამონტაჟებული მძლავრი კომპრესორები, რომლებიც ჰაერის ნაკადს აწვდის აირ ბალიშებს, სახლი რამდენიმე სანტიმეტრით იწევა ჰაერში, როგორც კი სეისმური აქტივობა დასრულდება, სახლი უბრუნდება ფუნდამენს სრული პარამეტრებით.

კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც ამ სახლებს გააჩნია, ის არის, რომ იგი 1, 5-ჯერ იაფი ღირს სტანდარტული სახლებთან შედარებით და ამასთანავე არ სჭირდება რთული ტექნიკური მომსახურეობა.

დღეისთვის კომპანიამ ქვეყანაში უკვე 100-მდე “მფრინავი სახლი” განათავსა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Apple-ის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!

„ეფლის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!“ –  საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს ქართული კომპანია Metro Productions, რომელიც, როგორც პოსტიდან ვიგებთ, მსახიობების შერჩევის ორგანიზების ნაწილში ჩართული იყო.

შერჩეული მსახიობები არიან: ვიკა კალანდია, დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი, კობა შონია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

ახალშობილი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ გადარჩა

ბრიტანეთში ახალშობილს, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა გაზრდილი, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა.

ვანელოპე ჰოუფ ვილკინსის ექიმებმა ექტოპია კორდის დიაგნოზი დაუსვეს, როცა ის 9 კვირის ნაყოფი იყო და სკანირებამ აჩვენა, რომ მისი გული და კუჭის ნაწილი სხეულის გარეთ ვითარდებოდა.

ქირურგები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ექიმებმა მშობლებს ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა დედა არ დასთანხმდა.

გოგონას დაბადების შემდეგ სამი ოპერაცია ჩაუტარეს, გული მკერდში გადაიტანეს და ხელოვნური გულმკერდი და მკერდის ძვალი შექმნეს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გახდა ექტოპია კორდის განკურნების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში.

ვანელოპე დეკემბრის ბოლოს უნდა დაბადებულიყო, თუმცა ის საკეისრო კვეთის შედეგად 22 ნოემბერს გაჩნდა და რამდენიმე წუთში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმები ჯერჯერობით მის მომავალ მდგომარეობაზე საბოლოო პროგნოზს ვერ აკეთებენ.

წყარო: Independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება. ეს არის მილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შექმნილი ქსოვილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, კონკრეტული პაციენტის ქსოვილის ნიმუშისგან, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდიან. ის 3 სანტიმეტრის სიგრძისაა და პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იქცევა ჯანმრთელ, ფუნქციურ კუნთად. „ცოცხალი ლეიკოპლასტირის“ მიზანი გულის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კურდღლებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, ადამიანებზე ცდები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მანქანების დაბლოკვას აპირებს

როგორც ვიცით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში შესამჩნევია ავტომობილების სიუხვე, რაც ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიზეზია ჰაერის დაბინძურების. მანქანის გამონაბოლქვი ძალიან ბევრ დაავადებას უწყობს ხელს გამრავლებაში და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს ანადგურებს.

მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება შეამცირონ მანქანის გამონაბოლქვის უარყოფითი შემადგენლობა, სწორედ ამიტომაა, რომ ძირითადად უკვე ცდილობენ ელექტროავტომობილების გამოშვებას, რათა შეამცირონ საშიშროებები.

საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ცდილობენ უფრო ჯანსაღი გადაადგილების საშუალებებს მიმართონ, რათა ქალაქის ჰაერი დასუფთავდეს და მავნებელი ნივთიერებების ნაცვლად სუფთა ჟანგბადი ვისუნთქოთ.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ნელ-ნელა ცდილობენ მანქანების რიცხვის შემცირებას საკუთარ ქალაქებში:

  1. ნორვეგია ოსლოში 2019 წლისთვის გეგმავს მანქანების დაბლოკვას;
  2. ესპანეთი, მადრიდი;
  3. ჩინეთი;
  4. ჰოლანდია;
  5. საფრანგეთი, პარიზი აპირებს, რომ დიზელის მანქანები დაბლოკოს და საველოსიპედო გზა გააფართოვოს.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაცია

სიახლეები მობილურის ინტერნეტ სივრცეში

მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგია ყოველდღიურად განვითარებას განიცდის, შესაბამისად მივედით იმ დასკვნამდე, რომ მუდმივად პროგრესირებადი იქნება ჩვენი სამყარო.

ახალი სიახლე გამოჩნდა ინტერნეტში, კერძოდ “Samsung Electronics-ის” მიერ გამოცემული სმარტფონის გაყიდვების შედეგად, 5G ქსელის გამოყენებაც შესაძლებელი გახდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მობილური ინტერნეტი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ გადავიდა, განვითარდა.

ასევე, ადგილობრივი მაუწყებლობები ამბობენ, რომ 5G ქსელის ჩაშვებისთვის მზადაა ქვეყნის ყველა მობილური ოპერატორი კომპანია.

ტექნოლოგია 5G მასიურად კორეის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში პხენჩანგის ზამთრის ოლიმპიადის დროს გამოცადა. თუმცა ის კერძო პირებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 5 აპრილიდან გახდა. მეხუთე თაობის მობილური ქსელი უზრუნველყოფს ინფორმაციის მაღალ გამტარუნარიანობას. მისი რეკორდული სიჩქარე აღწევს 25გბ-ს წამში. მსგავსი მონაცემები კი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მოხდეს 8K (Ultra HD) ხარისხის ვიდეოს ტრანსლირება.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია აპირებს ჩიპის შექმნას, რომლითაც მობილურის გონებით მართვას შეძლებთ

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ. 

Thenextweb-ის ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პატარა ზომის პროცესორების შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობას თმის ღერზე წვრილი ძაფები ექნება მიმაგრებული, რომლებიც ადამიანის თავის ქალას დაუკავშირდება. 

Neuralink's threads for connecting to the brain are thinner than human hairs

მოწყობილობა, სახელწოდებით Link-ი ადამიანებს ყურის უკან დაუმაგრდებათ და მისი საშუალებით iPhone-ის კურსორსა და კლავიატურას გონებით მართავენ.  

Neuralink-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოწყობილობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქცევა აღნიშნული იდეა რეალობად. 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ახალი ტექნოლოგია სუპერმარკეტებს ქურდებისგან იცავს

აშშ-ს უდედესმა სუპერმარკეტმა- Walmart მადაადასტურა, რომ ის ქურდებს გამოსახულების ამომცნობი კამერებით ამოიცნობს.

კამერები მომხმარებლების ჩანთებში იმ ნივთების იდენტიფიცირებას ახდენს, რომელიც სალაროსთან სკანირებაზე არ გაუტარებიათ.  

Walmart- მა საინფორმაციო სააგენტო “Business Insider” – ს განუცხადა, რომ კომპანია ტექნოლოგიას 1000-ზე მეტ მაღაზიაში გამოიყენებს.

სქემა, რომელსაც Missed Scan Detection by Walmart (გამოტოვებული სკანირების აღმოჩენა Walmart-გან), იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც ირანულმა კომპანია Everseen-მა შეიმუშავა.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

სახანძრო ვაზა

როცა ხანძარი ჩნდება და პანიკა იწყება, ზოგჯერ რთულია გაიხსენო, სად არის ცეცხლმაქრი. სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა გამოსავალი იპოვეს : შექმნეს ცეცხლმაქრი ვაზა, რომელშიც ლამაზი ყვავილების ჩაწყობა და ხანძრის შემთხვევაში, ცეცხლის ჩასაქრობად გამოყენებაა შესაძლებელი.

ინოვაციური „სახანძრო ვაზა“, რომელიც „სამსუნგ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიაა  Cheil Worldwide-მა შექმნა, 770 მ/ლ თხევადი კალიუმის კარბონატს შეიცავს, რომელიც, ვაზის ცეცხლის მიმართულებით ტყორცნისას ბლოკავს ჟანგბადს და აქრობს ცეცხლს.

ვაზა დამზადებულია პონივინის ქლორიდისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ნამსხვრევებისგან ადამიანის დაზიანება.

ბოლო ათწლეულის სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კორეაში ხანძრისგან გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 60 პროცენტი სახლებში ხდება, რაც საერთო ჯამში 2,000 შემთხვევას აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვამლის დეტექტორებისა და ცეცხლმაქრების სახლებში დამონტაჟება სავალდებულოა, ცეცხლმაქრი ოჯახების მხოლდ 49 % აქვთ.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

დავირუსებული ლეპტოპი აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლეპტოპი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სახიფათო 6 ვირუსითაა დავირუსებული, აუქციონზე 1.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
მყიდველი ანონიმურია. რაც შეეხება ლეპტოპს, რომელიც ჩინელი ციფრული მხატვრის გო დონგის არტ პროექტის ნაწილია. დავირუსებულ ლეპტოპს „მდგრადი ქაოსი“ უწოდეს.
დონგი კიბერუსაფრთხოების ფირმასთან Deep Instinct-თან ერთად მუშაობდა, რათა ლეპტოპში სახიფათო კოდი ჩაეტვირთა. მას აქვს უსაფრთხოების ზომები, რაც მას ნებისმიერ სხვა ქსელებთან დაკავშირებისა და მავნე ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან იცავს.
საინტერესოა, რა „ფასეული“ მავნე ვირუსებია აღნიშნულ ლეპტოპში ჩატვირთული?
კომპიუტერში ჩატვირთული მავნე ვირუსის ყველაზე ძველი ფორმები გახლავთ ე.წ. ელექტრონული ფოსტის „მატლები? – მესიჯები სახიფათო ბმულებით, რომლის გახსნის შემთხვევაში შესაძლოა დაგიზიანდეთ ფაილები და კომპიუტერი ხელმისაწვდომი გახდეს ჰაკერებისთვის.
„მდგრადი ქაოსი“ შეიცავს 2000 წლის ILOVEYOU-ს განსაკუთრებით დამაზიანებელი მატლი, რომელიც ელ-ფოსტაზე “ILOVEYOU”-ს სახელით მოდის. მან წაშალა ლოკალური ფაილები და როგორც ამბობენ, აღნიშნულმა ვირუსმა მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.
2003 წლის ვირუსი- Sobig-ი ILOVEYOU-ზე დიდია და ის მსოფლიოს ყველზე სწრაფად გავრცელებადი ვირუსი გახდა. Sobig-ი ჰაკერებს კომპიუტერთან წვდომის საშუალებას აძლევს.
კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც 1.3 მილიონიან კომპიუტერშია ჩატვირთული 2004 წლის Mydoom-ია, რომელმაც ორივე ვირუსი – ILOVEYOU და Sobig-ი დაასუსტა. ის ყველაზე სწრაფად გავრცელებად ელ-ფოსტის „მატლად“ ითვლება. Mydoom-ი გარკვეულ სერვერებზე ონლაინ დარტყმას ახორციელებს.
„მდგრად ქაოსში“ ჩატვირთული კიდევ ერთი ვირუსია – 2007 წლის BlackEnergy-ი, რომელიც გახლავთ არა ელ-ფოსტის „მატლი“, არამედ კიბერშეტევის საშუალება, რომელსაც შეუძლია კომპიუტერები, სერვერები და სხვა ინფრასტრუქტურა დისტანციურად დააზიანოს.
შემდეგ მოდის DarkTequila, რომელიც 2013 წლიდან გააქტიურდა, განსაკუთრებით ლათინო ამერიკულ ქვეყნებში. მისი მიზანი დაუცველი მომხმარებლებისგან ფინანსური ინფორმაციისა და პერსონალური ლოგინის დეტალების მოპარვაა.
და ბოლოს – WannaCry – ცნობილი ვირუსია, რომელიც 2017 წელს გამოჩნდა. ის მომხმარებლისგან ფაილების წაშლის თავიდან არიდების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდას ითხოვს.
ექვსივე ზემოთხსენებული ვირუსი 10.2 ინჩიან სამსუნგის ლეპტოპშია ჩატვირთული, რომელშიც Windows XP-ია დაინსტალირებული.
https://www.sciencealert.com

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 88
Page 31 of 88