ნასას მარს როვერი, რომელზეც 2016 წლიდან მუშაობენ, ბეტმობილს ჰგავს.
კუთხური კონცეფცია ექვს ბორბალიანია და მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოსა და ალუმინისგანაა დამზადებული. ის მზის ენერგიაზე მუშაობს.
„ბეტმობილი“ გათვლილია ოთხ ასტრონავტზე. მას საკუთარი მოძრავი ლაბორატორია აქვს.
როვერის ექვსი ბორბალი 1,3 მ სიმაღლისა და 75 სმ სიგანისაა. მას საჰაერო სადინრები აქვს, რომელიც მარსის უხეშ წითელ ქვიშას მოძრაობისა საშუალებას მისცემს. ის ოფიციალურად არ აუწონავთ, თუმცა დეველოპერების შეფასებით, როვერის წონა 2,250კგ-ია.
ნასას პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა უცნაური ავტომობილი, რომელიც ფლორიდაში, ნასას კენედის ცენტრში იმყოფება, სოციალურ მედიაში უკვე გამოჩნდა.
როგორც ახალი როვერის დიზაინერმა მარკ პარკერმა Business Insider-ს განუცხადა, ექვს-ბორბლიანი მანქანა მთლიანად ელექტროა, რომელიც მარსის ქვიანი დაბრკოლებების გადასალახადაა განკუთვნილი. მისი ინფორმაციით, როვერი 95-110კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
პარკერმა და მისმა ძმამ როვერზე მუშაობა ნოემბერში დაიწყეს და მანქანის აგებას ხუთი თვე მოანდომეს. „მე და ჩემი გუნდი დღეში 10-12-14 საათს, კვირაში 80-100 საათს ვმუშაობდით. რომ მახსენდება, რამდენ საათიანი შრომაა ჩადებული ამ მანქანაში, ტირილი მინდება,“ – განაცხადა პარკერმა.
როვერის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.
წყარო: Dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”