close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

შეძღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ინტელექტუალური სავარძელი შეიქმნა

ბარსელონაში დაფუძნებულმა შეზღუდული შესაძლებლობის ფონდმა ინტელექტუალური სავაძელი შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მათ გარშემო არსებული სამყაროს შეცნობაში დაეხმარება. 
მანამდე არსებული შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლები, როგორც წესი, ჯოისტიკით კონტროლდებოდა და ის ბავშვები, რომლებსაც აუცილებელი საავტომობილო უნარები არ ქონდათ, მის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ.
როდესაც ანა რეიგი 8 თვის იყო, მას ე.წ. მგლის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახმა არ იცოდა, რით დახმარებოდნენ პატარას.

სამედიცინო პერსონალმა ოჯახი Nexe-ს ფონდთან დააკავშირა, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სკოლა, რომელიც ოჯახებს ეხმარება.
ანა თავისი მდგომარეობის წინაამდეგ იბრძოდა და გარე სტიმულებზე რეაგირებდა.

,,ანას Wolf-Hirschhorn (მგლის) სინდრომი აქვს, რაც საკმაოდ იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა, კერძოდ, ყოველ 50,000 ადამიანში ერთი შემთხვევაა მსგავსი. მის წინაშე მდგომი მთავარი პრობლემა ჰიპოტონიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ძალიან ცოტა ძალა, აქვს ზრდის პრობლემები, ეპილეფსიური კრუნჩხვები, ინტელექტუალური შეზღუდულობა, კომუნიკაციის პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც იგი დგას, არის თუ როგორ ურთიერთქმედებს თავის გარშემო არსებულ სამყაროსთან. ასე რომ, აღნიშნული სავარძელი მას სწორედ ამაში დაეხმარება. ის ფაქტი, რომ მას შეუძლია დააჭიროს ღილაკს რაიმე მოქმედების შესრულების მიზნით, ანას ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს,“ – განაცხადა ანას მამა ენდრიუ რეიგმა.
სავარძლის პროტოტიპი 3Dტექნოლოგიის სენსორებით ააგეს, რომლის საშუალებითაც დაბრკოლებების აღმოჩენა ხდება, რათა გადაადგილების მიმართულება განსაზღვრონ და ასევე გზავნის ინფორმაციას უახლოესი ობიექტამდე არსებული მანძილის შესახებ.
სავარძლის შემქმნელ ჯორდი ვენტურას განცხადებით, მას ისეთი მარტივი ჩამრთველი ექნება, რომ ბავშვები ადვილად მოახერხებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილით (ხელი, ფეხი, თავი, ნიკაპი…) მას დააწვნენ და მოქმედებაში მოიყვანონ.

მისი თქმით, დაბალი ღირებულების მქონე ინტელექტუალური სავარძელი ინდივიდუალური ბავშვის საჭიროებებს პასუხობს.
ინტელექტუალური სავარძელი შესაძლოა იყოს არასტანდარტულად დამზადებული სხვადასხვა ბავშვისთვის მათი ინდივიდუალური საავტომობილო და შემეცნებითი შესაძლებლობების, სიმაღლის, წონისა და კომფორტის მოთხოვნების შესაბამისად.
სავარძელს მოჰყვება ონლაინინსტრუქცია, რომელიც უფასოდ აწვდის ინფორმაციას ყველას, ვისაც მისი აგება უნდა. Nexe აპირებს ვორქშოპების გამართვას, რათა ოჯახებს სავარძლის აგება ასწავლონ.
სავარძლის პროგრამული უზრუნველყოფა ITინჟინერმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მამა ფრან სეგოვიამ შეიმუშავა.
ვენტურა და სეგოვია მომავალში აპირებენ სავარძელი ისე განავითარონ, რომ იგი ტაბლეტის ან მობილური ტელეფონის საშუალებით გადაადგილდებოდეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

iPhone7-ის შეძენა ახალი პროდუქტის ნახევარ ფასადაა შესაძლებელი

მოგეხსენებათб რამდენიმე თვის წინ ,,ეპლის” კომპანიამ წარადგინა თავისი ახალი პროდუქტი    iPhone X-ი წარადგინა, რომლის საკმაოდ მაღალმა ფასმა მომხმარებლის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, iPhone 7-თან შედარებით 2-ჯერ უფრო მეტი ღირს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებას, რომ გადამეტებულად ძვირია.

iPhone 7 არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა და საზოგადოების უმრავლესობამ მალევე შეიძინა იგი, არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მათ გაიაზრეს, რომ ახალი პროდუქტი ბევრად უფრო უკეთესია და მათი შენაძენი არცთუ ისე ხელსაყრელი გამოდგა. მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში iPhone X–ის ფასი დაეცემა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

,,Falcon Heavy-მ” სადებიუტო ტესტგაფრენა წარმატებით განახორციელა

SpaceX’s-ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა რაკეტამ – Falcon Heavy-მ სადებიუტო ტესტგაფრენა განახორციელა.

რაკეტა ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.

მოვლენას თვალს Cocoa Beach-დან 2,000-მდე მაყურებელი ადევნებდა. რაკეტას წარმატებით მოსწყდა ორი გვერდითა ბუსტერი, რომლებიც უკან, კანავერალის კონცხზე დაეშვნენ და აფრენიდან დაახლოებით 8 წუთში ხმელეთზე ერთდროულად დასხდნენ.

სასარგებლო დატვირთვის სახით Falcon Heavy-იმ ორბიტაზე ილონ მასკის კუთვნილი ავტომობილი – Tesla Roadster-ი გაიყვანა.

რაკეტის მეორე ეტაპი იქნება სამივე ძრავის დაწვის პროცესის დასრულება, რათა მანქანა საბოლოოდ გავიდეს ჰელიოცენტრულ ორბიტაზე მზის გარშემო.

მანქანა იმოძრავებს ელიფსური ორბიტაზე დედამიწასა და მარსს შორის, ჩვენი დედავარსკვლავის — მზის გარშემო.

Falcon Heavy-ის ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია, ორჯერ მეტის, ვიდრე კონკურენტი კომპანიის, United Launch Alliance (ULA)-ის,  4 Heavy -ს. თითოეული გაშვების ღირებულება 90 მილიონო აშშ დოლარია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ Falcon Heavy-ი მარსზე 17 ტონა ტვირთის წაღებას შეძლებს.

Falcon Heavy-ზე SpaceX-ის გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაბდა. კონსტრუქციულად ის საბაზო Falcon 9-ს წარმოადგენს, რომელზეც გვერდებიდან ამავე Falcon 9-ის პირველი საფეხურებია დამაგრებული.

დღეისთვის არსებულ და პერსპექტიულ რაკეტებთან შედარებით, მასკის Falcon-ების უპირატესობა ნაწილობრივ მრავალჯერად კონსტრუქციაშია. საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ, პირველი საფეხური უკან, დედამიწაზე ბრუნდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზად:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

,,სამსუნგი” ახალი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს

გაყიდვებისა და ტექნიკის სფერო, როგორც იცით, ,,ეპლმა” დაიპყრო. ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ ,,ეპლის” კომპანიის ახალ პროდუქტზე საუბრობს, გასაკვირი იქნებოდა, რომ ,,სამსუნგს” არ მოენდომებინა ახალი სმარტფონის გამოშვება.

მათაც არ დააყოვნეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენენ მომხმარებელს ახალ პროდუქტს, მაგრამ დაახლოებით ცნობილია, თუ როგორი იქნება იგი, დიზაინით წააგავს წინა მოდელებს, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ ,,ეპლის” მსგავსად, მათაც გააქრეს ღილაკი, მთლიანი ეკრანი სენსორულ მგრძნობელობაზეა დაფუძნებული.

,,სამსუნგის” მომხმარებლები მოუთმენლად ელიან ახალი პროდუქტის წარდგენის დღეს, ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი სმარტფონი მოლოდინს გადააჭარბებს.

 

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,SpaceX-მა” კოსმოსში რაკეტა ,,Tesla-ს” ავტომობილთან ერთად გაუშვა

მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა ისტორიული მომენტი –  ელონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ –  ,,SpaceX-მა” მძიმე კოსმოსური ხომალდი ,,Falcon Heavy” გაუშვა, რომელმაც მასში არსებული ,,Tesla-ს” ავტომობილი მზის ირგვლივ ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიიტანოს. 

რაკეტა ფლორიდიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.  კაპსულის სტერეოსისტემაში,  გეგმის მიხედვით, დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity უნდა ისმოდეს.

ბოლო მონაცემებით, Falcon Heavy-ს მესამე ამაჩქარებელი პლატფორმაზე ვერ დაჯდა, Tesla კი მარსის ორბიტას ჩაუფრენს. ამის შესახებ მესკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სავარაუდოდ,  დაშვების დროს, ცენტრალური (მთავარი) ამჩქარებლის სამი ძრავიდან მხოლოდ ერთი ამუშავდა, დანარჩენებს კი საწვავი არ მიეწოდა.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

,,ეპლის” ახალი გამოგონება საშუალებას მოგცემთ, წერილები ტელეფონის გარეშე წაიკითხოთ

,,ეპლმა” ახალი ტექნიკა გამოუშვა, მოსახერხებელი მიკროფონი, რომელიც უადვილებს მომხმარებელს შეასრულოს სხვადასხვა ქმედება უფრო ადვილად, ვიდრე მენამდე, მაგალითად, შესაძლებელია, რომ ტელეფონის გარეშე წაიკითხოთ თქვენი წერილები, როგორც მოგეხსენებათ, ,,ეპლის” ყველა პროდუქტს ჩაწერილი აქვს პროგრამა ,,სირი”, რომელიც ჩვენი სურვილისამებრ ასრულებს ოპერაციებს, ახლა კი უკვე შესაძლებელია ახალი ტექნიკით დავუკავშირდეთ სმარტფონს.

,,ბიზნეს ინსაიდერი” ასევე განიხილავს იმ საკითხს, რომ შეიძლება თქვენი ტელეფონი არ იყოს საკმარისად დაცული, რადგან როდესაც ტელეფონი და ახალი მიკროფონი ერთსა და იმავე უკაბელო ინტერნეტზეა დაკავშირებული, შესაძლებელია, თქვენს ტელეფონში უცხო  ადამიანმაც შემოაღწიოს, რადგან ხმის ამომცნობი სისტემა დასახვეწია.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ჰარვარდის კურსდამთავრებული ქართველი ახალგაზრდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს

24 წლის არჩილ ჭეიშვილი „ჰარვარდის“ ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც ინტერესი ბიზნესსფეროს მიმართ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოავლინა, დღეს კი, არჩილი ბოსტონში, კომპანია „Palatine Analytics-ის“ დირექტორია და ხელოვნული ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს, საკუთარი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ არჩილი თავად გვიამბობს.

-არჩილ, რამ გადაგაწყვეტინა საკუთარი პროფესიის ბიზნესსფეროსთან დაკავშირება?

-დაწყებით კლასებში, როგორც წესი, ზოგს კოსმონავტობა სურს,  ზოგს — მეხანძრეობა, ზოგს — ექიმობა, ზოგსაც  პოლიციელი სურს რომ გახდეს, მე კი მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა – ბიზნესი! ადრეული ასაკიდან ვოცნებობდი, შემექმნა მასშტაბური ბიზნესი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა ხალხის ცხოვრებას, რადგან ბავშვობიდან ვხედავდი, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო, რომელთა გადაჭრაც ჩემს მიზნად და პირად გამოწვევად მივიღე. ვიცოდი, ამისთვის კარგი განათლება დამჭირდებოდა, თუმცა, სკოლაში სწავლისას, „ჰარვარდი“ მხოლოდ ფილმებიდან მქონდა გაგონილი და იმ დროს, ერთადერთი, რაც მასთან მაკავშირებდა, დიდი ოცნება იყო.

– როგორც ვიცი, პირველი ნაბიჯები ბიზნესში ადრეული ასაკიდანვე გადადგი, გვიამბე პირველი წამოწყების შესახებ.  

-ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო პოკემონებით თამაში, რომლის შეძენაც, მეზობელ მაღაზიაში შეგვეძლო. ერთ დღესაც, მაღაზია დაიწვა და დაიკეტა. ჩემი მეგობრის ცნობით, მოშორებით, სხვა უბნის მაღაზიაში იყიდებოდა ჩვენი გასართობი. მახსოვს, მაღაზიაში რამდენი პოკემონიც იყო, სულ ვიყიდე და შემდეგ ერთ კვირაში ჩემს სამეზობლოში ორმაგ ფასად გავყიდე. იმ დროს 8 წლის ვიყავი და ამ ასაკში ვისწავლე ეკონომიკისა და ფინანსების ორი ძირითადი პრინციპი: მოთხოვნა-მიწოდება და არბიტრაჟი.

თანდათან ვისწავლე, რომ არასდროს უნდა იყო ზედმეტად თვითდაჯერებული, უნდა აკონტროლო ემოციები და აუცილებელია, იცოდე, რა არ იცი. ინვესტირებამ ძალიან დამაინტერესა იმიტომ, რომ ბაზარი იცვლება სწრაფად და შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვს, ამიტომ, „ჰარვარდში“, მესამე კურსის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე მსოფლიოს ყველაზე დიდ და, ბევრი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდ ”Bridgewater Associates-ში“, რომელიც ცნობილია არა მარტო ფინანსური წარმატებებით, არამედ კომპანიის უნიკალური კულტურით, კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ვიყავი და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ვანხორციელებდი.

-არჩილ,დღეს „Palatine Analytics-ის“ დირექტორი ხარ ბოსტონში, გვიამბე კომპანიის შექმნის იდეასა და საქმიანობის შესახებ.

-იდეა წამოვიდა იქედან, რომ მე ვმუშაობდი ჰეჯ ფონდში, ჩემი თანადამფუძნებლები კი – კომპანია Google-სა და Microsoft-ში და ამ კომპანიებში მუშაობის პროცესში ვნახეთ, რომ ძალიან რთული იყო გაგეგო თუ რომელი თანამშრომელი დადებდა უკეთეს შედეგს მომავალში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა არასამართლიანი და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება სამსახურში დაწინაურებებისა თუ ბონუსების მიღებასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გადაგვეჭრა ეს პრობლემა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და დავაფუძნეთ კომპანია, სადაც ბოლო თაობის ხელოვნურ ინტელექტს ვანვითარებთ.

ჩვენ შევქმენით საიტი, რომლის დახმარებითაც ვაგროვებთ საჭირო ინფორმაციას სამი საშუალებით. უპირველეს ყოვლისა, თანამშრომლები ერთმანეთს აძლევენ შეფასებებს, შემდეგ გეგმავენ მიზნების მენეჯმენტს. საბოლოოდ კი, ყოველკვირეულად ავსებენ კითხვარს. ამის შემდეგ ჩვენ ვიყენებთ დახვეწილ სტატისტიკურ მოდელებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რათა ამ შეფასებების ანალიზის საფუძველზე მივაწოდოთ თანამშრომლებსა თუ მენეჯერებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორები არიან თანამშრომლები, როგორები იყვნენ წარსულში და რაც ყველაზე მთავარია, წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ მათი მომავალი პერფორმანსის შესახებ. საინტერესოა ასევე ისიც, რომ 75% შემთხვევებში ჩვენი ალგორითმები სწორად წინასწარმეტყველებენ, თუ როგორი იქნება თანამშრომელი სამ თვეში.  ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენ რევოლუციას ვახდენთ ამ მიმართულებით.

-დაბოლოს, რას ეტყოდი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეები, მაგრამ სტერეოტიპებისა თუ  სხვა მიზეზების გამო, მიიჩნევენ, რომ მათ ძალებს აღემატება ის, რისი შექმნაც მათ რეალურად სურთ?

-წარმატება არის ცხოვრებისგან იმის მიღება, რაც გინდა და ამის მისაღწევად მიზნების დასახვაა საჭირო. მიზნები მოგცემს მიმართულებას, თუ საით წახვიდე და რა გააკეთო. მიზნის მიღწევის დროს შეგხვდება პრობლემები. პრობლემები იწვევს ტკივილს, რომელიც არის სიგნალი, რომ ლიმიტებს ვუახლოვდებით. ყველაზე რთულია ჩახედო თვალებში რეალობას და გაიაზრო, თუ რა სისუსტეები გაქვს. თუმცა ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სისუსტეების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა აღიარო ისინი. შემდგომ უნდა გავაკეთოთ პრობლემების სწორი დიაგნოზი და უნდა შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ აღმოვფხვრათ ისინი, სწორედ ამ გეგმის შემართებით შესრულებით ვაღწევთ წარმატებას!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკა

SpaceX-მა კოსმოსში ,,ნატოს” თანამგზავრი გაუშვა

ფლორიდადან ოთხშაბათს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 გაუშვეს, რომელსაც ლუქსემბურგში დამზადებული საკომუნიკაციო თანამგზავრი გადაჰქონდა. თანამგზავრი კომპანია ლუქსემბურში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ ,,ნატოსთვის” დაამზადა, რომელიც კოსმოსში დაკვირვების შესაძლებლობას აფართოვებს, რათა ალიანსის წევრებზე კიბერ თავდასხმის შეჩერების შესაზლებლობა ჰქონდეს.

ხელოვნური თანამგზავრი GovSat-1, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია SES-მა ააგო, სერიოზულ კიბერთავდაცვით საშუალებას წარმოადგენს.

აფრენიდან 34-წუთში თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს.  საბოლოო ჯამში, ის 36,000 კმ სიმაღლეზე განთავსდება, სადაც 15 წლის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ იმოძრავებს.

ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის – ეტიენ შნაიდერის განცხადებით, 279 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანამგზავრი დაახლოებით 4,5 ტონას იწონის და ის აორმაგებს ქვეყნის კონტრიბუციას ,,ნატოს” მიმართ. 

,,ნატოს” ოფიციალურმა პირმა რამდენიმე თვის წინ მედიასთან საუბრისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი  თავდაცვით ტექნოლოგიებზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის მესამედი თანამგზავრულ ტექნოლოგიებს მოხმარდებოდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ,,iPhone-ების” შენელებულ მუშაობაზე გამოძიება დაიწყო

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ,,აიფონის” მომხმარებელთა წუწუნი, რომ მათი ტელეფონი დღითი დღე აუარესებს მუშაობის ხარისხს და ნელა მუშაობს. გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ  აშშ-ის იუსტიცის სამინისტრომ ,,iPhone-ების” შენელებულ მუშაობაზე გამოძიება დაიწყო. დეპარტამენტი კომპანიისგან ინფორმაციის გამოთხოვას გეგმავს. 

,,Apple-ში” ადასტურებენ, რომ სამთავრობო უწყებისგან შეტყობინება მიიღეს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას აანონსებენ.

,,Apple-ში” რამდენიმე კვირის წინ ბოდიში მოიხადეს და  განაცხადეს, რომ მობილური ტელეფონების შენელება 2017 წლის ერთ-ერთმა ბოლო განახლებამ გამოიწვია. აქვე – დადეს პირობა, რომ  განახლებას გამოუშვებენ, რომელიც ძველი ,,iPhone-ის” მუშაობის შენელების სისტემას გამორთავს.

წყარო: Bloomberg.com

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

,,Google-ი” საძიებო სისტემას ცვლის

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Google-ი მალე საძიებო სისტემის სახეცვლილ ვერსიას შემოგვთავაზებს.

ცვლილება ლიდს შეეხება, რომელიც ჩარჩოში არის მოცემული და საძიებო ველის შემდეგ, მოძიებულ ინფორმაციამდე ჩნდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 53 54 55 56 57 88
Page 55 of 88