close

რობოტექნიკა

გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

პოლონურმა კომპანიამ წარადგინა პირველი რობოტი-ჰუმანოიდი სინთეტიკური კუნთებით

პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი Clone Alpha, რომელსაც აქვს სინთეტიკური ორგანოები, ხელოვნური კუნთები და ჩონჩხის სისტემა. შესაბამისად, Clone Alpha დეტალურად იმეორებს ადამიანის აგებულებას.

პოლონურ კომპანიას სურს შექმნას ისეთი რობოტი, რომელიც მაქსიმალურად დაემგვანება თავისი აგებულებით ადამიანს.

Clone Robotics-ში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ რობოტებს ექნებათ ის მოქნილობა და ფიზიკური ძალა, რაც ახასიათებთ ცოცხალ არსებებს.

რობოტი აღჭურვილია რთული სენსორული სისტემით, 400-მდე ინერციული გადამცემი მოწყობილობებით, რომლებიც კუნთების ძალას აკონტროლებენ.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე 279-მა დამკვეთმა გამოთქვა სურვილი, შეიძინოს Clone Alpha.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

შეძლებენ თუ არა რობოტები ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლონ ასტრონავტები კოსმოსში?

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მომავალში ასტრონავტი ადამიანები საჭიროებას დაკარგავენ და მათ ჩაანაცვლებენ რობოტები ხელოვნური ინტელექტით, – წერს BBC.

ინგლისელი ასტრონავტის მარტინ რიზის თქმით, რობოტები ძალიან სწრაფად ვითარდებიან. რიზი რობოტების კოსმოსში გაგზავნაში უფრო მეტ სარგებელს ხედავს, ვიდრე ადამიანების. ის თვლის, რომ ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება და ნაკლებ რისკებთანაც იქნება დაკავშირებული.

„კოსმოსის სერიოზული შესწავლისთვის მე უპირატესობას რობოტექნიკას ვანიჭებ“, – განაცხადა ინგლისელმა მეცნიერმა ენდრიუ ქოუთსმა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ვითარდება და ჭკვიანი ხდება.

რობოტებს შეუძლიათ შეიტანონ თავისი წვლილი მეცნიერულ კვლევებში და იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს მოხვედრა არ შეუძლიათ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რობოტექნიკა მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტაზე მოხვდა, თუმცა ადამიანებმა მოხვედრა მხოლოდ მთვარეზე და დედამიწის ორბიტაზე შეძლეს. 1961 წლიდან კოსმოსში 700-მდე ადამიანია მოხვედრილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

გლაზგოში ქირურგებმა ჩაატარეს ოპერაცია ონკოპაციენტებზე რობოტის მეშვეობით, რომელსაც მოფერებით როქსის ეძახიან, – წერს BBC-ი.

გინეკოლოგ-ონკოლოგები როქსის ოთხი ხელის მეშვეობით, რომლებზეც ქირურგიული ინსტრუმენტებია მიმაგრებული, ურთულეს ოპერაციებს ასრულებენ.

ქირურგები, რომლებიც ოპერაციების დროს რობოტებს იყენებენ აცხადებენ, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა ჯანდაცვის სფეროში.

შოტლანდიელმა ექიმებმა რობოტების გამოყენება ქირურგიაში 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ეს მიმართულება გამუდმებით ვითარდება. რობოტექნიკა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ უროლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში [გულმკერდის ქირურგია], პანკრეატიტის, ორთოპედიის და სხვა დაავადებების მართვის დროს.

2021 წელს შოტლანდიის მთავრობამ განახორციელა 20 მილიონიანი ინვესტიცია 12 რობოტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიური ქირურგიის განსავითარებლად. ქირურგების თქმით, ეს მეთოდი აძლევთ მათ საშუალებას უფრო იოლად შეასრულონ რთული ოპერაციები, ხოლო პაციენტებმა უკეთესად და სწრაფად შეძლონ პოსტოპერაციული პერიოდის გავლა.

პაციენტების შეფასებით, ოპერაციამ, რომელიც ქირურგებმა რობოტების საშუალებით ჩაატარეს, მათთვის იმდენად იოლად ჩაიარა, რომ, როდესაც გაიღვიძეს ვერც კი იგრძნეს, რომ მათ ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტების სახლში გაწერა კი მეორე დღესვე მოხერხდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

შექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს

Shenzhen EngineAI Robotics-მა თავისი პირველი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა. SE01 უახლესი ტექნოლოგიითა შექმნილი და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს რობოტიკას.

SE01-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი ნერვული ქსელის სისტემაა. ამით შემქმნელები რობოტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უპირისპირდებიან, სურთ რობოტმა უფრო ბუნებრივად, ადამიანის მსგავსად იმოძრაოს.

ახალი ჰუმანოიდი რობოტის ნაბიჯები სწრაფი და გლუვია, რაც ადამიანის მოძრაობას გვაგონებს.

ინჟინრების თქმით, ეს რობოტიკის სფეროში სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

რობოტი აღჭურვილია NVIDIA-ისა და Intel-ის ორმაგი პროცესორებით, ასევე მაღალი სიზუსტის სტერეო კამერების სამი კომპლექტით. მთლიანობაში ეს SE01-ის მოწინავე ვიზუალურ ნერვულ ქსელს უზრუნველყოფს. ეს რობოტს საშუალებას აძლევს დაამუშაოს ვიზუალური მონაცემები რეალურ დროში.

EngineAI-მ ალუმინის სპეციალური შენადნობი გამოიყენა, რაც რობოტს მკვრივ და მსუბუქ სხეულს აძლევს.

EngineAI Robotics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაო ტონგიანგმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი რობოტიკის ბაზრის გაფართოება და რობოტების უფრო “გაადამიანურებაა”.

კომპანიის მიზანი, 2025 წლისთვის 1000-ზე მეტი ასეთი რობოტის წარმოებაში ჩაშვებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ჩინეთში, ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.

რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.

ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

Sotheby’s აუქციონზე რობოტის მიერ დახატული პორტრეტი გაიყიდება

Sotheby’s აუქციონზე რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდებაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სურათი 2019 წელს შექმნილმა რობოტმა Ai-Da-მ დაწერა. პორტრეტზე ბრიტანელი მათემატიკოსი ალან ტიურინგია გამოსახული.

Sotheby’s ამ ლოტში 120-180 ათასი დოლარის მიღება სურს. აუქციონი 31 ოქტომბერს გაიმართება.

Ai-Da მსოფლიოში პირველი მხატვარი რობოტი გახდება, რომლის ნამუშევარიც აუქციონზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში მისი ნახატი გაეროში წარადგინეს.

„ჩემი ნამუშევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისია, რომელთა თანახმადაც ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობიანად უნდა იყოს გამოყენებული. ეს იყო ალან ტიურინგის პოზიციაც“, – ამბობს რობოტი, რომელიც კომუნიკაციისთვის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელს იყენებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ნახეთ და მოუსმინეთ: ახალ ვიდეოში ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციაა აღბეჭდილი

2021 წელს ბრიტანულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელსაც სახის რეალისტური გამომეტყველებები გამოარჩევს. მას Ameca ჰქვია, რომელმაც თავისი ექსპრესიულობით მსოფლიოში სახელი უკვე გაითქვა. ახლა სპეციალისტებმა მისნაირი კიდევ ერთი მოწყობილობა გაგვაცნეს, რომელსაც Azi ეწოდება.

კომპანიამ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციას გვიჩვენებს. ვინაიდან ორივე მოდელს ადამიანებისთვის დამახასიათებელი მიმიკების გამეორება შეუძლია, მათი საუბარი საინტერესო სანახავი და მოსასმენია. თითოეული მათგანი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, რაც დიალოგის წარმართვის საშუალებას იძლევა. კერძოდ, ეს ენობრივ მოდელ GPT-4o-ს დამსახურებაა.

ამის მიუხედავად, ახალი სადემონსტრაციო ვიდეოს მიზანი არა ჰუმანოიდი რობოტების საუბრის, არამედ მათი ექსპრესიული შესაძლებლობების წარმოჩენაა. ასეთი მოქნილობა 32 ამძრავი მექანიზმის დამსახურებაა, რომელთაგანაც 5 კისრის მიმდებარედ გვხვდება, 27 კი სახის მიდამოშია. აქედან 12 ტუჩების მოძრაობას უზრუნველყოფს, 2 ყბების, 4 თვალის კაკლების, 4 ქუთუთოების, 4 წარბების, 1 კი — ცხვირის.

ვიდეოში ჩანს, როგორ აღვიძებს Azi მეგობარს, რითაც Ameca უკმაყოფილოა. შემდეგ Azi მას ეუბნება, რომ სიურპრიზი აქვს, კერძოდ ორცხობილა. ამაზე Ameca ისევ უკმაყოფილო სახით პასუხობს, რომ ორცხობილების ჭამა არ შეუძლია, Azi კი ეუბნება, რომ ინტერნეტ cookie-ს (cookie ორცხობილას ნიშნავს) გულისხმობდა, ანუ ვებსერვერების მონაცემთა ფაილებს. Ameca ამ მართლაც ცუდ ხუმრობაზე ექსპრესიული გამომეტყველებით რეაგირებს, თუმცა წარუმატებლობის გამო მისი მეგობარიც საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანს.

Engineered Arts-ში ამბობენ, რომ რობოტების დანიშნულება გართობას, კომუნიკაციასა და განათლებას უკავშირდება. Ameca სხვადასხვა ღონისძიებაზე უკვე აქტიურად გამოიყენება ისევე, როგორც კომპანიის სხვა მსგავსი მოწყობილობები, რომლებიც ქირავდება. ისინი იყიდება კიდეც, თუმცა ზუსტი ღირებულება უცნობია.

Engineered Arts-ში აცხადებენ, რომ თავიანთი რობოტების სამხედრო მიზნებით გარდაქმნას არ აპირებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს მოწყობილობები სრულიად უსაფრთხოა და ისეა შექმნილი, რომ შემთხვევით რომ დაგვეჯახოს, არც კი გვეტკინება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.

სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.

რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.

„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, – განაცხადა ბაუმანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.

სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.

რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.

„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, – განაცხადა ბაუმანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი მოკლა

სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი ყუთისგან ვერ გაარჩია და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა, სადაც რობოტიზებულ ხელს წიწაკით სავსე კოლოფების დიდ ყუთებში ჩასალაგებლად იყენებენ. როდესაც გეგმური შემოწმებისას რობოტთან ქარხნის თანამშრომელი მივიდა, რობოტმა ისიც ყუთად აღიქვა, დაიჭირა და კონვეიერზე დააგდო. კაცმა სახისა და გულმკერდის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ქარხნის მფლობელმა კომპანიამ Donggoseong Export Agricultural Complex უსაფრთხო გარემოს შექმნისადმი მზადყოფნა გამოთქვა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 5
Page 1 of 5