close

ტრანსპორტი

გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

თვითმართული კატერი ჩინეთში ადამიანებს დახრჩობისგან იცავს

ჩინეთში ინოვაციური კატერი გამოჩნდა – თვითმართული მოწყობილობა ადამიანებს დახრჩობისგან იხსნის.

ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქალა ჰეფეიში, ტიანის ტბაში 2004 წლიდან დღემდე, ჯამში, 66 ადამიანი დაიხრჩო.

ავტონომიური კამერა აკუსტიკური და ინფრაწითელი სენსორებით, ასევე, კამერითა და GPS–ითაა აღჭურვილი.

სენსორები ტბას სახიფათო და უსაფრთხო ზონებად ჰყოფს და, იმ შემთხვევაში, თუკი ტბაში შესული ადამიანი სახიფათო ზონაში შეცურავს, კატერი სიგნალით გააფრთხილებს, ამავდროულად კი, მაშველებს მისი ლოკაციის კოორდინატებს გადასცემს. თუ ადამიანი მოახერხებს, კატერს ჩაეჭიდოს, თვითმართული მოწყობილობა მას უსაფრთხო ზონამდე მიიყვანს.

მას შემდეგ, რაც კატერი ტბაზე გაჩნდა, არცერთი ადამიანი არ დაღუპულა.

 

წყარო:  https://newsworld.co

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
მსოფლიოტრანსპორტი

მასკმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი ჰიპერლუპის მშენებლობაზე თანხმობა მიიღო

ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი, ელონ მასკი, ,,Twitter-ის” საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ მან ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

ჰიპერლუპა, რომელიც ფილადელფიასა და ბალტიმორშიც შეჩერდება, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში 29 წუთში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ თანხმობა მხოლოდ ზიტყვიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასკს მარეგულირებელსა და ბიუროკრატიზმითან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება მოუწევს.

მასკი არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო თანხმობა, ასევე პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღს – თუმცა აღნიშნავს, რომ ჰიპერლუპის აგებას ტეხასსა და დასავლეთ სანაპიროზეც გეგმავს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მასკმა გამოხატა სურვილი, წარმოადგინოს ჰიპერლუპის მარშრუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტები, რომელთა მიზანი  მრავალი ევროპული ქალაქის დაკავშირება და დუბაის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაა.

 როგორც ჩანს, დადებითი გარემოსდაცვითი შედეგების, ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირების და სხვა უპირატესობების გამო, ჰიპერლუპი დიდ დარტყმას მიაყენებს სატრანსპორტო ინდუსტრიას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტრანსპორტი

 მასკმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი ჰიპერლუპის მშენებლობაზე თანხმობა მიიღო

ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი, ელონ მასკი, ,,Twitter-ის” საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ მან ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

ჰიპერლუპა, რომელიც ფილადელფიასა და ბალტიმორშიც შეჩერდება, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში 29 წუთში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ თანხმობა მხოლოდ ზიტყვიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასკს მარეგულირებელსა და ბიუროკრატიზმითან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება მოუწევს.

მასკი არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო თანხმობა, ასევე პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღს – თუმცა აღნიშნავს, რომ ჰიპერლუპის აგებას ტეხასსა და დასავლეთ სანაპიროზეც გეგმავს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მასკმა გამოხატა სურვილი, წარმოადგინოს ჰიპერლუპის მარშრუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტები, რომელთა მიზანი  მრავალი ევროპული ქალაქის დაკავშირება და დუბაის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაა.

 როგორც ჩანს, დადებითი გარემოსდაცვითი შედეგების, ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირების და სხვა უპირატესობების გამო, ჰიპერლუპი დიდ დარტყმას მიაყენებს სატრანსპორტო ინდუსტრიას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიებიტრანსპორტი

როგორია ახალი მფრინავი მოტოციკლი?

 

„Hoverbike-ი“ ახალი სიტყვაა ტექნოლოგიის განვითარებაში, როგორც გაირკვა, მისი შემქმნელები აქტიურად მუშაობენ მისი რეალური, ადამიანის ზომის ანალოგის დამზადებაზე. მფრინავ მოტოციკლეტს არა მხოლოდ გადაადგილების ფუნქცია ექნება, ასევე, მის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით შეძლებენ, მაგალითად, საძიებო სამუშაოების დროს, ან საქონლის მწყემსვისთვის. ჯერჯერობით, მხოლოდ მინიმოდელია შექმნილი და ის ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.

მსგავსი ტექნოლოგიების გამოგონება ხელს უწყობს ადამიანებს მარტივ ცხოვრებაში,დღევანდელ რეალობაში ხომ  ყველაფერი კომფორტთანაა დაკავშირებული?!

მფრინავი მოტოციკლეტის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ნამდვილი მოდელის გაკეთებასა და გაყიდვაში ჩაშვებას.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატრანსპორტი

მეცნიერები გამანადგურებელი სიჩქარის სატრანსპორტო კაფსულის დატესტვას აპირებენ 

 ინჟინრები ფუტურისტული ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ტესტს ჩაატარებენ. ტექნოლოგიის მიზანი, რომლის ავტორი ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი ელონ მასკია, კაფსულაში განთავსებული მგზავრებისა და ტვირთის ვაკუუმური მილების საქალაქთაშორისო სისტემით ტრანსპორტირებაა.

ტექნოლოგიას ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპანია Hyperloop One ავითარებს. კომპანიის ინფორმაციით, 8,5 მეტრიან კაფსულას ნევადაში, რამდენიმე კვირაში დატესტავენ.

Hyperloop One მასკის მიერ შემოთავაზებულ ტექნიკურ ხედვას ამუშავებს. მასკმა 2013 წელს წარმოადგინა იდეა, ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოს შორის გიგანტური ვაკუუმური მილების მეშვეობით მგზავრებიანი კაფსულების გაგზავნის შესახებ.

Hyperloop-ის სიჩქარე საათში 402 კილომეტრი იქნება. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ Nevada Desert- ში 12 მაისს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი წარმოადგინა, რომლის დროსაც Hyperloop-ი ვაკუუმურ-დახურულ მილში 5,3 წამის განმავლობაში აიწია და 113 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. შედარებისთვის : Hyperloop-ზე ექსპერიმენტი შარშან ღია ცის ქვეშ ჩატარდა და არა მილში, რაც მაღალი სიჩქარის მიღწევის მთავარი პირობაა.

იდეას სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ Hyperloop-ის იდეა რეალური სამყაროს გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, მათ შორისაა, მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება.

Hyperloop One- მა პროექტი 160 მილიონი დოლარით დააფინანსა და ტექნოლოგიის პოტენციალს სწრაფი სატრანზიტო ვარიანტი უწოდა.

 

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატრანსპორტი

,,Lexus–მა” სპორტული იახტა გამოუშვა

 

 ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა ფირმა ,,ლექსუსმა” სპორტული იახტა გამოუშვა, რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა იახტმწარმოებელ კომპანიებს.

,,Lexus Sport Yacht–ი” – ასე ჰქვია Lexus-ის იახტას, რომელიც V8 ტიპის ორი ძრავითაა აწყობილი და მისი სიმძლავრე 885 ცხენის ძალაა, რაც იახტისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამ ძრავით გამორჩეულია რამდენიმე მანქანის მოდელი, რომლებიც ერთ–ერთ უსწრაფეს მანქანებად არიან ცნობილები. იახტა გათვლილია 8 ადამიანზე და ყველანაირ კომფორტს უქმნის ადამიანებს მგზავრობისთვის.

ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის შემოსული მოცემული მოდელი, მაგრამ კომპანიაში სერიოზულად ფიქრობენ ამ კატეგორიაში ადგილის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს მსგავსი მოდელების გამრავლებასა და გაფართოებას.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტრანსპორტი

როდიდან ამოქმედდება მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი”?

 მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო, უნდა გახსნილიყო 1995 წელს, თუმცა, 90-იან წლებში არსებული რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, 1993 წელს მასშტაბური პროექტი შეჩერდა. სადგურ ,,სახელმწიფო უნივერსიტეტის” მშენებლობა 2015 წელს განახლდა. სადგური ერთთაღოვანია. პროექტს ,,აზიის განვითარების ფონდი” აფინანსებს. ღირებულება 83 000 670 ლარს შეადგენს შეადგენს.

მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტს” ოთხი ამოსასვლელი ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე. მეტროსადგურს აქვს ერთადერთი საევაკუაციო გვირაბი საქართველოში, რომლის სიგრძეც 280 მეტრია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ,,დოქტრინასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია და მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი” ექსპლუატაციაში შემოდგომიდან შევა, თუმცა ზუსტ თარიღს ამ ეტაპზე არ ასახელებენ. ,,უნივერსიტეტის” გახსნა გაამარტივებს მოძრაობას, რადგან ,,ვაჟა-ფშაველას” ორივე გვირაბი სრულიად დაიტვირთება, ერთლიანდაგიანი მოძრაობა გაუქმდება და, შესაბამისად, მგზავრები მარტივად შეძლებენ გადაადგილებას გადაჯდომის გარეშე, რაც, თავისთავად, დაზოგავს დროს.

როგორც ცნობილია, მეტრო ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ საკითხის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ,,დოქტრინასთან” განაცხადეს, რომ, საწყის ეტაპზე, 10 სადგური ადაპტირდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად დაემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით  მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ. ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ. ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით, გვირაბების საერთო სიგრძეა – 53.7 კმ, ღია უბნების – 3.6 კმ, ხოლო დეპოების და ჩიხების – 5.2 კმ-ია.

ათეულობით წლის კონსერვაციის შემდეგ, მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი” 2017 წლის შემოდგომიდან შევა ექსპლუატაციაში.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ვიდეოსაქართველოტრანსპორტი

მეტროსადგურები შშმ პირებზე ადაპტირდება – რეალობა თუ პიარი?

არაადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. საზოგადოებისგან იზოლირებულნი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას. ერთ-ერთი უმწვავეს პრობლემად რჩება მათზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობა.

ვისაც თბილისში არსებული ხიდებით გისარგებლიათ, დამერწმუნებით, რომ იქ ეტლით გადაადგილება არათუ დამოუკიდებლად, არამედ რამდენიმე პირის დახმარებითაც კი რთულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოში ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება შეინიშნება, მაგალითად, იანვრიდან დედაქალაქში მოძრაობს ახალი ავტობუსები, რომლებიც სპეციალური პანდუსებითაა აღჭურვილი და სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი.

როგორც ცნობილია, 2017 წლის ბოლომდე თბილისში 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება. ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს სპეციალური რკინის კონსტრუქციით. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, უპირველ ყოვლისა, აღნიშნული კონსტრუქციები დამონტაჟდება ისეთ მეტროსადგურებში, სადაც მგზავრს კიბის გარეშეც შეუძლია ესკალატორთან მისვლა. ხოლო მეორე ეტაპისთვის დამონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც პირს ესკალატორამდეც მიიყვანს.

,,ვმუშაობთ პროექტის დეტალებზე, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შემოგვთავაზა ეს პროექტი, რასაკვირველია, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, რადგან პერიოდულად სხვადასხვა დეტალი იჩენს თავს. ჩვენ გვინდა, ყველა მეტროსადგური ადაპტირდეს, თუმცა საწყის ეტაპზე 10-მდე სადგურს მოვიცავთ,” – აცხადებენ ტრასპორტის საქალაქო სამსახურში.

,,რასაკვირველია, სასიხარულოა ეს ამბავი, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ტროტუარები უნდა მოეწყოს, მეტრომდე ხომ უნდა მივიდეთ? ევროპის ყველა ქვეყანაში როგორც ფეხით მოსიარულეს, ისე ეტლით მოსარგებლეს არ ექმნება პრობლემა გადაადგილებისთვის. გულდასაწყვეტია, რომ პანდუსის გაკეთებით ქულებს იწერენ, ეს ყველაფერი რეალურად არ არის გამიზნული შშმ პირების ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. შეზღუდული შესაძლებლობა კი არა, არაადაპტირებული გარემო გვაფერხებს. მე ვმუშაობ, მაგრამ ბევრის შრომითი უფლება ირღვევა. დამსაქმებელი, როგორც წესი, უარს ამბობს შშმ პირის მიღებაზე, რადგან არ არის გარემო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ბუნებრივია, ყოველდღე ვერ მიხვალ იმ ადგილას, სადაც დახმარება დაგჭირდება, ეს ხომ ადამიანის თვითშეფასებაზეც მოქმედებს, სწორედ ამიტომაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ სოციალიზაციის პრობლემა, ვერ ინტეგრირდებიან გარემოში” – აღნიშნავს მოცეკვავე და ხელოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თემო არაბიძე.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

  • სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის (მუხლი 7);
  • სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია (მუხლები 13–16);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის (მუხლები 17–20)

როგორც ხედავთ, კანონი ირღვევა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სხვა ადამიანების მსგავსად საზოგადოების აქტიური წევრები გახდებიან.

 

იხილეთ ვიდეო – როგორ არის ტოკიოს მეტრო შშმ პირებზე ადაპტირებული:

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ელონ მასკმა მიწისქვეშა გზების სისტემის შესახებ საკუთარი ხედვა წარადგინა

ამერიკელმა მეწარმე ელონ მასკმა ლოს-ანჯელესის მიწისქვეშა გვირაბის ქსელის შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

როგორც მასკმა TED-ის (ტექნოლოგია, გართობა და დიზაინი) კონფერენციაზე განაცხადა, ის ამერიკაში სრულიად ავტონომიურ მოგზაურობას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.

გარდა აღნიშნული საკითხისა,  მასკმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სურდა 50 წელში მზის ენერგიაზე მომუშავე სახურავის კრამიტი ყველა სახლში სტანდარტად ქცეულიყო. მან გააკეთა განმარტება იმის შესახებაც, თუ რატომ მიიჩნევს აუცილებელ საჭიროებად მარსზე რაკეტის გაგზავნას.

TED-ის კურატორ კრის ანდერსონთან საუბრისას Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ „სულის გამანადგურებელმა“ ტრანსპორტის მოძრაობამ მას ისეთი იდეა შთააგონა, რაც გზების განტვირთვისთვის გამოსავალს წარმოადგენს.

მასკმა ვიდეო წარმოადგინა და კონფერენციის მონაწილეებს გვირაბის სისტემის მუშაობის პრინციპი გააცნო.

მანქანები ურიკის მსგავს მოწყობილობაზე ჩერდება, მიწა იხსნება და ისინი ქვემოთ ჩადის. მანქანა პლატფორმას ტოვებს და მას სხვა მანქანა ანაცვლებს, რომელიც პირიქით, ქვემოდან ზემოთ ადის.

მასკი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მასშტაბით „სრულიად ავტონომიური“ მგზავრობა  წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: http://www.bbc.com/news/technology-39741094

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტრანსპორტი

თბილისში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და იგი სააქციო საზოგადოებამ – „აეროსტრუქტურები, ტექნოლოგიები, ცილკონი“ (JSC “Aerostructures Technologies Cyclone”) წარმოადგინა.

აღნიშნული ორგანიზაცია სს „საპარტნიორო  ფონდის“, ეკონომიკის სამინისტროსა და ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანია „Elbit Systems – Cyclone Ltd“-ის მიერ დაარსდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, „Elbit Systems – Cyclone Ltd.-ისა” და სს „საპარტნიორო  ფონდის“ პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ააშენოს ქარხანა, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის  სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. ეს უპრეცედენტო პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას საქართველოში და 300 ადგილობრივს დაასაქმებს.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – ქეთევან ნატრიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და თანამშრომლობას დაწყებას  იმ საგანმანთლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც  საინჟინრო  მიმართულების პროგრამებს ახორციელებენ.

 

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 4 5 6 7
Page 6 of 7