მანქანების წარმოებაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია “Toyota” ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, ბენზინი უკვე აღარ არის საჭირო ახალი მანქანისთვის, იგი წყალბადზე იმუშავებს, შესაბამისად – დასჭირდება შესაბამისი ტიპის გასამართი სადგურები.
სედანი “Mirai” მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ხოლო მავნე გამონაბოლქვის ნაცვლად, სუფთა წყალს გამოყოფს. ახალი ავტომობილის ფასი იაპონიაში 60 000 დოლარს შეადგენს. ამასთანავე, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ეკოლოგიის გაფრთხილებისთვის, ყველას, ვინც ახალ პროდუქტს შეიძენს 17 000 დოლარი გადაეცემა.
ცნობილია, რომ სავსე ავზით ავტომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია, 1 კილომეტრის გასავლელად ახალ პროდუქტს მხოლოდ 0.01 დოლარის ღირებულების წყალბადი დასჭირდება. ავტომობილი ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სულ მალე მთელ მსოფლიოს მოედება.
წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”