close

ტექნოლოგიები

ეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

,,Facebook-მა” 14 მილიონი მომხმარებლის პერსონალური პოსტი გაასაჯაროვა

საუბარია პოსტებზე, რომლებიც 18-დან 27 მაისამდე გამოქვეყნდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

როგორც წესი, თითოეული პოსტის აუდიენციას თავად მომხმარებელი პერსონალურად ირჩევს. ,,Facebook-ის” განმარტებით, პრობლემის შესახებ 22 მაისს შეიტყვეს, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრას 5 დღე დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ,,Cambridge Analytica” ,,Facebook-ის” მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ მომხმარებელთა ინფორმირების გარეშე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ,,Facebook-ი” 60-მდე კომპანიას საკუთარი პლატფორმის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს უზიარებდა. ამის შესახებ ,,The New York Times-ის” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.

,,Facebook-ის” მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაცემული ინფორმაცია კომპანიებმა მხოლოდ საკუთარ ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ,,Facebook-ის” აპლიკაციის მორგების მიზნით გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად, ამ დროისთვის თავად ტექნოლოგიური გიგანტები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

,Facebook-მა” გუშინ ჩინური კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება აღიარა.

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტრანსპორტი

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მემანქანეების მომზადებას იწყებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საშემოდგომო მიღებაზე მსურველებს მემანქანეების კურსებს შესთავაზებს. პროფესიულ კოლეჯში, რომელიც განათლების სამინისტრომ რკინიგზის დეპარტამენტთან ერთად დააფუძნა, ამჟამად პროფესიულ პროგრამებზე მიდის მუშაობა. მსურველთათვის სწავლა უფასო იქნება, ისევე, როგორც სხვა პროფესიულ პროგრამებზე. 

სტუდენტების პირველი ნაკადი კოლეჯმა წელს საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, თუმცა მათ შორის, ვინც ახლა გადის სწავლებას მემანქანეები არ არიან. კოლეჯი ამჟამად რკინიგზის ტექნიკოსებს ამზადებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიები ქვეყნისთვის. რომლის შესწავლა მთლინად დაფუძნებული უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებაზე რეალურ სამუშაო გარემოში. რკინიგზა სასწავლო პროგრამებს დუალური მიდგომით ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ნახევარზე მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს, რკინიგზის ობიექტებზე და არა სამუშაო კაბინეტებში.“ – განუცხადა BM.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – თამარ სამხარაძემ.

ავტორი: მეგი კავთუაშვილი
წყარო: bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიებიქიმია

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია – ,,De Beers-ი“ ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია  – ,,De Beers-ი ხელოვნური ალმასის წარმოებას იწყებს. არსებობის 130-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება პირველად მიიღო.

ხელოვნურ ალმასს  1950 წლიდან აწარმოებენ, კომპანია ,,De Beers-ი“ კი – სინთეტიკურ ბაზარზე გადასვლას გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბოლო დროს დამოკიდებულება შეცვალა და აცხადებს, რომ ხელოვნური ალმასის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ ეფექტურია იმისათვის, რომ საუკეთესო ხარისხის ძვირფასი ქვის მსგავსი ალმასი დიდი რაოდენობით აწარმოონ.

ალმასი გახლავთ ძვირფასი ქვა, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავს, გახლავთ ერთ-ერთი მტკიცე მასალა და შეხებისას სიცივე იგრძნობა. 

ყველა ეს თვისება განპირობებულია ალმასის კრისტალში ატომების სრულყოფილი განლაგებით – ეს ატომები ნახშირბადია. ამ განლაგებაში მცირე დეფექტიც კი ალმასის ფერის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. მაგალითად, ყოველ 10,000 ატომში ერთის გადანაცვლება გამჭირვალე ძვირფას ქვას ყავისფერს ხდის. ნახშირბადის ატომების განლაგების სიზუსტის დაცვა იოლი არაა.

ბუნებრივი ბრილიანტი მზადდება დედამიწის სიღრმეში, სწორი ტემპერატურისა და, წნევის წყალობით, ინგრედიენტები იკრიბება და მილიონობით წლის შემდეგ – ზედაპირზე ამოდიან.

პირველი ხელოვნური ბრილიანტი დაამზადეს ლაბორატორიაში, სადაც ეს პირობების უზარმაზარ დანადგარებში შექმნეს. ეს გახლავთ პატარა ბრილიანტების წარმოების გზა.

ასევე – შესაძლებელია, მაღალხარისხიანი ხელოვნური ალმასის კრისტალების წარმოქმნა ნახშირბადის ატომების ფენების მეთანის გამოყენებით გაზრდის გზით. ეს კეთდება წყალბადის მოშორებით მეთანიდან მოლეკულებისგან სუპერსუფთა რეზერვუარებში ცხელი პლაზმის გამოყენებით.

ამის შემდეგ, ნახშირბადს ალმასის კრისტალებად გარდაქმნიან. ამ პროცესის – ქიმიური ორთქლის დეპონირების (CVD) მთავარი გამოწვევა გახლავთ ხარჯეფექტიანობა. კომპანია ,,De Beers-ი“ მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევას თავს გაართმევს და მაღალი ხარისხის ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის.

წყარო: https://www.sciencealert.com

 მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიებიტურიზმი

ყურსასმენი გიდი – იაფი და კომფორტული მომსახურება

ტურისტებს ხშირ შემთხვევაში აინტერესებთ,  თუ როგორ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილზე დაბალ ფასებში და, სამწუხაროდ, ასეთი გიდის რჩევა ძალიან რთულია, რადგან ინდივიდუალური გიდის მომსახურება ერთ ადამიანზე საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება.

ახალი პროდუქტი არის ძალიან კომფორტული ყურსასმენი, რომლის მეშვეობითაც ტურისტებს შეეძლებათ, რომ თავისი სურვილისამებრ გადაადგილდნენ ნებისმიერ ადგილზე, დაათვალიერონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და ყურსასმენი გიდის მეშვეობით მოისმინონ მაქსიმალურად ზუსტი და ვრცელი ინფორმაცია.

ყურსასმენი გიდი ეს არის ძალიან მარტივი გამოსაყენებლად,  მისი მოხმარება დამხმარე რუკის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება ღირსესანიშნაობების სურათები და თითოეულ მათგანს ექნება თავისი ნომერი. რომლის მიხედვითაც, ტურისტს გაუმარტივდება ინფორმაციის მოძებნა მოწყობილობაში. მსგავსი ტექნოლოგია უკვე დაინერგა რამდენიმე ქვეყანაში.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

იაპონიის დამსახურება რობოსამყაროში და მოაზროვნე რობოტები

იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში  პირველ ადგილზე რომ არის – ეს ყველასთვის  ცნობილია.  სწორედ იაპონიაში  80–იანი წლებიდან კორპორაცია  „Honda Research Institute Japan-ი“ ცდილობს, შექმნას რობოტი ადამიანი, მსგავსად ადამიანისა – მასაც რომ შეეძლოს სიარული, სირბილი  და უფრო მეტიც – დამოუკიდებლად აზროვნება.

 ეს უკანასკნელი იაპონელი მეცნიერებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესია,  რათა ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინონ მთელ მსოფლიოში.

 აი, უკვე რამდენიმე წელია  „Honda Research Institute Japan-ის“ ლაბორატორიებში მიმდინარეობს თავდაუზოგავი მუშაობა და სატესტო გამოცდა რობოტ „Asimo–ზე“.  რობოტი  „Asimo“ 2000 წელს შეიქმნა და პირველად სწორედ იაპონელმა  საზოგადოებამ  გაიცნო იაპონელი რობოტი. სახელი  „Asimo“ ინგლისურად ასე იშიფრება– „Advanced Step in Innovative Mobility“ , რაც ქართულად ნიშნავს – „ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიურ  სამყაროში“.  პირველი სერიის რობოტები მოძრაობდნენ შედარებით ნელა   – 1,6 კმ /საათი სიჩქარით.  შეეძლოთ ერთეული ფრაზების თქმა და ესმოდათ დაპროგრამებული სიტყვები. ახლა კი – თქვენ უამრავი გასაოცარი უნარის მქონე რობოტს ნახავთ – მზარეულის, პოლიციელის, მაშველისა და სხვა საჭირო ფუნქციების მქონეს.

წყარო:Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიებიფიზიკა

ხელოვნური ინტელექტისა და ფიზიკის ნაზავი – ქართველი სტუდენტის უნიკალური სამეცნიერო პროექტები

ფიზიკის საოცრებათა სამყარო ბევრს იტაცებს. ბევრისთვის კი – ეს ერთი შეხედვით გაუგებარი და, ცოტა არ იყოს, რთული სფეროც კია.

თანამედროვე ეპოქას ხშირად ტექნოლოგიების ხანასაც უწოდებენ, სადაც ტექნიკის მნიშვნელობა განუზომელია. სად რჩება ამ სამყაროში ადგილი ადამიანისთვის? ეს ალბათ ერთერთი ყველაზე მწვავე კითხვაა, რომელიც გვაწუხებს.

ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება შემოქმედი. მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებები და გარდაქმნა სხვადასხვა სფეროში. ამიტომაც – ამ დიდ სამყაროში პატარა ადამიანების ადგილი ყოველთვის იქნება.

მნიშვნელოვანი გარდაქმნები საკუთარ ცხოვრებაში 19 წლის ლუკა ჩხეტიანმა მაშინ დაიწყო, როდესაც ფიზიკისა და თანამედროვეობის შერწყმა მოახერხა და ხელოვნურ ინტელექტს დაუმეგობრდა. ფიზიკით გატაცებული ბავშვობიდან იყო,  ტექნოლოგიურ პროგრესს კი წარმატებულად აუწყო ფეხი და დღეს ის თავის გუნდელებთან ერთად საკუთარ კომპანიაა – „SYSTEM-ს“ ხელმძღვანელობს.

ლუკა თავის მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე მუშაობს და ემსახურება საყვარელ საქმეს, რომლის კეთებაც განსაკუთრებით სიამოვნებს.

როდის დაინტერესდა, ზოგადად, მეცნიერებით და რა პროექტებზე მუშაობს საკუთარ კომპანიაში, ამაზე ,,დოქტრინას“ ახალგაზრდა ფიზიკოსი  ესაუბრა:

-ლუკა, როდის დაინტერესდი მეცნიერებით?

-ჩემი ინტერესის სფეროდ დასაწყისიდან ფიზიკას მივიჩნევ, რადგან ძალიან ადრეულ ასაკშივე მქონდა მისწრაფება უკვე ასტრონომიისა და კვანტური ფიზიკის მიმართულებით. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ინტერესები იცვლება ასაკთან ერთად. ინტერესების სფეროს სულ რამდენიმე წელია შემოემატა ახალი განსაკუთრებული მეგობარი – ხელოვნური ინტელექტი, რამაც მოგვიანებით ბევრი გარდაქმნა გამოიწვია ჩემს საქმიანობასა და საერთოდ – ცხოვრებაში.
რას საქმიანობ ამჟამად და რა პროექტებზე მუშაობ?

ერთი წლის წინ დავაარსე კომპანია, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკაზე. ამის გარდა, ჩვენი მიმართულება ეხება სოფტვეარ და ჰარდვეარ დეველოპმენტსგვაქვს კიდეც რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ წარმატებული პროექტი ამ სფეროში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე წარვადგინეთ და დიდი ინტერესიც დაიმსახურა.

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ გუნდის წევრების 95% ვართ სტუდენტები. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პროფესიონალიზმი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი, მოტივაცია და გონებრივი რესურსი იყოეს უნდა ჩანდეს ადამიანში, რომ ნათელი იყოს რომ მას რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია.

-რა სირთულეები შეგხვდა საქმიანობაში ?

-ყველაზე რთული საჭირო  ადამიანების პოვნაა, თანაც განსაკუთრებით როცა კომპანიას მოგება არ აქვს ამ ეტაპზე და რთულია ხოლმე, ადამიანმა შენი მთლიანად დაიჯეროს, გენდოს და ბოლომდე წამოგყვეს საქმეში. ვფიქრობ, გუნდის ყველა წევრს ის გვაერთიანებს, რომ ვიბრძვით რაღაც საინტერესოს შექმნისთვის, რაღაც ისეთის აშენებისთვის, რომელიც სამყაროს შეცვლის ან ეცდება მაინც შეცვალოს.

რეალურად, იმდენი საინტერესო პროდუქტი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, რომ შეიძლება ითქვას, რთულია საინტერესო სიახლით მოსვლა. თუმცა, თუ შენ და გუნდი დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც საინტერესოს აკეთებთ და ამისთვის იბრძვით, იქ აუცილებლად გაჩნდება ისეთი იდეები,  რომლებიც, წესით, ადამიანების ცხოვრებაში ,,ერთხელ მოდის”.

როდის დაინტერესდი ტექნოლოგიებით და რატომ?

-რამდენიმე წლოს წინ ჩემი ინტერესები ფიზიკასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის გადაიკვეთა. ახლა ის ეტაპია, როცა ეკონომიკა და მართვის სისტემები საფუძვლიანად იცვლება და ადამიანი მაქსიმალურად გადადის შემქმნელის და გამომგონებელის როლში, კონკრეტული ,,შავი სამუშაოები” კი ავტომატიზირდება.

 იცით, ბევრი ლაპარაკობს საინტერესოდ ამ თემების გარშემო მაგრამ მაინც იგრძნობა შიში ადამიანებში გარკვეულ დონეზე. შიშში იგულისხმება რისკის შეგრძნება, როცა გგონია, რომ შენი ქმნილება შენზე მეტს შეძლებს, რაც მეცნიერულად, ლოგიკურად და რომანტიკულად, ემოციურ დონეზე შეუძლებელია. ჩვენი, ადამიანების უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი იდეების მატერიალიზაცია,  რაც თავისთავად გამომდინარეობს ჩვენივე თავისუფალი სურვილისგან, რასაც ბევრი გარემოს ზემოქმედებას მიაწერს უბრალოდ და მეტს არაფერს. რეალურად, ეს არის ის გასაღები, რითიც შეგვიძლია საინტერესო პროდუქტები ავაშენოთ.

რა არის შენი პროექტების  მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?

-ვფიქრობ, და დღითი დღე ვრწმუნდები ამაში, რომ ჩვენი პროექტებს საინტერესოს და მიმზიდველს უნიკალურობა ხდის ზუსტად. უნიკალურობა არ არის საფუძვლიანად ახალი პროდუქტის შექმნა, უნიკალურობაა პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გზის შექმნა, რომელიც შემქმნელისა და მომხმარებლისათვის მომგებიანი და მისაღები იქნება. ყველა პროექტი და იდეა ორი მიზეზის გამო დაიბადაან პრობლემის გადაჭრას ემსახურება, ან ვცდილობთ, რომ ამ გზით ადამიანებში გაოცება გამოვიწვიოთ. არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება, როცა ხედავ რომ გუნდის შრომამ შედეგი გამოიღო და ,,targeted audience-მა“ ის იმ შეგრძნებები მიიღო, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდით და ამდენი შრომა ჩადეთ.

გვიამბე სამომავლო გეგმებზე.

სამომავლო გეგმად მეტი რესურსის მოძიება დავსახეთ. იდეა მარტივია, რესურსები გვჭირდება იმისათვის, რომ მოვიდეთ შემდეგი იდეებით და შევძლოთ მათი მატერიალიზაცია – მივცეთ თავს უფლება უფრო და უფრო მასიურ და საინტერესო პროექტებზე ვიფიქროთ. ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.
გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი სიახლეების შეტანას ემსახურება. შედეგები, უბრალოდ, დროის საკითხია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს, და რაც მთავარია – ხარისხიანი იყოს.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოასაქართველოსოფლის მეურნეობა

ღვინის ჩაი – უნიკალური ქართული სტარტაპი

პროექტი ,,ღვინის ჩაისახელმწიფო პროგრამა – ,,სტარტაპსაქართველოსგამარჯვებულიაეს პროდუქტი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც ღვინის დამუშავების პროცესში მიიღება.

ღვინის ჩაიs სტარტაპი ქართულ ბაზარს სთავაზობს აბსოლუტურად ახალ პროდუქტს – ჩაის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მსგავსი ან მისი სრული ანალოგი მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს.

ჩაი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვინოშია და, ამავე დროს, მომხმარებელს სპირტის მავნე ზეგავლენისგან იცავს. ამიტომ – მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პატარა ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და ყველასათვის, ვისაც ალკოჰოლი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკრძალება.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

ქალი და მეცნიერება – ქართველი გოგონა სტუდენტებისთვის აპლიკაციას ქმნის

ზოგადად, დამკვიდრებული მოსაზრებების  თანახმად,  არსებობს კონკრეტული სფეროები და პროფესიები, რომელიც ქალებისთვის ან მამაკაცებისთვის არის ზედგამოჭრილი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს „ ქალური“  და „ კაცური“  პროფესიები, რაც, რეალურად, არასწორია და გენდერული დისკრიმინაციის გამოვლინებადაც  შეიძლება მივიჩნიოთ.

მეცნიერება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მამაკაცებისთვის პრივილეგირებული სფერო იყო. დღესაც ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ წარმატებული მეცნიერული გამოგონებები კაცებს ეკუთვნით და იშვიათია ქალი მეცნიერებაში.

თუმცა ქართველი გოგონა, 20 წლის მარიამ გაგუა ზოგადად დამკვიდრებული მოსაზრებებიდან გადახვევის თვალსაჩინო მაგალითია. ის უკვე საკმაოდ დიდი ხანია სამეცნიერო საქმიანობითა და პროექტებითაა დაინტერესებული და თავის გუნდთან ერთად სხვადასხვა გამოგონებაზე მუშაობს, რომლებსაც დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს.

მარიამი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მეოთხე კურსის სტუდენტია.  ის თავის უნივერსიტეტელებთან ერთად ჩართულია სამეცნიერო გუნდ ,,SYSTEM-ში“ და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე.

რა სირთულეები ახლავს გამოგონების პროცესს და როდის გაჩნდა დაინტერესება, ზოგადად, სამეცნიერო საქმიანობისადმი, ,,დოქტრინას“ კითხვებს ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებელმა გოგონამ უპასუხა.

გვიამბე პროექტზე, რომელშიც ჩართული ხარ, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყე მუშაობა, რა სირთულეები შეგხვდა და საბოლოო შედეგი როგორია?

-ვმუშაობ აპლიკაციაზე  – ,,ScheduleX-ი”, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება ლექციების ცხრილის გაკონტროლებაში, ქვიზებისა და დავალებების ონლაინრეჟიმში შესრულებაში, სწორ კომუნიკაციაში ლექტორებთან და უნივერსიტეტის პერსონალთან და ამ ყველაფრით გაზრდის მათ საერთო პროდუქტიულობას.

იდეა ჩვენ გუნდს დიდი ხნის წინ გაუჩნდა, რადგან დატვირთული სტუდენტური გრაფიკის დროს გვჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, რომელიც ყველაფერს ერთ სივრცეში მოაქცევდა და გაგვიმარტივებდა ცხოვრებას. პირადად მე, აპლიკაციის Android და iOSპლატფორმებზე ვმუშაობ და სირთულე კოდის წერის პროცესში ყოველდღიურად მხვდება. ვინაიდან კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ვარ, მობილური აპლიკაციები არ არის ჩემი მიმართულება და ყველაფრის ჩემით ათვისება მომიწია. აპლიკაცია თითქმის დასრულებულია და ძალიან მალე გაეშვება.

რამდენად რთულია სიახლის შექმნა, რომელიც იქნება სასარგებლო და ეფექტური?

-სიახლის შექმნა, ვერ ვიტყვი, რომ რთულია, მაგრამ შრომატევადი ნამდვილადაა. ბევრი კომპლექსური პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა გიწევს და თან ისეთი ფორმულირება უნდა მისცე შენს იდეასა და პროექტს, რომ მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. კარგია, რომ ვარ ისეთ გუნდში, სადაც რაიმეს არ ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შემიძლია ვითხოვო დახმარება.

ეს ყველაფერი დიდ მენტალურ და გონებრივ ენერგიას მოითხოვს და თავიდანვე იმისთვის ვიყავი განწყობილი, რომ რა სირთულეც არ უნდა შემხვედროდა,  საქმეს ბოლომდე მივიყვანდი –  ეს ყველაფერი გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა და სულ მალე იხილავს მომხმარებელი.
როდიდან დაინტერესდი ტექნოლოგიებით და რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროთი ?

-ტექნოლოგიებით სკოლის ბოლო წელს დავინტერესდი. იქამდე მარტო მათემატიკა-ფიზიკა მაინტერესებდა და, ვფიქრობ,  ლოგიკური გაგრძელება იყო ჩემი ინჟინერიის სფეროში ჩართვა.

ზოგადად, ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას ისეთი მეცნიერებები,  როგორიც მათემატიკა და ფიზიკაა,  გამოიყენო ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ძალიან გამიხარდება თუ ჩემი წვლილი ამ სფეროში ადამიანების ცხოვრებას ცოტათი უკეთესს მაინც გახდის.
– რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების უნიკალურობა?

ჩვენი აპლიკაცია უნიკალურია იმით, რომ არსებულ web-basedაპლიკაციბისგან განსხვავებით, ბევრად მობილური და მარტივია. ვფიქრობ, გენიალურობა სწორედ სიმარტივესა და კომპაქტურობაშია, რასაც ,,ScheduleX-ი” ნამდვილად პასუხობს.

-გვიამბე შენს სამომავლო გეგმებზე.

-სამომავლოდ მინდა,  ის იდეები,  რაც მაქვს რეალობაში – მოვიყვანო და საქართველოში ვიყო იმ დიდი ტექნოლოგიური ძვრების მონაწილე, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს მოუტანს დიდ მატერიალურ სარგებელს. ეს პროცესები  საქართველოს მონიშნავს მსოფლიო რუკაზე, როგორც ტექნოლოგიებში მოწინავე ქვეყანას.

 

 

 

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

შაქრის გამოიყენებით, ორგანოების 3Dბეჭდვა იგეგმება

შაქრის უნარი, გალღობის შედეგად მინის მსგავს მასად გადაიქცეს, მეცნიერებმა ბიოლოგიური სტრუქტურების დასაბეჭდად გამოიყენეს.

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა – მეთიუ გელბერმა და როჰით ბარგავამ ახალი 3Dპრინტერის გამოყენებით, შაქრისგან ორგანოების შექმნა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ტიპური კომერციული პრინტერებისგან, გელბერისა და ბარგავას პრინტერი იყენებს ჭარხლისა და ყელის საწუწნი აბებისაგან მიღებულ შაქრის შემცვლელს.

შაქრის გალღობისა და დაბეჭდვის შედეგად, მეცნიერებმა მიიღეს მყარი მატრიცა, რომელიც ხელსაწყოების წარმოებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, ბიომედიცინური ინჟინერია და კიბოს კვლევა, ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გზა იმისათვის, რომ შევქმნათ ფორმები, მათ გარშემო კი – რბილი ნივთიერებები, ან გავზარდოთ უჯრედები და ქსოვილები, რის შემდეგაც, მატრიცა დაიშლება,” – განაცხადა ბარგავამ.

დაბეჭდილი შაქრის მატრიცის ირგვლივ ქსოვილების გაზრდის შემდეგ შაქარი იშლება და დამოუკიდებელი არსებობის უნარის მქონე ორგანული სტრუქტურა რჩება.

როდესაც შაქარი იშლება ის ტოვებს ერთმანეთთან დაკავშირებულ მილებსა და მილაკებს, რომელიც ნუტრიენტების ტრანსპორტირებისთვის სისხლძარღვების მსგავსად შეიძლებს იქნეს გამოყენებული.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შექმნიან სპეციალურ საფარს, რომლის საშუალებითაც მოხდება სტრუქტურების დაშლის სიჩქარისა და დროის კონტროლი.

ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, გამოიყენებენ თუ არა აღნიშნულ ტექნოლოგიას ადამიანების ორგანოების დასაბეჭდად, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვე მედიცინაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

წყარო: ttps://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინატექნოლოგიები

ინოვაციური თერმომეტრი ვერცხლისწყლის გარეშე

როგორც ცნობილია, კომპანია“Xiaomi“ უამრავი სახეობის მოწყობილობის წარმოებით არის დაკავებული. ამჯერად, კომპანიის პროდუქტების სიას თერმომეტრიც შეემატა.

სიახლის ფასი მხოლოდ 3 დოლარს შეადგენს. იგი არ შეიცავს ვერცხლისწყალს და მთლიანად ციფრულია. პროდუქტი დამზადებულია სამედიცინოდ სუფთა ნივთიერებებისგან და ყველა ეტაპზე მან მკაცრი კონტროლი გაიარა. შესაბამისად, ახალი თერმომეტრი ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა.
,,MI Digital Thermometer-ი”-ასე ჰქვია თერმომეტრს და ის 18.8-მილიმეტრიანი LCDეკრანით არის აღჭურვილი, რომელზეც ტემპერატურის მაჩვენებელი გამოისახება. როგორც ჩანს, თერმომეტრი საკმაოდ მოსახერხებელია და საზოგადოებას აღარ დასჭირდება დამღლელი პროცედურები ტემპერატურის გასარკვევად.

 

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 88
Page 41 of 88