close

ტურიზმი

საქართველოტურიზმი

მაისში საქართველოში 17 ინფლუენსერი ქვეყნის „გასაპიარებლად“ ჩამოვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, მაისში საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. პრეს-ტურის მიზანია აშშ-დან და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა მათთვის. ორგანიზატორების თქმით, ინფლუენსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ, პრაქტიულად მთელ ინგლისურენოვან სამყაროს მოიცავენ და მათი მოთხრობილი შთაბეჭდილები პოსტ-კოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პირდაპირი რეკლამა.

„დღეს ყველაზე ეფექტური გზა ტურიზმის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით არის ინფლუენსერების მიერ მოყოლილი ამბები სოციალურ ქსელში პოსტებისა და ფოტოების მეშვეობით. ისინი უდიდეს აუდიტორიას უზიარებენ ამ კონტენტს და შემდეგ სხვასაც უჩნდება მოგზაურობის სურვილი ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მიზანიც.

ამიტომაც, ციფრულ არხებში დადებული პოსტით, შესაძლებელია გაცილებით მეტი ადამიანის დაინტერესება, ვიდრე უბრალოდ სატელევიზიო ან ბეჭდური რეკლამის განთავსებით“ – განაცხადა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“.

მისივე თქმით, მაისის ბოლოს, დაახლოებით 17 ინფლუენსერი ჩამოვა საქართველოში, რომელთა გამომწერების რაოდენობა 100-500 ათასი და მეტია და ისინი მთელს ქვეყანას დაათვალიერებენ და შემდეგ გააცნობენ საკუთარ აუდიტორიას.

„იმედია მაისის ბოლომდე მოიხსნება გარკვეული რეგულაციები, იქნება ეს კომენდანტის საათი თუ კვების ობიექტებზე დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მოუწევთ არსებულ რეგულაციებთან შეგუება და 9 საათისთვის სასტუმროში დაბინავება.

რაც შეეხება იმას, თუ რას ვახვედრებთ ქვეყანაში სტუმრებს, ეს არის ჩვენი ბუნება, ხალხი, კულტურა, ძეგლები, საკვები, ღვინო, მუსიკა და ყველაფერი ის, რითაც ვიწონებთ თავს და რაც შეუძლებელია რომ არ მოეწონოთ“, – აღნიშნა საბა კიკნაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
საქართველოტურიზმი

Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მკითხველს 12 რჩევას აძლევს თუ რა მიმართულებით უნდა იმოგზაურონ 2021 წელს. სტატიაში შევხვდებით მოგზაურებისა და ჟურნალისტების მიერ აღწერილ 12 ლოკაციას, რომელთა შორის დასახელდა საქართველოც, კერძოდ ყაზბეგი. მოგზაურები დიდი იმედითა და ოპტიმიზმით ელოდებიან 2021 წელს და სჯერათ, რომ ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ იმუშავებს და მალევე შეძლებენ შეუფერხებლად მოგზაურობას.

12 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებაში მოხვდა ყირგიზეთი მათი ტრადიციებით და გემრიელი ადგილობრივი საკვებით, შოტლანდიის დასავლეთ სანაპირო, ბრიტანეთის კუნძულები, იორკში იორკშირის მუზეუმი. ასევე ჩრდილოეთ იორკშირი, იმ შემთხვევისთვის თუ მყუდრო ოთახებს, ბუხარში ცეცხლს და ზღვის ხედს ეძებთ. გლაზგო ბულვარებით, ქვაფენილებითა და აზიური ქუჩის საკვებით. სტატიაში ასევე აღწერილია კოტსვოლდის გზა, ფარერის კუნძულები, უკრაინა, მავრიტანია, აზერბაიჯანი და ბოლოს საქართველო.

მოგზაური და ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი ყაზბეგის შესახებ წერს: ,,მე მინდა ისევ ვიმოგზაურო ყაზბეგში, დავიღალო იმ საოცარი ლაშქრობებით,  სადაც სულიერი არ შემხვდება. მეორე დღე მინდა გავატარო აივანზე წიგნით ხელში, რომელსაც მცირე ყურადღებას მივაქცევ, რადგან მთები სუნთქვას შემიკრავს. აივანს კი მხოლოდ საუცხოო ქართული საკვების საჭმელად დავტოვებ იგივე ხედით…”

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტურიზმი

CNN – 2021 წელს სამოგზაუროდ შესაძლოა COVID-19–ის ვაქცინის პასპორტი დაგჭირდეთ

სამოგზაუროდ წასასვლელად, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი დაგვჭირდეს – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, რამდენიმე კომპანიამ და ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, უკვე დაიწყო სმარტფონებისთვის ისეთი აპლიკაციების შემუშვება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ატვირთონ თავიანთი სამედიცინო ისტორია, კორონავირუსის ტესტის და ვაქცინის გაკეთების შესახებ დეტალებით, რაც შემდგომ შესაძლოა საზღვრების გადალახვისას, სტადიონზე, კონცერტზე ან ოფისში შესასვლელად დასჭირდეთ.

გარდა ამისა, საერთო ნდობის ქსელმა [Common Trust Network] და მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა უკვე შეთანხმება დადეს ავია–კომპანიებთან, მათ შორის ლუფტჰანზასთან, რომ მგზავრებმა, გამგზავრების წინ, ჯანმრთელობის ისტორია წარმოადგინონ.

“საზღვრის გადაკვეთისას კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ჯერზე შეიძლება, მაგრამ ვაქცინაცია არა” – ასე ხსნის  საერთო ნდობის ქსელის წარმომადგენელი ტომას კრამპტონი, ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის გამგზავრებისას წარმოდგენის აუცილებლობას.

თავის მხრივ, სტენფორდის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ჯული პარსონეტი, ამბობს, რომ მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საკმარისი არ არის, რადგან ვაქცინის გაკეთების მიუხედავად, შესაძლოა ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტურიზმი

აფხაზეთის უნიკალური არქიტექტურა და ფრანგი ფოტოგრაფის სურეალისტური პეიზაჟები (ფოტოგალერეა)

2016 წელს ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა – აურელიენ ვილეტმა, აფხაზეთში იმოგზაურა და დააფიქსირა ის თვითმყოფადი და, ამავე დროს, განადგურების პირას მყოფი პეიზაჟები, რომელიც ურყევი დაპირისპირებით გამოწვეულმა მოვლენებმა წარმოშვა. ვილეტმა რეგიონში სურათების ორ სერია გადაიღო, თუმცა აქამდე ისინი არასდროს გამოქვეყნებულა, ამჟამად კი, ფოტოგრაფმა მათი ისტორია Lensculture.com-ზე გაუზიარა მკითხველს.

ფოტოსურათების პირველი სერია – ,,ტოპოფილია-აფხაზეთი”, გვიჩვენებს რეგიონის, მისი ნაგებობებისსა და ულამაზესი ორნამენტების, ფაქტობრივად, სურეალისტურ ხასიათს, რომელზეც დროთა დინება თავისებური კვალი დატოვა. სერია ძირითადად 1955 წლამდე აშენებულ ნაგებობებს აერთიანებს, მიტოვებული და დაშლის პირას მყოფი მონუმენტური აქტიტექტურა თითქმის წარმოუდგენელი და არარეალურია, რასაც განცალკევებული მდებარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს და შეიძლება ითქვას, რომ სურათებზე ასახული სივრცეები სადღაც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს. მეორე სერიის – „ექსენტრიული მოგზაურობა აფხაზეთში“, შესაქმნელლად   ფოტოგრაფმა გამოიყენა ისეთი სტრუქტურები, რომლებსაც, როგორც წესი, არანაირი განსაკუთრებული მნიშნელობა არ გააჩნია, სერიის მიზანი იყო ჰეტეროგენული ატმოსფეროს – ქაოსის შექმნა, სხვადასხვა მონათხრობითა და ისტორიით.

,,ეს უჩვეულო სურათები, რომლებზეც ადამიანების ნიშანწყალიც არ ჩანს, მიუხედავად ამისა, თამამად ყვებიან უნიკალური ადგილისა და ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიას, რომელთა იდენტობამაც მე-20 საუკუნიდან მოყოლებული რადიკალური ცვლილებები განიცადა. აფხაზეთი ახლა სავსეა წარსულის, აწმყოსა და მომავლის დაძაბულობის მატარებელი ადგილებით” – ნათქვამია გამოცემაში.

 

წყარო: Lensculture.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველოტურიზმი

რა საიდუმლოს ინახავს ხვამლი?

მოგეხსენებათ ლეგენდები რეალობას ალამაზებს, მაგრამ ლეგენდა ვერ იარსებებს რეალური ფაქტების გარეშე.

ბევრი მოლაშქრისა და არქეოლოგისთვის საყვარელი ადგილია ხვამლი, მეტად მისტიური და იდუმალებით მოცული მთაა, რომლის შესახებაც უამრავი ლეგენდა, მითი თუ რეალური და დადასტურებული ინფორმაცია არსებობს. ხვამლის მთის სიმაღლე 2000 მეტრს აღემატება, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, მთის წვერი ღრუბლებზე მაღლაა, რის გამოც უღრუბლო ამინდში შეიძლება შავი ზღვის დანახვაც.

ხვამლის მთაზე ახლაც არსებობს ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესის ნაშთი,, სწორედ ამ ეკლესიას უკავშირდება ბევრი ადამიანისთვის საყვარელი დღესასწაული ,,ხვამლობა”. ხვამლობა აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს იმართება და მომლოცველები ხშირად კარვებითაც სტუმრობენ მთას, თან მიაქვთ შესაწირი და აღევლინება ლოცვა.

ანტიკური წყაროებიდან დაყრდნობით, სწორედ ხვამლი მიიჩნეოდა არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის ადგილად, სწორედ აქ მიაჯაჭვა ზევსმა პრომეთე. სხვა ისტორული წყაროების თანახმად, ჟიულ ვერნს სწორედ ხვამლის მთა აქვს აღწერილი მის ერთ-ერთ სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”.

მთავარი მითი ხვამლის მთის შესახებ არის გველეშაპი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მთის დარაჯად გვევლინება, ის წელიწადში ერთხელ იცვლის გვერდს, რის გამოც წყარო, რომელიც მთიდან მოედინება 6 თვე რიონისკენ მიედინება, 6 თვე ცხენისწყლისკენ.

,,ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია – დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, – ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს.  ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი… ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით “- აცხადებს არქეოლოგი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

2013 წლიდან 2016 წლამდე კი აღმოაჩინეს არტეფაქტები – პალეოლითური ხანის. ასევე, დაფიქსირდა კლდეში ჩაჭრილი, ქვით ნაგები ოთხკუთხა შენობის ნაშთი, რომლის იატაკი თიხით არის მოტკეპნილი და მოსწორებული.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ხვამლის მთაზე ქართველ მეფეთა განძსაცავი იყო, რის გამოც საბჟოთა ეპოქაში, სტალინის დროს აქ მიმდინარეობდა გასაიდუმლოებული კვლევები.

საინტრესოა, სად გადის  ზღვარი მითსა და რეალობას შორის ხვამლის მთის შესახებ?

წყარო: turebi.ge , intermedia.ge

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურასაქართველოტურიზმი

პირველი თბილისელი გიდი და თითქმის 130 წლის მერე გაცოცხლებული ტური

„როსტომი, ჩვენი გიდი, თავის ჩერქეზულ სამოსში გამოწყობილი დაიარება სასტუმროს ფოიეში, ხანჯალასხმული და საომარი ჯილდოებით აკაზმული. გერმანელი ფილოლოგის ნათქვამი რომ გადამემოწმებინა, როსტომს ვკითხე, რამდენ ენაზე საუბრობდა. ზუსტი რაოდენობა თვითონაც არ იცის, თუმცა მაინც სცადა თითებზე ჩამოეთვალა: რუსული, მეგრული – მისი მშობლიური ენაა, ქართული, სომხური, სპარსული, ლეზგინური, გრუზინული, ყველა ვერც დავიმახსოვრე“, – ეს ბოლო შეცდომა (გრუზინულიო) შევუნდოთ ავტორს, რომელმაც ერთ-ერთი პირველი თბილისელი გიდის შესახებ დაგვიტოვა ცნობები…

თუმცა სჯობს, მოვლენებს მივყვეთ.

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა და, ბოლო წლების ტრადიციისამებრ, ქართველმა გიდებმა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს: დილიდან საქართველოს ქალაქებში ტურისტებისთვის, დამწყები თუ უკვე გამოცდილი კოლეგებისთვის სხვადასხვა მიმართულებისა და თემატიკის ტურები ჩაატარეს.

თბილისის მერიამ შეხვედრაც მოუწყო გიდებს, ასოციაციებმა საქმიანობა შეაჯამეს და გამორჩეული წევრები დააჯილდოვეს. საღამოს კი, დატვირთული დღის მიუხედავად, ბევრი გიდი წავიდა ყოფილ სასტუმრო „ლონდონისკენ“, სადაც  გავრცელებული ინფორმაციით, პირველი თბილისელი გიდის ამბავი უნდა გაეცოცხლებინათ.

ინგლისელი სტუმრის ამბავი

სანამ ამ წარმოდგენა-ტურისა და გიდი როსტომის  შესახებ ვიტყოდეთ რამეს, ერთი ადამიანი უნდა ვახსენოთ: ჰენრი ნორმანი – ინგლისელი ჟურნალისტი და მოგზაური, პოლიტიკოსი, ლიბერალური პარტიის წევრი.  ის მუშაობდა გაზეთებში „Pall Mall Gazette”,  „News Chronicle”, „New York Times”. მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი ცნობილი და გახმაურებული სტატია. შემდეგ იგი, როგორც პოლიტიკოსი, იბრძოდა ქალთა უფლებების დაცვისა და ქალებისთვის საარჩევნო ხმის მიცემისთვის, თუმცა მთავარ თემას დავუბრუნდეთ…

1892 წელს ჰენრი ნორმანმა იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში და საქართველოსაც ესტუმრა.  ამ მოგზაურობას შემდეგ ორტომეული მიუძღვნა „All The Russians“ („სრულიად რუსეთი (თუ რუსები“), რომლიც 1902 წელს გამოვიდა ძალიან საინტერესო ილუსტრაციებით. ამ წიგნის ნაწილი,  ქართულ ენაზე, „ჰენრი ნორმანის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ,”ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა 2019 წელს ( მთარგმნელი ნათია მეჩითიშვილი. რედაქტორი გიორგი სორდია). სტატიის ციტატები სწორედ ამ ნაშრომიდან არის აღებული.

„ამუდარიიდან მოყოლებული ჩრდილოეთის პოლარულ წრემდე და ყარსიდან კამჩატკამდე რუსეთის მეფეს ბევრი უცნაური ხალხი და ქვეყანა ჰყავდა თავისი მმართველობის ქვეშ, მაგრამ კავკასიისა და მისი ხალხების მსგავსი ძნელად თუ მოიძებნება მთელს მსოფლიოში. მართლაც, თუ ვინმე კავკასიაში მოხვედრილა, უთქვამს კიდეც: ამისთანა დედამიწის ზურგზე არაფერი მინახავსო“, – ასე იწყება ნაშრომი, რომელიც ნორმანის მოგზაურობის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, კავკასიისა და საქართველოს ნაწილს აღწერს.

ტურზეც ტურის ავტორი, გიდი ვლასი ვაწაძე სწორედ იმ ნორმანს ასახიერებდა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში პოპულარულ სასტუმრო „ლონდონს“ „ესტუმრა“.

„ყველა თვალსაზრისით ეს საინტერესო სავანე მაინც უცნობი რჩება გარე სამყაროსათვის. ადვილი და კომფორტულია აქ ჩამოსვლა. მისი მთავარი სატრანსპორტო გზები მოწესრიგებულია. ხოლო მთელს რუსეთშიც კი არ მოიძებნება ისეთი ფეშენებელური და კეთილმოწყობილი სასტუმრო, როგორც სასტუმრო ლონდონია, რომელსაც ყველა მისი ფრანგული სახელწოდებით Hotel de Londre იცნობს“, – წერს ნორმანი.

„ლონდონის“ „მიმღებში“ სტუმარსა და ტურის მონაწილეებს სასტუმროს ისტორია გააცნეს  და გამორჩეული  სტუმრების – ჰამსუნგისა თუ ჩაიკოვსკის შესახებაც უამბეს. ის დღეც გაიხსენეს ერთი ვაგონი შროშანები რომ დაახვედრეს თბილისელებმა რუს კომპოზიტორს. აკი ამიტომაც  უყვარდა მუსიკოსს გამორჩეულად თბილისსა და ბორჯომში სტუმრობა.

სანამ სასტუმროში ინგლისელი სტუმარისთვის ნომერს „ამზადებდნენ“,  გოლოვინზე გაჩერებულ მის კარეტას „ჩამოიყვანდნენ“ და ბარგს „ჩამოტვირთავდნენ“,  ინგლისელმა ჟურნალისტმა ვერ მოითმინა, მეგობარი გერმანელი ეგვიპტოლოგის რეკომენდაციისამებრ, იპოვა ქართველი გიდი და როსტომს ქალაქის გაცნობა სთხოვა. გიდის როლი ჩოხასთან და მეგრულ კილოსთან ერთად მშვენივრად მოირგო გიდმა დავით ნასარიძემ.

ლალი აფციაურმა (რომელსაც ტურის ჩატარების იდეა ეკუთვნის), გზად ორბელიანების სასახლისა და ორბელიანების უბნის, ორბელიანების კუნძულის  შესახებ ისაუბრა. „ინგლისელმა სტუმარმა“ გიდებთან ერთად სომხური ვანქის ტაძარიც (დღეს მის ადგილას 104 საჯარო სკოლაა) „მოინახულა“ და თბილისელი სომხური თემის ამბებსაც გაეცნო.

თბილისი და თბილისური ამბები

„თბილისი რუსეთისთვის კავკასიის მარგალიტია, რეგიონის დედაქალაქი და, შესაბამისად, უვლის და უფრთხილდება. ქუჩები სუფთაა, ლამპიონებით განათებული, მაღაზიები დიდი და ლამაზი, მოწესრიგებული ტრამვაი, ეტლები…

თავისი მასიური მომწვანო-მოწითალო თუნუქის სახურავებით თბილისის ნახევარი პატარა პარიზს მოგაგონებთ ან კოხტა ბუქარესტს… თბილისის ერთი ნახევარი თუ ევროპას მოგაგონეთ, მეორე წმინდაწყლის აზიურია…   ევროპასა და აზიას შორის მდებარე თბილისი ყველაზე მეტად იქ მცხოვრები ხალხების სიჭრელით მოგაჯადოებთ, რომლებიც არა მარტო უამრავ გასაოცარ ენებს ფლობენ, არამედ თავიანთი სახასიათო გარეგნობითაც გამოირჩევიან“, – წერს ნორმანი.

გარეთუბნიდან, ორბელიანების უბნიდან ამჯერად ტურის მონაწილეებმა  მუხრანთუბნის კარით ძველ ქალაქში გადაინაცვლეს. პირველი გაჩერება „ზარის ეკლესია“ იყო, მერე  უჯებირო მტკვარს „გადახედეს“, წისქვილებიან, უბრალო თბილისელებით დასახლებულ  რიყეს, რომლის თავზეც უკვე გადიოდა ციციანოვის (ციციშვილის) აღმართი, მერე როსტომის სასახლესთან და სიონთან გაჩერდნენ.

„სასტუმროდან ტრამვაით ათ წუთის სავალზე თავი ბაღდადში ან თეირანში გეგონებათ. აზიური ბაზრებიდან მხოლოდ ცოტა თუ შეგხვდებათ ისეთი, უცხოელ მუშტარზე ხარბი თვალი რომ არ ეჭიროთ…. მთელს ბაზარში ისე გეპყრობიან, როგორც ადგილობრივ მკვიდრს“… ასეთ ადგილას გიდი როსტომი შეუცვლელი ადამიანია, „ქალაქის მთავარ ბაზარზე ერთი საათით გასვლაც კი კმარა, რომ მან ყველა ენაზე დაილაპარაკოს“ (თბილისელი გიდი ბევრ ენას რომ ფლობს, ეს ხომ თავშივე ვთქვით).

სტუმარი განსაკუთრებით ღვინით ინტერესდება:

„ბაზრის ყველაზე დიდ უცნაურობას ღვინო წარმოადგენს. კახეთის რეგიონში, რომელიც თბილისიდან არც ისე შორსაა, წითელ და თეთრ ღვინოს აყენებენ, ასევე აყენებენ ღვინოს, რომელიც არც წითელია და არც თეთრი, არამედ მოწითალო-მოყავისფრო პორტვეინის ფერი და ყავისფერი ხერესის გემო დაჰკრავს.  ეს უბრალო ხალხის ღვინოა, გროშის ფასი აქვს“.

აბა, ისე როგორ იქნება, თან ღვინის დაჭაშნიკების მერე, გიდმა და ინგლისელმა სტუმარმა ქალებზე არ ისაუბრონ?

„ქართველი ქალები, მართლაც, ისეთი ლამაზები არიან, როგორც მათზე ჰყვებიან? გათხოვებისას, რაც საკმაოდ ადრეულ ასაკში, ისინი ზომაზე მეტად განივრები და მსუქნები არიან, მოწიფულობის ასაკში კი მშვენდებიან. სახის სწორი და დახვეწილი ნაკვთები აქვთ,  დიდი მშვიდი მუქი ფერის თვალები, სავსე ტუჩ-კბილი, თეთრი პირისახე, შავი თმა – რაც ჩვენთან, ევროპაში მიღებული და აღიარებული სილამაზისგან საკმაოდ შორსაა. მათ ტუჩებს ვნებიანი ჩურჩულიც შეუძლიათ და გამამხნევებელი სიმღერითაც აცილებენ ქმრებს ომში, როცა ამისი დრო დგება“…

ისტორიასა და ქალებზე საუბრისას მეფე თამარიც ახსენდებათ: „იმის ნახევარიც თუ მართალია, რასაც თამარ მეფეზე ყვებიან, მაშინ ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დედოფალი…. მისი წყალობით საქართველო გაბრწყინდა და მისი დიდების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო“, – დაუწერია ნორმანს თავის წიგნში.

საუბრობენ პოლიტიკაზეც, ხალხთა შორის ურთიერთობაზეც, თუმცა სტუმარს მეფეები და პოლიტიკა ავიწყდება, როცა თბილისურ აბანოში ხვდება. გოგორდის აბანოები ხომ ამ ქალაქის კიდევ ერთი „ფასდაუდებელი სიმდიდრეა“, თბილისელი მექისე  და მასთან ურთიერთობა კი – ცალკე თავგადასავალი.

ნორმანი ერთ მტკივნეულ თემასაც ეხება: „ოლივერ უორდროპი წიგნში „საქართველოს სამეფო“ (1888 წ.) წერს: რუსეთი სამომავალოდ რომ ომში ჩაებას, ამით საქართველო მაშინვე ისარგებლებს, დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და დარიალის ხეობაზე კონტროლს დააწესებს… ჩემი პირადი აზრით კი, რუსეთის მტრებს იმედგაცრუება მოელით, რადგან საქართველოს პოლიტიკური და ეროვნული დამოუკიდებლობა წარსულს ჩაბარდა და მიუხედავად მათი მედიდურობისა, წარმოსადეგი აღნაგობისა და სამხედრო სამოსისა, მე სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ რუსეთთან დაპირისპირებისა და წარმატების რეალური ძალა და უნარი შესწევდეთ“.

ასე ფიქრობდა საქართველოს მომავალზე 130 წლის წინ ორი ინგლისელი…  წინ იყო 1905, 1917, 1918, 1921 წლები, 1921 წლის მძიმე თებერვალიც, ზუსტად ეს დღეები…  უორდროპი მაინც უკეთ იცნობდა საქართველოს, თუმცა საუკუნე დასჭირდებოდა მისი სიტყვების ახდენას, მაინც დადგა დამოუკიდებლობა! ევროპისა და უცხოელი ტურისტებისკენ გზაც მხოლოდ დამოუკიდებლობამ გახსნა.

„არ მესმის, რატომ არ ჩამოდიან შეძლებული ევროპელი ტურისტები კავკასიისკენ. იქნებ ჩემმა წიგნმა მაინც წააქეზოს ისინი ამისკენ. როგორც ბატონი ფრეშფილდი ამბობს, „კავკასიის აღსაწერად ყველა სიტყვა უძლურია“  და ისევ კლინტონ დენტის დავესესხოთ: თუ ეთაყვანებით მთებს და თუ გსიამოვნებთ ბუნების ჭვრეტა და მისი თოვლით, ნისლით, ტყეებითა და სილამაზით ტკბობა, სადაც სრულიად კონტრასტული სილამაზე სრულ ჰარმონიაში მოდის, მაშინ წადით კავკასიაში, წადით ქალაქში, სადაც 70 ენაზე საუბრობენ…“, – წერდა 130 წლის წინ ჰენრი ნორმანი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია გითხრათ, რომ დღეს ქალაქში, სადაც ოდესღაც ერთი გიდი იყო (ყოველ შემთხვევაში, ვინც გიდად მოიხსენიება და შემორჩა ისტორიას), დღეს ალბათ სამოცდაათამდე ენაზე მაინც ლაპარაკობენ გიდები… თბილისელი გიდების რაოდენობას კი ვერავინ გეტყვით: არც ტურიზმის ადმინისტრაციას, არც გიდების ასოციაციებს, არავის აქვს ასეთი სტატისტიკა დედამიწის ზურგზე…  თბილისში თურმე ყველაფერი როსტომიდან დაიწყო… ყოველ შემთხვევაში ტურის ავტორები – ვლასი ვაწაძე და ლალი აფციაური ასე ფიქრობენ და  ამბობენ, რომ არქივში შემორჩენილი მწირი ცნობებით, როსტომი (ნორმანსაც უნდა ვენდოთ ალბათ) მეგრელი იყო,  სასტუმროებთან „კავკაზთან“ და „ლონდონთან“ ელოდა სტუმრებს, თავადაც აქირავებდა ოთახებს,  ყიდდა იარაღს… მოკლედ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სიტყვების „ტურიზმის“ და „გიდის“ მნიშვნელობა ეცოდინებოდათ, ჩვენი როსტომი თბილისში მრავალმხრივ ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა. უფრო ძველი თბილისელი გიდის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ გვაქვს, თუმცა ალბათ ჯერჯერობით…

წყარო : publika.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტურიზმი

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN-მა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ სტატია მოამზადა.

„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ – წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი.  ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია. ბენჯამინ კემპერი სტატიაში დეტალურად აღწერს საქართველოს სამთო კურორტებს და მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.

„საქართველოს შესახებ პირველი, რაც მოგზაურებს თავში მოსდით, ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და  ტრენდული  ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს“, – წერია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა საკმაოდ იაფია.

ბენჯამინ კემპერი დეტალურად აღწერს ბაკურიანს და სვანეთის სამთო კურორტებს თეთნულდსა და ჰაწვალს. „თუ გსურთ თავგადასავლებს გემო გაუსინჯოთ, სვანეთში უნდა წახვიდეთ, რომელიც შუასაუკუნოვანი კოშკებით და მთის ტრადიციების გავლენით გამოირჩევა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN საქართველოს შესახებ კიდევ რამდენიმე სტატიას მოამზადებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ტურიზმი

„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა

„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“-ის (EBD) კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, 2020 წელს თბილისი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით.

„საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია“, – აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის საიტზე.

პორტალი თბილისის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი. საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს“.

ვებპორტალი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საუკეთესო პერიოდსაც ურჩევს.

საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,”-აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის საიტზე.

საერთაშორისო კონკურსისთვის – „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ტურიზმი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საბჭოს მონაცემებით, შარშან ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 პროცენტით მოიმატა.

2019 წელს საქართველოს აეროპორტები 5.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობატურიზმი

40 კმ-იანი ტრასა რაჭაში, რომელსაც ერთდოულად 10 000 მოთხილამურის მომსახურება შეუძლია

რაჭაში ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, არსებობს პოტენციალი, რომ ადგილზე ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის 40 კმ-იანი სათხილამურო ტრასის მოწყობის პერსპექტივა, რომელიც 1700 ჰექტარს აერთიანებს. როგორც ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე ამბობს, ადგილზე სათხილამურო ტრასის მოწყობის შემთხვევაში 10 000 მოთხილამურეს ერთად შეუძლია ისრიალოს. როგორც მხეიძე განმარტავს, მთვარობას ამ მიმართულებით დიდი ინტერესი აქვს, იყო კერძო ინვესტორების მხრიდანაც დაინტერესება, თუმცა კონკრეტული შემოთავაზებები ჯერ არ ყოფილა.

“მთავრობამ 4 მუნიციპალიტეტში გააკეთა განაშენიანების რეგულირების გეგმა, მათ შორის ერთი გახლდათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და როცა სპეციალისტები კონკრეტულ ლოკაციებს სწავლობდნენ, აღმოაჩინეს ბუნებრივი სასრიალო ტრასა, ამბროლაურისა და ლენტეხის მხარეს. 19 აპრილი იყო თუ არ ვცდები, როცა ადგილზე ისრიალეს და გვითხრეს რომ ადგილზე ძალიან საინტერესო ტრასის მოწყობა შეიძლება. დაახლოებით 1700 ჰექტარზე, სიგრძე დაახლოებით 40 კმ იქნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარეს და 10 000-მდე მოსრიალეს ერთდროულად შეეძლება ადგილზე სრიალი” -ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 7
Page 2 of 7