ტექნიკის განვითარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ნათლად იგრძნობა, ვერავინ იფიქრებდა წლების წინ, რომ ადამიანები ერთმანეთს ერთი ქვეყნიდან მეორეში დაელაპარაკებოდნენ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ბევრად უფრო წინ წავიდა ჩვენი ცხოვრება, ვიდრე გვეგონა.
განვითარებასთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს ერთ–ერთი ახალი ტექნოლოგია, რომელმაც გაგვიადვილა და დაგვეხმარა ბევრ წვრილმან საქმეებში, ეს უკაბელო დინამიკია, რომელიც ყოველდღიურობაში გამოგვადგა, ის არის პატარა ზომის დინამიკი, რომელსაც ბლუთუზის საშუალებით ვუკავშირდებით და ჩვენთვის სასურველ ოპერაციებს ვასრულებთ. ეს გამოგონება ძირითადად გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც მუსიკა იზიდავს, რადგან ყოველთვის არ არის იმის პირობები, რომ ელექტროობასთან გვქონდეს წვდომა, ამ დროს საკმაოდ გამოსადეგი ნივთია, თუნდაც როდესაც ქალაქგარეთ პიკნიკზე მიდიხართ, ან დასასვენებლად მთიან რეგიონში.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”