close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა ტვინის ახალი სკანერი-ჩაფხუტი შექმნეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მსუბუქი და უაღრესად მგრძნობიარე ტვინის გამოსახულების მიმღები მოწყობილობა, რომლის მუზარადის მსგავსად ტარებაა შესაძლებელი, რაც პაციენტებს თავისუფალ გადაადგილებაში ხელს არ უშლის.
სკანერის გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებს შეეძლოთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მაგალითად – ჩაის დალევა, ან მაგიდის ჩოგბურთის თამაში მაშინ, როცა მაგნიტოენცეფალოგრაფიული სისტემის საშუალებით მათი ტვინის აქტივობის ჩანაწერი კეთდებოდა.
მკვლევარებმა, რომლებმაც შექმნეს მოწყობილობა და გამოაქვეყნეს შედეგები ჟურნალ Nature-ში, განაცხადეს, რომ ახალი სკანერი ხელს შეუწყობს იმ პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობას, რომლებსაც ტრადიციული მაგნიტოენცეფალოგრაფიული სკანერის გამოყენება არ შეუძლიათ, მათ შორის – ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისა და ჩვილების, ასევე პარკინსონით დაავადებული პაციენტების მკურნალობას.
თანამედროვე MEG სკანერები საკმაოდ მძიმე წონის არიან, თითქმის ნახევარ ტონას იწონიან. სენსორები, რომელთა საშუალებითაც ისინი ტვინის მაგნიტურ ველს ზომავენ, ძალიან ცივ პირობებში – მინუს 269 გრადუსზე შენახვას საჭიროებს. გარდა ამისა, მათი გამოყენება რთულია იმ პაციენტებში, რომლების გაუნძრევლად გაჩერება რთულია, მაგალითად პატარა ბავშვები, ან პაციენტები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, 5 მილიმეტრით გამოძრავებაც კი ხელს უშლის გამოსახულების მიღებას.
ჩაფხუტის ფორმის სკანერის შემქმნელმა მკვლევარებმა ეს პრობლემები კვანტური სენსორების გამოყენებით გადალახეს, რომლებიც მსუბუქია, მუშაობენ ოთახის ტემპერატურაზე და მისი განტავსება უშუალოდ თავის ქალაზეა შესაძლებელი.

,,მოწყობილობას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გაზარდოს ჩვენი ცოდნა – არა მხოლოდ ჯანსაღი ტვინის ფუნქციების შესახებ, არამედ ნევროლოგიური, ნეიროდეგენერაციული და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც”, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

ტექნოპარკში ქალ მეწარმეთა კვირეული გაიმართება

29 მარტს, 11:00 საათზე ტექნოპარკში ღონისძიება – ,,ქალი და ინოვაცია” გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული იქნება ისრაელში სტარტაპეკოსისტემის შემქმნელი, აქსელერატორების გავლენიანი მასწავლებელი, ფემ-ტეკის (Female Technology) ექსპერტი – ტალ კატრანი.

ტალ კატრანს მეწარმე ქალთა მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, შემუშავებული აქვს სტარტაპერთა წარმატების მექანიზმი. იგი არის 10 საერთაშორისო აქსელერატორი პროგრამის დამფუძნებელი სხვადასხვა ქვეყანაში. ტალ კატრანი ასევე ეწევა ე.წ. Angel Investor-ის საქმიანობასაც.

,,ქალი და ინოვაცია” 2018 წლის 27-30 მარტს მე-4 ყოველწლიური კონფერენციის ,,ქალის როლი ეკონომიკურ ზრდასა და პოლიტიკის განვითარებაში” ფარგლებში იმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

,,Uber-ის“ თვითმმართვადმა მანქანამ ფეხით მოსიარულე მოკლა

რაც არ უნდა კარგად იყოს გამართული მოწყობილობა, ჯერჯერობით, არ არის იმ დონემდე მისული ტექნოლოგია, რომ უშეცდომოდ შეძლონ მანქანებმა გადაადგილება და მოსახლეობას არ შეუქმნან საშიშროება.
,,უბერ ტექნოლოჯის” მანქანა არიზონას შტატში ფეხით მოსიარულე ქალბატონს შეეჯახა და ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
49 წლის ქალბატონი – ელაინ ჰერზბერგი ქუჩაზე გადადიოდა, როდესაც ,,უბერის” მანქანა მას შეეჯახა, როგორც ამბობენ, იგი უახლოეს საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მაგრამ მისი ტრავმები დამღუპველი აღმოჩნდა და მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
კომპანიამ განაცხადა, რომ მანქანა გადიოდა გამოცდას და სწორედ ამის ბრალი იყო, რომ იგი არ იყო სათანადოდ გამართული. საზოგადოებისთვის მიუღებელი კომპანიის მსგავსი გამართლება, ტექნოლოგიის განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს საფრთხე დაემუქროთ.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

მეცნიერებმა დისტანციურად კონტროლირებადი რობოტი-თევზი – SoFi შექმნეს

მეცნიერებმა დისტანციურად კონტროლირებადი რობოტი-თევზი – SoFi შექმნეს.
SoFi წყნარად დაცურავს წყლის ქვეშ და ცხვირში ჩამონტაჟებული კამერით მაღალი რეზოლუციის ფოტოებსა და ვიდეოებს იღებს.
SoFi-ის შეუძლია გაცუროს წინ, გადაადგილდეს ზემოთ და ქვემოთ, ჩართოს და შეცვალოს სიჩქარეები, ნამდვილი თევზის მსგავსად – კუდის რხევით გასრიალდეს წყალში. თევზი-რობოტი კუდში ჩამონტაჟებული პატარა ძრავის საშუალებით მოძრაობს. SoFi-ის თევზისთვის დამახასიათებელი დიზაინი აქვს – თეთრი ფერის რობოტი 1,6 კილოგრამს იწონის და დაახლოებით 47 სანტიმეტრი სიგრძისაა.
SoFi- ის ,,რბილი ხელოვნური კუნთის” კუდი დამზადებულია სილიკონის ელასტომერით. მისი ცხვირი აგებულია ელექტრონულ ელემენტებზე.


,,სახელი SoFi, ადამიანის სახელის Sophie-ის მსგავსად წარმოითქმის და ის გახლავთ Soft Fish-ის აბრევიატურას,“ – განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მეცნიერმა, რობოტების მკვლევარმა რობერტ კაზქმანმა.
SoFi-ი წყალგაუმტარი კონტროლერის- Super Nintendo-ის გამოყენებისთ მუშაობს. მკვლევარებმა თევზი-რობოტი წყნარ ოკეანეში გამოსცადეს. იგი ნავიგაციას 18 მეტრის სიღრმეზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ახდენს.
ოპერირებს წყალგაუმტარი Super Nintendo კონტროლერი გამოყენებით diver რომელიც შეიძლება თითქმის 70 ფუტი (21 მეტრზე). CSAIL მკვლევარებმა დაათვალიერეს SoFi სამხრეთ წყნარი ოკეანის სანაპიროზე და სანაპირო წყლებს Taveuni- თან, ფიჯის სიდიდით მესამე კუნძულზე, ასევე MIT- ის აუში.

წყარო: reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

თხევადი ბრონი, რომელიც ეკრანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციური იდეების გავრცელება კვლავ გრძელდება. ამჯერად, საქმე გვაქვს ინოვაციურ თხევად ნანოტექნოლოგიასთან, რომელიც სმარტფონის ეკრანის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, სითხე, რომელიც თქვენს ტელეფონს გატეხვის საშუალებას არ მისცემს.
საქართველოში უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს თხევად ბრონს, რადგან, მომხმარებელთა აზრით, ძალიან მოსახერხებელი და გამოსადეგი რამაა, ვიზუალს არ უცვლის ტელეფონს და პროგრამულად არ უქმნის მარ არანაირ პრობლემას, ასე რომ – ინოვაციური იდეა საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად გადაიქცა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში, მყიდველთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ.

წყარო: Entrepreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ უფრო ემსგავსება

გასული თვეების განმავლობაში ,,OpenAI-ი” ორიენტირებული იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად ითვისებს.
მათ მანქანებს ახლა უკვე შეუძლიათ საკუთარი თავი ავარჯიშონ, ილაპარაკონ – კომპანიის სწავლების მეთოდის დამსახურებით.
ახლა ახალი ალგორითმი ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანებს შესაძლებლობას აძლევს, დაემსგავსონ ადამიანს და თავიანთი დაშვებული შეცდომები დამოუკიდებლად გამოასწორონ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანები ისევე აღიქვამენ შეცდომებსა და წარმატებას, როგორც ადამიანები და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრან პრობლემა და განვითარდნენ.

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

შეეხე უჩინარს – ქართველი სტუდენტების საინტერესო გამოგონება

2014 წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა, ამჟამად ფიზიკის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს. გამომგონებლობით და მეცნიერებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, თავიდანვე აინტერესებდა სამყაროს და ბუნებაში მიმდინარე მოვლენების არსი და მათ მიზეზებს ფუნდამენტურად იძიებდა.
სიახლეების ძიება, რისკის სიყვარული, ახალი გამოწვევები და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ- ეს გიორგი მეშველიანის დახასიათებაში მისი თვისებების მცირე ჩამონათვალია.
ქართველი სტუდენტი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და თავის მეგობრებათან და თანაგუნდელებთან ერთად, უკვე წლებია სხვადასხვა საინტერესო თემასა და სტარტაპპროექტზე მუშაობს.
ზოგადად სამეცნიერო საქმიანობისა და გამომგონებლობის სირთულეებსა და მისი წარმატებული პროექტების მიღწევებზე “Doctrina” გიორგის ესაუბრა.
-გამომგონებლობით როდის დაინტერესდი და რამ განაპირობა ეს?
-ზოგადად, მეცნიერებით ბავშობიდან ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ყოველთვის მსურდა ღრმად შემეცნო ბუნება და ბუნებაში არსებული მოვლენები. ასევე ძალიან მიზიდავდა ,,ჩხირკედელაობა’’ და ახლის შექმნისა და აღმოჩენის სურვილი სულ მქონდა. რაც უფრო ვიზრდებოდი, ვხვდებოდი რომ მეცნიერება საშუალებას გვაძლევს, გარდა იმისა რომ უკეთ შევიცნოთ ჩვენი გარემო, ასევე – გვეხმარება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში, რომელიც ჩვენს კომფორტს უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის წინა პირობა სწორედ გარემოს ფუნდამეტურად გააზრებაა.
კომაროვის სკოლაში გადასვლის შემდეგ საშუალება მომეცა უკეთ მესწავლა ზუსტი და ფუნდამენტური მეცნიერებები და სწორედ ამ დროს დავიწყე გარკვეულ პროექტებზე მუშაობა, ხელმძღვანელისა და ჩემი უფროსი მეგობრების დახმარებით 14 წლის ასაკში შევქმენი პირველი საინტერესო ნამუშევარი ,,სახლის სეისმოგრაფი’’. ამის შემდეგ კი ჩემს სკოლელებთან და მეგობრებთან ერთად შევქმენით სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც საერთაშორისო დონეზე მოგვიტანა წარმატება. სკოლის პერიოდში განსაკუთრებული იყო ლევან გაბისონიასთან, სიმონ ინვიასთან და დიმიტრი ცხოვრებაძესთან ერთად მუშაობა, რამაც დიდი გამოცდილება მომცა გუნდური მუშაობის თვალსაზრისით.


-სტარტაპებით და გამომგონებლური საქმიანობით რამდენი ხანი იყავი გატაცებული? რა შედეგებს მიაღწიე? რომელიმე შენთვის გამორჩეულ გამოგონებაზე ან პროექტზე გვიამბე.
-ჩვენი პროექტების სტარტაპებად გადაქცევის იდეა და შესაძლებლობა გაჩნდა ჩემი სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც არაბული ბიზნესინკუპატორი დაინტერესდა პროექტით ,,ინტერაქტიული ხელთათმანი”, ეს გამოგონება საშუალებას გვაძლევს სპეციალური ხელთათმნის დახმარებით შევეხოთ ვირტუალურ ობიექტებს და ვიგრძნოთ ისინი როგორც რეალურს ვგრძნობთ. მას ვიდეოთამაშების გარდა დიდი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, ვირტუალურ კომუნიკაციაში, რობოტიკაში, განათლებასა და მედიცინაში. ვფიქრობ რომ ეს გამოგონება, რომლის იდეაც დიმიტრის გაუჩნდა და მის შექმნაში და განვითარებაში დიდი წვლილი მივიღეთ თანაგუნდელებმა, ჩვენი საერთო პროექტებიდან უნიკალურია, იმის და მიუხედავად, რომ ჩვენი სხვა ინოვაციებიც ორიგინალურია და წარმატებული. ჩვენმა სტარტაპმა დუბაიში აქტიურად თითქმის 6 თვე გასტანა, თუმცა მუშაობის პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდა, შევიძინეთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და გავაკეთეთ რამდენიმე წარმატებული სეილი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც შევქმენი რამდენიმე პროექტი სხვა მეგობრებთან ერთად და მე და ბაქარ ჩარგეიშვილს(ჩემს კურსელს) გვქონდა სურვილი ერთერთი ინოვაციური იდეის სტარტაპად ქცევის, იყო ინტერესი, თუმცა არა ინვესტიცია, რის გამოც მასზე აქტიური მუშაობა შევწყვიტეთ.
-ამჟამად ასტროფიზიკით ხარ დაინტერესებული. კონრეტულად რამ განაპირობა ეს დაინტერესება და სამომავლოდ ხომ არ გეგმავ რამეს ამ კუთხით?
-ინჟინერია და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან საინტერესოა, როგორც იდეურად, ისე კომერციული თვალსაზრისით. თუმცა ჩემთვის გაცილებით საინტერესოა მეცნიერების ფუნდამენტური გაგება და ამ მიმართულებით მუშაობა, ამ შემთხვევაში, პროცესი უფრო გრძელვადიანია, მაგრამ შედეგი უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ფუნდამენტურ მეცნიერებებზე დგას ყოველი შემდეგი წარმატება ინჟინერიისა და ტექნოლოგიების კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ, ეკონომიკაშიც კი დიდი გამოყენება აქვს ფიზიკაში მიღებულ ფუნდამენტურ აღმოჩენებს. ფუნდამენტური მიმართულებით მუშაობა არ გამორიცხავს ინოვაციების შექმნის მიმართულებით ნებისმიერ დროს გადასვლასა და განვიათარებას, ის პირიქით, ხელშემწყობი ფაქტორია ამ ყველაფრის, თუმცა ამჟამად მირჩევნია ის ვაკეთო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
ამჟამად საბაკალავრო ნაშრომზე ვმუშაობ პროფესორ ნანა შათაშვილთან, ჯერ ძალიან ადრეა – რომ ვთქვა ატროფიზიკის მიმართულებით ვმუშაობ როგორც მეცნიერი, სინამდვილეში უფრო მეტად ვსწავლობ და იმისთვის რომ ჩემი სურვილები ავიხდინო ამ მიმართულებით ძალიან დიდი მონდომება და ბევრი შრომაა საჭირო მისი სირთულიდან გამომდინარე.
-რა სირთულე ახლავს ზოგადად ინოვაციებისა და გამოგონების შექმნის პროცესს და რა არის ამ დროს ყველაზე მთავარი?
-მნიშვნელოვანია ამოცანის საწყისი პირობების სწორად დასმა და ამ ამოცანის ამოხსნა. პროცესი შექმნის სირთულესთან არის დაკავშირებული, რაც უფრო კომპლექსურია ინოვაცია, მით უფრო რთულია მისი შექმნა. მთავარია ენთუზიაზმი, მონდომება და შრომა.
-ამჟამად რამე პროექტზე ხომ არ მუშაობ და რას გეგმავ სამომავლოდ?
-ამჟამად არ ვმუშაობ პროექტებზე, მაგრამ ვფიქრობ ძველი დროის გახსენებას და ჰაკათონზე გასვლას, თუ დრო გამოვნახეთ, შევქმნით ერთ კარგ პროექტს. ინოვაციების მიმართულებით განსაზღვრული გეგმა არ მაქვს, თუმცა რა იდეებიც მაწუხებს, იმედია მოვიცლი და რამდენიმეს მაინც განვახორციელებ ადრე თუ გვიან, თან ამ დროის განმავლობაში შეიძლება უკეთესი იდეებიც გამიჩნდეს.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წელს

ყოველ წელს ტექნოლოგიურ სფეროში ახალი ინოვაციები ინერგება და კომპანიები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესონ პროდუქტი, რათა მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
ბაზარზე ლიდერობენ ის კომპანიები, რომლებმაც სახელი დიდი ხნის წინ გაითქვეს კარგი ხარისხით, ისინი საუკეთესონი გახდნენ, მაგალითად „Apple–სა“ და „Samsung–ს“ უკვე ჰყავს საკუთარი მომხმარებლები, რომლებიც სხვა კომპანიის პროდუქტს, შესაძლოა პრინციპულად არ მოიხმარს. დღესდღეობით არსებობს მონაცემებით უკეთესი სმარტფონები, ვიდრე iPhone X და Samsung Galaxy s9 არის, მაგრამ ხალხს მათ შესახებ არც კი აქვს სათანადო ინფორმაცია, ან მომხმარებლები არ მიიჩნევენ მისაღებად, რადგან უკვე არსებული დიდი კომპანიები მათ ჩრდილავენ და არ აძლევენ საშუალებას მსოფლიო ბაზარზე წარმატებას მიაღწიონ.
Sciencealert.com მა შემოგვთავაზა 10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წლისთვის:
1. Samsung Galaxy S9 Plus
2. Samsung Galaxy S9
3. Apple iPhone 8 Plus
4. Apple iPhone X
5. Apple iPhone 8
6. Google Pixel 2XL
7. Google Pixel 2
8. OnePlus 5T
9. Samsung Galaxy Note 8
10. Huawei Mate 10 Pro

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი, რომელსაც რუბიკის კუბიკის აწყობა 1 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია

თუ ოდესმე გიცდიათ რუბიკის კუბიკის აწყობა, გეცოდინებათ, რომ არცთუ ისე ადვილ საქმეს წარმოადგენს და ბევრ ადამიანს ეზიზღება კიდეც.
ბენ კატზმა და ჯარედ დიცარლომ გამოიგონეს რუბიკი, ის წარმოადგენს ტვინისა და ხელის სისწრაფის საკმაოდ კარგ სავარჯიშოს. მისი აწყობა ყველაზე ნაკლებ დროში – 4.69 წამში შეძლო პატრიკ პონსმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალი რობოტი იმავე რუბიკს 1 წამზე ნაკლებ დროში აწყობს, რაც ადამიანის შესაძლებლობებს რობოტებთან  შედარებით აქვეითებს, რობოტმა რუბიკი 0.38 წამში ააწყო, რამაც ალბათ მთელი მსოფლიო გააოცა.

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამანქანათმშენებლობასაქართველო

გიორგი ქვარიანი – წარმატებული ქართველი

საქართველოში შესაძლოა ძალიან ბევრმა არ იცოდეს, თუ ვინ არის გიორგი ქვარიანი და რითი გახდა იგი წლების წინ ცნობილი, მისი გამოგონება უდიდესი სენსაცია იყო არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც.
წლების წინ ,,თეგეტა მოტორსის” სათავო ოფისში თვითნასწავლი  გიორგი ქვარიანის მიერ   შექმნილი, სრულიად განსხვავებული და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა. ქვარიანმა ავტომობილი საქართველოში შექმნა, რაც მანამდე და შემდგომაც არავის გაუკეთებია.
23 წლის გიორგი ქვარიანმა თავისი პროდუქტი მომხმარებელს სხვა კუთხითაც გააცნო, მან დაუმტკიცა მოსახლეობას, რომ მანქანა სისტემურად გამართული იყო და საქართველოს ფარგლებში ტურნე მოაწყო.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 47 48 49 50 51 88
Page 49 of 88