close

ტურიზმი

საქართველოტურიზმი

აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში 1 254 554 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 657 278 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია.

2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს აგვისტოში 5.8%-ით (68 872 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 2%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 90 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რუსეთიდან 252 873 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 6%-ით ნაკლებია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

წინა თვესთან, 2019 წლის ივლისთან, შედარებით აგვისტოში 155 080 ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ზრდა 14%-ია. ამ შემთხვევაში რუსეთიდანაც ზრდაა, აგვისტოში  რუსეთიდან 93 810 ვიზიტორით (59%-ით) მეტი შემოვიდა, ვიდრე ივლისში.

რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 4%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 5.4%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 6.2 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც 3.4 მილიონამდე იყო ტურისტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაპოლიტიკასაქართველოტურიზმი

იციკ მოშე – წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში, – ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“ განაცხადა.

“ჩვენ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს ამ გამოფენაში. ისრაელის სახლი წარმოადგენს თავის საქმიანობას. ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს, ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას. ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროში ორმხრივი მუშაობით ევროსაბჭოსთან ერთად, შევძლებთ ყოველწლიური ზრდა 50% შევინარჩუნოთ მომავალ წელსაც”,- განაცხადა იციკ მოშემ.

სრულად ნახვა
საქართველოტურიზმი

საქართველო CNN-ზე – ტურიზმის ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტელეკომპანია CNN-ზე სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. როგორც თავად ამბობენ, კომუნიკაცია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო,  ტურისტების მოსაზიდად, სოციალური კამპანია დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება, ამერიკულ მედიასაშუალებაში ვიდეორგოლების განთავსებაზე, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

სრულად ნახვა
საქართველოტურიზმი

ბელგიური დუო Konoba ტურისტებს მოუწოდებს საქართველოს ეწვიონ

ბელგიელმა პოპ დუომ, Konoba, ინსტაგრამის სთორიში საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და საქართველოს ტურიზმის განვითარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

“სამი დღის წინ ქართველმა ხალმა დაიწყო პროტესტი რუსეთის მიერ თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის წინააღმდეგ, ასევე ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის”.

“რაც რა თქმა უნდა არის ის, რაც პუტინს არ მოსწონს. ამიტომაც მან გადაწყვიტა პროტესტისთვის “ანტირუსული პროვოკაცია” დაერქმია და შემდგომ მკვეთრად შეეფასებინა იმით, რომ საქართველოში ყველა რუსული რეისი გაეუქმებინა”.

“საკმაოდ “ახვრული” ნაბიჯია… უფრო სწორად “იმას გააკეთებთ რასაც გეტყვით, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებს ინანებთ”.

“ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათ ტურისტულ ეკონომიკას ძალინ დააზარალებს და მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ”.

“ეს ლამაზი ქვეყანაა, რომელიც სავსეა შთამბეჭდავი ლანდშაფტებითა და ქალაქებით”.

“საოცარი საჭმლითა და ღვინით”

“მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხით, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ არიან არაჩვეულებრივი მასპინძლები ყველასთვის, ვინც მათ ქვეყანას სტუმრობს, რუსებისთვისაც კი”.

“თუ ფიქრობ საქართველოს მონახულებაზე, ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის ჩემს პროფილზე არის ბმული“.

“ერთი რამ რაც მინდა ჩემს ქართველ მეგობრებს ვთხოვო. საქართველოში მაცხოვრებელი რუსების ან რუსი ტურისტების დიდი უმრავლესობა კარგი ხალხია, რომელთაც უყვართ თქვენი ქვეყანა და ტრადიციები. ნუ აიძულებთ გადაიხადო საფასური სულელური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიიღეს მოსკოვში და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. გააგრძელეთ შესანიშნავი მასპინძლობა, მათ შორის რუსების. ეს უნდა იყოს ერთობაზე და არა გამონაკლისზე, სიყვარულზე და არა სიძულვილზე”.

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველოტურიზმი

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი ზღვის სიღრმეში გაფილტრულ წყალს უშვებენ. თუმცა, არის ამორტიზებული ძველი ქსელიც და ქალაქს შემოერთებული ტერიტორიები – საკანალიზაციო ქსელის გარეშე.

ახალი საკანალიზაციო ქსელი მოწყობილია და დაერთებულია ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე გონიო-კვარიათის ზღვისპირა ზოლშიც.

ზღვა-პორტი-ჭაობის დასახლება-გრიბოედოვის ქუჩას შორის მოქცეული ბათუმის ტერიტორია [მათ შორის ძველი ბათუმი მთლიანად] უკვე დაერთებულია ახალ საკანალიზაციო ქსელზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიიდან, ანუ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, დაბინძურებული წყალი ზღვაში ვეღარ ხვდება.

რაც შეეხება მწვანე კონცხს, მახინჯაურსა და სხვა, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს, ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

„გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონ ევრომდე გამოყოფს, რომელიც მოხმარდება ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს – მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი. ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

მისივე თქმით, მერიას 2019 წლის ბოლოს უკვე ეყოლება კონსულტანტი, რომელიც დაიწყებს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების ქსელის დაპროექტებას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე. ეს კვლევა კი ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანად დასრულებულია ახალი საკანალიზაციო ქსელისა და სატუმბი სადგურების მოწყობა თამარის, ბარცხანისა და ბონი-გოროდოკის დასახლებებში. ახალ ქსელზე დაერთებები თითქმის დასრულებულია ბონი-გოროდოკში, მალე დასრულდება თამარის დასახლებაში, შემდეგ კი ბარცხანაში.

ე.წ. ჭაობის დასახლებაშიც დაერთებები დაწყებულია, თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი არის ის ადგილები, სადაც წელს ქუჩების კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ჭაობსა და ბარცხანაში დაერთებები 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ბათუმის ხედები, 2019 წლის მაისი

წყალარინების ახალ ქსელზე დაერთებებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ ახორციელებს.

რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას გრიბოედოვის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე [ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, ასლან აბაშიძის, ინასარიძის, აღმაშენებლის, ლეონიძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ანგისის დასახლება] აქ, ამ ეტაპზე, მუშაობს ძველი საკანალიზაციო ქსელი, თუმცა ის ამორტიზებულია.

ჯაბა ტუღუშის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა ინასარიძის ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის ასაშენებლად. მალე დაიწყება ახალ ქსელზე დაერთებები ჯავახიშვილის, გრიბოედოვის [ქუჩის მარჯვენა მხარე], კომახიძის [ქუჩის ბოლო], ხიმშიაშვილის და სხვა ქუჩებზე. გრიბოედოვიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორია ახალ ქსელში მთლიანად ჩაერთვება 2020 წლის ბოლოს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვში წყალარინების ცალკე სისტემაა მოსაწყობი თავისი ცალკე გამწმენდი ნაგებობით, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სისტემაზე [ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე] ვერ დაერთდება. თუმცა, ამ ეტაპზე არც შესაბამისი პროექტია მზად და შესაბამისად არც ფინანსები. „ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ასევე მოლაპარაკებები დონორებთან. თუმცა ჩაქვში მობილური [მცირე] წყალარინების გამწმენდი ნაგებობა და სისტემა მოწყობილია და მუშაობს მდინარე ჩაქვისწყლის მარჯვენა მხარეს. იქ, სადაც მჭიდრო დასახლება და მრავალბინიანი სახლებია,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის ხედი შარტავას ქუჩიდან გონიოს მიმართულებით

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი, ნორმის ფარგლებშია. ჩატარებული კვლევების ოფიციალური მონაცემებით, წყლის დაბინძურება ბაქტერიებითა თუ პათოგენებით არ ფიქსირდება.

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველოტურიზმი

„ჰეშკილის ქოხები“ – საოჯახო ტიპის ზღაპრული სასტუმრო სვანეთის მთებში

ჰეშკილი არის სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს, სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალის გზაზე. ჰეშკილი უძველესი საეკლესიო ნაგებობებთან ერთად, დღეს უკვე ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო „ჰეშკილის ქოხებითაც“ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სასტუმრო გამოირჩევა უჩვეულოდ მყუდრო, ოჯახური გარემოთი, რასაც  სვანეთის თვალწარმტაცი ხედებიც ემატება, სწორედ ამ მიზეზებით, ეს ქოხები არა მხოლოდ ქართველების, არამედ ბევრი უცხოელი ტურისტის საყვარელ ადგილად იქცა. სასტუმროს შესახებ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მალალო გელოვანი გვიამბობს.

-მალალო, საინტერესოა, როდის გაჩნდა იდეა, რომ სასტუმრო „ჰეშკილის ქოხები“ ქცეულიყო თქვენს ოჯახურ ბიზნესად?

-ჰეშკილის ქოხების ისტორია დაახლოებით  28 წლის წინ დაიწყო, იქ, სადაც ახლა სასტუმროა, მაშინ ძველი ქოხი იდგა, სადაც ზაფხულობით ოჯახი ცხოვრობდა. ჰეშკილი, ზოგადად, ერთი საგვარეულოს, კერძოდ ფილფანების საკუთრებაა. ეს გვარი გამოირჩევა განსაკუთრებული ტრადიციებისა და ფოლკლორის სიყვარულითა თუ ცოდნით. ოჯახმა გადაწვიტა  ძველი ქოხის ადგილას უფრო გამართული და ახალი ქოხი აეშენებინა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ბიზნესი იდეაშიც არ ყოფილა, ქოხს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრები, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ ჰეშკილის ხედები (უშბისა და ლაილას ქედი), ქოხის სიტუაცია, ნატურალური საკვები და ის სვანური სიმღერები, რომლებსაც ოჯახის წევრები ასრულებდნენ.

როდესაც გაჩნდა იდეა რომ საოჯახო სასტუმრო გაგვეკეთებინა, ფინანსების მოძიებაში სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაგვეხმარა. საიდანაც მივიღეთ დაფინანსება და მოვაწყვეთ  ინფრასტრუქტურა.

-„ჰეშკილის ქოხები“ ულამაზესი ადგილმდებარეობის გარდა, სასტუმროსთვის უჩვეულო, არასტანდარტული გარემოთიც გვამახსოვრებს თავს.

-დიახ, ამჟამად გვაქვს 4 ხისა და  1 ქვის ქოხი, თუმცა, ამ ეტაპზე, კიდევ ვამატებთ ქოხებს, რათა მომავალი წლის სეზონს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. „ჰეშკილის ქოხები“ შექმნილია ძველი სვანური ,,ქელ’’ (ქოხის) სტილში. ეს არის სამთაბარო ქოხი, რომელსაც სვანეთში ძველი დროიდან იყენებდნენ, ის შეიძლება იყოს როგორც ხის, ასევე ქვისგან (ფიქლისა და რიყის) ნაგები.

-ამჟამად რას სთავაზობს სასტუმრო აქ ჩამოსულ დამსვენებელს?

-„ჰეშკილის ქოხები“ არის იზოლირებული გარემო, რომელიც მოწყვეტილია ცივილიზაციას და ეხმარება ჩვენს დამსვენებლებს ყოველდღიური ცხოვრებისგან განტვირთვაში. ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს, უპირველეს ყოვლისა, ხვდებათ ოჯახური თბილი სიტუაცია, ეკოლოგიურად სუფთა ხელშეუხებელი გარემო, არაჩვეულებრივი ხედები (მუდამ თოვლიანი უშბა და ლაილა), წიწვიანი ტყე თუ უკიდეგანო მინდვრები და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა  ადგილობრივ საკვები (რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული). 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს დამსვენებლებს ასევე ვთავაზობთ ადგილობრივ ტურებს სვანეთის მასშტაბით.

-რომელ სეზონებზეა სასტუმრო ღია სტუმრებისთვის და რა თანხებთანაა დაკავშირებული აქ დასვენება?

-2017 წელს ვიფუნქციონირეთ ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზეც. მომავალი წლიდან კი, ვაპირებთ ყველა სეზონზე ვიმუშაოთ სრული დატვირთვით და ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვაკეთებთ გათბობას ქოხებში. ხოლო, რაც შეეხება ფასებს – 2018 წლის სეზონისთვის ფასი ნომრების მიხედვით, ერთი დღე იქნება 25-30 ლარი ერთ ადამიანზე,  ხოლო კვებას რაც შეეხება, გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გვქონოდა ფიქსირებული მენიუ. ასე რომ, ყველანაირად ვცდილობთ სასტუმრო ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად დასამახსოვრებელი გავხადოთ დამსვენებლებისთვის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაგეოგრაფიასაქართველოტურიზმი

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც მრავ­ლა­დაა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი.

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურასაქართველოტურიზმი

გუდაბერტყას ნამოსახლარს ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ნაგებობა იხსნება. არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები ამიერიდან გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ, რომლიდანაც კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება. ბაქანზე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ მიღებული ცნობების მიღმა, კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების შესახებაც მიიღებენ სათანადო ინფორმაციას. ახლო მომავალში, დამთვალიერებელთა მეტი ექსპრესიისთვის, გადასახედ მოედანზე ტურისტული ბინოკლიც განთავსდება, რაც ვიზიტორებს ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური სიახლოვით ვიზუალური ხედვის საშუალებას მისცემს. არქეოლოგიურ ობიექტზე მისულ ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესისა და მისი მიმდინარეობისას აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ. არქელგიურ ძეგლზე ახალ ინფრსატრუქტურულ ობიექტს 11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გახსნიან. მიმდინარე წლიდანვე სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვა ტურისტული- ინფრასტრუქტურული ელემენტებით კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე დაიწყებს მუშაობას. არქეოლოგიური საიტის ტერიტორიას ვიზიტორთა ცენტრი, სავალი ბილიკები და კაფე შეემატება. სამომავლოდ პროექტი ასევე მიცავს გუდაბერტყას ტერიტორიიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე ველო და საცხენოსნო ტურიზმის ტრასების მოწყობასაც. პარალელურად, გუდაბერტყას ნამოსახლარზე გრძელდება არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც, რომელიც სააგენტოს დაფინანსებით უკვე მე-3 წელია გრძელდება. არქეოლოგ გოგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით დგილზე მიმდინარე გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის, ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი საკულტო ნაგებობა. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნამოსახლარზე, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ.XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე – ღუმელები, რიგ შემთხვევაში კი დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი.ქვედა ფენების გათხრებით კი გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი – თითქმის მთლიანი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. გათხრების დროს ასევე ნაპოვნია იმ პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში, რელიეფები.  გუდაბერტყას არქეოლოგიური ობიექტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტურიზმი

მარტვილის კანიონს წყალქვეშა ცურვის ტური დაემატა

მარტვილის კანიონი წელს ტურისტებს ახალ სერივსს შესთავაზებს. აქამდე არსებულ ტურისტულ მომსახურებას დაივინგი ემატება. აგვისტოდან წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების. როგორც „ლაივპრესს“ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა -ზაზა გაგუამ განუცხადა, ახალი სერვისი ტესტირების ეტაპზეა.
„მოსული ვიზიტორი ყიდულობს დაივინგის ბილეთს და ინსტრუქტორთან ერთად ჩაყვინთავს კანიონში. ასევე ფუნქციონირებს ყველა ის სერვისი, რაც მანამდე იყო დანერგილი. მათ შორის ნავებით სეირნობა“, – აცხადებს ზაზა გაგუა.

მისივე ინფორმაციით, მარტვილში ტურისტული სეზონი აქტიურად უკვე მაისიდან დაიწყო და ივნისის ჩათვლით ყოველდღიურად 1000 ვიზიტორი დაფიქსირდა. ზაზა გაგუას ცნობით, უკვე ივლისიდან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და დღის განმავლობაში 1700-2800 აღწევს.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს 13 ბუნების ძეგლს, მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს. მათგან 10 ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტს, 2 ხონის მუნიციპალიტეტს, 1 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
წყარო: livepress.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტურიზმი

მსოფლიოში საუკეთესო 12 უბანს შორის ,,პლეხანოვი” მოხვდა

,,Forbes-მა” 12 საუკეთესო სამეზობლოს/უბნის სია გამოქვეყნა, რომელშიც საქართველო, კერძოდ კი, ,,პლეხანოვი’’ მოხვდა.

გამოცემა  2018 წელს საქართველოს წლად აცხადებს.

,,ფორბსის”  შეფასებით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში მოგზაურობა საკმაოდ ტრენდული გახდა, განსაკუთრებით კი – თბილისში.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს,  ძველი თბილისი მომხიბვლელია ტურისტებისთვის, თუმცა ჯონი ბელბი Wild Frontiers-იდან, განსაკუთრებით ,,პლეხანოვით” იყო აღტაცებული.

,,ეს არის ის ადგილი, სადაც ადგილობრივი თბილისელები ცხოვრობენ, განახლებული და რესტავრირებული ძველი სახლები ლამაზი აივნებით. განსაკუთრებით ეს ადგილი პოპულარული რეკონსტრუქციის შემდეგ გახდა, როდესაც ძირითად ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს ჩაუტარდა რესტავრაცია. ასევე აქ გაიხსნა Fabrika, საბჭოთა კავშირის დროს არსებული ქარხანა, რომელშიც ახლა ბარ-რესტორნები, მაღაზიები და სასტუმროებია განთავსებული. ეს ადგილი ახალგაზრდებისა და ტურისტების თავშესაყარია, სადაც ცოცხალი მუსიკის მოსმენაც შეგიძლიათ’’ – აცხადებს ბალბი.

სიაში მოხვდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა: ბარსელონა, ვაშინგტონი, ამსტერდამი, კართაგენი, იოჰანესბურგი, პანამა, საიგონი, ათენი, სეული, ჩიკაგო და კეიპ თაუნი.

 

 

წყარო; BM.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 7
Page 3 of 7