close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

პირველი მფრინავი ჰიბრიდი გამოჩნდა

გასულ კვირას ფრანგულმა კომპანიამ – ,,Le-Burje–მა” დაასრულა მსოფლიოში ყველაზე დიდ ავიასალონზე მუშაობა, სადაც წარდგენილი იყო სხვადასხვა სახის ინოვაციური ტექნიკა, მანქანები და სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორის – მფრინავი მანქანებიც.

2017 წელს ამ სალონში იყო კომპანია ,,Workhore–ის” მანქანის წარდგენა, რომელიც მფრინავი ჰიბრიდია და მაქსიმალური სიჩქარე 110კმ/სთ აქვს.

 

წყარო: Comersant.ru

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობატექნოლოგიები

ჰიდროფონიკის ტექნოლოგია – უნიკალური მეთოდი ბუნებრივი საკვების საწარმოებლად

ჰიდროფონიკის მეთოდი გულისხმობს მარცვლეულისგან მიღებული ჯეჯილის წარმოებას მიწის გარეშე (მხოლოდ წყალზე). ჰიდროფონიკის ჯეჯილის საშუალებით პირუტყვის გამოკვება გაცილებით მარტივი და კომერციულად მომგებიანია. აღნიშნული პროექტის ავტორია შალვა ლაღაძე, აგროტექნოლოგიის ბაკალავრი, აგროინჟინერიის მაგისტრი, რომელმაც არაერთი ტრენინგმოდული გაიარა აგრარული ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის გაცვლითი პროგრამა – „ღია სამყარო“ – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ბიზნესიდეა პროექტად ჩამოყალიბდა და დაფინანსდა პროექტ ,,YES Georgia-ს” ფარგლებში, სადაც გავიარე 3-თვიანი ტრენინგთა ინტენსიური კურსი და მოვიპოვე დაფინანსება. ერთ-ერთ რუტინულ სამსახურში მუშაობისას მომივიდა იდეა დამეწყო ბიზნესი ჩემი პროფესიის სფეროში. დავიწყე ძიება თუ რისი გაკეთება შემეძლო და მივაგენი ჰიდროფონიკის ტექნოლოგიას, რომელიც ახალი და მიმზიდველი დარგია აგრარულ სფეროშო. ერთწლიანი კვლევისა და ტესტირების გავლის შემდეგ, მოვიპოვე დაფინანსება და დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილი ვართ სრულყოფილი პროდუქციითა და მომსახურებით“, – აღნიშნავს შალვა ლაღაძე.

აღნიშნული მეთოდით მიღებული საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს მერძეული ფურისათვის საჭირო აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს (საკვებ ერთეულს, მონელებად პროტეინს, კაროტინს, კალციუმსა და ფოსფორს). ჯანსაღი საკვების დამზადება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ჰიდროფონიკის სისტემით მოყვანილ მწვანე საკვებს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს თივა, ნამჯა, სილოსი და სენაჟი. მერძეული პირუტყვის მწვანე მასით კვება უხეში საკვებით კვებასთან შედარებით იაფი ჯდება, რძის გამოსავლიანობა კი 30 %-ით იზრდება.

ზამთარ-ზაფხულ მწვანე, წვნიანი საკვებით კვების საშუალება, როგორც წესი, ზრდის წველადობას 30%-ით, ზრდის წონას, ზრდის რძის ცხიმიანობას, საქონელი არ შრება ზამთარში, აუმჯობესებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ბეწვის მდგომარეობას, იზრდება განაყოფიერების მაჩვენებელი, ხდება მიწის ეფექტური გამოყენება, მცირდება ფერმერის დატვირთვა, მცირდება წარმოების ჯაჭვი, არ გამოიყენება პესტიციდები, საკვები მასა არის ბიოლოგიურად სუფთა, მცირდება მავნე გაზის – მეთანის –  გამოყოფა.

„ამ სისტემის ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ 50 კვადრატულ მეტრ შენობაში, ყოველდღიურად შესაძლებელია 400კგ ეკოლოგიურად სუფთა მწვანე მასის მიღება, რაც თითქმის იმდენივეა წელიწადში, რამდენიც ბუნებრივ პირობებში 20 ჰექტარ საძოვარზე მოიპოვება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ 3-კვირიან გამოსაცდელ პერიოდს, რათა ნახონ შედეგი და ამის შემდეგ დაიწყონ ჩვენგან ჯეჯილის შესყიდვა, ასევე, ჩვენი სერვისი მოიცავს კონსულტაციებს და საწარმოს მათთვის მოსახერხებელ ადგილას მოწყობას დახურულ შენობებში“ – აღნიშნავს შალვა ლაღაძე.

ჰიდროფონიკა უნიკალური საშუალებაა მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათთვის, ვინც აპირებს, მეცხოველეობის ფერმის გაფართოებას და განვითარებას.

ბიზნესის ავტორი სამომავლოდ ქსელის გაფართოებასა და საწარმოთა ფილიალების შექმნას გეგმავს სხვადასხვა კუთხეში. აგრეთვე, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რათა კიდევ უფრო შეამციროს ჯეჯილის წარმოების თვითღირებულება.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

FaceTime-ით სარგებლობის საშუალება Android-ის მომხმარებლებსაც ექნებათ

 ,,iPhone-ის” მფლობელებისთვის FaceTiming-ი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ,,Google-ს” სურს, იგივე შესაძლებლობა Android-ის მომხმარებლებსაც ჰქონდეს.

 კომპანიამ განაცხადა, რომ  Android-ში ვიდეოკონფერენციის აპლიკაციის – Duo-ს შექმნას იწყებს.

  ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს დაიწყონ ვიდეო ზარი ერთი დაწკაპუნებით  – ისევე როგორც Apple- ის iOS- ში.

 ვიდეო საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს ვიდეო ზარის, ან ტექსტური შეტყობინების საშუალებით, იმის და მიუხედავად, სად იმყოფებიან ისინი – იმავე ქალაქში, სადაც თქვენ თუ ათასობით კილომეტრის დაშორებით.

კომპანიამ უკვე განაახლა პროგრამული უზრუნველყოფა პირველი თაობის Pixel-ში, Android One -ისა და Nexus-ის მოწყობილობებზე, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება Pixel 2-ის ტელეფონებზე, რომლებიც გაყიდვაში მომავალ კვირას გამოვა.

,,მოინახულე მეგობარი სხვა ქალაქში, ესტუმრე სხვას სახლიდან გაუსვლელად, მოაწყვე მნიშვნელოვანი შეხვედრები მარტივად..” ეს Apple – ს ცნობილი სერვისის Facetime – ის კომერციალია. Facetime-ის უკანა მაღალხარისხიანი კამერა საშუალებას იძლევა დაანახოთ პარტნიორს ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ.

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციარელიგია და მეცნიერება

რომის პაპი კოსმოსში ზარს განახორციელებს

 რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს.

ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, პაპი 26 ოქტომბერს, 5 საათზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები დაკონკრეტებული არაა.

აღსანიშნავია, რომ მაგრამ ფრანცისკემ მხარი დაუჭირა პაპის მეცნიერებათა აკადემიის მუშაობას, რომელიც რეგულარულად აერთიანებს მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 6-კაციანი ეკიპაჟი შედგება  – სამი ამერიკელის, ორი რუსისა და ერთი იტალიელისგან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში. სკს ერთობლივი პროგრამაა აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (კა) კოსმოსურ სააგენტოს შორის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

კომპანია ,,Rostex-ი” მონაცემთა დაცვის ბაზას ქმნის

 კომპანია ,,Rostex-ი” მონაცემთა დაცვის ბაზას ქმნის. ციფრული ეკონომიკის ფარგლებში, კომპანია ქმნის აპარატურას, კომპლექსს, რომელიც გადაამუშავებს და შეინახავს მონაცემებს. პროგრამა უზრუნველყოფს ინციდენტების თავიდან აცილებას.

იდეის განხორციელება მოითხოვს ასობით მილიარდს, მისი გამოყენება შეეძლებათ, როგორც დიდ ფინანსურ დაწესებულებებს, ასევე, კომპანიებს, რომლებსაც დიდი ინფორმაციის ბაზა აქვთ.

სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებულია და 2017–2024 პერიოდში უკვე დაიწყება მისი აქტიური მოხმარება.

 

წყარო: Comersant.ru

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

რა განასხვავებს ,,Apple-ის” ძველსა და ახალ მოდელებს?

 Bench making–ის კომპანიამ გადაწყვიტა ,,iPhone–ის” რამდენიმე მოდელის შედარება, კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მოდელს ანალოგიური ჩიპი აქვს, რომლის მეშვეობითაც მწარმოებელს შეუძლია აკონტროლოს მომხმარებელი.

ახალი პროგრამის გამოშვებისთანავე შეამჩნევთ, რომ წინა მოდელი ვეღარ ეწევა თანამედროვე პროგრამას და მომხმარებელს უჩნდება უკმაყოფილება, რაც აიძულებს ახალი, უკეთესი მოდელის ყიდვას, ეს მარკეტინგული გათვლაა, რაც ეხმარება კომპანიას დიდი წარმატების მიღწევაში.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

მფრინავი ტაქსი საცობების განსამუხტად

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის კომპანიები ცდილობენ მოძებნონ ახალი ხერხი, თუ როგორ ებრძოლონ საცობებს. რამდენიმე კომპანიას სურს, რომ ხალხს მისცეს შესაძლებლობა, გადაუფრინონ საცობებს.

შემდეგი წლიდან უკვე იგეგმება მფრინავი აპარატების გამოშვება, კაბინებითა და პროპელერით, ეს მოწყობილობა, დიდი ალბათობით, ახალი სატრანსპორტო საშუალება გახდება.

Volocopter 2X-ი ყველაზე ჭკვიანური გამოგონება იქნება, მას არ დასჭირდება მძღოლი და ორ ადამიანს შეეძლება გადაადგილება.

 

წყარო: Commersant.ru

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

ქართული ენა ,,Google-ის” თარჯიმანში – პროგრამას ხმოვანი ფუნქცია დაემატა

 ,,Google-ის” აუდიოთარჯიმანს უკვე ქართული ბგერების ამოცნობა და წინადადებების გადათარგმნა შეუძლია. პროგრამით უცხოელებთან საუბარი მარტივია. ახლა უკვე შესაძლებელია, მოსაუბრეს, რომელიც თქვენთვის გასაგებ ენაზე არ ლაპარაკობს, შეკითხვა ნებისმიერ ენაზე დავუსვათ და პასუხიც მიიღოთ.

,,Google-ის” თარჯიმანი მსოფლიოს ასზე მეტ ენას მოიცავს და მოგზაურებს ენის ბარიერს უხსნის. თუმცა, პროგრამა გამართულად და გრამატიკულად სწორად არ მეტყველებს. მიუხედავად შეცდომებისა, ტურისტები ამბობენ, რომ შინაარსის გაგება მარტივია.

ქართული ენა Google-ის თარჯიმანში წლებია ჩატვირთულია, თუმცა ხმოვანი ფუნქცია ახალი დამატებულია.

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტებს ,,Google-ის” უახლესი მოწყობილობაც დაეხმარება. კომპანიამ ახალი თაობის ყურსასმენები შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუბარი უცხოელთან რეალურ დროში წარმართოს.

 

წყარო: http://rustavi2.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

Microsoft-ის მხარდაჭერით, საქართველოს 32 სკოლაში უფასო Wifi იქნება

Microsoft-ის მხარდაჭერით, საქართველოს 32 სკოლაში უფასო Wifi იქნება. ,,მაიკროსოფტ საქართველოს” გენერალური დირექტორის – ნიკოლოზ დობორჯგინიძის თქმით, პროექტი სრულად კომპანიის დაფინანსებით განხორციელდა და სამინისტრომ მასზე მუშაობა 20 აგვისტოს დაასრულა. უფასო ინტერნეტით აღიჭურვა თბილისის და რეგიონების სკოლები. 

,,მაიქროსოფტმა” სკოლები განათლების სამინისტროსთან ერთად აარჩია. პროექტში ისეთი სკოლები მოხვდა, რომლებიც ძნელი მისადგომი იყო და ინტერნეტის მიყვანა გარკვეულ პროებლემებთან იყო დაკავშირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

როგორ იმოქმედა ანტირეკლამამ ,,SAMSUNG-ზე”

მოგეხსენებათ, როდესაც დიდ კომპანიებთან გვაქვს საქმე, ყველა დეტალი მნიშვნელობას იძენს, პატარა შეცდომაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

გასულ წელს ,,Samsung-ი” კარგად მუშაობდა და დღითი-დღე იმატებდა კომპანიის შემოსავალი, მაგრამ ისე მოხდა, რომ სმარტფონის შემქმნელს ყველაზე დიდ კრიზისთან ბრძოლა მოუწია ,,Galaxy note 7– ის” გამო, რადგან ამ მოდელის გამოშვების შემდეგ მომხმარებელთა დიდ ნაწილს აუფეთქდა სმარტფონი – დაიწყო ჩივილები, ამ შემთხვევამ ,,სამსუნგის” რეპუტაციასა და ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა, გაყიდვები 15 %-ით დაეცა.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 61 62 63 64 65 88
Page 63 of 88