close

ტექნოლოგიები

მანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

,,ტოიოტამ” საკუთარი რობოტი გამოუშვა

დღეს უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ სხვადასხვა კომპანია რობოტების წარმოებას იწყებს, რადგან ყოველი დღე რაღაც სიახლით იწყება, ყველა ცდილობს უფრო და უფრო გაუმჯობესებული სახით შესთავაზოს მოსახლეობას ახალი პროდუქტი.

როგორც ხედავთ, არც კომპანია ,,ტოიოტამ” დააყოვნა და მათ აწარმოეს ახალი ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც თქვენს ყველა მიმიკას აღიქვამს  და იმეორებს. მოგეხსენებათ, რომ ,,ტოიოტა” აქტიურადაა ჩართული მანქანების წარმოებაში და საკმაოდ წარმატებულიცაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა, მათ გამოუშვეს მრავალფუნქციური რობოტი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საავადმყოფოებში და ასევე – შეეცდება გადაარჩინოს საზოგადოება მსხვერპლისგან.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

მომავალში სმარტფონები 12 წუთში დაიტენება

მომდევნო წლებში შესაძლებელი გახდება სმარტფონების ძალიან მოკლე დროში დატენვა, ,,სამსუნგის” ახალი ტექნოლოგიის წყალობით.

,,სამსუნგის” კომპანიამ განაცხადა, რომ მათ გამოიგონეს ბატარეის სწრაფი დამტენი, რომელიც უზრუნველყოფს სმარტფონის ენერგიის შევსებას ისეთ მოკლე დროში, რაც აქამდე არ ყოფილა.

ჩვეულებრივ, სმარტფონების დატენვას დაახლოებით 1 საათი მაინც სჭირდება, მაგრამ ახალ ტექნოლოგიას ეს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს 12 წუთში, რაც ყველასთვის ძალიან სასარგებლო და გამოსაადეგი იქნება.

ახალი ტექნოლოგია 140-ჯერ უფრო სწრაფად გადასცემს ელექტრონერგიას, ვირდე არსებული საშუალებები.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

ინდოეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა სმარტფონების გაყიდვებით

სინგაპურის ანალიტიკური სააგენტოს– ,,კანალისის“ ცნობით, 2017 წელს სმარტფონების გაყივებმა 23%–ით მოიმატა გასულ წელთან შედარებით. ამან განაპირობა, რომ ინდოეთმა გადაუსწრო ამერიკას და გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ბაზარი სმარტფონების სფეროში მსოფლიოში.

,,კანალისის“ ვარაუდით ასეთი სწრაფი ზრდა განაპირობა ინდოეთის გაუმჯობესებულმა 4G ინტერნეტმა. 75% ინდოეთის ბაზრისა უჭირავს 5 ძირითად კომპანიას : Samsung, Xiaomi, Vivo, Oppo და Lenovo. მათ შორის კი გამორჩეულია 2 – Samsung და Xiaomi, რომელთა პროდუქტის გაყიდვები 9,4 და 9,2 მილიონ სმარტფონს მოიცავს.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

როგორ მოვაგვაროთ ტელეფონის ბატარეის პრობლემა?!

როგორც მობულური ტელეფონის მომხმარებლებს, ყველას გვსურს, რომ ტელეფონს ჰქონდეს ბატარია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ დაჯდება, რაც დღესდღეობით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანებმა უკვე გადაწყვიტეს დამტენების ტარება, თითქოს უკვე მისაღებია, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვიწევს მათი გამოყენება.

იმისათვის, რომ ტელეფონი არ გამოგერთოთ, მაშინ არც უნდა გამოიყენოთ, რაც წარმოუდგენელია.

 Sciencealert–მა განაცხადა, რომ ადამიანების დიდი რიცხვი უჩივის ამ პრობლემას, მათ სურთ, რომ კომპანიებმა გამოასწორონ ეს ხარვეზი და რამენაირად გამძლე ბატარეით მოამარაგონ მობილური ტელეფონები. ასე რომ – მნიშვნელოვანია თქვენი ხმა – თქვენ ხართ მყიდველები და კომპანიამაც თქვენი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,ტესლა“ ყოველ საათში $0,5 მილიონს კარგავს

,,ტესლასთვის“  კიდევ ერთი წარუმატებლობა გამოჩნდა, რაც შეიძლება კომპანიისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს, ,,ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, კომპანია ყოველ საათში 0.5 მილიონ დოლარს კარგავს. ექსპერტები ამბობენ, რომ ელონ მასკს სასწრფოდ სჭირდება 2 მილიარდი დოლარი.

ექსპერტების გამოთვლებით, 2018 წლის 6 აგვისტოს ,,ტესლას“ მთლიანი ავანსი გაქრება და კომპანია გაკოტრდება თუ ასე გაგრძელდა. ,,ტესლას“ გაკოტრების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება პროდუქციის მცირე რაოდენობის გამოშვება–გაყიდვის ბრალიც კი აღმოჩნდეს.

,,ტესლას“ კონკურენტებს ეს პრობლემა არ აქვთ, მაგალითად ,,ტოიოტასა“ და ,,ფოლკსვაგენს“, რადგან მათი პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით კარგად გაყიდვადია და დიდი რაოდენობითაც აწარმოებენ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტებს ადამიანის ტვინი ესაჭიროებათ

ხელოვნური ინტელექტის შექმნა ტექნოლოგიის სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელიც რადიკალურად შეცვლის ადამიანთა ცხოვრებას. მსოფლიოს საუკეთესო მკვლევარები და ახალი ტექნოლოგიების გამომგონებელი კომპანიები ერთ აზრზე არიან, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ ადამიანზე უკეთ გადაჭრან პრობლემები და თავი გაართვან სერიოზულ დავალებებს დამოუკიდებლად.

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ჩვენ შევქმენით სწორედ ის ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენზე უკეთ ვერაფერს გააკეთებენ.

იმისათვის, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, მათთვის ადამიანის ტვინია საჭირო.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკულტურასაქართველო

სტარტაპი „Trips-ი“ დამწყები ქართველი დიჯეებისთვის თავისუფალ სივრცეს ქმნის

„British American Tobaco-ს“ მიერ ორგანიზებული სტარტაპში, რომელშიც ჯამში 300-ზე მეტი მსურველი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდს „Trips-ს” ხვდა წილად. გუნდი ქმნის სივრცეს, სადაც დიჯეებს შეუძლიათ ვარჯიში და საკუთარი თავის განვითარება. საკუთარი პროექტის ფარგლებში გუნდმა უკვე ჩაატარა ელექტრონული მუსიკის  რამდენიმე ღონისძიება და სამომავლოდაც უფრო აქტიურად გეგმავს მუშაობას. სტარტაპის შესახებ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი  – ზაქრო ტაბატაძე გვიამბობს.

 სტარტაპი „Trips-ი“  თავისუფალი უნივერსიტეტის 6 მეორეკურსელის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც ქმნის დამწყები დიჯეების განვითარების პროგრამას,  შესაბამისად, ის, რამაც გუნდის თითოეულ წევრი გააერთიანა, სწორედ რომ, ელექტრონული მუსიკის სიყვარულია „როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ კამპუსში სწავლობდა საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ხელოვანი, გადავწყვიტეთ, ჩვენი უნივერსიტეტის ეს მხარე წინა პლანზე წამოგვეწია და უნივერსიტეტის ისეთი წვეულება ჩაგვეტარებინა, სადაც ხარისხიანი მუსიკა და მაქსიმალურად თავისუფალი გარემო იქნებოდა. ამის შემდეგ, თბილისის სხვადასხვა ინდუსტრიულ სივრცეში რამდენიმე ღინისძიების ჩატარებისას მივხვდით, რომ არსებობდა ჩვენი იდეის განხორციელების საჭიროება და რეალური შესაძლებლობა, ხოლო აღნიშნულმა კონკურსმა კი საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენი პირადი სახსრებით თავის დროზე ვერ შევძელით“- აღნიშნავს ზაქრო.

საქართველოში ხშირად დიჯეები ამთავრებენ სასწავლო კურსს, სადაც მათ ასწავლიან მხოლოდ აღნიშნულ პროფესიას, მაგრამ მათ არ აქვთ სისტემატიური ვარჯიშის და პროფესიის მეტად დაუფლების საშუალება, ვინაიდან აპარატურა საკმაოდ დიდ თანხებთანაც ასოცირდება, გამოცდილების არქონის გამო კი, მათ არც სხვადასხვა კლუბში დაკვრის საშუალება ეძლევათ, ამრიგად, აქამდე საქართველოში არ არსებობდა სივრცე, სადაც მომავალი დიჯეი შეძლებდა საკუთარი პროფესიის უკეთესად დაუფლებას და სწორედ ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდა სტარტაპი ,,Trips-იც“ – ,,ჩვენი ვქმნით დამწყები დიჯეების განვითარების პლატფორმას. გვექნება ჩვენი სივრცე და აპარატურა, სადაც დიჯეები, მცირე საწევროს სანაცვლოდ, შეძლებენ თვეში 24-28 საათი ივარჯიშონ თავიანთი სურვილის შესაბამისად, რაც მათ მისცემთ საშუალებას მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება“.

სტარტაპი გეგმავს, 2-3 ყოველკვირეული ღონისძიების ჩატარებას, სადაც მცირე შერჩევის შემდეგ  დაუკრავენ დამწყები ქართველი დიჯეები. ასევე, იგემება ყოველთვიური, უფრო მასშტაბური ღონისძიებების, რომლებშიც რეზიდენტ ხელოვანებთან ერთად სხვა ცნობილი დიჯეებიც დაუკრავენ, ამით დამწყებებს ქართველ დიჯეებს საშუალებას მიეცემათ მიიღონ, როგორც აპარატურასთან ვარჯიშის საშუალება, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება უშუალოდ დიჯეის ამპლუაში.

გუნდი დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით აპირებს ,,სტარტაპ საქართველოსთანაც“ ითანამშრომლოს, რათა მაქსიმალურად ხარისხიანი აპარატურის შეძენა გახდეს შესაძლებელი და დაიხვეწოს სივრცეც, რომელიც მიკროძრავების ქარხნის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, „მიკროძრავების ქარხანა მოიაზრება, როგორც მომავალი ურბანული მულტიფუნქციური სივრცე და ჩვენთან ერთად აქ რამდენიმე სხვა პროექტიც იწყებს მუშაობას. სამომავლოდ, ონლაინჟურნალისა და სავარჯიშო სივრცის ამოქმედებასთან ერთად, ეს ადგილი იფუნქციონირებს როგორც კლუბი. ზაფხულში კი,  ელექტრონული მუსიკის პოპულარიზების მიზნით, ვაპირებთ ღონისძიებების ჩატარებას რეგიონებშიც“ – აღნიშნავს ზაქრო დასასრულს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგია 2018 წლისთვის

 დღითიდღე იზრდება ადამიანების ხედვის სფერო და აზროვნების უნარი, რაც იძლევა შესაძლებლობებს, რომ გავაკეთოთ, შევქმნათ ისეთი რაღაცეები, რაც ჩვენი წინაპრებისთვის და ჩვენთვისაც კი, ცოტა ხნის წინ შეუძლებელს წარმოადგენდა.

ტექნოლოგია რომ ყოველდღიურ წინსვლაშია, ეჭვი არავის ეპარება, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გადაწყვიიტა რამდენიმე უახლეს ტექნოლოგიაზე ესაუბრა, მაგალითად, ვირტუალურ რეალობაზე, რომელსაც ადამიანები სპეციალური სათვალის გაკეთებისას აღმოჩნდებიან ხოლმე, იმდენად მძაფრია რეაქციები და იმდენად რეალურად აღიქვამს ამ დროს ჩვენი გონება და თვალები იმას, რასაც ვუყურებთ, ვერც კი ვხვდებით, რომ ვირტუალური რეალობაა.

ასევე თვითმართვადი ავტომობილები, რომლებიც ნახევრად დამოუკიდებლები არიან, ხმის შემცნობი და გამააზრებელი პროგრამა აქვს ჩამონტაჟებული, რაც მიუთითებს ამა თუ იმ მოძრაობის გაკეთებაზე.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ქართველი სტუდენტები, რომლებიც ავტომოყვარულებს არაერთ სიახლეს სთავაზობენ

22 წლის სტუდენტებმა, ნიკოლოზ გორგაძემ და გარი იაგუტიანმა, დააფუძნეს კომპანია, რომელიც ავტომოყვარულებისთვისაა და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. ორივეს ბავშვობიდან იტაცებს ეს სფერო და მათი დამეგობრებაც სწორედ ავტომობილებს უკავშირდება. Gear.ge-ის დამფუძნებლები საზოგადოებას სთავაზობენ ე.წ. ტესტდრაივებს, დეტალურად საუბრობენ ამა თუ იმ მანქანის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.

 „იდეა, გაგვეკეთებინა საავტომობილო სივრცე, გაჩნდა მაშინ, როცა საუბრისას გაირკვა, რომ საერთო ინტერესი გვქონდა. გვინდოდა, შეგვექმნა საიტი, გადაგვეღო ტესტდრაივები და ეტაპობრივად შეგვეთავაზებინა ხალხისთვის ის სიახლეები, რომლებიც საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. პირველი ნაბიჯები რთული იყო. შევიძინეთ აპარატურა, გავაკეთეთ ვებგვერდი, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსები დასჭირდა. მეორე ტესტდრაივის გადაღების შემდეგ, უკვე რეკლამები შეგვიკვეთეს და ვიდეოს მნახველთა რაოდენობაც 130 000-მდე გაიზარდა. დღეს უკვე ყოველ ახალ ვიდეოს სპონსორი ჰყავს“, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი – ნიკოლოზ გორგაძე.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში ხშირად იყენებენ ბარბარიზმებსა და ჟარგონებს, gear.ge-ის ჯგუფი აღნიშნული კუთხითაც განსხვავებულია და ცდილობს, რომ ქართულ ენაზე გადასცეს ინფორმაცია, განსხვავებით სხვა მსგავსი კომპანიებისგან.

„ავტომობილები ჩემი ბავშვობის გატაცება იყო და ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა არ მიმართულებით. ნიკოლოზთან ამ თემაზე საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რაიმე ახალი წამოგვეწყო. ტესტდრივები ცოტა სხვა სტილით მიგვეტანა მაყურებლამდე. საქართველოში ხალხს უფრო აინტერესებს მანქანის შესაძლებლობები, მოძრაობა, ექსტრემი და ნაკლებად – რომელი ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს. ფორმატი გათვლილია ყველა ასაკის მაყურებლისათვის“, – აღნიშნავს გარი იაგუტიანი.

„Gear.ge გახდება ის სივრცე, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, რაც თქვენს ავტომობილს სჭირდება“, – ამბობს ნიკოლოზ გორგაძე.

Gear.ge-ის დამფუძნებლების თქმით, სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვთ, რათა მოიზიდონ სპონსორები და საზოგადოებას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სივრცე შესთავაზონ.

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხის სათამაშოებიდან საყოფაცხოვრებო ავეჯამდე – 19 წლის სტარტაპერი – გოგა ოთინაშვილი „საგოს“ შესახებ

„საგო“ გასული წლის დეკემბერში, 19 წლის გოგა ოთინაშვილის მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს გვთავაზობდა, დღეს კი – ახალგაზრდა მეწარმის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგად,  კიდევ უფრო განვითარდა. სტარტაპმა მომხმარებელს არჩევანის გაცილებით უფრო ფართე სპექტრი შესთავაზა და სათამაშოებთან ერთად, ასევე ხისგან დამზადებული საბავშვო თუ სხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის წარმოებასაც აქტიურად და საკმაოდ წარმატებით შეუდგა. გოგა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პირველკურსელია და, ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ აქტიურად ფიგურირებს სხვადასხვა მედიასივრცეში,

კომპანია ამჟამად ამზადებს ბავშვის თანამედროვე საწოლებს, თაროებსა თუ საკიდებს და უკვე ჰყავს რამდენიმე კმაყოფილი კლიენტი. აღსანიშნავია რომ ნაწარმი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მზადდება, რათა ბავშვებს არ შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები. ხოლო რაც შეეხება ფასებს, შეიძლება ითქვას, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ავეჯი  საქართველოსთვის ბაზრისთვის ყველაზე მისაღები ფასებით გამოირჩევა, რადგან, როგორც გოგა აღნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ საქმე ბიზნესისთვის, არამედ ეს არის საქმის სიყვარული და მეწარმის პრინციპებშიც არ ჯდება პროდუქტზე ფასების ხელოვნური მატება.

ის რასაც თავად გოგა „ჩხირკედელაობას“ უწოდებს, რეალურად საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, მაგრამ კრეატიულ ახალგაზრდას არ ეშინია საკუთარი იდეების განხორციელებისთვის ბრძოლის, ასევე, აქტიურად არის ჩართული ,,ტექნოპარკის” მიერ ორგანიზებულ პროექტებშიც და ახალგაზრდებსაც მოუწოდებს, რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი იდეების გენერირებისთვის „თუნდაც ერთი წლის წინ, ჩემთვისაც  წარმოუდგენელი იყო, რომ ამხელა საქმეს შევეჭიდებოდი, მაგრამ კომპანიას, ამ ეტაპზე, უკვე აქვს საკუთარი ბრუნვა და იმ ერთმა ცდამაც დადებითი შედეგი გამოიღო, ამიტომ, მივიჩნევ, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიღოს, იმისთვის, რომ ცხოვრებაში საყვარელი საქმე აკეთოს და არ შეეშინდეს შესაძლო დაბრკოლებების“. 

გოგას სამომავლო გეგმები კვლავ ხის დამუშავებას უკავშირდება, მას დიდი სურვილი აქვს, გახსნას ხის სათამაშოების ადგილობრივი საწარმო, რაც ხელს შეუწყობს ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში ვერ მოხდება თუ არ იქნება შესაბამისი დაფინანსება და ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორს მიერ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 58 59 60 61 62 88
Page 60 of 88