close

ტრანსპორტი

ეკონომიკამსოფლიოსაქართველოტრანსპორტი

პოლონეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზა საქართველოზე გაივლის

პოლონეთი ჩინეთთან სარკინიგზო კავშირისთვის ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ,,Trend-ი”იუწყება.

სააგენტოს ცნობით, პოლონურმა კომპანია,, PKP LHS-მა” უკვე გააგზავნა საცდელი კონტეინერი ახალ მარშრუტზე. ტვირთი გაივლის უკრაიანას, შავ ზღვას, საქართველოს, აზერბაიჯანს, კასპიის ზღვას, ყაზახეთს და ჩავა ჩინეთში.

„ჩვენ გავუშვით მარშრუტი, რომელიც საზღვაოზე მოკლე და საჰაეროზე ბევრად იაფია. ის შეესაბამება ექსპედიტორებისა და ოპერატორების მოთხოვნებს, რომელთაც სურთ, თავი აარიდონ ხანგრძლივვადიან საზღვაო ტრანსპორტს და რიგებს აზიურ პორტებში, ეფექტურად გადალახონ ევრაზიული კავშირის საზღვარი და უზრუნველყონ ტვირთის მიტანა just-in-time რეჟიმში”, – განაცხადა ,,PKP LHS-ის” ხელმძღვანელმა, ზბიგნევ ტრაჩიხლებმა.

ტრანსკასპიური საერთაშორიო სატრანსპორტო დერეფანი მოიცავს მარშრუტს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის გავლით ევროპამდე.

 

წყარო:  imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოტრანსპორტი

საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, დღეს, თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და შვეიცარულ კომპანია „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა – კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა – დავით ფერაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებამდე, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე და „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – კონსტანტინე გუნცაძე ესწრებოდნენ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,„შტადლერთან“ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის – „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო აქვს.

კომპანია „შტადლერი“, როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებს აწარმოებს. კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტრანსპორტიტურიზმი

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა გახანგრძლივდა

ტურისტულ სეზონთან დაკავშრებით, შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობის ახალ გრაფიკზე გადავიდა. 
20 ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის პირველ საათამდე ემსახურება.

20 ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის პირველ საათამდე ემსახურება

🔹️ტურისტულ სეზონთან დაკავშრებით შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობის ახალ გრაფიკზე გადავიდა. 🔹️20 ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის პირველ საათამდე ემსახურება.

Posted by ბათუმის მერია/Batumi City Hall on Thursday, June 21, 2018

აგრეთვე – ბათუმში მგზავრებისთვის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენება აუცილებელი ხდება.

N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. ქალაქის მასშტაბით, 30 სხვადასხვა ადგილას გადახდის აპარატები დაიდგმება, სადაც მოქალაქეები სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს შეიძენენ

მგზავრებს საშუალება აქვთ საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი ნებისმიერ მუნიციპალურ ავტობუსში გამოიყენონ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტრანსპორტი

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მემანქანეების მომზადებას იწყებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საშემოდგომო მიღებაზე მსურველებს მემანქანეების კურსებს შესთავაზებს. პროფესიულ კოლეჯში, რომელიც განათლების სამინისტრომ რკინიგზის დეპარტამენტთან ერთად დააფუძნა, ამჟამად პროფესიულ პროგრამებზე მიდის მუშაობა. მსურველთათვის სწავლა უფასო იქნება, ისევე, როგორც სხვა პროფესიულ პროგრამებზე. 

სტუდენტების პირველი ნაკადი კოლეჯმა წელს საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, თუმცა მათ შორის, ვინც ახლა გადის სწავლებას მემანქანეები არ არიან. კოლეჯი ამჟამად რკინიგზის ტექნიკოსებს ამზადებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიები ქვეყნისთვის. რომლის შესწავლა მთლინად დაფუძნებული უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებაზე რეალურ სამუშაო გარემოში. რკინიგზა სასწავლო პროგრამებს დუალური მიდგომით ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ნახევარზე მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს, რკინიგზის ობიექტებზე და არა სამუშაო კაბინეტებში.“ – განუცხადა BM.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – თამარ სამხარაძემ.

ავტორი: მეგი კავთუაშვილი
წყარო: bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ქართული წარმოების პირველი სახანძრო მანქანა რამდენიმე თვეში გამოჩნდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა კიდევ ერთი სისხლის შესახებ განაცხადა – მისი თქმით, საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადავა, ამის შესაბამისად კი – აქტიურად მიდის მუშაობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სპეციალურად ტყის ხანძრებისთვის მანქანების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
აქვე – ცნობილი გახდა, რომ ქართული ,,დელტა” ავსტრიულ კომპანიასთან ერთად სახანძრო მანქანის წარმოებას იწყებს.
აღნიშნული კომპანია მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. საუბარია სახანძრო მანქანების პიკაპის ჩონჩხზე აწყობილ მანქანებზე, რომლებსაც ექნებათ კომპანია ,,როზემბაუერის” აპარატურა და მოწყობილობა.
,,დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების”,- განაცხადა პრემიერმა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიებიტრანსპორტი

ინოვაცია – მრავალფუნქციური ელექტროეტლი ყველასათვის

გადაადგილების კიდევ ერთი საკმაოდ მოსახერხებელი საშუალება არის ელექტოეტლი, რომელიც ძირითადად გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, მისი საშუალებით კი – მათ  შეუძლიათ გადაადგილდნენ ნებისმიერი ზედაპირის მქონე ადგილზე, თოვლსა თუ ხრეშზე.

ეტლი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა შექმნილი, არამედ მათთვისაც, ვისაც კომფორტულად სურს მოძრაობა – მათ შეუძლიათ მოკლე მანძილზე გადაადგილდნენ მოხერხებულად. ხშირად არის ისეთი სიტუაცია, რომ ქუჩები გადატვირთულია და საცობის გამო ვერ ახერხებთ დანიშნულების ადგილზე მისვლას, ამ დროს საკმაოდ მოსახერხებელია, როდესაც ფეხით სავალ ნაწილზე არცთუ ისე ნელა მიდიხართ.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
საქართველოტრანსპორტიტურიზმი

დღეიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია ,,ლეიტნერის” სპეციალისტები აწარმოებენ. ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – წერია განცხადებაში.

 

წყარო: https://www.indy100.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,უბერი“ ელექტროველოსიპედების სტარტაპს იწყებს

როგორც იცით, „უბერი“ არის კომპანია, რომელიც საზოგადოებას ემსახურება სამარშრუტო ტაქსებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის საკმაოდ წარმატებული და პრაქტიკული კომპანიაა – თითქმის ყველა ტურისტმა იცის მის შესახებ.

სტარტაპი, რომლის ჩაშვებაც „უბერის“ კომპანიას სურს, არის იმაზე გათვლილი, რომ მათ მომსახურეობა გაუწიონ საზოგადოებას ახლა უკვე ელექტროველოსიპედებითაც. როგორც იცით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ხალხი ძირითადად ველოსიპედებით დადის, რადგან უფრო ჯანსაღი, სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. სტარტაპი ძირითადად გათვლილი იქნება ახალგაზრდებზე, მათ მეტი მოძრაობა სჭირდებათ. როგორც წესი,  ელექტროველოსიპედები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ამიტომ – „უბერი“ ამ ტენდენციის შეცვლას გეგმავს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

კალიფორნიაში თვითმმართვადი მანქანები პრობლემებს ქმნიან

გასულ კვირას შესამჩნევად გაიზარდა თვითმმართვადი მანქანების მიერ შექმნილი საავარიო სიტუაციების რიცხვი, საზოგადოება საგონებელშია ჩავარდნილი, დამღუპველი იქნება თუ არა მოსახლეობისთვის ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება?!
2018 წელს უკვე 6 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, რომლებშიც დამნაშავე ის მანქანები არიან, რომლებსაც ადამიანი არ მართავს. ერთ–ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხით მოსიარულე ცდილობდა გადაეკვეთა სავალი ნაწილი და ამ დროს მას მანქანა დაეჯახა, იგი სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ასევე კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც უკვე არა ფეხით მოსიარულეს, არამედ საცობში ნახევრად თვითმმართვადი მანქანა შეეჯახა სამარშუტო ტაქსის, მიზეზად მანქანის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.
რა თქმა უნდა, ადრეც ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები და ბევრი ადამიანი შეეწირა მსგავს შემთხვევებს, მაგრამ უნდა ვანდოთ თუ არა ჩვენი სიცოცხლე ტექნოლოგიას, რობოტებს – ეს ჯერ კიდევ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.

 

 

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,იაგუარი” სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას გეგმავს

გასულ კვირას კომპანია „იაგუარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას, რაც, როგორც იცით, პირველი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, ახალი სიტყვა მანქანათა ინდუსტრიაში,

რა თქმა უნდა, ბევრმა კომპანიამ გამოუშვა ნახევრად დამოუკიდებელი მანქანები, ზოგი საკმაოდ წარმატებითად მუშაობს, მაგრამ თუ ეს იქნება მართლაც ისეთი მანქანა, რომელსაც დახმარების გარეშე შეეძლება გადაადგილება, კომპანია დიდ წინსვლას იგრძნობს.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ნახევრად თვითმმართვადმა მანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულე ქალბატონს, რომელიც დაიღუპა. ამიტომ ხალხისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ახალი პროდუქტი, სანამ ისინი არ დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 7
Page 3 of 7