close

ტრანსპორტი

გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიებიტრანსპორტი

 „Cargon-ი” – ქართული სტარტაპი, რომელიც გადაზიდვების პროცესს ამარტივებს

„Cargon-ი” არის ქართული გადამზიდი კომპანია, რომელიც ონლაინპლატფორმის მეშვეობით აკავშირებს გამგზავნს გადამზიდთან და პირიქით. მხოლოდ რამდენიმე მარტივი შესავსები ფორმის საშუალებით, „კარგონი“ მაქსიმალურად ამარტივებს გადაზიდვების რთულ და კომპლექსურ პროცესს. ის ერთ სივრცეში უყრის თავს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომლის შესრულებაც გადამზიდს ცალ-ცალკე უწევს.

აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლები არიან: ვანო ჩალაძე, რომელმაც მენეჯმენტი ფინანსების განხრით „ლონდონის ეკონომიკის სკოლაში“ (LSE) ისწავლა, შაკო ჯალაბაძე, რომელიც სწავლობს „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ (CSB) ბიზნეს ადმინისტრირების განხრით და ნიკო ტურაბელიძე, იგი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტი – „Queen Mary University of London-ის” კურსდამთავრებულია.

გუნდმა გადაწყვიტა, „სტარტაპ საქართველოს“ განაცხადი შეევსო. დღეს კი უკვე ამ პროექტის გამარჯვებულები არიან. ცდილობენ, კონკურსით მიღებული სარგებელი სრულად  გამოიყენონ და შექმნან კომპანია, რომელიც ნამდვილად შეასრულებს საკუთარ მისიას და იქნება წარმატებული არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

სახმელეთო ტვირთის გადაზიდვა დაკავშირებულია უამრავ პრობლემასთან:

  • არაოპტიმალური მარშრუტი
  • სიცარიელე საბარგულში
  • ფასის დადგენა / დაზუსტების პროცედურა
  • უწყვეტი ზარები ტვირთის კონტროლის მიზნით
  • დოკუმენტების ვრცელი სია

„კარგონის“ შექმნის იდეა ძალიან მარტივად გაჩნდა, ,,Cargon-ის” გუნდის წევრების პირადი გამოცდილების საფუძველზე. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენჯერმე გადაზიდვების დროს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს წავაწყდით, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ამ პრობლემებს აღმოფხვრიდა“, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ვანო ჩალაძე.

,,Cargon-ის” მეშვეობით, შესაძლებელი გახდება ტვირთების საიმედოდ გაგზავნა და, რაც მთავარია, გადაადგილების რეალურ დროში კონტროლი. გადამზიდები კი აპლიკაციის საშუალებით ავტომატურად მიიღებენ ინფორმაციას ახლომდებარე შეკვეთების შესახებ.

აპლიკაცია ერთდროულად კომფორტულია როგორც გამგზავნისთვის, ასევე გადამზიდისთვის. კომპანია კი, პასუხისმგებელი იქნება გადაზიდვის მთელ პროცესზე.

„ვფიქრობთ, სამივეს გვაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ ჩვენი იდეების და მართვის უნარების გამოყენებით ,,Cargon-ი” წარმატებულ და ყველასთვის გამოსადეგ ბიზნესად ვაქციოთ“, – აღნიშნა ვანო ჩალაძემ.

,,Cargon-ი” არის უნიკალური, მარტივი გზა, რათა გადაზიდვების რთული პროცესი წარსულს ჩაბარდეს. სტარტაპს აქვს არაერთი უპირატესობა:

გამგზავნებისთვის:

  • გადამზიდი მანქანის სწრაფად და მარტივად მოძიება
  • გადაზიდვის ოპერაციის რეალურ დროში მონიტორინგი
  • წინასწარ, მარტივად და გამჭვირვალედ დადგენილი ფასი
  • დაახლოებით 10/15 % – ით იაფი მომსახურება, მცირე ოპერაციული ხარჯების გამო

გადამზიდებისთვის:

  • მეტი შეკვეთის მოძიების შესაძლებლობა
  • შემცირებული უქმად (დაუტვირთავი) მგზავრობა
  • სწრაფად მიღებული ანაზღაურება (მაქსიმუმ 7 დღე)
  • სატრანსპორტო პარკის მენეჯმენტი
  • ორივესთვის: სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემები, რომელიც გამგზავნს და გადამზიდს ეხმარება, უფრო ეფექტურად შეასრულოს ტრანსპორტირება.

კომპანიის დამფუძნებლებმა უკვე მიიღეს დამატებითი ინვესტიცია. სამომავლოდ ისინი პროექტის გაფართოებას გეგმავენ და აპირებენ, რომ „კარგონის“ მარტივი სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთსა და თურქეთშიც შესთავაზონ დაინტერესებულ სექტორს.

,,კარგონი” სრულად ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კომპანიის ვებგვერდს ესტუმროთ.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტრანსპორტი

ლას ვეგასში ნახევრადთვითმმართავი ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

21-ე საუკუნეში ალბათ ყველა ადამიანმა იცის, რომ ტექნოლოგიის ინდუსტრია დღითი დღე წინ მიიწევს, არც თუ ისე დიდიხნის წინ წარადგინეს თვითმავალი ავტობუსები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორც ცნობილია, საკმაოდ კარგად მუშაობს ეს ინოვაცია. 
როგორც ცნობილი გახდა, ლას ვეგასში, ოთხშაბათს, პირველად გამოუშვეს თვითმმართავი ელექტროავტობუსები, რომელშიც 8 მგზავრი თავსდება და საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი. გამოშვების დღესვე მოხდა პირველი ავარია, საბედნიეროდ, არანაირი მსხვერპლი არ მოჰყოლია შემთხვევას და ამერიკის ავტომობილთა ასოციაციამ დაადგინა, რომ დამნაშავე იყო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც პროდუქტი გადაჰქონდა დანიშნულების ადგილზე.

 

წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტრანსპორტი

,,საჰაერო ტაქსები” საქართველოში ნოემბრიდან იფრენს

  ნოემბრიდან საქართველოში ,,საჰაერო ტაქსები” იფრენს. ამ ეტაპზე, კომპანია ,,აჭარა ჯგუფი” ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც, სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, –  ამის შესახებ ,,ბიზნესკონტაქტს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.  მისი ინფორმაციით, ლიცენზიაზე განაცხადი ცოტა ხნის წინ გააკეთეს და ფიქრობენ, რომ ფრენებს 15 ნოემბრიდან დაიწყებენ.

კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი კი ,,ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ მანამდე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და საფასო პოლიტიკისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომპანიას ამერიკიდან უკვე აქვს შეძენილი რვაადგილიანი ე.წ. Beechcraft, კომპანია საფრენ აპარატებს სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დაამატებს.

ოთო ბერიშვილის თქმით, მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, მიწოდების გარეშე, ის ვერ გაიზრდება, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა ,,საჰაერო ტაქსებზე“ დროთა განმავლობაში მოიმატებს.

საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით იფრენს, იქ, სადაც აეროდრომები არსებობს. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯგუფი სამომავლოდ თავადვე იზრუნებს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან ,,აჭარა ჯგუფი” თავს იკავებს.

წყარო:businesscontact.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

პირველი მფრინავი ჰიბრიდი გამოჩნდა

გასულ კვირას ფრანგულმა კომპანიამ – ,,Le-Burje–მა” დაასრულა მსოფლიოში ყველაზე დიდ ავიასალონზე მუშაობა, სადაც წარდგენილი იყო სხვადასხვა სახის ინოვაციური ტექნიკა, მანქანები და სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორის – მფრინავი მანქანებიც.

2017 წელს ამ სალონში იყო კომპანია ,,Workhore–ის” მანქანის წარდგენა, რომელიც მფრინავი ჰიბრიდია და მაქსიმალური სიჩქარე 110კმ/სთ აქვს.

 

წყარო: Comersant.ru

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

მფრინავი ტაქსი საცობების განსამუხტად

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის კომპანიები ცდილობენ მოძებნონ ახალი ხერხი, თუ როგორ ებრძოლონ საცობებს. რამდენიმე კომპანიას სურს, რომ ხალხს მისცეს შესაძლებლობა, გადაუფრინონ საცობებს.

შემდეგი წლიდან უკვე იგეგმება მფრინავი აპარატების გამოშვება, კაბინებითა და პროპელერით, ეს მოწყობილობა, დიდი ალბათობით, ახალი სატრანსპორტო საშუალება გახდება.

Volocopter 2X-ი ყველაზე ჭკვიანური გამოგონება იქნება, მას არ დასჭირდება მძღოლი და ორ ადამიანს შეეძლება გადაადგილება.

 

წყარო: Commersant.ru

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოტრანსპორტი

რომი, ბარსელონა, პრაღა, პარიზი – ,,WizzAir-მა” ახალი იაფი ფრენები დაამატა

სიახლე ავიაკომპანია WizzAir სგან –  4 ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში, ესენია: პრაღა, რომი, ბარსელონა, პარიზი. ასევე ქუთაისის ბაზას ემატება ახალი თვითმფრინავი Airbus A320. ავიაკომპანიის ინფრომაციით, იზრდება ფრენის სიხშირეები ქუთაისის აეროპორტიდან.

ფრენები იწყება 2018 წლის მაისიდან და შემდეგი ფასები იქნება წარმოდგენილი: ქუთაისი-ბარსელონას (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი)  მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი. 

ასევე, 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი. 

Wizz Air Hungary Ltd უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, სათაო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია დაბალი ფასის მისაღწევად ძირითადად იყენებს სხვადასხვა ქალაქების პატარა აეროპოპორტებს, იგი დაფრინავს ევროპაში ისრაელში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა. ავიაკომპანიას გააჩნია ყველაზე დიდი ფლოტი უნგრულ ბაზარზე, თუმცა ის არ არის ნაციონალური ავიახაზები, ამჟამად ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ავიაკომპანია შესულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250 Index-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალიტრანსპორტი

საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ

 ,,საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ” – ამ ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ქალებს მანქანის მართვას უკრძალავს, ამის გამო, ქალებს აჯარიმებდნენ და აპატიმრებდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ  უფლებადამცველი ჯგუფები წლებია ამ პოლიტიკის შესაცვლელად იბრძვიან.

მეფე სალმანის განკარგულებით, ცვლილება, სავარაუდოდ, 2018 წლის ივნისში შევა ძალაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამედიცინატექნოლოგიებიტრანსპორტი

„ფორმულა 1-ის“ ტექნოლოგია ახალშობილების უსაფრთხო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს

„ფორმულა 1-ის” მანქანების ტექნოლოგია, რომელიც მძღოლებს მაღალი სიჩქარის დროს მომხდარი შეჯახებისას სიკვდილისგან იცავს, ახალშობილების უსაფრთხო სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს.

ახალი მოწყობილობა – Babypod 20 – ნახშირბადის ბოჭკოვანისგანაა შექმნილი – იგივე მასალისგან, რომელიც გამოყენებულია ფორმულა 1-ის მანქანებში. მას შეუძლია აიტანოს 20 ჯ-ძალის ზემოქმედება და უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, კონტროლირებადი ტემპერატურის პირობებში ტრანსპორტირებას.

Babypod 20 ,,Williams Advanced Engineering-მა” ,,Advanced Healthcare Technology-თან” თანამშრომლობით შექმნა.

 როგორც წესი, ახალშობილებში სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირება მოითხოვს დიდი ინკუბატორების გამოყენებას, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიის მიწოდებას და სპეციალურ მანქანებს.

ახალ Babypod-ს ამჟამად ბრიტანეთის ,,Children’s Acute Transport Service-ი” იყენებს, რომლის მთავარი მენეჯერი აცხადებს, რომ ახალმა მოწყობილობის დიზაინმა „ტრანსპორტირების პროცესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.“

Williams-ი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 500 მოწყობილობის შექმნა იგეგმება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიებიტრანსპორტი

„ფორმულა 1-ის” ტექნოლოგია ახალშობილების უსაფრთხო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს

„ფორმულა 1-ის” მანქანების ტექნოლოგია, რომელიც მძღოლებს მაღალი სიჩქარის დროს მომხდარი შეჯახებისას სიკვდილისგან იცავს, ახალშობილების უსაფრთხო სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს.

ახალი მოწყობილობა – Babypod 20 – ნახშირბადის ბოჭკოვანისგანაა შექმნილი – იგივე მასალისგან, რომელიც გამოყენებულია ფორმულა 1-ის მანქანებში. მას შეუძლია აიტანოს 20 ჯ-ძალის ზემოქმედება და უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, კონტროლირებადი ტემპერატურის პირობებში ტრანსპორტირებას.

Babypod 20 ,,Williams Advanced Engineering-მა” ,,Advanced Healthcare Technology-თან” თანამშრომლობით შექმნა.

 როგორც წესი, ახალშობილებში სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირება მოითხოვს დიდი ინკუბატორების გამოყენებას, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიის მიწოდებას და სპეციალურ მანქანებს.

ახალ Babypod-ს ამჟამად ბრიტანეთის ,,Children’s Acute Transport Service-ი” იყენებს, რომლის მთავარი მენეჯერი აცხადებს, რომ ახალმა მოწყობილობის დიზაინმა „ტრანსპორტირების პროცესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.“

Williams-ი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 500 მოწყობილობის შექმნა იგეგმება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

დუბაიში საჰაერო ტაქსის საცდელი ფრენა განხორციელდა

დუბაიში ორშაბათს მფრინავი ტაქსი-დრონის საცდელი ფრენა განხორციელდა.

მფრინავი ტაქსი გერმანული დრონების ფირმა ,,Volocopter-ის” მიერაა შექმნილი და ის პატარა, ორადგილიან ვერტმფრენს ჰგავს.

ვოლოკოპტერის ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთია, მას უბედური შემთხვებისგან დასაცავი უამრავი საშუალება აქვს: სარეზერვო ბატარეები, როტორები და, უარესი სცენარის შემთხვევაში, რამდენიმე პარაშუტი.

ვოლოკოპტერი გახლავთ ათეულობით მაღალბიუჯეტიანი ევროპული და ამერიკული ფირმის კონკურენტი, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი სამეცნიერო ფანტასტიკით ინსპირირებული ხედვით ცდილობს, შექმნას ურბანული ტრანსპორტის ახალი ფორმა. ეს ფირმებია: Airbus-ი, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართვადი ტაქსების შექმნას 2020 წლისთვის, Kitty Hawk-ი, რომელსაც მხარს Google-ის თანადამფუძნებელი ლერი ფეიჯი უჭერს, და Uber-ი, რომელიც პარტნიორებთან საკუთარი მფრინავი ტაქსის სტრატეგიაზე მუშაობს.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სმარტფონების გამოყენებით თქვენს ახლოს მდებარე ვოლოპორტიდან ვოლოკოპტერის გამოძახებას შეძლებთ. რის შემდეგაც ის მოვა და და დანიშნულების ადგილამდე თქვენს წაყვანას შეძლებს, “ – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა –  ფლორიან როიტერმა.

ორშაბათის სატესტო ფრენის დროს, მოწყობილობა 200 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

საჰაერო ტაქსით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7
Page 5 of 7