close

ტურიზმი

ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიებიტურიზმი

რა არის ,,უბერი”? – მოგზაურებისთვის საჭირო ინფორმაცია

,,უბერი” არის კომპანია, რომელიც არ თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, ეს არის მომსახურება, რომელიც ერგება ყველა ქვეყანას, ძირითადად, გათვლილია ტურისტებზე, რადგან უცხო ქვეყანაში ჩასვლისას რთულია თავიდანვე გაერკვე იქაური სამარშრუტო ტაქსის მომსახურეობაში, ,,უბერი” კი არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს გადაადგილებას – როგორც მოკლე ასევე დიდ დისტანციაზეც.

მომხმარებლებმა იციან, რომ ,,უბერიდან” გამოძახებული სამარშრუტო ტაქსი აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილზე და გადასახდელ თანხასაც არ მოითხოვს ბევრს, ამიტომ, ყველასთვის მისაღებია, ვისაც სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება მოსწონს.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატურიზმი

5 საუკეთესო ადგილი, სადაც ყველა ქალმა უნდა იმოგზაუროს

მოგზაურობა ყველა მანდილოსნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, არა მხოლოდ განტვირთვის და დასვენების მხრივ, არამედ სხვა რეალობასთან ადაპტაციის გამო,  ძირითადად, ქალები არჩევენ ერთ ადგილზე ცხოვრებას, რადგან კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ყველაფერი ისეა, როგორც მათ სურთ.

მოგზაურობა ეგზოტიკურ ადგილებში მათ ფსიქოლოგიას ამაღლებს და აძლვს მათ საშუალებას, სხვა კუთხით შეხედონ ცხოვრებას, თუ რამდენად მშვენიერია სამყარო.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა 5 საუკეთესო ადგილი, სადაც ყველა ქალბატონი უნდა გაემგზავროს:

  1. კოსტა-რიკა;
  2. ტოსკანა, იტალია;
  3. მიკონოსი, საბერძნეთი;
  4. შვეიცარია;
  5. ირლანდია.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოციოლოგიატურიზმი

,,Businessinsider-ი”: ,,5 საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის”

ადამიანების უმრავლესობას ძალიან უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების დათვალიერება. მოგზაურობა ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას, აძლევს გამოცდილებას და აჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობენ საზღვარგარეთ, რითი ერთობიან, სად ისვენებენ და ა.შ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადგილი, რისი გამოკვლევა, ან დათვალიერებაც მოგინდებათ. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოკითხა მსოფლიოს 20 საუკეთესო ექსპერტი მოგზაურობის დარგში, მათ კი გაუზიარეს გამოცდილება მკითხველს და გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ, თუ რომელი 5 საუკეთესო ადგილი შეარჩიეს მათ, აღსანიშნავია, რომ მათ რიგებში საქართველოს მაღალმთიანი მხარე, ყაზბეგიცაა ნახსენები.

  1. ყაზბეგი, საქართველო
  2. ბრაზილია (რიოს კარნავალი)
  3. ჰავაის კუნძულები
  4. ეკვადორის ტყე
  5. სიდნეი, ავსტრალია

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატურიზმი

მსოფლიოს 5 საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

ყველა ადამიანს ესჭიროება მინიმუმ თვეში ერთხელ განტვირთვა, როგორც ორგანიზმის, ასევე გონების, მსოფლიოში კი ასეთი ადგილები მრავლადაა. ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკურად გამართული მდგომარეობა აქვთ, ცდილობენ, რომ რაც შეიძლება გაუფრთხილდნენ საკუთარ ენერგიას და იყვნენ ჯანსაღები.

მრავალი კატეგორიის ადამიანი არსებობს, მაგალითად, ზოგს მოსწონს სამოგზაუროდ წასვლა და უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ის ამ სფეროში პოულობს განტვირთვის საშუალებას, მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებაში დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ და ა.შ.

ლინდალ მიტჩელმა, ავსტრალიის სამოგზაურო სპა ცენტრების ერთ–ერთმა დამაარსებელმა, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის წარედგინა საუკეთესო ადგილები, სადაც მათ განტვირთვა შეუძლიათ:

  1. “Mii amo Spa“ -ამერიკის შეერთებული შტატები
  2. ,,Terme Vals-ი“– შვეიცარია
  3. “Kamalaya, Koh Samui” –ტაილანდი
  4. ,,ESPA ცხოვრება Corinthia Hotel–ი” –ინგლისი
  5. “Caracalla Spa”–გერმანია

 

წყარო: Traveller.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატურიზმი

5 რამ, რაც ყველამ უნდა ვატაროთ მოგზაურობისას

ყველა ადამიანი თავისებურად ემზადება მოგზაურობისთვის, დიდი გამოცდილებაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად შეძლო ჩანთის ჩალაგება. ყოველდღიური ცხოვრებით გაგიჭირდებათ შეისწავლოთ და გაითავისოთ, თუ რა ნივთებია უფრო გამოსადეგი, როცა სხვადასხვა სახის მოგზაურობისთვის ემზადები.

 ყველაზე კარგი რჩევები შეგიძლიათ თქვენი მეგობრებისგან მიიღოთ, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა, რჩევები აუცილებელია თქვენი წარმატებული მოგზაურობისთვის.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გააკეთა კვლევა, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლების არჩევანზე, თუ რა უფრო გამოადგებათ სამგზავროდ:

1. კისრის ბალიში

2. სამგზავრო უთო

3. ყურსასმენები

4. წყალგამძლე ტელეფონის ჩასადები

5. პორტალური დამტენი

 

წყარო: BUSINESS INSIDER

 მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტურიზმი

კავკასიაში პირველი ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხში მოეწყობა

საქართველოში კიდევ ერთი ტურისტული ზონის მოწყობა იგეგმება. ხის კენწეროების ბილიკი კავკასიის მასშტაბით, პირველად, ლაგოდეხში მოეწყობა.

,,ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის”(WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ, ლაგოდეხის დაცულ

ტერიტორიაზე, ხის კენწეროებისბილიკის (Tree Top Trail) ტექნიკურიგანხორციელებადობის შესაძლებლობების კვლევაზედიზაინსა და დეტალურ 

პროექტირებაზე  საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერი  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საშუალებით ფინანსდება.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ ხის კენწეროების ბილიკის პროექტის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობები უნდა შეისწავლოს, ასევე, პროექტის დეტალური გეგმა და  დიზაინი შეიმუშაოს.   კვლევა ,აგრეთვე,  მომსახურების გაიდლაინების შედგენას, ვიზიტორთა სავარაუდო რაოდენობის, შემოსავლების, საჭირო საოპერაციო, სარემონტო ხარჯების და პროექტის განხორციელებით ეკონომიკაში შეტანილი სავარაუდო წვლილის დაანგარიშებასაც მოიცავს.

თავდაპირველად, ბილიკები ტყის ზედა ნაწილის სამეცნიერო კვლევის მიზნით კეთდებოდა, დღეს კი, ეკოტურიზმის შემადგენელი ნაწილიც არის, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბილიკების საშუალებით დამთვალიერებლები ტყის კომპლექსურ ეკოსისტემას – ტყის ბინადარცხოველებსფრინველებსმწერებსსოკოებს და მრავალფეროვან ფლორას ეცნობიან.

ყველაზე ცნობილი ხის კენწეროების ბილიკები გერმანიაშიდიდ ბრიტანეთშიგანაშიმალაიზიასა და

ავსტრალიაშია.

 

წყარო: ttimes.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტურიზმი

საბაუნიში ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციამ Work-Shop გამართა

 სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას გერმანიის აიხშტატი-ინგოლშტატის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი უძღვებოდა.

შეხვედრა ეხებოდა საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს. თემაზე გერმანელი ექპერტები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები და ადგილობრივი გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლობები ესწრებოდნენ.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა. კვლევაში მონაწილეობას გერმანელ პროფესორებთან ერთად გერმანელი მაგისტრანტებიც ღებულობენ. მომავალში არ არის გამორიცხული გერმანულმა მხარემ სხვადასხვა პროექტით პატრონაჟი აიღოს გურიის რეგიონალურ განვითარებაზე ტურისტული მიმართულებით, სწორედ ამ კვლევების საფუძველზე.

 ჰარალდ პეჩლანერი –  President of International Association of Scientific Experts in Tourism (AIEST):

,,საქართველოს მართლაც განსაკუთრებული პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით. ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება იქნება მომავალზე ორიენტირებული ძალიან სწორი არჩევანი. ქართველები ემოციური ადამიანები არიან. თუ სერვისზე გვექნება საუბარი, არსებობს ასეთი ემოციური სერვისის სტილი. ეს ძალიან კარგია. მოსწონთ ტურისტებს ემოციური და გულწრფელი მასპინძლობა. განსაკუთრებულ შედეგს იძლევა პროფესიული და ემოციური სერვისის ერთობლივი მიწოდება. ამიტომ, ემოციებთან ერთად კარგია სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი, მაღალი სტანდარტები, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გახლავთ მიმზიდველი და განსაკუთრებული მნიშვნელობის. ისიც, ვიცი, რომ სტუმარ-მასპინძლობის დიდი ისტორია აქვს საქართველოს. გასათვალისწინებელია ასევე დღევანდელი გამოწვევებიც, ტურისტული ინტერესით. საქართველო ცნობილია თამადის ინსტიტუტით- ეს ბევრმა უცხოელმა უკვე იცის. ძალიან საინტერესო აზრი დევს ამ იდეაში, რაც ასევე მიმზიდველია ტურისტებისთვის. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სწორედ ინფრასტრუქტურული განვითარებაა.”

 

ერიკ ლივინი – თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – აისეტი (ISET), პრეზიდენტი:

,,დღეს დამთავრდა ტურისტული სეზონი საქართველოში. მორჩა! შავი ზღვის ტურიზმზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. ზღვის ტურისტული სეზონის ბუმის დასასრულია საქართველოში. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დღეს არის სეზონის ბილო დღე! მე, პირადად, ურეკში ვისვენებ ხოლმე. უნიკალური შესაძლებლობები აქვს შავ ზღვას ქვიშის, ქვების, სამკურნალო სანაპირო და ა.შ. ურეკში ზაფხულის სეზონზე ქვიშის სანაპიროას საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარით წმინდავენ და ეს ძალიან კარგია. 3 სექტემბერს იქ ტურისტულ სეზონს ხელოვნურად კლავენ. და რატომ? 3 სექტემბერს სანაპიროს გამწმენდი ძვირადღირებული დანადგარი ამთავრებს მუშაობას და ჩერდება მომავალ სეზონამდე. საინტერესოა, ეს ვისი გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა?! მე ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, რომ განზოგადდეს პრობლემა. ასეთი გაუაზრებელი მიდგომა არ შეიძლება. როგორ ჩავლენ იქ ტურისტები, თუ იქნება ანტისანიტარია და აუტანელი გარემო? ვინ წყვეტს ამ არათანმიმდევრულ პოლიტიკას და სად იგეგმება? არადა, მეორე მხრივ, საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის შეძენილი. არ მესმის, რატომ უნდა ელოდებოდე ტურისტებს ყოველთვის ერთ დროს და რატომ უწესებ ჩარჩოებსა და შეზღუდვებს. სწორი, გააზრებული პოლიტიკაა საჭირო, თანმიმდევრულობა და კომპლექსური, კოორდინირებული მუშაობა პრობლემებზე.

მეორე მხრივ, მინდა გავიხსენო, როდესაც საქართველოში ჩამოვედი ნეკრესს ვესტუმრე. საოცარი ადგილია კახეთში. როდესაც მონასტერში ავედი, ასე მეგონა ღმერთთან ვიყავი სტუმრად. საოცარი ხედებით და საოცარი მდებარეობით. წლების მერე ნეკრესის რესტავრაცია მოხდა. თითქოს განვითარდა ინფრასტრუქტურა, დამთვარიელებლებს ემსახურებიან ტრანსპორტით, გათვლილია ტურისტებზეც. თუმცა, როდესაც მე ეს ვნახე, არ მომეწონა. თითქოს შეიცვალა ყველაფერი და მე იქ ის ვეღარ ვნახე, რამაც მომხიბლა. ალბათ, აღარასდროს ჩავალ ნეკრესში. ამიტომ, ვიმეორებ, რომ გააზრებული მიდგომა არის საჭირო და სწორი პოლიტიკა, რომ საქართველოში მდგრადი იყოს ტურიზმის განვითარება.”

ლაურა ციმერჰოფი – გერმანელი ტურისტი

,,მე, ამ შემთხვევაში, პოზიციას გამოვხატავ უბრალოდ, როგორც ტურისტი. ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს და ვაკვირდები როგორც ვითარდება ამ მიმართულებით. ძალიან მიყვარს სვანეთი, ზღვისპირეთი, ბევრი სხვა ადგილები. საგულისხმოა, რომ ხანდახან დეტალები წყვეტს ყველაფერს. შესაძლოა ძვირადღირებული დანადგარით წმენდენ ურეკის სანაპიროს, მაგრამ, მაგალითად, წყალი მთელი შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც წესი, არის ბინძური. ხშირად მცირე და საშუალო სასტუმროებში არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული მაგალითად, ასევე ენის ბარიერი. მაგალითად, გერმანიაში კერძო სექტორი იხდის გარკვეულ თანხას სახელმწიფოში, რომ მოწესრიგდეს საერთო ინფრასტრუქტურა. ბოლოს დავძენ, რომ გაითვალისწინეთ, ტურისტი ერთხელ არ უნდა ჩამოვიდეს მხოლოდ ქვეყანაში. ის უნდა ჩამოვიდეს, მოეწონოს, დაბრუნდეს კიდევ და სხვა ტურისტებსაც ესაუბროს საქართველოზე. თუ ის უკმაყოფილო დარჩა, არამც თუ მეორედ დაბრუნდეს, არამედ პოტენციურ ტურისტებს კარგავს ქვეყანა და თითოეული კერძო ბიზნესი, რომელიც ტურისტულ ბიზნესშია ჩართული. მთელი ქვეყანა ზარალდება.”

 

ოლივერ რაისნერი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

,,საქართველოს მშენებლობების სერიოზული პრობლემა აქვს და მე ეს მაღელვებს ყველაზე მეტად. ძალიან ბევრი ისტორიული და გენიალური ხედი ფუჭდება თბილისში და საქართველოშიც ზოგადად. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის სერიოზული პრობლემაა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მიგრაცია ურბანულ ცენტრებში. ეს კატასტროფულ და შეუქცევად შედეგებს გამოიღებს, თუ სასწრაფოდ არ მიექცა ყურადღება. ტურისტებს ელემენტარულად არ ეყოლებათ ადამიანები, ვინც საქართველოს გააცნობენ ურბანული ცენტრების მიღმა. სწორედ სოფლად მცოხვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ადამიანები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამ ტურისტებს გაუმასპნძლდებიან და გადააწყვეტინებენ, რომ მეორედ ესტუმრონ საქართველოს.

აუცილებლად არის შესამუშავებელი პოლიტიკა, როგორ დარჩეს რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობა და ჰქონდეთ მოტივაცია იქ ცხოვრების. თავის მხრივ, მოქალაქეები არ უნდა შეჰყურებდნენ მხოლოდ გუბერნატორებსა თუ მთავრობის წარმომადგენლებს ხელში და იყვნენ მათ იმედად. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები თავად იაქტიურონ, თავად შექმნან და განავითარონ. გააზრებული პოლიტიკაა საჭირო და ადგილობრივი თემების ხელშეწყობა. ეს უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმართულებით.”

კნუტ გერბერი – ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერი საქართველოში

,,აქ საუბარი იყო, რომ 2025 წლისთვის უნდა გავიდეს საქართველო მაღალ შედეგებზე. ნუ დაგავიწყდებათ ამ საკითხებს შეხედროთ რეგიონალურ ჭრილში. საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს მაგალითად აზერბაიჯანსაც და გასათვალისწინებელია კონკურენცია მეზობელ ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობას.”

 

მაია წერეთელი – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი

,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებით მცირე და საშალო სასტუმროებს, გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს და დახვეწილი, მაღალი ხარისხის სტანდარტებით. აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში განათლების დონის ამაღლებაზე – ვატარებთ ტრენინგებს სასტუმროების მენეჯერებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის. დღეს ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით ბევრი გამოწვევაა, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და თავი გავართვათ ამ გამოწვევებს. ჩვენ ასევე ვეხმარებით და ვაგზავნით სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებს, რომ გაიღრმავონ განათლება ამ მიმართულებით.”

ვაჟა ვარდიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:

,,ჩვენ მომსწრენი ვართ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებულად იზრდება. ეს ფაქტია. აღნიშნული გამოწვეულია საქართველოს ცნობადობის ზრდით მსოფლიოში. თუმცა, ეს პროცესები მოუწესრიგებლად და გარკვეული სტანდარტების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რომ თუ ამ განვითარებას არ ექნება მიზანმიმართული პოლიტიკა, შეიძლება დიდი კრიზისი მოჰყვეს და ვითარება საპირისპიროდ შეიცვალოს.

სწორედ ამ პრობლმებს ეძღვნებოდა ვორქშოპზე განხილული საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

 ვორქშოპში, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად,  მონაწილეობდნენ სანგეორგ უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, ტურიზმის ექსპერტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და აიხშტეტ ინგოლშტატის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი ჩამოსულები არიან საქართველოში, საბაუნისა და აიხშტატ ინგოლშტატის  უნივერსიტეტის ერთოლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას.

უნივერსიტეტისთვის, მსგავსი ტიპის ვორქშოპის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები არც ისე ხშირად იმართება. ასევე დარწმუნებული ვარ, ღონისძიებაზე გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეკონომიკამსოფლიოტურიზმი

დუბაიში ძვირადღირებული კურორტი შენდება

 

დუბაი სასტუმრო ,,ბურჯ ალ არაბიას” მახლობლად, დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ტურისტულ კურორტს ააშენებს.კურორტი ორ ხელოვნურ კუნძულზე განთავსდება, რომლებიც აფრის ფორმის მქონე, წყალში მდგარი სასტუმროს ერთერთ მხარეს გაშენდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ყველაზე განვითარებულ ქალაქს შემუშავებულ აქვს გეგმა, რომლის შესაბამისადაც, 2020 წლისთვის ქალაქის სტუმართა რიცხვმა წელიწადში 20 მილიონს უნდა მიაღწიოს. საინტერესოა, რომ სწორედ 2020 წელს, დუბაი მსოფლიო გამოფენა „უორლდ ექსპო 2020“-ს უმასპინძლებს.

ტურისტული კურორტის სახელია მარსა ალ არაბი. ორივე კუნძულის ჯამური ფართობი 370 000 კვადრატულ მეტრზე (37 ჰექტარი) მეტი იქნება. ერთი კუნძული გასართობ დაწესებულებებს და საოჯახო ტურიზმს დაეთმობა, მეორეზე კი – ლუქს კლასის ვილები და ნავმისადგომები განთავსდება.

ვიზიტორების რიცხვით დუბაი მსოფლიო ლიდერია. დუბაის ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, დუბაის უკვე 4.6 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. ეს კი შარშანდელი იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. მარსა ალ არაბზე 140 ვილა, საზღვაო და აკვაპარკი განლაგდება.

მარსა ალ არაბის გარდა, დუბაიში არაერთი სხვა გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა საგამოფენო კომპლექსი „უორლდ ექსპო 2020-სთვის“, დუბაის მეტროს სისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო აეროპორტი ალ მაკტუმი, რომელიც ქალაქის განაპირას შენდება და წლიურად 146 მილიონი მგზავრის მიღებაზეა გათვლილი.

დუბაის ხელოვნურ კუნძულებს შორის ყველაზე დიდია პალმ ჯუმეირა, რომელზეც რამდენიმე სასტუმრო, ვილა და აპარტამენტია განლაგებული. ქალაქის სანაპირო ზოლში სხვა კუნძულებიც შენდება, თუმცა 2009 წლის კრიზისის შემდეგ, მათი განვითარება შეჩერდა და გაბარიტებში შემცირდა. ჯერ არ დასრულებულა კუნძული პალმ ჯაბელ ალი, რომლის მშენებლობაც 2002 წელს დაიწყო. პალმ დეირას პროექტი კი გადააკეთეს და ის ამჟამად დეირა ისლანდსის სახელით არის ცნობილი.ხელოვნური კუნძულების კიდევ ერთი პროექტია ხელოვნური არქიპელაგი, რომელიც თავისი ფორმით, მსოფლიოს რუქას ჰგავს და 300 კუნძულს მოიცავს. ეს პროექტი მხოლოდ ნაწილობრივ არის დასრულებული.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტურიზმი

,,Wild Horn-ი“ – ქართული ტურისტული კომპანია ყველაზე სახალისო და საინტერესო მარშრუტებით

,,Wild Horn-ი”  ქართული ტურისტული კომპანიაა, რომელიც გასვლით ტურებს სთავაზობს მცირე ჯგუფებს. ცოტა ხნის წინ კომპანიის შესახებ  ინფორმაცია საკმაოდ ცნობილმა გამოცემამ ,,Bored Panda-მ” გაავრცელა ერეკლე ჩიკვაიძის სტატიით.  მიუხედავად იმისა, რომ  დიდი ხანი არ არის, რაც მათი გუნდი აქტიურად მოღვაწობს ტურისტულ სფეროში, უკვე მოახერხეს, რომ მსოფლიოს გაეცნო მათი სათავგადასავლო მოგზაურობების შესახებ. კომპანია მსურველებს სთავაზობს ტურებს საქართველოს ულამაზეს ადგილებში სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებთან ერთად,  ,,სწორედ ამ მიზნით ,,Wild Horn-ის” გუნდმა გადაწყვიტა ემოგზაურა და შეექმნა არაჩვეულებრივი მარშრუტები იმისთვის, რომ საზოგადოებაში უფრო პოპულარული გახდეს ისეთი ხელშეუხებელი ტერიტორიები, როგორიცაა, მაგალითად, აჭარაში, მისი განსაცვიფრებელი ეგზოტიკური პეიზაჟებითა და ადგილობრივი საზოგადოებით. ჩვენ იმ ცნობისმოყვარე მოგზაურებს, რომლებსაც უყვართ მთა, ადგილობრივი მოსახლეობა და ტრადიციული საკვები, ვუზიარებთ  ავთენტური ადგილობრივი კულტურების გაცნობისა და  მათი ისტორიის აღმოჩენის ბედნიერებას” – ნათქვამია სტატიაში.

  • კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება.

 

  • გოდერძის უღელტეხილიმდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

  • სარფის სანაპირო თურქეთის საზღვართან

 

 

  • ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

  • მწვანე ტბა— ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058 მ.

 

  • თავშესაფარი კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობატურიზმი

,,Frobes-ის” საუკეთესო მეღვინეობის მქონე რეგიონების რეიტინგში კახეთიც არის

,,Forbes-ის” 2017 წლის ღვინის საუკეთესო რეგიონებს შორის საქართველო, კერძოდ, კახეთის რეგიონი მოხვდა. სია სულ 12 ქვეყნისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცემა წელიწადის სხვადასხვა თვეს მკითხველს სხვადასხვა ქვეყნის რეგიონში სტუმრობას ურჩევს.

საქართველო ამ რეიტინგში მაისის თვის საუკეთესო მასპინძელი ქვეყანაა, რომელშიც, ,,ფორბსის” თქმით,  ღვინის ტურის მოსაწყობად მშვენიერი პოტენციალია.

,,აქაურ სოფლებს თვითმყოფადი მიმზიდველობა ახასიათებს, ხოლო ღვინის უნიკალურმა ტრადიციებმა საუკუნეებს გაუძლო. კახეთში ღვინოს დამარხულ ჭურჭელში – ქვევრში აყენებენ,”- წერს გამოცემა.
საქართველო ისეთი ქვეყნების  გვერდით მოხვდა, როგორიცაა, იტალიია, ახალი ზელანდიია, ესპანეთი და არგენტინა და სხვა.

 

წყარო: forbes.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7
Page 6 of 7