close

ტექნოლოგიები

ბიზნესიგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

პირველკურსელი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს

ლევან აბულაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პროექტზე აქტიურად მუშაობს. პროექტის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ის თავად გვიამბობს.

-ლევან, კონკრეტულად რაში მდგომარეობს პროექტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელზეც მუშაობ?
– 2017 წლის სექტემბრიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის შექმნას. მე და მიხეილ ბატიაშვილმა გავაგრძელეთ პროექტზე ერთობლივი მუშაობა და „HP-ის“ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ვასწავლეთ სხვადასხვა ბიზნესმიმართულება. ინტელექტის მიზანი იყო ლექტორისთვის ასისტირების გაწევა, შედეგად ჩავრთეთ სწავლების პროცესში, სადაც წარმატებით გაართვა თავი საკუთარ მოვალეობებს.
-რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენ მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს?
-2018 წლის იანვარში ჩვენი ხელოვნური ინტელექტი წარვადგინეთ ლონდონის განათლებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე, სადაც ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურ ინტეგრირებას ადამიანის საქმიანობაში. იგი ადამიანთან ინტერაქციით გაამარტივებს განათლებასა და ბიზნესსაქმიანობას.
ამ მომენტისთვის დაინტერესება დიდია და ‘,,განათლების ეროვნული ცენტრისთვის’’ ვქმნი ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აბიტურიენტებს გაუმარტივებს ინფორმაციის მოპოვებას გამოცდების შესახებ. ასევე, აპრილის თვიდან ვიწყებ მუშაობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განხრით. შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომლის მიზანიც იქნება ადამიანების გათვიცნობიერება სამედიცინო საკითხებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და დახმარების გაწევა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორად წარმართვაში. -როდის და რატომ დაინტერესდი აღნიშნული სფეროთი?
-ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან დიდი ინტერესი მქონდა ტექნოლოგიებისადმი. ყოველდღიურად ვაკვირდებოდი მის განვითარების პროცესს, რის შედეგადაც დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტის სფეროთი და დავიწყე მისი შექმნის შესწავლა.
ხელოვნური ინტელექტი, ეს არის მომავლის ტექნოლოგია. ზოგადად, როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ,,ციფრული უკვდავება’’, რომელიც აზრებსა და ცოდნას აძლევს მუდმივად არსებობის საშუალებას. დღესდღეობით, მას არ შეუძლია კომპლექსური საკითხების გადაჭრა, თუმცა აქვს კონკრეტული პრობლემის მოგვარების უნარი. რეალურად, ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის მომავლის ტექნოლოგია, რომელსაც დიდი როლი უკავია კაცობრიობის განვითარებაში.
-საინტერესოა, შენი სამომავლო გეგმები.
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იგეგმება ,,თი ბი სი’’ ბანკთან თანამშრომლობა, შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც უამრავი საფინანსო თუ ბიზნესტერმინი ეცოდინება და რომელსაც შეეძლება შიდათანამშრომლების გადამზადება. ეს ყველაფერი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ზოგადად, მაქვს სურვილი ხელოვნური ინტელექტი დავნერგო ყველა სფეროში და დაგეგმილი მაქვს ამ ყველაფრის გლობალურად გატანა. მიმაჩნია, რომ ჩემი ამ საქმიანობით საკუთარ წვლილს შევიტან კაცობრიობის განვითარებაში.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

ჩინეთი აღდგენის უნარის მქონე თანამგზავრების გამოშვებას 2019 წლისთვის აპირებს 

ჩინეთი აცხადებს, რომ აღდგენადი თანამგზავრების შეთავაზებას კომერციული მომხმარებლისთვის 2019-2020 წლებში შეძლებს.

ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიის აკადემიის პრეზიდენტის – ჟანგ ჰონტაის განცხადებით, ქვეყანამ 1975 წლიდან დღემდე კოსმოსიდან 20-მდე თანამგზავრის წარმატებით დაბრუნება შეძლო და ჩინეთის ტექნოლოგია ძალიან საიმედოა თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების ბაზარზე.

,,ჩვენ ვგეგმავთ ამ ტექნოლოგიის განახლებას კომერციული მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით”, – განაცხადა მან.

თანამგზავრები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უპილოტო მისიების საშუალებით კოსმოსში ექსპერიმემენტები გააგზავნონ და შედეგები აღადგინონ. ადრე ჩინეთმა აღნიშნული თანამგზავრებით კოსმოსში თესლი გააგზავნა და მისგან ახალი ტიპის მცენარეები შექმნა, რომლებიც ნულოვანი გრავიტაციისა კოსმოსური რადიაციის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად  კოსმოსური პროგრამის განვითარება ქვეყნის პრიორიტად გამოაცხადა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებისაქართველოტრანსპორტი

თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით და „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით, 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით დამტკიცებული არ არის. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სამსახური ხელმძღვანელობს აღნიშნული სტრატეგიით, რის შედეგად ქალაქის მასშტაბით განხორციელებულია რიგი ღონისძიებები, მაგალითად, ახალი ავტობუსების შემოყვანა, ავტობუსის მოძრაობის ზოლების დამატება და სხვა, თუმცა აღნიშნულ სტრატეგიაში არ არის მკაფიოდ გაწერილი მცირე ზომის ავტობუსების შემოსაყვანად აუცილებელი ღონისძიებები,”- ნათქვამია ანგარიშში.

თბილისის მერიიდან მიღებული განმარტებით, ავტობუსების მიერ პტი-ს გაუვლელობა მხოლოდ გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობით არის გამოწვეული.

აუდიტის დასკვნით, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს 120 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

,,ბენტლიმ“ პირველი ჰიბრიდი გამოუშვა

მსოფლიოს ავტომობილთა ინდუსტრია არ განიცდის ჰიბრიდებისა და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა მანქანათმწარმოებელი კომპანიების სიმცირეს, მაგრამ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თითქმის ყველა კომპანიას სურს, თავისი მოდელი გამოუშვას, ბოლო დროს ხშირია წამყვანი კომპანიების მიერ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება.

კომპანია ,,ბენტლიმაც“ გამოუშვა თავისი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც საკმაოდ მძლავრი მოცულობის ძრავით გამოირჩევა და შესამჩნევია ასევე წვაც, ავტომობილი 3 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე, რაც ძალიან ეკონომიურია და საზოგადოების ინტერესებს დააკმაყოფილებს.

მომხმარებლები არა მხოლოდ გარეგნობას აქცევენ ყურადღებას, არამედ გასათვალისწინებელია მონაცემები და ინოვაციური  მიდგომები, რომლებიც დღევანდელ სამყაროში დამკვიდრების საშუალებას მისცემს ახალ პროდუქტს.

წყაროCNN.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსამხედრო

რუსეთი ბალისტიკურ რაკეტას – ,,Satan 2 -ს“ მეორედ გამოცდის

რუსმა გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ ნატოსთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთი ახალი, ყველაზე ძლიერი ბირთვული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტას – ,,Satan 2-ს“ მეორედ გამოცდის.

ეს რაკეტა პირველად  გასული წლის დეკემბრის ბოლოს გაუშვეს. ამ ეტაპზე, პლეტსეკის კოსმოდრომზე კიდევ ერთი გამოცდისთვის მზადება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გენერალი გერასიმოვი, ვლადიმერ პუტინის მსგავსად, აცხადებს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რომელიც რუსულ ICBM-ს მოიგერიებს. მან ,,Satan 2-ზე“  (ნატოს აბრევიატურით, ხოლო რუსული დასახელება РС-28 «Сармат») 1-ელ მარტის გამოსვლისას ისაუბრა.

ბალისტიკურ რაკეტას 16 ატომური ქობინის ტარება შეუძლია.  „სატანა-2-მა“ 3600 კილომეტრი იფრინა და გაანადგურა არხანგესლკთან ახლოს მდებარე კურას საწვრთნელი ტერიტორია, რომელიც მისი სამიზნე იყო. ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, ბალისიტიკურ რაკეტა „სატანა-2-ს“ ნებისმიერი სახმელეთო სამიზნის განადგურება თავისუფლად შეუძლია. ბალისტიკური რაკეტა შეიარაღებაში 2009 წელს მიიღეს.

წყაროhttps://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველოტექნოლოგიები

საქართველო ,,ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტზე მუშაობს

საქართველო ,,ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტზე მუშაობს. ეს პროექტი აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას ითვალისწინებს.

პროექტისა და იდეების შესახებ პრეზენტაცია დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამართეს.

მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან

1950–1960–იან წლებში იწინასწარმეტყველეს, რომ 2000 წლისთვის მფრინავი მანქანები და რობოტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილები გახდებოდნენ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ხანაა.

ნაწილობრივ შესრულდა წინასწარმეტყველება, მაგალითად – ნახევრად თვითმმართავი მანქანები, რობოტები, რომლებიც ჯერ ბევრ ფუნქციას არ ასრულებენ, თუმცა – ყველაფერი განვითარების პერსპექტივის ქვეშაა. სულ მალე კიდევ ბევრი სხვა ტექნოლოგია შეცვლის ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებას, Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე სავარაუდო ტექნოლოგია, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან:

  1. ხმოვანი ასისტენტი, რომელიც სხვადასხვა მოქმედების შესრულებაში მიეხმარება ადამიანებს
  2. დამხმარე რობოტები
  3. თვითმავალი მანქანები
  4. კრიპტოვალუტა
  5. ხელოვნური ინტელექტი

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ახალი გამოგონებით ფრენაა შესაძლებელი

გამოგონებებით სავსე საუკუნეში მრავალი მცდელობა იყო გამომგონებლებისგან, რაც გულისხმობდა ადამიანების უსაზღვრო შესაძლებლობების გამოხატვას, ძველად ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ადამიანი ფრენას შეძლებდა, არ აქვს მნიშვნელობა – ტექნოლოგიის დახმარებით იქნებოდა ეს თუ არა.
ტოკიოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოიგონეს ჩანთა, რომელიც ახტომის დროს ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ჰაერში გაჩერდეს განსაზღვრული დროით, ჩანთაზე დამაგრებულია დრონი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ჰაერში ყოფნას.
იმედოვნებენ, რომ პროდუქტი კიდევ განვითარდება და მომავალში უკვე ადამიანები დრონის დახმრებით შეძლებენ ფრენას, ამ მომენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ მცირე დროით ეხმარებათ მათ ახალი პროდუქტი, რომ გაჩერდნენ ჰაერში.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოპოლიტიკასამხედრო

დონალდ ტრამპი „კოსმიური სამხედრო ძალის“ შექმნას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სან დიეგოში, აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, რომ მას სურს „კოსმიური სამხედრო ძალის“ შექმნა, რადგან კოსმოსიც, თავის მხრიც, საბრძოლო არეალია, ისევე, როგორც ხმელეთი, წყალი და საჰაერო სივრცე. ექსტრატერიტორიული სამხედრო ნაწილის შექმნის იდეის შესახებ ტრამპი ამბობს: „ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რესურსს ვხარჯავთ კოსმოსში, შეიძლება მართლაც იყოს საჭირო ახალი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოსმიურ სამხედრო ძალას“ დავარქმევთ, თავიდან არ ვიყავი ამ იდეისადმი სერიოზულად განწყობილი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მისი განხორციელება საკმაოდ რეალურია.“   

კოსმოსის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირება, შესაძლოა, გარკვეულ კავშირში იყოს გასულ წელს ხელმოწერილ დირექტივასთან, რომლის მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო, ფაქტობრივად, მომაკვდავი აშშ-ის კოსმოსში მოქმედებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვა.

ამ აქტივობების ერთ-ერთი მიზეზი სამხედროცაა. ვიცე პრეზიდენტმა – მაიკ პენსმა, ინიციატივის გავრცელებისას ახსენა აშშ-ის „უსაფრთხოება, იდენტობა და კეთილდღეობა“ და თან დაურთო, რომ რუსეთი და ჩინეთი ისეთ ტექნოლოგიებს ავითარებენ, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამერიკულ სატელიტებს კოსმოსში.

პლანეტა მარსის ათვისება პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი მიზანია. ზემოთ აღნიშნული დირექტივის ხელმოწერისას, მან ისაუბრა ფონდის მსგავსი სტრუქტურის შექმნაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „მარსზე მისიის განხორციელება და შემდეგ, შესაძლოა სხვა სამყაროების აღმოჩენაც.“

სან დიეგოში საჯარო გამოსვლისას, დონალდ ტრამპს არ დაავიწყდა ოპონენტი, ჰილარი კლინტონი და განაცხადა: „ძალიან მალე ჩვენ მარსზე ვიქნებით, თქვენ რომ ჰილარი კლინტონი აგერჩიათ პრეზიდენტად, ეს არ მოხდებოდა“.

წყარო: The Independent

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ენერგეტიკამსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ელექტროენერგიის ეფექტიანობის გაზრდაა შესაძლებელი

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ელექტროენერგიის ეფექტიანობის გაზრდაა შესაძლებელი.

გერმანული საკონსულტაციო კომპანია Roland Berger-ი დასკვნაში წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა მიწოდების ბალანსის წინასწარ განსაზღვრა და ამასთანავე – ისეთი მექანიზმის შექმნა, რაც ადამიანებს სახლის პირობებში ენერგოეფექტურობისკენ უბიძგებს. მოკლედ რომ ვთქვათ – ევროპაში ელექტროენერგიის მწარმოებელებს ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეუძლიათ.

გერმანული კომპანია სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ამ ახალი ბიზნესმოდელის დანერვისა და ენეროეფექტურობისკენ.

 

 

წყარო: Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 88
Page 50 of 88