close

ტექნოლოგიები

კომუნიკაციატექნოლოგიები

,,Apple-ი” მომხმარებელს ბოდიშს უხდის

,,Apple-მა” ბოდიში მოიხადა მისი რამდენიმე მოძველებული iPhone- ის მოდელის განახლების შეფერხების გამო.

კომპანია აცხადებს, რომ ის iPhone- ის ბატარეებს ფასდაკლებით გამოცვლის და 2018 წელს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მათი ბატარეის მდგომარეობის მონიტორინგი მოახდინოს.

,,Apple-ი” საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ იმ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც საგარანტიო მომსახურების ვადა ამოწურული აქვთ, ბატარეებს 79 აშშ დოლარის ნაცვლად 29 აშშ დოლარად გამოუცვლიან და ეს შეეხება iPhone 6-ს და შემდგომ მოდელებს.

Apple-მა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანიამ iPhone- ის ზოგიერთი მოძველებული მოდელის განახლება მიზანმიმართულად შეაფერხა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ iOS ოპერაციულ სისტემში ცვლილებების განახორციელა, რათა ზოგიერთ მოწყობილობაში მოძველებული ლითიუმ-იონის ბატარეების მართვა მოეხდინათ, ვინაიდან ბატარეის მუშაობის ხარისხი დროთა განმავლობაში მცირდება.

,,ლითიუმ-იონური ბატარეები სიცივის პირობებში ნაკლებ ქმედუნარიანები ხდებიან, ცუდად იტენებიან და დროთა განმავლობაში ძველდებიან, რის გამოც, შესაძლოა მოწყობილობამ ელექტრონული კომპონენტების დაცვა ვეღარ შეძლოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

გამოგონებით დასრულებული ჩხირკედელაობა ანუ სიახლე ქართულ იარაღწარმოებაში

ბაჩო ჩხარტიშვილი 21  წლისაა, ის გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სტუდენტია, სწავლობს მეოთხე კურსზე.
ბაჩო წარმოშობით გურიიდანა. ბავშვობა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში გაატარა და სკოლაც აქ დაამთავრა.
უყვარს ბევრი რამის კეთება და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ყველაფერი ეს კი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია მისთვის.
ბავშვობიდან აინტერესებდა იარაღი, სწორედ დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა, რომელიც  ბევრი შრომისა და ცდის შემდეგ საინტერესო გამგონებად აქცია. ბაჩოს სურდა, გაეუმჯობესებინა იარაღის ფუნქციონირება და იგი უფრო მოსახერხებელი და მრავალჯერადი გამოყენების გაეხადა.
18 წლის ასაკში მან გამოიგონა მექანიზმი, რომელიც იარაღზე დამაგრების შემდეგ ასრულებს მრავალ ფუნქციას და შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობა, სამიზნეებზე სროლაც სპეციალური ისრის გამოყენებით. იარაღზე მუშაობის შედეგად ბაჩომ ასეთი შედეგი მიიღო, მექანიზი, რომელი 2კგ და 500 გრ-ს იწონის, მშვილდზე მაგრდება 7-ცალიანი საისრე, დანა, სათევზაო მოწყობილობა, ასევე მობილური, რათა შესაძლებელი იყოს ამ ყველაფრის სამუშაო პროცესის გადაღება.
გამოგონილი ისრის მშვილდი ისვრის სხვადასხვა მასის ისრებს: 8-გრამიანსა და 60-მილიგრამიანს, 5-გრამიანსა და 120-მილიგრამიანს და ასევე მას შეუძლია 3 გრამისა და 160 მილიგრამი მასის ისრების სროლაც.
ახალგაზრდა გამომგონებელს ყოველთვის უყვარდა ხატვა და ჩხირკედელაობა, თუმცა მსგავს მექანიზმე მუშაობა მისთვის დიდი სიახლე და გამოწვევა იყო.
მარტო მუშაობდა სახლის პირობებში, მხოლოდ youtube-ის   დახმარებით და ნაცნობების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მრავაჯერადი ცდითა და დაუღალავი შრომით პასუხობდა.
საბოლოოდ სამი თვის შემდეგ, ბევრმა ნახატმა, უფრო ბევრმა ცდამ და გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და გამომგონებელმაც შეძლო საკუთარი იდეის რეალობაში მოყვანა.
ბაჩომ მონაწილეობა მიიღო ლეონარდო დავინჩის ნორჩ მეცნიერებათა და გამოგონებელთა პროექტში და 36 ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოში კი თავისი გამოგონებით პირველ პოზიციაზე გავიდა.
კეკულეს არ იყოს, რომელმაც ბენზოლის სტრუქტურა სიზმარში იხილა, ბაჩომ სწორედ ასე მიაგნო მექანიზმის აგებულების ძირითად საიდუმლოს.
„იმდენად ვიყავი ამ საქმით გატაცებული და მთელი დღეები ამით დაკავებული, რომ დამესიზმრა მექანიზი და გამოღვიძებისთანავე შევუდექი მუშაობას. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც რაღაცას ქმნი, ბევრი შეცდომის და მარცხის მერე და საბოლოოდ შედეგამდე მაინც მიდიხარ.”
მექანიზმისთვის ახალგარზდა შემოქედმა ხელმისაწვდომი მასალები: რკინა, ფოლადი, პლასტმასი და ცოტა ხე გამოიყენა.
პროექტში მიღწეული წარმატების შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდნენ და მექანიზმის 600 დოლარად შესყიდვა შესთავაზეს, თუმცა შემოქმედი ვერ შეელია პირველ გამოგონებას.
ახლა ნორჩი გამომგონებელი ახალ პროექტზე მუშაობს. არ სცდება თავისი ინტერესესის სფეროს- იარაღს. ბაჩო აპირებს შექმნას იგივე მექანიზმი კონდახიანი მშვილდისთვის , იგივე არბალეტისთვის, რომლის დახმარებიტაც ისრის სასროლი მანძილი 200 მეტრამდე გაიზრდება.
ამჟამად სწავლითაა დაკავებული, თუმცა თავისუფალ დროს ისევ ჩხირკედელაობას აგრძელებს და ზუსტად იცის რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებას მას ძალიან სიამოვნებს.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

როგორ დავიწყოთ ბიზნესი უნივერსიტეტში? – ილიაუნის სტუდენტები უნიკალურ ქართულ ხის საათებს დაამზადებენ

მარიამ შერეშაშვილი და ალექსანდრე ლაშაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მე-3 კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიულად წარმოქმნილი ინოვაციური იდეები პრაქტიკულად განეხორციელებინათ და შეექმნათ უნიკალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე, ქართული წარმოების ხის საათები, იდეის განხორციელების პრაქტიკულ მიზნებზე ახალგაზრდა ინოვატორები თავად გვესაუბრებიან.

-უპირველეს ყოვლისა, მოგივყევით როდის გადაწყვიტეთ, რომ შეგემუშავებინათ საათების უნიკალური, ქართული დიზაინი?

ალექსანდრე: უშუალოდ იდეა ორი წლის წინ დაგვებადა, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის საფუძვლების საგნის ფარგლებში, ვინაიდან მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ამდენად კონკურენტული ხის საათების ანალოგი. ბიზნესის დაწყება მხოლოდ იდეის შემუშავებით არ მთავრდება, მნიშვნელოვანია თუ რამდენად შეგიძლია მისი მართვა რისკიან პირობებში, შესაბამისად, ჩვენი იდეა მოვარგეთ მრავალ სფეროს და მარკეტინგის საფუძვლების კურსის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ პროდუქტი უნდა იყოს მომხმარებლის საჭროებებიდან გამომდინარე შექმნილი, ამიტომ საათს დავუმატეთ რამდენიმე განმასხვავებელი ფუნქციაც. სწორედ ეს არის ის ნიშა, რაც ჩვენს საათებს მატებს მეტ ინდივიდუალიზმს.

მარიამი: როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, ბიზნესის საფუძვლები გახლდათ ის კურსი, სადაც ლექტორი ორიენტირებული იყო ინოვაციური იდეის შექმნაზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, კვლავ ილიაუნის ორგანიზატორობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშიც გავიარეთ მცირე ექსკურსი საწარმოო დანადგარების მუშაობის შესახებ  და გავარეთ კონსულტაცია ფაბლაბშიც, რათა მიგვეღო კონსულტაცია იმ პროცესისა და დეტალების შესახებ, რომელიც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს აქვს გასავლელი.

-ულამაზესი ხის დიზაინის გარდა, რა კონკრეტული მახასიათებლები ექნება თქვენს საათს?

ალექსანდრე:  ჩვენს საათებში ჩაშენებული იქნება ტრანზაქციის, პულსის საზომი და მეხსიერების ბარათის ფუნქცია. იქედან გამომდინარე, რომ ხშირად დისკომფორტს გვიქმნის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათების მოძიება ჩანთაში, საათი გაგიმარტივებთ ამ პროცესს და შეგეძლებათ ერთგვარად  „მაჯით ატაროთ საფულე“. პულსის საზომის შემთხვევაში, საათის მომხმარებელია სპორტით დაინტერესებული ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს გულისცემის დისბალანსი. მეხსიერების ბარათის ფუნქცია კი მომხმარებლის იმ პრობლემიდანა გამომდინარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ მეხსიერების ბარათის დაკარგვა ან სხვა მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევები.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სტილს, ჩვენ გამოვიყენებთ გრავირების დანადგარის ფუნქციას, რომელიც მომხმარებლის სურვილისამებრ საათს შესძენს ინიციალების იმ კომბინაციას, რაც მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება. ხის საათების რამდენიმე უცხოური ანალოგი არსებობს, თუმცა მიმდინარე ფუნქციებით დატვირთული საათის ანალოგი ბაზრის კვლევისას არ შეგვხვედრია. გამონაკლისია პულსის საზომის შემთხვევაში ეიფლის და სხვა ბრენდის საათები.

რა სამომავლო გეგმები გაქთ სტარტაპის იდეასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ საჭირო ფინანსების მოძიებას?

მარიამი: ჯერჯერობით, არცერთი ბიზნესპროექტში არ მიგვიღია მონაწილეობა, ახლა კი, მივიჩნევთ, რომ იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში მეტად ხელსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ,,სტარტაპ საქართველო” ამ მიზნისთვის შესაბამისი ვარიანტია, ველით იმასაც, რომ ბანკები გამოიჩენენ შესაბამის ინტერესს, ვინაიდან ტრანზაქციის შესრულებასთან ახლო მდგომი სერვისი, ვფიქრობთ, მათთვის მეტად საინტერესოა იქნება. პროექტზე უწყვეტად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს გვექნება ხელშემწყობი პირობები, რომ საკუთარი იდეა ქართულ ბაზარს მოვარგოთ და რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების აპლიკაცია „Ladybug-ი” დაკარგული ნივთების პოვნაში დაგეხმარებათ

 11 დეკემბერს დასრულდა Garage48-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონი ,,Gemification&Entertainment-ი”, რომელშიც 100-მდე მონაწილემ ესტონელი მენტორების დახმარებით, 48 საათის განმავლობაში შეძლო, რომ წარედგინა საკუთარი ინოვაციური იდეები. პროექტის ფარგლეში საუკეთესო ტექნიკური გუნდი კომპანია ,,ARX-ის” რამდენიმე წევრით დაკომპლექტებული გუნდი გახდა, რომელთაც ძალიან მოკლე დროში შექმნეს დახვეწილი აპლიკაცია სახელწოდებით „Ladybug-ი”, რომელიც დაკარგული ნივთების მარტივად პოვნაში დაგვეხმარება. აპლიკაციის შესახებ იდეის ერთ-ერთი ავტორი ნიკა დევაშვილი გვიამბობს.

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი „Ladybug-ი” – აპლიკაცია, ადამიანებს თავიანთი დაკარგული ნივთების მოძიებაში დაეხმარება, ეს გახლავთ სისტემა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაუღოს სურათი იმ ნივთებს, რომელებიც მისთვის მნიშვნელოვანია (მაგ: ბარათი, ტელეფონი, საფულე, საათი და ა.შ) და ატვირთოს ისინი აღნიშნულ აპლიკაციაში, ამის შემდეგ კი, კომპიუტერული ხედვის ალგორითმების გამოყენებით, აპლიკაცია იმახსოვრებს მათ და, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნივთი დაიკარგება და თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანმა იპოვის მას, მპოვნელს უბრალოდ დასჭირდება, რომ აპლიკაციის კამერით შეხედოს აღნიშნულ ნივთს და წამის მეასედებში შეძლებს დაუკავშირდეს მის პატრონს.

აპლიკაცია აქვს კიდევ ერთი, „Pokemon GO-ს“ სტილში წარმოდგენილი ფუნქცია, სადაც ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ნივთები, შეეძლებათ მიუთითონ ნივთის დაკარგვის სავარაუდო ადგილი და გარკვეული წამახალისებელი საჩუქარი დააწესონ მისთვის, ვინც ნივთს მიაგნებს, „თუ ვთქვათ რომელიმე მომხმარებელმა დაკარგა მეხსიერების ბარათი, რომელზეც მისთვის მნიშვნელოვანი ფაილებია, შეუძლია განათავსოს რუკაზე თავისი ნივთის დაკარგვის ადგილმდებაროება და მაგალითად დააწესოს გარკვეული ფულადი პრიზი მპოვნელისათვის, ხოლო ის ადამიანები რომლებსაც თავისუფალი დრო აქვთ და მაინც ახლოს არიან ამ ნივთთან დაიწყებენ ამ ნივთის ძებნას და ვინც პირველი მიაგნებს მას, მფლობელისგან დასაჩუქრდება,  ხოლო ჩვენს აპლიკაციაში ახალი წოდება მიენიჭება“ -აღნიშნავს ნიკა. ასევე, მაგალითად, დაკარგული ბარათის პოვნის შემთხვევაში შეძლებთ დაინახოთ როგორ გამოიყურება რეალურად ამ ბარათის მფლობელი და ადვილად დაუკავშირდებით მას ჩათის საშუალებით.

„Ladybug-ის“ იდეის ავტორი კომპანია „ARX-ია“, რომელიც 5 წევრისგან შედგება, მათ შორის, სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც არიან. ახალგაზრდებმა ჰაკათონში საუკეთესო ტექნიკური გუნდის სახელიც დაიმსახურეს, გამომდინარე იქიდან, რომ მენტორებისა და ჟიურის თვალსაზრისით მსგავსი პროდუქტის 48 საათის განმავლობაში შექმნა თითქმის შეუძლებელია,  თუმცა ახალგაზრდებმა დასახულ გამოწვევას წარმატებით გაართვეს თავი და მათ მიერ შექმნილი აპლიკაცია მომხმარებლისთვის უკვე 10 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი, როგორც Android-ის, ასევე IOS ის App Store-ზე.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

აშშ ჩრდილოეთ კორეას გლობალურ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ,,პირდაპირ პასუხისმგებელია მალვე პროგრამა (ინგლ. Malware) WannaCry- ის თავდასხმაზე, რომელმაც წლის დასაწყისში დააზარალა საავადმყოფოები, ბიზნესი და ბანკები მთელ მსოფლიოში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად 150-მდე ქვეყანაში 150 000-ზე მეტი კომპიუტერი დაზიანდა, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია.

ბრალდება აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ თომას ბასერტმა გაზეთ ,,Wall Street Journal” – ში გააჟღერა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მ ქვეყანა ვორმისთვის (Worm) ოფიციალურად დაადანაშაულა.

ბასერტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გახლავთ, აცხადებს, რომ ბრალდება ,,მტკიცებულებას ეფუძნება”.  

ის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში კონკრეტულ მტკიცებულებაზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დასკვნები ემთხვევა სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისა და კერძო კომპანიების დასკვნებს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ნოემბერში განაცხადა, რომ თავდასხმა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა.

მაისში, კიბერ-თავდასხმის შედეგად Windows კომპიუტერების შინაარსები დაიბლოკა და მომხმარებლებს მოსთხოვეს, მონაცემების აღსადგენად გამოსსასყიდი გადაეხადათ. ევროპოლმა აღნიშნულ თავდასხმას ,,უპრეცედენტო” უწოდა.

,,იმ ფონზე, როცა ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ინტერნეტი უფრო უსაფრთხო გახდეს, პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ზიანს მოგვაყენებს ან საფრთხეს შეგვიქმნის მიუხედავად იმისა, მარტო იმოქმედებენ ისინი, თუ კრიმინალური ორგანიზაციების ან მტრული სახელმწიფოების სახელით ,” – განაცხადა თომას ბასერტმა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიო

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს.

 იგი იმდენად პატარაა, რომ ერთ სტანდარტულ საფოსტო მარკაში 200 მილიონზე მეტი ასეთი ბარათი ეტევა.

ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის (NPL) მიერ შექმნილი ბარათი 15 x 20 მიკრომეტრია. ერთი მიკრომეტრი მეტრის მემილიონედია.

ის დამზადებულია პლატინით დაფარული სილიკონის ნიტრიდისგან და ილუსტრირებულია ფოკუსური იონის სხივის გამოყენებით. ბარათის საფარზე,  წარწერა ,,სეზონის მილოცვების” ზემოთ თოვლის კაცია ამოკვეთილი, ხოლო შიგნიდან გზავნილის შინაარსი წერია.

ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი, დოქტორი დევიდ კოქსი აცხადებს, რომ ტექნოლოგია, რომელიც ბარათის შესაქმნელად გამოიყენეს, ძალიან პრაქტიკულია. 

,,ჩვენ ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან გაზომონ მასალებში უკიდურესად მცირე მახასიათებლების სისქე, ეს ნამდვილად საინტერესო გამოგონებაა “, – აცხადებს კოქსი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათის შექმნამდე ყველაზე მცირე მისალოცი საშობაო ბარათი 200 x 209 მიკრომეტრი იყო.

წინა პატარა საშობაო ბარათმა 200 x 209 მიკრომიტრი გაზარდა და მათი ძალისხმევა 100-ჯერ უფრო მცირეა. ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის ბარათი კი მასზე დაახლოებით 100-ჯერ მცირეა.

წყარო: https://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

„Georgian Hero” – სტარტაპერების პლატფორმა დროებითი სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებსა და კომპანიებს დააკავშირებს

11დეკემბერს დასრულდა Garage48-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონი “Gemification&Entertainment-ი”, რომელშიც 100-მდე მონაწილემ და მათმა გუნდებმა, ესტონელი მენტორების დახმარებით, 48 საათის განმავლობაში შეძლეს, რომ წარედგინათ საკუთარი ინოვაციური იდეები. გამარჯვებული კი გახდა 19-21 წლის ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდი პროექტით „Georgian Hero”, რომლის შესახებაც მისმა ერთ-ერთმა წევრმა – მიშო თექთუმანიძემ ,,დოქტრინას” უამბო.

„Georgian Hero” არის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ მარტივად მოიძიონ სამუშაო, განსაკუთრებული აქცენტი კი, ობიექტური მიზეზების გამო, დროებით სამუშაოზე კეთდება, „გასულ ზაფხულში მინდოდა რაიმე მარტივი, დროებითი სამუშაოს მოძიება, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ახალგაზრდისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია ასეთი სამსახურის მოძებნა. მეტიც, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობის მიხედვით. თუმცა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კომანიებს ნამდვილად სჭირდებათ დროებითი თანამშრომლები, განსაკუთრებით, რაღაც ღონისძიებების დროს, მაგალითად, ახალი წლების პერიოდში ვინმე, ვინც შეფუთავს საჩუქრებს მაღაზიაში და ა.შ შესაბამისად, როგორც ახალგაზრდებში, ისევე კომპანიებში არსებობს დროებითი სამუშაოების საჭიროება, სწორედ ამიტომაც შევქმენით აპლიკაცია “Georgian Hero” -აღნიშნავს მიშო.

ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით აპლიკაციის თემა არის სუპერგმირი: ახალგაზრდები არიან გმირები, ხოლო სამუშაოები კვესტებია. მათ შესრულებისთვის ,,გმირი” არა მხოლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს, არამედ xp-ს და ზოგ შემთხვევაში – ბეჯებსაც.

პირველ ადგილზე გასვლისთვის გუნდმა „სტარტაპერისგან“ მიიღო 2000 ლარის ოდენობის დაფინანსება, მოგებული თანხა მოხმარდება პროდუქტის განვითარებასა და რეკლამირებას. აპლიკაცია, როგორც გუნდი ვარაუდობს, დაახლოებით, აპრილის თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელისთვის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

,,Apple-ი” Shazam-ის შეძენას ადასტურებს

ამერიკულმა კორპორაცია ,,Apple-მა” დაადასტურა, რომ პლატფორმა Shazam-ი შეიძეინა.

სააგენტო ,,როიტერსის” ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია.

Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიკაციაა. თავდაპირველად ის იყო სერვისი, რომელიც სიმღერებს ბგერების მიხედვით ასახელებდა. ახლა ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია PC-ს, Mac-ის, iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ისთვის.

Shazam-ს მომხარებლის სერიოზული ბაზა აქვს. აპლიკაცია 1 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. Shazam-ს 120 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აპლიკაციას დღეში დაახლოებით 20 მილიონჯერ იყენებენ.

,,Apple Store-ის შექმნის დღიდან Shazam-ი iOS-ის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მას მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს. Apple Music-ი და Shazam-ი მომხმარებელს დიდ მუსიკალურ გამოცდილებას აძლევს. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს სთორში,” – განუცხადა Apple-ის პრესსპიკერმა გამოცემა ,,The Independent”-ს.

ეს ,,Apple-ის” მიერ წელს განხორციელებული მეხუთე შენაძენია, არსებობის მანძილზე კი – კომპანიას სულ 68 შესყიდვა აქვს გაკეთებული.

წყარო: www.reuters.com ;  www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთი: რუსეთი საფრთხეს უქმნის წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს

 დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი – მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რუსეთის მხრიდან წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, საკომუნიკაციო ხაზების დაცვა ბრიტანეთის და ნატოს პრიორიტეტად უნდა იქცეს.  პიჩი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წყალქვეშა კაბელები დაზიანდება ეს ,,მაშინვე და კატასტროფულად დააზარალებს ეკონომიკას.”

ორგანიზაცია Policy Exchange-ის მოხსნების თანახმად, მსოფლიო წყალქვეშა ქსელი მოიცავს 213 დამოუკიდებელ საკაბელო სისტემასა და 877,121 კმ ბოჭკოს. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, ფორმალური სახელმწიფო საკუთრების არარსებობა გულისხმობს იმას, რომ მას საერთაშორისო კანონმდებლობა სათანადოდ ვერ იცავს.

მიუხედავად ამისა, გლობალური კომუნიკაციების 97% და ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციებიდან 10 ტრილიონი დოლარი ოკეანქვეშა კაბელებით გადაიცემა.

,,რუსეთის ფლოტის მოდერნიზაციით (როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები და გემები) გამოწვეული საფრთხის საპასუხოდ ჩვენს ატლანტიკური მოკავშირეებთან ერთად პრიორიტეტად დავსახეთ ისეთი ამოცანები და მისიები, რომლებიც საზღვაო საკომუნიკაციო ხაზების დაცვას ემსახურება. წარმოიდგინეთ სცენარი, სადაც ეს კაბელები ზიანდება და ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრების სხვა გზებს კატასტროფულად აზიანებს” – განაცხადა სტიუარტ პიჩმა.

შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზებს გაანადგურებს, თანდათან იზრდება.

თავდაცვისა და დაზვერვის მეთაურების განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ წყალქვეშა მოქმედებებს ზრდის, არამედ სურს არატრადიციული ასიმეტრიული ომის გამოყენებაც.

ამ საფრთხის ფონზე მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და მისი ნატოელი მოკავშირეები ამგვარი თავდასხმისთვის არასათანადოდ მომზადებულები არიან. ის ერთადერთი სამხედრო მაღალჩინოსანი არააა, ვინც ამ საფრთხეზე ღიად საუბრობს.

ნატოს უმაღლესმა სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, ამერიკის საზღვაო ძალების გადამდგარმა ადმირალმა – ჯეიმს სტავრიდისმა ცოტა ხნის წინ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ,,ეს სასიცოცხლო ინფრასქტრუქტურა თანდათან უფრო დაუცველი ხდება.”

,,ეს არ არის თანამგზავრები ცაში, არამედ მილები ოკეანის ფსკერზე, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალს ქმნიან და ნატო მათ დასაცავამ მზად უნდა იყოს”, – განაცხადა მან.

ჯეიმს სტავრიდისის მტკიცებით, წყალქვეშა კაბელებს პოტენციური საფრთხე ემუქრებათ ჩინეთიდან და ირანიდანაც.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 56 57 58 59 60 88
Page 58 of 88