close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მოძებნე უფასო Wi-Fi შენი ადგილმდებარეობის მიხედვით – ,,ფეისბუკის” ახალი ფუნქცია

მოძებნე უფასო Wi-Fi შენი ადგილმდებარეობის მიხედვით – ,,ფეისბუკს” ახალი ფუნქცია დაემატა. მისი საშუალებით, შეძლებთ, ყველა ის ლოკაცია ნახოთ, სადაც უფასო ინტერნეტთან გექნებათ წვდომა.

ახალი სერვისი უკვე ყველა მომხმარბელისთვისაა ხელმისაწვდომი. თქვენ მხოლოდ Find Wi-Fi-ს მოძებნა მოგიწევთ შესაბამის საძიებო ველში და ამ ფუნქციის ჩართვა, შემდეგ კი ყველა იმ ადგილის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, სადაც უფასო Wi-Fi აქვთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,ღია ბარათების კლუბი” – ინოვაცია და ქველმოქმედება ერთად

,,ღია ბარათების კლუბი“  – ასე ჰქვია ახალ წამოწყებას საქართველოში, რომელიც საკმაოდ ინოვაციურ იდეასა და ქველმოქმედებას აერთიანებს.  დეტალური ინფორმაციისათვის ,,დოქტრინა“ მის დამაარსებელს – მადონა სელიმაშვილს დაუკავშირდა.

– უპირველეს ყოვლისა, პროექტის ავტორების შესახებ გვიამბეთ.

-,,ღია ბარათების კლუბი“ მე შევქმენი ჩემს გოგონებთან ერთად. დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვაყალიბე საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის“. ჩემი ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საცხოვრებლითა და სტიპენდიით. გადავწყვიტეთ, საკუთარი ბიზნესიც დაგვეწყო.

-რატომ, რის საფუძველზე და როდის წარმოიშვა იდეა, დაგეწყოთ ხელნაკეთი მისალოცი ბარათების დამზადება და ბაზარზე გამოატანა?

-,,ღია ბარათების კლუბის“ დაარსების იდეა წამოვიდა ჩემი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, იქ დავესწარი ბარათების კლუბის სამუშაო პროცესს, საოცარი განცდა იყო რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ გუნდს არაჩვეულებრივ იდეები ქაღალდებზე  როგორ გადაჰქონდა და უამრავ ადამიანს ანიჭებდა ბედნიერებას.

ჩვენი ბარათები გამოირჩევა ორიგინალურობითა და კრიატიულობით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ამბავი. ხანდახან მხოლოდ ბარათია საკმარისი საუკეთესო საჩუქრის გასაკეთებლად. გვინდოდა,  ჩვენი პროდუქცია უფრო მეტ ხალხს ენახა და ჩვენც დამატებითი შემოსავალი გვქონოდა.

– ეს ბაზარი საკმაოდ გააქტიურებულია ბოლო პერიოდში. რა განგასხვავებთ სხვა კომპანიებისგან?

-ჩვენს კლუბში მუშაობა სიამოვნებაა. სიყვარულით ამზადებ თითოეულ ბარათს. ყველაფერი ხელნაკეთია და ორიგინალური. შესრულების ხარისხი მეტად დახვეწილი. ამასთანავე, სტუდენტების მიერაა შექმნილი, რაც მათთვის შემოსავალია.

-როგორია ამ ბარათების დამზადების პროცესი და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

-ბარათების დასამზადებლად გვაქვს უამრავი სხვადასხვა მასალა, ქაღალდის საჭრელები, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის შტამპები, უამრავი ფერადი ქაღალდი, რაც, ძირითადად, შემოწირულობებია ჩვენი მეგობარი კლუბის წევრებისგან. კლუბის თითოეული წევრი ქმნის ბარათს თავისი დიზაინით და მერე უხსნის სხვებს, როგორ დაამზადა ესა თუ ის ბარათი.

-რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენი პროდუქციის მიმართ?

-გვაქვს გვერდი, სადაც მომხმარებელი თვითონ გვიკავშირდება და გვიკვეთავს სხვადასხვა შინაარსისა და დიზაინის ბარათს. ასევე, ვყიდით სხვადასხვა მაღაზიასა და ფლი მარკეტებზე.

-თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ – აპირებთ თუ არა გაფართოებასა და სხვა ბაზრებით დაინტერესებას?

-მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი ბარათების წარმოება. ასევე, შევიტანოთ ეროვნული ელემენტები. ვაპირებთ, მოვძებნოთ კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ქართულწარწერებიანი შტამპების დამზადებაში. ეს ტურისტებისთვის და სტუმრებისთვის უფრო საინტერესო იქნება. იქნებ, მომავალში ჩვენი საკუთარი მაღაზიაც კი გავხსნათ, სადაც სხვადასხვა ნაკეთობასაც გავყიდით.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

სტუდენტური კონკურსი „თსუ ინოვაცია“ დაიწყო

მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „თსუ ინოვაცია“, წარმოადგინეთ ინოვაციური ნამუშევრები, მოიგეთ თანხა და აქციეთ იდეები რეალობად. 
კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სტუდენტების აღმოჩენა და მათი ორიგინალური იდეების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის, 7 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსანტების რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩათვლითმიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
კონკურსზე მიიღება ინოვაციურ-ტექნოლოგიური ნამუშევრები, როგორც software-ის, ასევე hardware-ის ტიპის პროექტები. პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად ან ინდივიდუალურად. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 მონაწილეს.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ფინალისტ გუნდებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროექტების პროტოტიპებს და საჩვენებელ პრეზენტაციებს შექმნიან და ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამარჯვებულ სამ გუნდზე კონკურსის საპრიზო ფონდი – 5000 ლარი განაწილდება:
პირველი ადგილი – 2500 ლარი
მეორე ადგილი – 1500 ლარი
მესამე ადგილი – 1000 ლარი
კონკურსის ყველა ფინალისტს პატრნიორი კომპანია ,,მაიკროსოფტი” ქლაუდ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვებული გუნდი სპეციალურ პრიზს – მობილურ ტელეფონს Microsoft Lumia-ს მიიღებს.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პროექტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო გამოფენებსა და სტუდენტურ ღონისძიებებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოტექნოლოგიები

,,Google-ი” ყველაზე მომგებიანი კომპანია გახდა

 

„Google–ის“ მფლობელი კომპანია  ,,Alphabet-ი” გახდა და ამავე დროს ყველაზე მომგებიანი კომპანიის სახელიც მოიპოვა.

გასულ წლებში კომპანიის მოგებამ მისივე ფასის საგრძნობლად გაზრდა განაპირობა და 578 მილიარდი დოლარი შეადგინა, გადაუსწრო მანამდე ყველაზე მომგებიან კომპანიას „Apple–ს“, რომლის ღირებულებაც 565 მილიარდს შეადგენს.

მოცემულმა ინფორმაციამ დიდი წინსვლა განაპირობა ,,Alphabet–ისა” და 7 პროცენტით გაიზარდა მათი აქციების ღირებულება.

მაგრამ ,,Apple-მა” თავისი პოზიცია მაინც შეიმაგრა და ისევ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად რჩება, მათმა ახალმა პროდუქტმა  iPhone7–მა და iPhone7+ მა 15 პროცენტით მოუმატა ღირებულება კომპანიას და დიდი ნაბიჯი გადადგა ადგილის გამყარებისკენ.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მალე 3D ფილმების ყურება უსათვალოდ იქნება შესაძლებელი

 

ფილმების მოყვარულებისთვის სასიხარულო ახალი ამბავია, რომ სულ მალე 3D ფილმების ყურება უსათვალოდ შეეძლებათ, გასული წლების ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი ინოვაცია იყო 3D სათვალეები და ფილმები, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ საკითხმა, რადგან ზოგისთვის არ იყო კომფორტული შემოთავაზებული პროდუქტი.

„Cinema 3D–ს“ შემქმნელებმა ყველაფერი კარგად გათვალეს – ადამიანები დიდ კინოთეატრში შეძლებენ სამგანზომილებიანი საგნების დანახვას, არ ექნება მნიშვნელობა იმას, თუ სად იჯდება მაყურებელი.

მოწყობილობა გულისხმობს, რომ დიდი ეკრანის წინ დაიდგმება დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაყურებელმა სათვალის გარეშე შეძლოს სამგანზომილებიანი ფილმის ყურება.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატრანსპორტი

,,Lexus–მა” სპორტული იახტა გამოუშვა

 

 ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა ფირმა ,,ლექსუსმა” სპორტული იახტა გამოუშვა, რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა იახტმწარმოებელ კომპანიებს.

,,Lexus Sport Yacht–ი” – ასე ჰქვია Lexus-ის იახტას, რომელიც V8 ტიპის ორი ძრავითაა აწყობილი და მისი სიმძლავრე 885 ცხენის ძალაა, რაც იახტისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამ ძრავით გამორჩეულია რამდენიმე მანქანის მოდელი, რომლებიც ერთ–ერთ უსწრაფეს მანქანებად არიან ცნობილები. იახტა გათვლილია 8 ადამიანზე და ყველანაირ კომფორტს უქმნის ადამიანებს მგზავრობისთვის.

ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის შემოსული მოცემული მოდელი, მაგრამ კომპანიაში სერიოზულად ფიქრობენ ამ კატეგორიაში ადგილის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს მსგავსი მოდელების გამრავლებასა და გაფართოებას.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ჩინეთში პანდას ფორმის მზის ენერგიის ფერმა შექმნეს

ჩინეთის ქალაქ დატონგიში გიგანტური პანდას ზომის მზის ენერგიის ელექტროსადგური ააგეს.

248 აკრის ფართობის მხიარული დიზაინის  მზის ფერმა ჩინეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სუფთა ენერგიის ოპერატორმა ,,China Merchants New Energy Group-მა” ააგო.

პირველი ეტაპი, რომელიც 50-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობას მოიცავს,  30 ივნისს დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ელექტროენერგია მიეწოდება ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ქსელს. რაც შეეხება მეორე „პანდას“ მშენებლობას, მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

,,პანდას ელექტროსადგური”  25 წლის განმავლობაში 3.2 მლრდ კვტ-ს მზის ენერგიის წარმოებას შეძლებს. ის დაახლოებით მილიონ ტონა ნახშირს აღმოფხვრის, რომელსაც ელექტროენერგიის წარმოებისთვის იყენებენ, ეს კი, თავის მხრივ, ნახშირბადის გამოყოფას 2.74 მილიონი ტონით შეამცირებს.

,,China Merchants New Energy Group-ი” პანდას გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად მუშაობდა, რათა ,,პანდას ელექტროსადგურის”  მშენებლობა რეალობად ექციათ.

UNDP- ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი იმ დიდი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ჩინეთში ახალგაზრდებს შორის სუფთა ენერგიის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

მალე თბილისში ელექტროდამტენები დამონტაჟდება

 

ბოლო წლებში თბილისში მომრავლდა ელექტრომანქანები, რაც, სავარაუდოდ, გახდა ძირითადი მიზეზი E-Space კომპანიის გადაწყვეტილებისა, რომ ქალაქში განეთავსებინათ ელექტრო დამტენები, რომლითაც ხალხი უფასოდ ისარგებლებდა.

ელექტროდამტენთა შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტრომანქანების გამრავლებას, რაც ეკოლოგიური სისუფთავისთვის ხელსაყრელია, ცნობილია, რომ საქართველოში რამოდენიმე ელექტროდამტენი მოწყობილობა უკვე დამონტაჟებულია, მაგრამ E-Space კომპანიამ გადაწყვიტა განევითარებინა ეს სფერო და უფრო მეტი დამტენი განეთავსებინა ქალაქში.

დღესდღეობით, საქართველოში 20–მდე დამტენია განთავსებული, უმრავლესობა თბილისშია, მაგრამ ნაწილი რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშიცაა დამონტაჟებული.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის მსგავსი სექსთოჯინები შექმნეს

ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით რევოლუციური ,,სექსტექი” შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს სექსუალურ სიამოვნებას ადამიანის მსგავსი შეხებით სთავაზობს.

სექსრობოტების მზარდი ბაზრის შესახებ ანგარიშში პასუხისმგებელი რობოტების ფონდი აცხადებს, რომ სწრაფად განვითარებადმა ტექნოლოგიებმა ბიძგი მისცა „სასიყვარულო ანდროიდ თოჯინების“ შექმნას, რომლებსაც 50 ავტომატური სქესობრივი პოზიციის შესრულება შეუძლიათ.

თოჯონების ფასი, რომლებსაც ადამიანის მსგავსი ფორმები და თმის ფერი აქვთ, დაახლოებით 5,000 – 15,000 აშშ დოლარი იქნება.

ნამდვილის მსგავსი რობოტების არსებობა და საჭიროება კომპლექსურ საკითხებს ბადებს, რომლებიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მიერ  განხილულ უნდა იქნეს.  „ასეთი მოწყობილობების გამოყენება უპრიანი იქნება სექსუალური თერაპიის კლინიკებში, სქესობრივი დამნაშავეებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის შეფილდის  უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროფესორი – ნოელ შარკი აცხადებს, რომ ძნელია პროგნოზირება, თუ რამდენად გაიზრდება სექსთოჯინების ბაზარი, ან როგორი იქნება საზოგადოებაზე მისი გავლენა წლების განმავლობაში. ,,გახდება ეს რობოტი თოჯინები ნიშა, თუ ისინი შეცვლიან საზოგადოებრივ ნორმებს და გავრცელდებიან?”, – დასძინა მან ბრიფინგზე.

ანგარიშში მიმოხილულია ზოგიერთი ყველაზე სადავო საკითხი: მაგალითად, შესაძლოა თუ არა, რომ სექსრობოტებმა სქესობრივი დანაშაული შეამციროს.

ამ კითხვაზე ,,უმნიშვნელო უთანხმოება” გამოვლინდა, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რობოტთან სქესობრივი კავშირი შეამცირებს თავდასხმელების სურვილს, ზიანი მიაყენონ ადამიანებს. თუმცა სხვები აცხადებენ, რომ ადამიანებისთვის ბნელი ფანტაზიების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა საზიანო გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ნორმებზე.

ერთი საკითხი, რაც უდავოა, ისაა, რომ არც თანამედროვე და არც უახლოესი მომავლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია არ იძლევა რობოტსა და ადამიანს შორის ორმხრივი გრძნობის გაჩენის შესაძლებლობას!

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ევროკომისიამ ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის, ევროკომისიამ კომპანია ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.

კომისიის თქმით, კორპორაცია ბოროტად იყენებს საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, ,,გუგლმა” საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.

„ის, რაც Google-მა გააკეთა, არ შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს. ის სხვა კომპანიებს კონკურენციის შანსს არ აძლევდა. და რაც ყველაზე მთავარია, მან ევროპელ მომხმარებლებს მომსახურების არჩევის უფლება წაართვა,“ – განაცხადა მარგრეტ ვესტაგერმა, ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში.

ევროკომისიის განცხადებით, უკანონო ქმედების გამო, სერვის Google Shopping-ზე მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში 45-ჯერ გაიზარდა, გერმანიაში – 35-ჯერ, საფრანგეთში – 19-ჯერ, ნიდერლანდებში 29-ჯერ, ესპანეთში – 17-ჯერ, იტალიაში – 14-ჯერ.

სიტუაციის გამოსასწორებლად ,,Google-ს” 90 დღე მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი კომპანია ,,Google-Alphabet-ის” საშუალოდღიური ბრუნვის 5%-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 67 68 69 70 71 88
Page 69 of 88