close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ჩინელმამეცნიერებმა „შერლოკ ჰოლმსის პოლიციის ძაღლის“ კლონი შექმნეს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ „შერლოკ ჰოლმსის პოლიციის ძაღლის“ კლონირება განახორციელეს, – ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტაბლოიდი Global Times-ი იუწყება.

მენციერთა განმარტებით, მათი მიზანი პოლიციის ძაღლების გასაწვრთნელად საჭირო დროისა და ხარჯის შემცირებაა.

ძაღლის, სახელად Kunxun-ის, კლონირებაპოლიციის სამომსახურეოძაღლისგან პეკინში დაფუძნებულმა კომპანიამ – Sinogene Biotechnology-მა და იუნანის სოფლის მეურნეობის უნივესრიტეტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელეს.

კომპანია Sinogene-ი იმედოვნებს, რომ პოლიციის სამომსახურეო ძაღლების კლონირების მასშტაბი გაიზრდება რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ძაღლების გასაწვრთნელად საჭირო დროსა და ხარჯებს.

China Daily-ის ინფორმაციით, Kunxun-ი ამჯერად 3 თვისაა და სპეციალურ წვრთნას გადის, რომლის მიზანია მას ნარკოტიკების აღმოჩენა ასწავლონ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ 10 თვის ასაკში Kunxun-ი სრულფასოვანი პოლიციის სამომსახურეო ძაღლი გახდება.

China Daily-ისინფორმაციით, პოლიციის სამომსახურეო ძაღლის გაწვრთნას დაახლოებით 5 წელი და 74 638 აშშ დოლარი ჭირდება. დადებითი შედეგი კი გარანტირებული არაა. თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რა ჯდება ძაღლის კლონირება.

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა პირველი კლონირებული ძაღლი 2005 წელს შექმნეს.

 

Reuters

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკატეგორიის გარეშესაქართველოტექნოლოგიები

ქართული Giffer-ი მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში და სასიამოვნო სიახლე მის მომხმარებელს

Giffer-ი მოწყობილობაა, რომელიც  Gif-ის ფორმატის მოძრავ ფოტოებს იღებს. მისი ქირაობა ყველას შეუძლია, გამოყენება კი საკმაოდ მარტივია – იმოძრავე, გადაიღე, ატვირთე. შედეგი კი მაშინვე თვალშისაცემი ხდება, გადაღებული გიფები თავს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იყრის, კონკრეტული ივენთისთვის შექმნილ სივრცეში, საიდანაც ყველა მსურველს შეუძლია მათი გადაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში.

 

სტარტაპი, რომელიც უკვე წარმატებული ბიზნესის სახელს  ღირსეულად ატარებს, 2015 წელს  გიორგი კონტუაძემ  მეგობრებთან ერთად დაარსა, „საამაყოა ის ფაქტი რომ სამმა მეგობარმა, ფაქტობრივად ნულიდან, ჩვენივე ფინანსებით ავაწყეთ პირველი აპარატი, სტარტაპის წარმატება, ჩემი აზრით, დამოკიდებულია კარგ პროდუქტზე და იმ სტრატეგიაზე თუ როგორ გააკეთებ პროექტის პოზიციონირებას ბაზარზე. ჩვენს შემთხევაში, ეს იყო ,,თბილისი ოფენ ეარი”, სადაც უფასოდ დავდგით ,,გიფერი”, ამ სამი დღის შემდეგ კი – მისი ცნობადობა და პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა, და იზრდება ახლაც, ,,გიფერი” უკვე 5 ქვეყანაში ოპერირებს“ – აღნიშნა მან Doctrina-სთან საუბარში.

გიორგი კონტუაძე – Giffer-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი

თუმცა გიფერის გუნდი საზღვრების გაფართოებასთან ერთად, ცდილობს თავად პროდუქტიც უზრუნველყოს ახალი ფუნქციით, რომელიც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულს და სახალისოს გახდის მის გამოყენებას.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ამიერიდან გიფების გადაღება სახალისო ეფექტებითა და ჩარჩოებითაც იქნება შესაძლებელი. „ეფექტები, როგორც წესი, ინტეგრირებულია აპარატში, თუმცა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ისინი მათ კონკრეტული დიზაინითაც დავუმზადოთ“  – აღნიშნა გიორგიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონ-ტელეფონი, რომელსაც ფილმის გადმოსაწერად მხოლოდ 3 წამი სჭირდება!

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ დასაკეცი სმარტფონი გამოუშვა. Huawei Mate X-ი არის 5G მოწყობილობა. რომელსაც ორმაგი გარე ეკრანი აქვს, რომელიც იკეცება და 16.76 სანტიმეტრიან სმარტფონად იქცევა, ხოლო გაშლის შემთხვევაში – 20.3 სანტიმეტრიან ტაბლეტად..

ტაბლეტის სისქე 5.4 მილიმეტრია, სმარტფონის კი – 11 მილიმეტრი.

Huawei-ის ინფორმაციით, 5G ტელეფონის გადმოწერის სიჩქარე 4.6 გიგაბაიტია , ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადმოსაწერად ტელეფონს მხოლოდ 3 წამი სჭირდება.

Huawei-მ ახალი ტელეფონი ბარსელონაში გამართულ მობილური სამყაროს კონგრესზე წარმოადგინა. Huawei Mate X-ის RAM-ი 8 გიგაბაიტია-ია, მეხსიერება კი –  512 გბ.

Huawei-ი მესამე კომპანიაა, რომელმაც დასაკეცი ტელეფონი გამოუშვა. პირველი ასეთი ტელეფონი Royole FlexPai-ი 2018 წლის ბოლოს გამოვიდა, ხოლო Huawei-ის კონკურენტმა Samsung-მა თავისი დასაკეცი ტელეფონი Galaxy Fold-ი საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

Mate X -ი ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოვა და მისი ფასი 2,299 ევრო იქნება.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველმა ახალგაზრდებმა დამგზავრების მობილური აპლიკაცია შექმნეს

ჰარი დამგზავრების პირველი ქართული მობილური აპლიკაციაა, რომელიც საერთო მიმართულების მქონე მძღოლებსა და მზგავრებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა მათ შეძლონ საერთო მარშრუტის გაზიარება. აპლიკაციის შესაქმნელად რამდენიმე ახალგაზდა გაერთიანდა, მათ მიერ განვლილი გზისა და უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლების შესახებ კი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარკეტინგის მენეჯერი – ანა ხარაზიშვილი გვიამბობს.

 

-ანა,უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით რამ გაგაერთიანათ ამ მიზნის გარშემო?

-ჰარის შექმნის იდეა გაჩნდა იმ პრობლემიდან გამომდინარე, რასაც ბევრჯერ გადავაწყდით. ჩვენს დამფუძნებელს ხშირად მშობლიური ქალაქისკენ – ქუთაისისკენ გამგზავრება უწევდა მშობლების სანახავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება კი ქალაქიდან ქალაქში წასასვლელად ნამდვილად არ წარმოადგენს მოსახერხებელ, კომფორტულ თუ უსაფრთხო გამოცდილებას. ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მძღოლები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქისკენ საკუთარი მანქანით მგზავრობას გეგმავდნენ და თავისუფალი ადგილებიც ჰქონდათ დაკავშირებოდნენ მგზავრებს, ვისთვისაც მარშრუტი ხელსაყრელი იქნებოდა.

– როგორ მუშაობს თქვენი აპლიკაცია და რა დადებით მახასიათებლებს გამოარჩევდით?

– აღვნიშნავ რომ მგზავრობის გაზიარებით შესაძლებელია საწვავის ხარჯის გაყოფაც, რაც საერთო ჯამში ორივე მხარისთვის აიაფებს გადაადგილებას. გარდა ამისა დამგზავრება სოციალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. მძღოლების სტიმულირებისთვის მათთვის  შეთავაზებაც გვაქვს: ყოველი მე-100 მძღოლი, რომელიც აპლიკაციით საშუალებით გაიზიარებს მგზავრობას, საჩუქრად 25 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერს მიიღებს.

ამასთანავე, აპლიკაციის გამოყენება მარტივია, მძღოლი აპლიკაციაში დებს განცხადებას საიდან საით მიემგზავრება, რამდენი თავისუფალი ადგილი აქვს და რა დაუჯდება ერთ მგზავრსგაყოლა. მგზავრს კი შეუძლია მოძებნოს განცხადებები, დაჯავშნოს და დაემგზავროს.

-როგორია თქვენი სტატისტიკა, ამ ეტაპისთვის რამდენად მოთხოვნადია ჰარი საქართველოში და ხომ არ ერთვებიან მასში უცხოელი მოგზაურებიც?

– საქართველოს ბაზარი ამ ტიპის მომსახურებისთვის დიდი ხანია მზადაა, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელებში შექმნილი მსგავსი შინაარსის მქონე ჯგუფები, სადაც ხალხის ჩართულობა საკმაოდ მაღალია. თუმცა ჯგუფების ფორმატი ართულებს მძღოლებისა და მგზავრების კომუნიკაციას, აპლიკაციის მეშვეობით კი, ვფიქრობთ, ეს პორცესი გაცილებით გამარტივებულია.

 


-როგორც ვიცი, საქართველოში ჰარის ანალოგი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით არსებობდეს მსგავსი აპლიკაცია, ამ შემთხვევაში თქვენ რით გამოარჩევდით თქვენს პროდუქტს მათგან?

-მსოფლიოში არაერთი აპლიკაციაა, რომელიც დამგზავრების მომსახურებას სთავაზობს მომხარებელს. არიან როგორც მცირე ასევე გიგანტი და რეგიონის მიხედვით მონოპოლისტი კომპანიებიც კი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში ამ ეტაპზე რთულია გამოვკვეთოთ, რადგან რეალურად ჰარი სტარტაპია, აპლიკაცია ბეტა ვერსიას წარმოადგენს და მუდმივად მის ფუნქციურ თუ ტექნიკურ დახვეწაზე ვმუშაობთ. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ დამგზავრების მომსახურების შეთავაზება, არამედ გვინდა მეტი ყურადღება დავუთმოთ სოციალიზაციის კუთხეს და გვინდა ქალაქიდან ქალაქისკენ მგზავრობა არათუ უბრალო მგზავრობად დავტოვოდ არამედ თავგადასავლად და საინტერესო, დასამახსოვრებელ გამოცდილებად ვაქციოთ.

-ნებისმიერი სტარტაპი დგება ფინანსური საკითხის გადაჭრის საჭიროების წინაშე, თქვენს შემთხვევაში რამდენად რთული იყო იდეის პრაქტიკული განხორციელება?

-აპლიკაციის განვითარების პერიოდში მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე ადგილობრივ კონკურსში. CREATIVE GEORGIA-ს ორგანიზებული ერთ-ერთი კონკურსის საშუალებით დავესწარით ტალინში გამართულ ფორუმს, CREATIVE BUSUINESS CUP-ზე კი მეორე ადგილი ავიღეთ და ფულადი პრიზითაც დაგვაჯილდოეს. ჩვენმა დამფუძნებელმა კი მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააქსელერაციო პროგრამის Y COMBINATOR SCHOOL-ის ონლაინ რეჟიმში გავლა.

ამ დრომდე აპლიკაციას მხოლოდ სერვერზე წვდომის და კომპანიის დარეგისტრირების ხარჯი ჰქონდა. სერვერზე წვდომა Y COMBINATOR SCHOOL-მა თავად დაგვიფინანსა, ხოლომარკეტინგული ხარჯი, რაც უკვე აპლიკაციის გაშვებიდან დაგვემატა, CREATIVE BUSINESS CUP-ზე მიღებული ფულადი პრიზით ავანაზღაურეთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს რესურსები რეალურად მხოლოდ საწყის მინიმუმს აკმაყოფილებს და საჭიროა უფრო დიდი აუდიტორიის მოცვა, სწორედ ახლა ვართ ინვესტიციების მოძიების პროცესში.

-საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმებიც…

-ამჟამად ვმუშაობთ ჰარის ბეტა ვერსიის დახვეწაზე, ვიკვლევთ მომხარებლის საჭიროებებს და სურვილებს და ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებს. მასშემდეგ, რაც ქართულ ბაზარს სრულიად შევისწავლით, სათანადოდ დაიხვეწება ჰარი და მოერგება ბაზარს ვგეგმავთ ამიერკავკასიის ქვეყნებში გასვლას.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაცია

კვლევა: ადამიანებმა, რომლებმაც Facebook-ი ერთი თვით გააუქმეს, თავი ბედნიერად იგრძნეს

სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯგუფებმა ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი Facebook-ს ერთი თვით აუქმებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

მკვლევართა გუნდმა 2,488 ადამიანი Facebook ექაუნთის გაუქმებაზე დაითანხმა. ისინი სოცქსელში დღეში ერთ საათს მაინც ატარებდნენ.

ამის შემდეგ მკვლევრებმა შეადარეს ადამიანთა ორი ჯგუფის – Facebook-ის მომხმარებლებისა და ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ქცევა.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ს აღარ მოიხმარდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს მათ ქცევაშიც აისახა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, Facebook-ის ექაუნთის გაუქმება ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციაკულტურარობოტექნიკა

შუბერტის „დაუსრულებელი“ სიმფონია რობოტმა დაასრულა

შუბერტის მერვე სიმფონიის შექმნა 1822 წელს დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერავინ მიხვდა, რომ შუბერტმა სამუშაო ბოლომდე არ დაასრულა.

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიციის პირველი ორი ნაწილი დასრულებული, ხოლო ბოლო ორი ნაწილის ფრაგმენტები დაუსრულებელი იყო.

სწორედ ამიტომ Huawei-მ გადაწყვიტა საქმეში ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოეყენებინა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპოზიტორ ლუკას კანტორის დახმარებით განახორციელდა.

ირკვევა, რომ ჩინურმა კომპანიამ Huawei Mate 20 Pro-ზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ახალი მელოდიები შეექმნა.

ახალი კომპოზიცია ლონდონის კადოგანის ჰოლში 4 თებერვალს შესრულდა.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობამსოფლიოსაქართველო

საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი პროდუქცია „Boeing“-მა შეისყიდა

საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი უკვე გააფორმა.

დოკუმენტს ხელი კომპანია „ელბიტ საიკლონის“ დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC – ის დირექტორმა არი ვეისბორტმა მოაწერეს.

საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

ამ დროისთვის ქარხანაში (ATC) სერტიფიცირების პროცესი დასრულებულია. ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწლების ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა და მსოფლიო ავიაციის უმსხვილესი ავიაკომპანია „Boeing“-ის შესაბამისობის სერთიფიკატს ფლობს“, -ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის და პროექტის მენეჯერის ნინო ჩოლოყაშვილის თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის საუკეთესო მაგალითია.

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს და სხვა ნაწილებს ამზადებს. აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არამხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

www.fund.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ავტომობილი, რომელიც წყალბადზე მუშაობს და სუფთა წყალს გამოყოფს

მანქანების წარმოებაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია “Toyota” ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, ბენზინი უკვე აღარ არის საჭირო ახალი მანქანისთვის, იგი წყალბადზე იმუშავებს, შესაბამისად – დასჭირდება შესაბამისი ტიპის  გასამართი სადგურები.

სედანი “Mirai” მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ხოლო მავნე გამონაბოლქვის ნაცვლად, სუფთა წყალს გამოყოფს. ახალი ავტომობილის ფასი იაპონიაში 60 000 დოლარს შეადგენს. ამასთანავე, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ეკოლოგიის გაფრთხილებისთვის, ყველას, ვინც ახალ პროდუქტს შეიძენს 17 000 დოლარი გადაეცემა.

ცნობილია, რომ სავსე ავზით ავტომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია, 1 კილომეტრის გასავლელად ახალ პროდუქტს მხოლოდ 0.01 დოლარის ღირებულების წყალბადი დასჭირდება. ავტომობილი ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სულ მალე მთელ მსოფლიოს მოედება.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 88
Page 33 of 88