close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართული გამოგონება ბავშვის დასამშვიდებლად

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მხოლოდ უცხოურ გამოგონებებზეა საუბარი, მოსახლეობის უმეტესობამ კი შეიძლება არც იცის, რომ საქართველოშიც გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მოსახერხებელ მოწყობილობებს იგონებენ.
გიორგი გოგუაძემ გამოიგონა საწოლი, რომელიც ბავშვის ტირილის დაწყებისთანავე ირწევა, ნებისმიერ აკვანზე, ან საწოლზე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ და იყოთ მშვიდად, ძირითადად, ეს მოწყობილობა სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი დრო, რომ ბავშვს ყოველთვის მიაქციონ ყურადღება, ეს გამოგონება კი საკმაოდ ხელსაყრელია და ადამიანს აძლევს საშუალებას იყოს მშვიდად, რადგან სანამ ბავშვი ტირილს არ შეწყვეტს, ან დაიძინებს მანამდე ირწევა, შემდგომ მექანიკურად ითიშება და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა ირთვება.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

უვიზო მიმოსვლის დღეების მთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება

იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას გამართავს.

,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 27 თებერვალს გამართავს.

მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.

აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება: შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით); დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა; კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაციატექნოლოგიები

,,Apple-ი” წელს 3 ახალ სმარტფონს გამოუშვებს

,,Apple-ი” წელს 3 ახალი სმარტფონის, მათ შორის –  ყველაზე დიდი iPhone-ს გამოშვებას გეგმავს. მართალია, ამის შესახებ  ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ მსხვილი მედიასაშუალებები სანდრო წყაროებზე  დაყრდნობით საუბრობენ.

ამავე წყაროების ინფორმაციით, ახალ სმარტფონებს შორის iPhone X-ის განახლებული ვერსიაც იქნება.

ახალ სმარტფონს, სავარაუდოდ, Face ID-ი ექნება.  რაც საინტერესოა – იგეგმება 2-სიმიანი მობილური ტელეფონის გამოშვება.

სავარაუდოდ, ახალი სმარტფონების პრეზენტაცია ტრადიციულად შემოდგომაზე შედგება.

 

წყარო:  Bloomberg

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

Luciola – ციცინათელას ზომის სინათლის ნაწილაკი იაპონელი მეცნიერებისგან

იაპონიის საინჟინრო მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ შექმნეს ციცინათელას ზომის ელექტრონული სინათლე, რომელიც ატარებს ულტრაბგერითი ტალღას, და საბოლოოდ, გამოისახება აპლიკაციებში.  

სინათლის ნაწილაკი, რომელსაც მეცნიერებმა Luciola უწოდეს, 16.2 მგ იწონის, მისი დიამეტრი 3.5 მმ-ია და წარმოქმნის წითელ ციმციმს, რომელსაც მხოლოდ ტექსტის განათება შეუძლია.

მაგრამ მოწყობილობა 285 მიკროსპიკერის ძალას მოგვაგონებს. ის გამოყოფს ულტრაბგერით ტალღებს, რომლებსაც სინათლე გააჩნიათ და ადამიანის ყურისთვის გაუგებარი სიხშირე აქვთ, Luciola-ს საშუალებას აძლევს სრულ სიჩუმეში იმოქმედოს.

,,საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ასეთ პატარა ობიექტებს სმარტფონის შესაძლებლობებს ექნებათ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვეხმარება”, – აცხადებენ იაპონელი მედნიერები და იმედს გამოთქვამენ, რომ Luciola კომერციულად სიცოცხლისუნარიანი 5-10 წელში გახდება.

დეველოპერებს აქვთ იმის მოლოდინი, რომ  Luciola მოძებნის აპლიკაციებს ე.წ. საგნების ინტერნეტში, რომელშიც ჩვეულებრივი ნივთები, როგორიცაა:ჰაერის კონდიციონერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მანქანები დაკავშირებულია ქსელთან, რათა გააგზავნოს და მიიღოს მონაცემები.

მოძრაობისა და ტემპერატურის სენსორებით აღჭურვილ Luciola-ს შეუძლია მიფრინდეს სხვადასხვა ობიექტთან შეტყობინებების მიტანის ან გაგზავნის მიზნით, ან აღმოაჩინოს ადამიანების ყოფნა ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

 Luciola ,,aKawahara Universal Information Network Project-ის” ფარგლებში შეიქმნა. ეს გახლავთ იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტოს პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომელიც იკვლევს მიღწევებს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინატექნოლოგიები

კანის სიმსივნის დამდგენი მოწყობილობა

სიმსივნე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე რთულად ამოსაცნობი და სამკურნალოა, ძირითად შემთხვევებში, იგი უბედური შემთხვევებით მთავრდება ხოლმე. მსოფლიოს წარმატებული ექიმები, მეცნიერები -ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოიძებნოს სიმსივნესთან საბრძოლველი პრეპარატი ან რაიმე გზა.

ცოტა ხნის წინ sciencealert.com–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ტექნოლოგიაზე, რომლის განვითარება და წინსვლა აუცილებელია, ახალ პროდუქტს შეუძლია დაადგინოს აქვს თუ არა ადამიანს სიმსივნე, ისევე როგორც გამოცდილ ექიმს. ასევე – ცნობილია, რომ ახლო მომავალში ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი პროდუქტი ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელი, რაც გაზრდის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

გლობალური ინტერნეტის სატესტო თანამგზავრები ორბიტაზე გაუშვეს

 SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი გაუშვა. 

თავდაპირველად, თანამგზავრების გაშვება 17 და 21 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა – ძლიერი ქარის გამო გადადეს.

სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. თანამგზავრი 17 თებერვალს უნდა გაეშვათ, თუმცა გაფრენა ერთი დღით გადაიდო.

სასარგებლო დატვირთვის სახით, Falcon Heavy-მ ორბიტაზე ილან მასკის კუთვნილი ავტომობილი – Tesla Roadster-ი გაიყვანა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიასაქართველო

საქართველოში საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება

პირველად საქართველოში, მეორეული საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელმაც, საბოლოო მონაცემებით, უკვე 250 ტონაზე მეტი საბურავი გადაამუშავა და წარმატებით უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელსაც. სასარგებლო წამოწყების შესახებ, იდეის ავტორი და კომპანიის დირექტორი, 28 წლის ზურა ბაზღაძე გვიამბობს.

ზურა, რა პრინციპით ფუნქციონირებს საბურავების გადამამუშავებელი კომპანია (TRC)?

-ამ ეტაპზე, უკვე 250 ტონა საბურავი გვაქვს გადამუშავებული,  რომლის 80% ბუნებაში გადაყრილი საბურავებისგან შედგება. ასევე, გვყავს რამდენიმე კეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანია, მათ შორის – 2 უცხოური და 1 ქართული, რომლებიც საკუთარი სურვილით გვაწვდიან საბურავებს გადასამუშავებლად.

რა პროდუქტის შესაქმნელად იყენებთ უკვე გადამუშავებული საბურავის მასალას?

-მეორეული საბურავების გადამუშავების შედეგად ვიღებთ უმაღლესი ხარისხის SBRკლასიფიკაციის კაუჩუკის გრანულებს, ტექსტილისა და ფოლადის ბოჭკოს. აღსანიშნავია, რომ მიღებულ მასალას აქტიურად ვიყენებთ და უკვე ჩავანაცვლეთ იმპორტული კაუჩუკი. ასევე, გადამუშავებით მიღებული რეზინის გრანულების გამოიყენება მულტიფუნქციური სპორტული მოედნების, სკვერებისა თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისთვისაც, რადგან რეზინის გრანულები და მისი მონოლითური წესით დაგება, საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში განვათავსოთ: ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის მოედნები.

 გრანულის მონოლითური ტექნოლოგიით დაგებას უპირატესობა აქვს გრანულის ფილებად დაგებასთან. ფილებად დაგებული გრანული ზამთარ-ზაფხულის  ტემპერატურის ცვალებადობის დროს დეფორმაციას განიცდის, მონოლითური მეთოდით დაგებული კი ნებისმიერ ტემპერატურაზე უცვლელია და მისი ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივია.

გვიამბეთ კომპანიის დაარსების შესახებ, როდის დაინტერესდით აღნიშნული სფეროთი?

-აღნიშნული სფეროთი  8 წლის წინ, იტალიაში ცხოვრების დროს დავინტერესდი, რადგან სწორედ იქ გავეცანი და შევისწავლე მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისა და საბურავების გადამუშავების ტექნოლოგია. საქართველოს კანონმდებლობით, საბურავები განეკუთვნება სპეციფიკურ ნარჩენს, რომლის გადაყრა, დაწვა და დამარხვა ისჯება კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად მივიჩნიე,  ჩვენს ქვეყანაშიც შეგვექმნა საბურავების გადამამუშავებელი კომპანია. კომპანია 5 თვის წინ დავაარსეთ, თუმცა  8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ,,სტარტაპ საქართველოს“ გუნდთან ერთად, პარალელურად – შევისწავლეთ ნედლეულის მარაგი და დღევანდელ ბაზარზე არსებული სიტუაციაც.

დღეს კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს უკვე მიენიჭა ,,Labosport-ის” სერთიფიკატი, SBR-ის კლასიფიკაცია და აკმაყოფილებს უსაფრთხოების (NF EN 71-3) ევროპულ სტანდარტსაც.

გვიამბეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

სულ მალე ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში არსებული ნედლეულის სრულად ათვისებას და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ასევე, გვსურს მასალის აქტიურად გამოყენება მულტიფუნქციური მოედნების გასაკეთებლადაც, თუმცა ამისთვის ჯერჯერობით არ არის საკმარისი ხელშეწყობა და ვიმედოვნებთ, რომ ამასაც შევძლებთ. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ბუნებაში გადაყრილი საბურავები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ აღნიშნულ პრობლემის მოგვარებაში, ერთად გავაჯანსაღოთ ეკოლოგიური გარემო საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

რომელია საქართველოში ყველაზე რეიტინგული Youtubeარხები?

 ანალიტიკური საიტის, Socialblade-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული ქართული არხების ათეულში გასართობი გვერდებია წარმოდგენილი. 

პირველ ადგილზე კი – ვიდეოების ნახვით (226 მილიონზე მეტი ნახვა), ბავშვთა გასართობი არხია – Emili TV.

გთავაზობთ სრულ სიას:

1. Emili TV – 226,399,081 ნახვა
2. GANGSTER MUSIC – 119,871,949
3. GugaTV – 141,086,119
4. BLACK TBILISI –  217,991,153
5. Take It Easy – 112,712,518
6. Ляльки Развивалки – 202,343,949
7. QeTi jiniuzashvili –  56,978,008
8. DailySounds –  85,514,919
9. ZA17 –  45,735,432
10. mohikan  – 40,543,898

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოტრანსპორტი

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს, წლის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადოს. კამპანია რამდენიმე ქალაქში განხორციელდება, მათ შორის  -ბონში, ესენში, როიტლინგენი, მანჰაემსა და ჰერენბერგში.

 DW Akademie-ის ინფორმაციით,  ინიციატივა სამ მინისტრს ეკუთვნის, რომლებმაც აღნიშნული წინადადებით ევროპის გარემოს დაცვის კომისარს კარმენუ ვერას მიმართეს. გარდა უფასო ტრანსპორტისა, მინისტრების ინიციატივა ითვალისწინებს დაბალი ემისიების ზონების განხორციელებას, ელექტროტაქსებისა და ავტობუსების რაოდენობის გაზრდას და ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის წახალისების დამატებითი საშუალებების გამოყენებას.

გერმანია ჰაერის დაბინძურებასა და ნახშირბადის გამონაბოლქვის აღმოფხვრას გამუდმებით ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინაა განთავსებული.  ასევე ცნობილია, რომ 2021 წლისთვის გერმანიას წყალბადზე მომუშავე  მატარებლები ეყოლება.

რაც შეეხება ბოლო პერიოდის ინიციატივას ხუთ ქალაქში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, ქვეყანას მისი განხორციელება დაახლოებით 1,2 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

წყარო: futurism.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

,,ნასამ“ ახალი ტიპის ულტრახმოვანი თვითმფრინავი შექმნა

,,ნასამ“ ახალი ტიპის ულტრახმოვანი თვითმფრინავ შექმნა, რომელიც კონკორდზე ნაკლებად ხმაურიანია, თუმცა მასზე გაცილებით ეკონომიურია.  

Quiet Supersonic Technology-ი (QueSST) ნასას ექსპერიმენტული თვითმფრინავია, რომელსაც საათში 1,100 მილი სიჩქარით მოძრაობა შეუძლია. ის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თანამედროვე კომერციული თვითმფრინავები და თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორიც კონკორდი.

უმნიშვნელოვანესია, რომ კონკორდზე ბევრად უფრო მშვიდი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეეძლო გადაეტანათ მიწის ზონაში და არა მხოლოდ ოკეანეში.

კონკორდი აფრენისას ძალიან ხმაურიანია. QueSST-ი კი ისეა აწყობილი, რომ აფრენისას შოკ ტალღებს წარმოქმნის, რომლისგან გამოწვეული რყევაც შესაბამისად უფრო რბილია.

ნასა განმარტავს, რომ QueSST თვითმფრინავს ,,გამორჩეული ფორმა აქვს”, მათ შორის – გრძელი ცხვირი და ,,მაღლა აწეული ფრთები”, რაც მის ნაკლებ ხმაურიანობას უწყობს ხელს.

სააგენტო აცხადებს, რომ ეს იქნება უფრო საწვავის გამოყენების თვალსაზრისით უფრო ეკონომიური, ვიდრე კონკორდი.

აშშ-ის ბიუჯეტში გათვალისწინებული ,,ნასას“ ნაკლებხმაურიანი და სწრაფი X-თვითმფრინავის პროექტი აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა დაამტკიცა.  დოკუმენტის თანახმად, X-თვითმფრინავმა, რომელიც ბაზარზე არსებულ თვითმფრინავებთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი და გაცილებით სწრაფი იქნება, პირველი გაფრენა 2021 წელს უნდა განახორციელოს.“

წყარო http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
1 51 52 53 54 55 88
Page 53 of 88