close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციამედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა

აშშ-ში პირველი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – ქალს, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ორივე ფილტვი რობოტის დახმარებით გადაუნერგეს, – იუწყება ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრი NYU Langone Health.

შერილ მერკარი 57 წლისაა და თვითონაც ექიმია. მას ათ წელიწადზე მეტია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს. დაავადება განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამწვავდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა და მერკარი უკვე კლინიკიდან გამოწერისთვის ემზადება.

ექიმების თქმით, ამ მეთოდის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად წარმატებით ჩაატარონ ოპერაცია, შეამცირონ ნეგატიური შედეგები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას მოჰყვება.

შერილ მერკარი თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და სიცოცხლის მეორე შანსი მიეცემოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

შექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს

Shenzhen EngineAI Robotics-მა თავისი პირველი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა. SE01 უახლესი ტექნოლოგიითა შექმნილი და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს რობოტიკას.

SE01-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი ნერვული ქსელის სისტემაა. ამით შემქმნელები რობოტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უპირისპირდებიან, სურთ რობოტმა უფრო ბუნებრივად, ადამიანის მსგავსად იმოძრაოს.

ახალი ჰუმანოიდი რობოტის ნაბიჯები სწრაფი და გლუვია, რაც ადამიანის მოძრაობას გვაგონებს.

ინჟინრების თქმით, ეს რობოტიკის სფეროში სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

რობოტი აღჭურვილია NVIDIA-ისა და Intel-ის ორმაგი პროცესორებით, ასევე მაღალი სიზუსტის სტერეო კამერების სამი კომპლექტით. მთლიანობაში ეს SE01-ის მოწინავე ვიზუალურ ნერვულ ქსელს უზრუნველყოფს. ეს რობოტს საშუალებას აძლევს დაამუშაოს ვიზუალური მონაცემები რეალურ დროში.

EngineAI-მ ალუმინის სპეციალური შენადნობი გამოიყენა, რაც რობოტს მკვრივ და მსუბუქ სხეულს აძლევს.

EngineAI Robotics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაო ტონგიანგმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი რობოტიკის ბაზრის გაფართოება და რობოტების უფრო “გაადამიანურებაა”.

კომპანიის მიზანი, 2025 წლისთვის 1000-ზე მეტი ასეთი რობოტის წარმოებაში ჩაშვებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაიგეს, თუ რას ამბობენ ღორები

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოიკვლიეს, თუ რას ამბობენ ღორები. ამის შესახებ Sky News წერს.

მკვლევრების თქმით, ახალ ალგორითმს შეუძლია ღორის ბგერების გაშიფვრა.

მეცნიერების თქმით, ღორებთან კომუნიკაცია მალე გახდება შესაძლებელი. მათ შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ცხოველების ნათქვამის ინტერპრეტაცია:„იმედი გვაქვს, რომ ეს ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას.”

ამრიგად, დანიის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოიყენეს ათასობით ჩაწერილი ღორის ხმა სხვადასხვა სიტუაციიდან ალგორითმის შესაქმნელად. სცენარები მოიცავდა თამაშს, იზოლაციას და შეჯიბრებას საკვებისთვის.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაკლებად დასტრესილები იყვნენ ღორები, რომლებსაც ჰქონდათ ღია ფერმებში, თავისუფალ ფერმებში ან ორგანულ მეურნეობებში ჭუჭყში სეირნობისა და თხრის შესაძლებლობა.

„როგორც ხელსაწყო ამუშავდება, ფერმერებს შეეძლებათ ჰქონდეთ აპი ტელეფონზე, რომელსაც შეუძლია მათი ღორების ნათქვამის ემოციურად თარგმნა“, – ამბობს მკვლევარი.

მეცნიერმა გაგვიზიარა, რას ნიშნავს ღორების ზოგიერთი ბგერა:

მოკლე ღრიალი, როგორც წესი, დადებით ემოციებზე მიუთითებს;

ხანგრძლივი წუწუნი ხშირად დისკომფორტის ნიშანია;

მაღალი სიხშირის ხმები, როგორიცაა ყვირილი, ჩვეულებრივ ნიშნავს ღორებს სტრესში ყოფნას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Instagram-ი მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს

სოციალურმა ქსელმა Instagram 13-17 წლის მოზარდებისთვის სპეციალური ანგარიშების გახსნა დააანონსა, რომლებსაც მშობლების კონტროლის ფუნქცია ექნება.

როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ.

საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ – ისინი არ მიიღებენ ნოტიფიკაციებს. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram-ი დახურონ.

მოზარდის მშობლები შვილის ანგარიშზე წვდომას საკუთარი ტელეფონიდან მიიღებენ. მათ ასევე შვილისთვის Instagram-ზე გატარებული დროის ლიმიტის დაწესების საშუალება ექნებათ.

შეზღუდვები შეეხება როგორც ახალ მომხმარებლებს, ასევე მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქსელით უკვე სარგებლობენ. ამასთან, იმ მომხმარებელთა ანგარიშები, რომელთ ასაკიც 16 წელს არ აღემატება, ავტომატურად გადავა დახურულ რეჟიმში და მათ საჯარო რეჟიმზე გადასაყვანად მშობლების ნებართვა იქნება საჭირო.

Instagram-ში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი მოზარდებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

სავარაუდოდ ცვლილებები ათობით მილიონ მომხმარებელს შეეხება. ისინი 60 დღის განმავლობაში ამოქმედდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში, იანვრიდან კი სხვა რეგიონებში. კომპანია Meta-მ, რომელსაც Instagram-ი, Facebook-ი და WhatsApp-ი ეკუთვნის განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ანალოგიურ ცვლილებებს სხვა აპლიკაციებშიც აამოქმედებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ჩინეთში, ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.

რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.

ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

Sotheby’s აუქციონზე რობოტის მიერ დახატული პორტრეტი გაიყიდება

Sotheby’s აუქციონზე რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდებაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სურათი 2019 წელს შექმნილმა რობოტმა Ai-Da-მ დაწერა. პორტრეტზე ბრიტანელი მათემატიკოსი ალან ტიურინგია გამოსახული.

Sotheby’s ამ ლოტში 120-180 ათასი დოლარის მიღება სურს. აუქციონი 31 ოქტომბერს გაიმართება.

Ai-Da მსოფლიოში პირველი მხატვარი რობოტი გახდება, რომლის ნამუშევარიც აუქციონზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში მისი ნახატი გაეროში წარადგინეს.

„ჩემი ნამუშევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისია, რომელთა თანახმადაც ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობიანად უნდა იყოს გამოყენებული. ეს იყო ალან ტიურინგის პოზიციაც“, – ამბობს რობოტი, რომელიც კომუნიკაციისთვის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელს იყენებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ნახეთ და მოუსმინეთ: ახალ ვიდეოში ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციაა აღბეჭდილი

2021 წელს ბრიტანულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელსაც სახის რეალისტური გამომეტყველებები გამოარჩევს. მას Ameca ჰქვია, რომელმაც თავისი ექსპრესიულობით მსოფლიოში სახელი უკვე გაითქვა. ახლა სპეციალისტებმა მისნაირი კიდევ ერთი მოწყობილობა გაგვაცნეს, რომელსაც Azi ეწოდება.

კომპანიამ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციას გვიჩვენებს. ვინაიდან ორივე მოდელს ადამიანებისთვის დამახასიათებელი მიმიკების გამეორება შეუძლია, მათი საუბარი საინტერესო სანახავი და მოსასმენია. თითოეული მათგანი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, რაც დიალოგის წარმართვის საშუალებას იძლევა. კერძოდ, ეს ენობრივ მოდელ GPT-4o-ს დამსახურებაა.

ამის მიუხედავად, ახალი სადემონსტრაციო ვიდეოს მიზანი არა ჰუმანოიდი რობოტების საუბრის, არამედ მათი ექსპრესიული შესაძლებლობების წარმოჩენაა. ასეთი მოქნილობა 32 ამძრავი მექანიზმის დამსახურებაა, რომელთაგანაც 5 კისრის მიმდებარედ გვხვდება, 27 კი სახის მიდამოშია. აქედან 12 ტუჩების მოძრაობას უზრუნველყოფს, 2 ყბების, 4 თვალის კაკლების, 4 ქუთუთოების, 4 წარბების, 1 კი — ცხვირის.

ვიდეოში ჩანს, როგორ აღვიძებს Azi მეგობარს, რითაც Ameca უკმაყოფილოა. შემდეგ Azi მას ეუბნება, რომ სიურპრიზი აქვს, კერძოდ ორცხობილა. ამაზე Ameca ისევ უკმაყოფილო სახით პასუხობს, რომ ორცხობილების ჭამა არ შეუძლია, Azi კი ეუბნება, რომ ინტერნეტ cookie-ს (cookie ორცხობილას ნიშნავს) გულისხმობდა, ანუ ვებსერვერების მონაცემთა ფაილებს. Ameca ამ მართლაც ცუდ ხუმრობაზე ექსპრესიული გამომეტყველებით რეაგირებს, თუმცა წარუმატებლობის გამო მისი მეგობარიც საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანს.

Engineered Arts-ში ამბობენ, რომ რობოტების დანიშნულება გართობას, კომუნიკაციასა და განათლებას უკავშირდება. Ameca სხვადასხვა ღონისძიებაზე უკვე აქტიურად გამოიყენება ისევე, როგორც კომპანიის სხვა მსგავსი მოწყობილობები, რომლებიც ქირავდება. ისინი იყიდება კიდეც, თუმცა ზუსტი ღირებულება უცნობია.

Engineered Arts-ში აცხადებენ, რომ თავიანთი რობოტების სამხედრო მიზნებით გარდაქმნას არ აპირებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს მოწყობილობები სრულიად უსაფრთხოა და ისეა შექმნილი, რომ შემთხვევით რომ დაგვეჯახოს, არც კი გვეტკინება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა 20 წელიწადში შესაძლოა გლობალური ეპიდემია ან პანდემია გამოიწვიოს

ჯონ ჰოპკინსის, სტენფორდის და ფორდჰემის უნივერსიტეტების მკვლევარებმა განაცხადეს,რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ეპიდემიები ან პანდემიები. მათ აღნიშნეს, რომ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს აქვთ დიდი მოცულობის ბიოლოგიური მონაცემების დამუშავების უნარი, რამაც შეიძლება დააჩქაროს წამლების განვითარება და გამოიწვიოს საშიში პათოგენების შექმნა, იუწყება Fox News.

ხელოვნური ინტელექტის სასარგებლო შესაძლებლობების მიუხედავად, აქვს უარყოფითი მხარეც.

ტექნოლოგიის მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს საფრთხე – ბიოლოგიური მოდელი, რომელიც ქმნის კეთილთვისებიან ვირუსს გენური თერაპიისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას პათოგენების შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა, – ნათქვამია სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Science.

მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებს, მათ შორის აშშ-ს მთავრობას, შემოიღონ მკაცრი რეგულაციები, რათა თავიდან აიცილონ ასეთი საშიში ბიოლოგიური აგენტების შექმნა და გავრცელება.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.

სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.

რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.

„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, – განაცხადა ბაუმანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.

სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.

რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.

„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, – განაცხადა ბაუმანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 88
Page 4 of 88