close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

მაიმუნისთვის მხედველობის აღსადგენად ადამიანის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს

მეცნიერებმა წარმატებით გამოიყენეს ადამიანის ღეროვანი უჯრედები მაიმუნის ბადურაზე ზემოქმედებისთვის. ამით მათ პრიმატის მხედველობის აღდგენა შეძლეს, რაც ასაკთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

როგორც ჟურნალ Stem Cell Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, მიჩიკო მანდაის ხელმძღვანელობით ჯგუფმა მაკულარული ხვრელის გაუმჯობესება შეძლო. ეს არის თვალის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია დაბერებასთან. ასაკის მატებასთან ერთად, მინისებრი – გელის მსგავსი სითხე, რომელიც ავსებს ადამიანის თვალის კაკლებს და ინარჩუნებს მათ მომრგვალებულ ფორმებს – შორდება ბადურას, რაც მხედველობის პრობლემებს იწვევს.

ეს დაზიანებები თანმიმდევრულია. მაკულა ბადურას ცენტრშია და არის თვალის ყველაზე აქტიური ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე და სინათლის დამუშავებაზე.

ამრიგად, მაკულარული ხვრელები დროთა განმავლობაში იწვევს მხედველობის დაბინდვას და დაქვეითებას. როგორც New Scientist აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში ეს მხედველობის სრულად დაკარგვასთან ასოცირდება.

მაკულარული ხვრელების სამკურნალოდ ექიმებს უჯრედები ბადურას გარედან შუაში გადააქვთ. თუმცა, თუ თქვენ უჯრედებს თვალის გარედან იღებთ, პერიფერიული ხედვის ხარვეზები გარკვეულწილად გარდაუვალია.

ამიტომაც, მკვლევრები პრობლემის გამოსწორების მიზნით ღეროვანი უჯრედების იმპლანტაციით არიან დაინტერესებული. ღეროვანი უჯრედების შემთხვევაში სრულიად ახალი უჯრედების შეყვანა ხდება.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაიწყეს ადამიანის ემბრიონიდან მიღებული ბადურას უჯრედების გაზრდა. შემდეგ ეს უჯრედები გადაუნერგეს მაიმუნს, რომელსაც მხედველობის პრობლემები ჰქონდა.

ექვსი თვის შემდეგ მეცნიერებმა მაიმუნის მხედველობა შეამოწმეს. კვლევამ აჩვენა, რომ მას მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მეცნიერები არ არიან დარწმუნებულნი ზუსტად როგორ იმუშავა ღეროვანმა უჯრედებმა მაიმუნის თვალის შიგნით. შესაბამისად, რჩება შეკითხვები.

საჭიროა მეტი კვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა ეს მკურნალობა ადამიანის თვალისთვისაც შესაფერისი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ენერგეტიკული სასმელების სახიფათო შემადგენლობა და დიდი რაოდენობით მოხმარების რისკები

ენერგეტიკული სასმელი მატონიზირებელი სითხეა, რომელიც ადამიანს ანიჭებს ენერგიის მცირეხნიან მოზღვავებას. მისი ზემოქმედებით ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება, თუმცა ენერგეტიკული სასმლის მუდმივმა მიღებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი: სიფხიზლისა და ენერგიის მოზღვავებისმაგივრად ადამიანი შეიძლება მოითენთოს და დაიღალოს, სასმელმა მის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), მაღალი წნევა, უძილობა, დეპრესია.

ენერგეტიკული სასმელების შემცველობა:

ნივთიერებები ნერვული სისტემის ტონიზირებისთვის (კოფეინი, ზრდადი ექსტრაქტი გუარანი და ჟენშენი);

ნახშირწყლები – ენერგიის მატარებლები, როგორებიცაა: გლუკოზა, საქაროზა;

ნივთიერებათა მასტიმულირებელი ელემენტები: ვიტამინი B და მსგავსი ვიტამინები, მაგალითად ტაურინი.

არომატიზატორები და საკვები დანამატი;

ენერგეტიკული სასმელების უკუჩვენებების ჩამონათვალი დიდია: ყველა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კოფეინს ან კოფეინის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს, ისეთს, როგორიცაა გუარანი. ერთი ქილა ასეთი სასმელი შეიცავს საშუალოდ 90 მილილიტრკოფეინს — შესაბამისად დიდ ფინჯან მუქ ყავაში არის 100 მილილიტრი კოფეინი.

კოფეინი და მატონიზირებელი ზრდადი ექსტრაქტები (გუარანი, ჟენშენი), სამკურნალო კვების სპეციალისტების თქმით, უკუჩვენებადია ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სუსტი ნერვები, ასევე მათთვის, ვინც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის იშემიური დაავადებები, არითმია და ა.შ.).

აგრეთვე კოფეინი უარყოფითად მოქმედებს კუჭზე, მასთან დაკავშირებულ ორგანოებზე და შეიძლება გამოიწვიოს წყლული და გასტრიტი.

გასულ წელს აშშ-ში ენერგეტიკული სასმელების ზემოქმედებაზე კვლევაც ჩაატარეს. მათ მოიწვიეს 18 მოხალისე და ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის ადამიანები 6 დღის განმავლობაში დღეში დაახლოებით 0,95 ლიტრ ენერგეტიკულ სასმელს სვამდნენ, რომელშიც 108 გრამი შაქარი და 320 მილიგრამი კოფეინი იყო, ხოლო მეორე ჯგუფი იმავე მოცულობის ენერგეტიკულ სასმელს სვამდა, ოღონდ 320 მილიგრამ კოფეინთანერთად, 40 გრამ წვენს და 140 გრამ ალუბლის სიროფს – ამ ყველაფერს არეულს გაზიან წყალთან. გულის ელექტრული აქტივობა იზომებოდა ელექტროკარდიოგრაფიით. პერიფერიული და ცენტრალური სისხლის წნევა ფიქსირდებოდა მიღებიდან ერთი, ორი, ოთხი, ექვსი და 24 საათის შემდეგ. ავტორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდეთ ენერგეტიკული სასმელების მიმართ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გულის პრობლემები აწუხებთ.

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

კვლევა: მწეველები ტკივილს მეტად განიცდიან

მწეველები ტკივილს მეტად განიცდიან, ვიდრე ადამიანები, რომლებისთვისაც მოწევა მავნე ჩვევა არ არის. ამის შესახებ BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (UCL) მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ 220 ათასზე მეტი ადამიანისგან მიღებული მონაცემები შეისწავლეს. გაირკვა, რომ ტკივილის დონე მაღალი მათ შორისაც კი, ვინც მოწევას თავი დაანება. ექსპერიმენტი 2009-2013 წლებში ტარდებოდა. მონაწილეები სამ კატეგორიად დაჰყვეს: ისინი, ვინც ყოველდღიურად არასოდეს ეწევა, ისინი, ვინც ყოველდღე ეწეოდნენ და ისინი, ვინც ყოველდღიურად ეწეოდა.

მათ ტკივილის დონე 0-დან 100 ქულამდე უნდა შეეფასებინათ. უფრო მაღალი ქულა ტკივილის უფრო მეტ რაოდენობას ნიშნავდა. მწეველების და ყოფილი მწეველების საშუალო მაჩვენებელი მესამე ჯგუფის მაჩვენებლებზე 2.5 ქულით მაღალი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ტკივილის უფრო მაღალი დონე ახალგაზრდების ჯგუფებში (16-34 წლის) დაფიქსირდა.

სპეციალისტებმა არ იციან რა იწვევს ამას, თუმცა მათი ვარაუდით, საქმე იმაშია, რომ რეგულარული მოწევა ორგანიზმში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რეალურია თუ არა კომიდან გამოღვიძება 30 წლის შემდეგ?

32 წლის მუნირა აბდულამ 1991 წელს ავარიის შედეგად ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო. ექიმებს ქალის გამოჯანრთელების იმედი არ ჰქონდათ, თუმცა 2018 წელს მას გამოჯანრთელების ნიშნები დაეტყო და ერთ დღეს თავისი ვაჟის სახელი წარმოთქვა.
აბდულას ამბავი საჯაროდ ცნობილი 2019 წლის 22 აპრილს გახდა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროს საინფორმაციო საშუალება The National-მა ქალბატონის ვაჟის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რასაც საერთაშორისო პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „თანამედროვე სასწაული – ქალი დაახლოებით 30 წლიანი კომიდან გამოვიდა,“ იუწყებოდა მსოფლიო, მათ შორის ზოგიერთი ქართული მედია საშუალება მედია.
თუმცა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია, რის არგუმენტადაც მათ ქალის თავდაპირველი დიაგნოზი მოაქვთ,სადაც აღნიშნულია,რომ პაციენტს „მინიმალური ცნობიერება აქვს“, რაც არც კომას ნიშნავს და არც ვეგეტატიური მდგომარეობას, როგორც ეს The National-შია აღნიშნული, და ნიშნავს იმას, რომ ამ დიაგნოზის პაციენტს გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს. ამ ერთი სიტყვით უწყინარმა „შეცდომამ“ კი კომაში მყოფი პაციენტების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შესაძლოა ფუჭი იმედი ჩაუსახოს.
რეალურად, აბდულას მდგომარეობა „მინიმალური ცნობიერებიდა“ „შედარებით მაღალ ცნობიერებამდე“ გაუმჯობესდა, თუმცა პრესამ ქალის გამოჯანრთელება „სასწაულად“ მონათლა მსოფლიოს ამცნო, რომ „ქალმა 27-წლიანი კომიდან გამოიღვიძა.“

 

წყარო : sciencealert.com

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინა

10 დაავადება, რომელსაც შეუძლია 24 საათში მოკლას ადამიანი! ფრთხილად!

კიბო, გულის დაავადებები და შიდსი – თითოეული მათგანი შიშს იწვევს პაციენტებში. ეს ის დაავადებებია, რომლებიც დროში პროგრესირდებიან და საბოლოო ჯამში, თითოეული შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

თუმცა, არსებობს რიგი დაავადებებისა, რომლებსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

გასულ წელს მთელი მსოფლიო შეძრა  ებოლას ეპიდემიამ, რომელსაც, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 11.314 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კრიზისის პერიოდში დაავადებამ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა ერების საზღვრებამდეც მიაღწია.

წარმოგიდგენთ იმ 10 საშიში დაავადების სიას, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა დროის ძალიან მოკლე პერიოდში შეუძლიათ.

1.     ნეკროზული ფასციიტი

იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც ხორცის მჭამელი ბაქტერია, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში და სხეულის რბილ ქსოვილებს ჭამს.

დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიებით, Streptococcus (A ჯგუფის strep) დაავადების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ჩვეულებრივ, A ჯგუფის strep-ის ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციები ადვილად ინკურნება.

მაგრამ ნეკროზული ფასციიტის შემთხვევაში,  ბაქტერიები სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში.

ისინი აინფიცირებენ ქსოვილებს, მათ შემაერთებელ ზოლებს, რომლებიც კარს ეკვრიან კუნთებს, ნერვებს, ცხიმს და სისხლძარღვების. ბატქრეეიბი ფაქტობრივად ჭამენ ადამიანს და გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ანადგურებს რბილ ქსოვილებს.

როცა ეს ხდება, ინფექცია ძალიან სერიოზულია და შეიძლება გამოიწვიოს  კიდურების დაკარგვა ან სიკვდილი.

მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილოა, ეს დაავადება იშვიათია.

2.      მენინგოკოკური დაავადება.

მენინგოკოკური დაავადება, რომელსაც ტვინის მენინგიტაც უწოდებენ, არის მენინგოკოკით (Neisseria meningitidis) გამოწვეული გადამდები ბაქტერიული დაავადება.

ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტის, ანუ ჰაერწვეთოვანი გზით.

არსებობს ამ დაავადების სამი ძირითადი კლინიკური ფორმა: მენინგეალური სინდრომი, სეპტიური ფორმა და პნევმონია.

დაავადებას სიკვდილის გამოწვევა სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე საათში შეუძლია.

გადარჩენილთა 10-15 პროცენტს რჩება მუდმივი ნევროლოგიური დეფექტები, მათ შორის, სმენის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა,  გონებრივი ჩამორჩენილობა და დამბლა.

N. meningitidis ბინადრობს ცხვირისა და ყელის ლორწოვან გარსში, სადაც იგი ჩვეულებრივ არანაირ ზიანს არიწვევს.

მოსახლეობის დაახლოებით 5-10 პროცენტი შეიძლება იყოს დაავადების ასიმპტომური მატარებელი. დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებშიდა ახალგაზრდებში.

არსებობს Neisseria meningitides-ის ხუთის ერო ჯგუფი (“შტამების”): A, B, C, E, და Y.

დაავადების დროს ინფიცირდება თავისა და ზურგის ტვინის დამცავი გარსები .

სიმპტომები მოიცავს მოულოდნელ ცხელებას, თავის ტკივილს, კისრის ძლიერ ტკივილს სინათლის ზიზღს, გულისრევასა და დაბნეულობას.

მენინგიტით დაავადებული ჩვილები  არიან ნელი ან არააქტიურები, გაღიზიანებულები, აღენიშნებათ ღებინება.

თუ მშობელი ეჭვობს, რომ მის ბავშვს მენინგიტის აქვს, ის დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშორდეს ექიმს.

მენინგოკოკური მენინგიტის არის ძალიან სერიოზული დაავადება, რომელიც შესაძლოა  ფატალური აღმოჩნდეს.

3.   შაგასის დაავადება

შაგასის დაავადება არის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში დაავადება, რომლის გამომწვევია პარაზიტი protozoan.

აღნიშნული პარაზიტი ტიპიურია ლათინურ ამერიკაში, სადაც იგი გადადის ადამიანებისა ფეკალური მასებით და ცნობილია, როგორც „კოცნის ბაქტერიები.“

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში შაგასით დაახლოებით ექვსი-შვიდი მილიონი ადამიანია დაავადებული.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადება პოტენციურად სასიკვდილოა, დაავადება დროული მკურნალობის შემთხვევაში განკურნებადია.

შაგასის პირველი ხილული ნიშანი არის კანის დაზიანება ან მეწამული შეშუპება ქუთუთოებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება და ტკივილი მუცლის ან გულმკერდის არეში.

დაახლოებით სამი პაციენტიდან ერთს გულის დაავადებები აწუხებს, ხოლო 10 პროცენტი განიცდის მსხვილი ნაწლავის ან საყლაპავის გაფართოებას და სხვა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ბოლო წლების განმავლობაში ინფიცირებული მოულოდნელად იღუპებიან ან განიცდიან გულის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთის და ნერვული სისტემის პროგრესული განადგურებით.

თუმცა, უკვე არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომლებიც დაავადების სამკურნალო 100 პროცენტიანი საშუალებებია, თუ მათი გამოყენება  დაავადების საწყის ფაზაშივე მოხდება.

4. ცერებროვასკულარული დაავადება

ცერებროვასკულური დაავადება, რომელიც უფრო ფართოდ ცნობილია, როგორც ინსულტი, გამოწვეულია ტვინისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტით.

ჯანმოს მონაცემებით, 2012 წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, 17,5 მილიონზე მეტი ადანიანია  დაღუპული.

საბედნიეროდ, შესაძლებელი გახდა ნაადრევი გულის შეტევისა და ინსულტის 80 პროცენტით პრევენცია. ჯანსაღი დიეტა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა თამბაქოზე უარის თქმა –  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს.

ამ მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის მუდმივი კონტროლი.

ანტიბიოტიკ-რეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექცია

5. მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA). 

Staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) არის ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ჯანმრთელი ადამიანის კანსა და ცხვირის ლორწოვანზე 30%-ში.  უმრავლეს   შემთხვევაში, აღნიშნული ბაქტერია პათოლოგიური სიმპტომებისგან ვითარებას არ იწვევს.

კანის საფარველის მთლიანობის  დარღვევისას,   ნაკაწრების ან სხვა მიკრო ტრავმების შედეგად,  სტაფილოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა  პრობლემები:  დაწყებული უბრალო აკნედან, დამთავრებული მძიმე დაავადებებით, განსაკუთრებით ბავშვებში,  და იმ პირებში რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.

სტატისტიკის მიხედვით, 100-დან 2 ადამიანი MRSA-ს მატარებელია.

როგორ ვრცელდება MRSA? – შესაძლოა თქვენ ხართ MRSA-მტარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს კანზე ან ცხვირის ლორწოვანზე ბინადრობს ეს ბაქტერია, მაგრამ სიმპტომურად  არ ვლინდება.

MRSA-მტარებელი შეიძლება გახდეთ სხვადასხვა გზით:

• იმ პირებთან შეხებით რომლებიც არიან მტარებლები;

• დაბინძურებულ ზედაპირებთა ნშეხებით,  მაგ: როგორიცაა კარის სახელურები, ტელეფონის ყურმილი;

თქვენ შეიძლება დაგემართოთ MRSA – ინფექცია, თუ ხართ ბაქტერია მტარებელი და კანის საფარველის მთლიანობა დაირღვევა.

MRSA – ის რისკ – ფაქტორები: – ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს MRSA-მტარებელი.  ზოგიერთს  კი აქვს დასნებოვნების მაღალი რისკი.  კერძოდ ჰოსპიტალ-ასოცირებული MRSA რისკი  აქვთ  პირებს, რომლებიც მკურნალობენ კლინიკაში:

• ქირურგიული ჩარევა, ან ინტრავენური ინექცია;

• ხანგრძლივი დროით ჰოსპიტალიზაცია;

• ბოლოს მიღებული ანტიბიოტიკები;

• დაქვეითებული იმუნური სისტემა

• კონტაქტი იმ პირებთან ან სამედიცინო პერსონალთა, რომლებიც არიან მტარებელები.

ყველა ეს ფაქტორი წარმოადგენს დასნებოვნების რისკს ჰოსპიტალში.

საავადმყოფოებში  MRSA  შეძლება გადავიდეს პერსონალის ხელებით. სამედიცინო მუშაკმა უნდა დაიბანოს ხელები და გამოიცვალოს ხელთათმანები პაციენტთან შეხებამდე და შეხების შემდეგ. საზოგადოებრივი MRSA – ჰოსპიტალის გარეთ დასნებოვნების რისკს წარმოადგენს:

• კანისტრავმა (დამწვრობა, ნაკაწრი ან ჭრილობა);

• პარსვის ან ცვილის საშუალებით თმის მოცილება, განსაკუთრებით იღლიისა  და  საზარდულისარიდან.

• თუ გაქვთ ტატუ ან პირსინგი;

• სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების  გამოყენება, თუ არ გარეცხილა და არ გაუვლია სტერილიზაცია.

• მტარებელთანან და სნებოვნებულთან ფიზიკური შეხება.

საზოგადოებასთან ასოცირებული MRSA  ინფექციები, ძირითადად გვხვდება მჭიდრო კოლექტივებში, როგორიცაა საბავშვო ბაღები, ციხეები, ჯარი, სპორტის ჯგუფური სახეობის წარმომადგენლებში.

ინვაზიური ინფექციის ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და ზემოთ, შემცივნება, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, კუნთების ტკივილი, შეშუპება და სიმსივნე ნფექციის ადგილას.

RSA -ინფექციის  დიაგნოსტიკა – პაციენტების ტესტირება კანის ინფექციაზე შეიძლება მოვახდინოთ კულტურის კვლევით, რომლის პასუხიც, როგორც წესი 48-72სთ საჭიროებს.

შინაგანი ორგანოების დაინფიცირების შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები: სისხლის ანალიზი, RO-გრაფია; CT-კვლევა,   ექოკარდიოგრაფიადა ა.შ.

MRSA -ინფექციის მკურნალობა- თუ უკვე მოვახდინეთ MRSA დიაგნოსტირება შეგვიძლია დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის დოზის და ტიპის შერჩევა ხდება მას შემდეგ, რაც გვეცოდინება კულტურის პასუხი.

ინვაზიური MRSA ინფექციები მოიცავს სისხლის მოწამვლას, რომელიც ცნობილია როგორც სეფსისი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სეპტიური შოკი ან დაავადებული ადამიანის სისხლის წნევის საგანგაშოდ დაბლა დაცემა.

MRSA-ს მძიმე ფორმებს განეკუთვნება : საშარდე გზების ინფექციები, ენდოკარდიტი, რომელიც არის გულის სარქველების ინფექცია, პნევმონია, სეპტიური ართრიტი და ოსტეომიელიტი, ანუ ძვლის ინფექცია.

6. ქოლერა

ქოლერა არის მწვავე ნაწლავური ინფექცია, რომელსაც იწვევს vibrio ქოლერის ბაქტერიით დაბინძურებული საკვების ან წყლის ჩაყლაპვა.

ეს არის სასიკვდილო დაავადება, რომლითაც შეიძლება დაავადდნენ როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები და რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.

ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა, ერთიდან ხუთ დღემდე.

ინფიცირებულებს აღენიშნებათ უხვი, უმტკივნეულო, წყლიანი დიარეა, რომელმაც შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს მძიმე დეჰიდრატაცია და სიკვდილი, რასაკვირველია, თუ მკურნალობა ადროულად არ ჩატარდა.

ათი ინფიცირებულიდან დაახლოებით რვას დაავადების სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ბაქტერიას მათ განავალში 10 დღის განმავლობაში შეუძლია არსებობა, შემდეგ გარემოში ხვდება და სხვა ადამიანების დაინფიცირება შეუძლია.

იმ ადამიანებს შორის ვისაც სიმპტომები აღენიშნება, 80 პროცენტს დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გადააქვს, ხოლო 20 პროცენტი ფატალურად მძიმე დეჰიდრატაციის რისკის ქვეშაა.

მკვლევარები აცხადებენ,  რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ქოლერას 1.4 – 4.3 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება და აქედან 28,000-დან 142,000-მდე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება.

7. ენტეროვირუსული D68

ყოველ წელს ენტეროვირუსებით მილიონობით ბავშვი ავადდება, რაც იწვევს  ხველას, ცემინებასა და ცხელებას.

ჩვილები, ბავშვები და თინეიჯერები შედარებით სუსტი იმუნიტეტის გამო აღნიშნული დაავადებით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათ, ვისაც ასთმაც აწუხებთ, EV-D68-ით დაავადების კიდევ უფრო დიდი შანსი აქვთ.

ვირუსი ვრცელდება დაზარალებულთა ნერწყვითა და სხვა რესპირატორული გამონადენით, როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს.

იგი შესაძლოა „ავითვისოთ“ საყოფაცხოვრებო ნივთების ზედაპირებიდანაც.

სიმპტომები განსხვავებულია, დაწყებული შედარებით რბილი, მათ შორის, ცხელება, გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ხველა და კუნთების ტკივილი, დამთავრებული უფრო მძიმემდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს.

EV-D68-ის კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს, თუმცა ექიმები გვაძლევენ რეკომენდაციებს დაავადების საკონტროლებლად.

8. ბუბონური შავი ჭირი

ამ დაავადებას  “შავ სიკვდილსაც” უწოდებენ, რომელმაც მეთოთხმეტე საუკუნეში, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ეს არის ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმა და გამოწვეულია ინფიცირებული რწყილის ნაკბენიგან.

ჭირის ბაცილა ორგანიზმში ნაკბენიან შედის და ლიმფური სისტემის გავით უახლოეს ლიმფურ კვანძში გადაადგილდება, სადაც მრავლდება.

დღესდღეობით ჭირი ენდემურია ბევრ აფრიკულ ქვეყანაში, რუსეთში, ამერიკისა და აზიაში.

ჭირი ძალიან მძიმე დაავადებაა, 30-60 პროცენტიანი ლეტალობით, თუკი, რასაკვირველია, სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა.

ჯანმოს მონაცემებით, 2013 წელს მთელ მსოფლიოში დაავადების 783 შემთხვევა დაფიქსირა და აქედან 126 ლეტალურად დამთავრდა.

დაავადების ადრეულ ეტაპზე ადამიანები გრიპისმაგვარ სიმპომებს უჩივიან. როგორც წესი, მას ახასიათებს მოულოდნელად დაწყებული ცხელება, შემცივნება, სხეულის ტკივილი, სისუსტე და ღებინება.

მკურნალობის გარეშე ჭირი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, ასე რომ ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია.

ანტიბიოტიკები და დამხმარე თერაპიები დაავადებულების განკურნებას უწყობს ხელს.

9. ებოლა

მსოფლიოში ებოლას ვირუსისგან 11.314 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევების უმრავლესობა დასავლეთ აფრიკაში, გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში დაფიქსირდა. ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით (დაავადებულთა 90%-ზე მეტი დაიღუპა). ვირუსით ავადდებიან ადამიანები, ზოგიერთი პრიმატები და წყვილჩლიქოსნები.

7 ნოემბერს, მსოფლიო ჯანდაცვის განაცხადა, რომ ებოლას გადაცემა უკვე შეწყვეტილია სიერა-ლეონეში.

ქვეყნამ 90-დღიან გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომელიც მომავალი წლის 5 თებერვალს დასრულდება.

გვინიაში ნოემბერში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ბოლო 21 დღის განმავლობაში ებოლათი სულ 4 ადამიანი დაავადდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ბოლო 21 დღის განმავლობაში დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ლიბერიაშიც.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკრო დაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.

დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დაღუპულის სხეულთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. დაღუპულის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა.

დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება გორილებიდან, შიმპანზეებიდან და დუკერებიდან (აფრიკული წყვილ ჩლიქოსანი ცხოველი). ვირუსის გავრცელებუნებრივ არეალად ითვლება ეკვატორული აფრიკის ჯუნგლები.

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება

დაავადების განსხვავებული სიმძიმე და სიკვდილიანობის განსხვავებული სტატისტიკა გამოწვეულია ვირუსის სხვადასხვა შტამებით (ქვე სახეობებით). ებოლას ვირუსი იყოფა 5 ქვესახეობად: სუდანის, ზაირის, ტაისტყის (კოტ-დივუარის), რესტონის და ბუნდიბუგიოს. ადამიანისათვის საშიში 4 ქვესახეობა. ებოლას რესტონული ვირუსით დაავადება უსიმპტომოდ მინდინარეობს. ტაისტყის და რესტონის ებოლას ვირუსები შედარებით იშვიათია.

დაავადების სიმპტომებია თავის, კუნთებისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა. მოგვიანებით ჩნდება მშრალი ხველება, მჩხვლეტავი ტკივილები მკერდში და დეჰიდრატაცია. ვირუსი იწვევს სისხლის შემადგენლობის შეცვლას – იწყება ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების მკვეთრი შემცირება. შედეგად იშლება სისხლის შედედების ფუნქცია, ზიანდება სასხლძარღვები და იწყება სისხლდენები. სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას სისხლდენებისა და შოკის შედეგად.

10. დენგეს ცხელება

დენგეს ცხელება არის დაავადება, რომელიც ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადაიცემა.

დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაავადების 100 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. დენგეს ცხელების ყველაზე მკაცრი ფრმა არის დენგეს ჰემორაგიული ცხელება. თუკი დაავადების დროული დიაგნოსტიკა არ მოხდება, იგი დამღუპველი ხდება დაავადებული ადამიანისთვის.

დაავადების სიმპტომებია : მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, მწვავე ტკივილი უკან თვალში, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, გამონაყარი და რბილი სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან.

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიის შემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე.

დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით, პნევმონიით, ოტიტით, თრომბო ფლებიტით, ორქიტითადა  პაროტიტით. დენგეს გადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპო სპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულსისძარღვთა სისტემის მოშლა, შოკი და სიკვდილი.

დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდებაინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოს ტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი,  ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინო თერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღებადა  ცილებით მდიდარი დიეტა.

დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილ საიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც  პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე – 3-7 დღეს ვითარდება შოკი.

დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას, რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზო “დოქოტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიკატეგორიის გარეშე

თვითნასწავლი მხატვრის ნათია მაჭარაშვილის ამერიკული წარმატებები

3 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მისი ინსპირაციის მთავარი წყარო მაინც საქართველოა.

ნახატებს სამშობლოს თემატიკაზე ქმნის და როგორც რუსთაველი თვითნასწავლი მხატვარი ნათია მაჭარაშვილი ამბობს, მაშინ, როცა სურს რაიმე ახალი დახატოს, იდეების გასაღვიძებლად საქართველოს სტუმრობს.

პირველი ნახატი 13 წლის ასაკში შექმნა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას სიღრმისეულად გაეცნო. ნამუშევარი საკმაოდ მძიმეა. მან ასე აღიქვა წაკითხულიდან და მონაყოლიდან ბევრ ჭირნახული მშობლიური ქვეყნის მდგომარეობა.

19 წლის ნათია ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს და დღეს უკვე ძალიან წარმატებული მხატვარია. 2017 წელს მას შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო “ნიუ იორკში” მხატვრების გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც მანჰეტენზე, ვოლ სტრიტის ქუჩაზე “Mad at Art” –ის ორგანიზებით ჩატარდა.

გამოფენაზე მხოლოდ ერთი ნახატი გაიყიდა, იმ ერთადერთი ნახატის ავტორი კი რუსთაველი გოგონა, ნათია მაჭარაშვილი იყო.

ნამუშევარი კოლექციონერმა Jhon martin–მა იყიდა, რომლემაც თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ნახატი ძალიან გავს ედვარდ მუნკის “კივილს” და ავტორს ძალიან დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოავიდეოკატეგორიის გარეშეკულტურასოფლის მეურნეობა

ლი ზიქი – გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზღაპრები შეიძლება რეალობა იყოს? გიფიქრიათ, რომ წარმოსახულის სინამდვილედ ქცევაა შესაძლებელი, რომ თუ მოინდომებ, დროსა და სივრცეშიც კი იმოგზაურებ.

მოიმზადეთ ფინჯანი ყავა, მოკალათდით კომფორტულად და მოემზადეთ განტვირთვისთვის, რომელსაც ქვემოთ მოთხრობილი, ერთი შეხედვით, არამიწიერი გოგონას ამბავი გპირდებათ.

ერთ ჩინელ გოგოზე უნდა გიამბოთ, რომლის ცხოვრებაც ბევრი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ძიება იყო. ახლა მან იცის, რა აბედნიერებს და სხვებსაც გადასდებს პოზიტიურ ვიბრაციებს.

ეს 28 წლის ჩინელი ვლოგერი, ლი ზიქია. ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარულია „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“, თუმცა განსაკუთრებით „იუთუბზე“. სოციალურ ქსელებში მის გვერდებს „შვიდი ქლიავი“ ჰქვია.

ლი ჩინეთში, სიჩუანში დაიბადა. ამ რეგიონს დედამიწის სამოთხესაც უწოდებენ. ფანების თვალში ლი ზიქი არის მისაბაძი ქალი, ინსპირაციის წყარო. თავისი ვიდეოებით ის გვაჩვენებს, როგორ აკეთებს სრულიად მარტო ისეთ საქმეებს, რომელთა გაკეთებაც ჩვეულებრივი გოგონებისთვის თითქოს შეუძლებელი ჩანს და ყველაფერს ისე წარმოგვიდგენს, რომ ჩვენც მის ადგილას ყოფნა გვინდება.

ლის არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. როცა პატარა იყო, მშობლები განქორწინდნენ. მამა ადრე გარდაეცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ისინი ღარიბულად ცხოვრობდნენ. ბაბუა მზარეული იყო და ადგილობრივი ქორწილების, ან დაკრძალვებისთვის ამზადებდა საჭმელებს.

ლი თავისი ვიდეოების დიდ ნაწილში უძველესი ჩინური კერძების მომზადებას გვასწავლის, თანაც უჩვეულო მეთოდებით და ეს მეთოდები ბაბუისგან ისწავლა. გოგონამ, ასევე იცის თევზაობა, ქაღალდის დამზადება ბამბუკის ხეებისგან, მოჰყავს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბოსტნეული და ამ ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს. ვიდეოების საშუალებით კი, მუშაობის პროცესს აღწერს და გვიზიარებს.

როცა 14 წლის იყო, მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, რომ სკოლისთვის თავი დაენებებინა. მან დატოვა სოფელი, ეცადა სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯა ბედი და ოჯახს ასე დახმარებოდა. უმუშავია გამყიდველად, მიმტანად, მეეზოვედ, ბოლოს კი ერთ-ერთ კლუბში დიჯეიდ დაიწყო მუშაობა, სადაც შვიდი წლის განმავლობაში უკრავდა. თუმცა გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის სურდა.

2012 წელს ლის ბებია ავად გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, სოფელში დაბრუნებულიყო და ბებიასთვის მოევლო. სოფელში ცხოვრება მისთვის განტვირთვის საშუალება იყო. ის თავდაპირველად ფერმაში მუშაობდა და ცხოვრებდა ისე, როგორც სოფლის ცხოვრების წესი მოითხოვდა.

ლიმ, შემოსავლის გაზრდის მიზნით, ონლაინ მაღაზია დაარეგისტრირა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, „ტაობაოზეც“ კი ყიდდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. გოგონას უფროსი ძმა მუსიკოსია და თავის რეგიონში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიმ აღმოაჩინა, რომ მისი ძმა დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთ საიტზე, სადაც პატარა ვიდეოებს ტვირთავდა, რომელიც შემდეგ დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გოგონამ თავადაც გადაწყვიტა ვიდეოების გადაღება და ატვირთვა, თუმცა მასგამოხმაურება არ მოჰყვა და პოპულარული ვერ გახდა. ძმის მსგავსად მას არ შეუძლია სიმღერა, ამიტომაც საჭირო იყო განსხვავებული საქმისმოფიქრება. ისეთის, რომელიც მას კარგად გამოსდიოდა და რომელიც ბედნიერებას მიანიჭებდა.

„ვიფიქრე – რა იქნება ადამიანებს ვასწავლო საჭმლის მომზადება ბაბუას განსხვავებული მეთოდებით, ან იქნებ საინტერესო იყოს, როგორ მომყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ესა თუ ის პროდუქტი, გემრიელ საჭმელად?!“ – იხსენებს გოგონა.

თავისი პირველი ვიდეოების სერიას ლიმ ასე დაარქვა – „საჭმელი ანტიკური სურნელით“, ხოლო ახალ სერიას ჰქვია – „ცხოვრება მომენტია“.

მალე ლის ვიდეოებს საკვების დარგის ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება. გამომწერებისა და ფანების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდებოდა. ლის ვიდეოებმა თანდათან ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი ჩინური ტელეარხის პროდიუსერი ამბობს, რომ ლის ვიდეოებში ჩანს ის, რაც ადამიანების ოცნებაა, ამ ვიდეოებით თითქოს ჩვენს ფრთაშესხმულ ოცნებებს ვპოულობთ.

2017 წელს ლი უკვე ჩინეთის ონლაინ ვარსკვლავი იყო და მას უწოდებდნენ საკვების საკითხების ექსპერტს. თუმცა მისი ვიდეოები გაცილებით მეტია ვიდრე ტრადიციული ჩინური საჭმელების რეცეპტები.

ის გვიჩვენებს გარემოს, რომელიც ჩვენთვის თითქოს უტოპიაა. მისი ვიდეოები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მისი ვიდეოებით გვიჩნდება განცდა, რომ თითქოს პირველყოფილ, ადამიანის ხელით დაუმახინჯებელ ბუნების წიაღში ცხოვრობს ერთი გოგონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხელით და ეს ყოველივე შთამბეჭდავი სანახავია. მაყურებელზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამიტომ იპყრობს მილიონობით ადამიანის ყურადღებას.

ამ ვიდეოების ყურების დროს თითქოს წარსულში დროის მანქანის საშუალებით ვმოგზაურობთ. საოცარია, მაგრამ მათ გადაღებაში მხოლოდ სამი ადამიანია ჩართული, თავად ლი ზიქი, ასევე ფოტოგრაფი, რომელიც გოგონას სოციალური ქსელებისთვის ფოტოებს უღებს და ერთიც ლის ასისტენტი.

ლი ამბობს, რომ ვიდეოებს ერთი ტელეფონით, Iphone 6-თ იღებდა და ამავე ტელეფონში ამუშავებდა, ამის გამო თავდაპირველად დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით ციფრული კამერა single lens reflex იყიდა და ახლა ამ კამერით მუშაობს.

ლის ვიდეოებში ყურადღებას იპყრობს მისი განსაკუთრებული კაბები და სამოსი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს ვიდეოების გმირს ზღაპრიდან გადმოსულს. საოცარი ის არის, რომ ამ სამოსს ლი ზიქი საკუთარი ხელით ქმნის. დიზაინის ავტორი თავად არის და თავადვე კერავს. ერთ-ერთ ვიდეოში ნემსით კერვის ტექნოლოგიასაც კი გვასწავლის.

თვალშისაცემია ლის სადა და ძალიან ლამაზი მაკიაჟი, რომელსაც გოგონა ასევე საკუთარი ხელით, სხვების დახმარების გარეშე იკეთებს. ლი ზიქის ვიდეოები მის ფანებს ბევრი ნიუანსის გამო უყვართ, მაგრამ ერთ ერთი მიზეზი ის ხმებია, რომლებიც ვიდეოში გვესმის. ეს არის სამყაროს შეულამაზებელი ხმები – მაგალითად, ნაბიჯების ხმა, ცეცხლის ხმა, ფოთლების შრიალის ხმა, შეშის ჩეხვის ხმა, სოკოს შეგროვების ხმა, წაბლის გარჩევის ხმა ამ ვიდეოებით სამყაროს ნამდვილ, ბუნებრივ მუსიკას შეიგრძნობთ.

რაც შეეხება მელოდიებს, რომელიც ზოგჯერ გაჰყვება ძალიან დაბალ ხმაზე ვიდეოებს, მისი ავტორი ლი თავად არის. როგორც უკვე ვთქვით, ის ყოფილი დიჯეია და შეუძლია ელექტრონული მუსიკის შექმნა. ის მინიმალისტურ სტილში ქმნის მუსიკას და ვიდეოებში ძალიან დაბალი ხმით იყენებს და ჩნდება განცდა, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ბუნებრივად ერწყმის სამყაროს ჟღერადობას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებიმსოფლიო

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.

პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის პირობებში კი, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი პლანეტიდან შოკოლადის გადაშენების საშიშროება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი “ვეფხისტყაოსნის” გმირები 

ალბათ, ყველა ჩვენგანს გვიფიქრია როგორი იქნებოდნენ “ვეფხისტყაოსნის” გმირები, ამაზე ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი პასუხები აქვს.

სტატიაში  გთავაზობთ, “ვეფხისტყაოსნის” გმირები , რომლებიც  ხელოვნური ინტელექტის საშუალებით “გააცოცხლა”.

 

ინდოელი ტარიელი

ტარიელი აღმოსავლეთ საქართველოდან

კოლხი ტარიელი

ნესტან-დარეჯანი

თინათინი

ავთანდილი

ქაჯები

ფრიდონი

თავად, შოთა რუსთაველი

ფოტოები ინტერნეტ სივრცეში გენრი დოლიძემ გაავრცელა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ადამიანებს 1000 წლის შემდეგ წითელი თვალები იქნებათ [VIDEO]

მომავლის ადამიანს მოწითალო თვალები და მუქი კანი ექნება

ადამიანები 1000 წელიწადში ძალიან განსხვავებული არსებები იქნებიან.

ახლახანს გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური მუტაციები მომავალში ჩვენი ორგანიზმის მკვეთრ ცვლილებებს განაპირობებს.

დნმ-ის მუტაციის შედეგად ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს წითელი თვალები და მუქი კანი – როგორც გლობალური დათბობის ევოლუციური პასუხი.

კანადაში დაფუძნებული AsapScience-ის მიერ გავრცელებული ვიდეო აღწერს ჰიპოთეტურ სცენარს, რომელშიც ადამიანის ორგანიზმი ნაწილობრივ ადამიანია და ნაწილობრივ – მანქანა.

 

„მომავალში ნანობოტები ან პატარა რობოტები ჩვენს ორგანიზმთან ინტეგრირდებიან და ჩვენს  შესაძლებლობებს გაზრდიან. ჩვენი ფიზიოლოგიის მიერ აღარ ვიქნებით შეზღუდულები და გავხდებით ბიოლოგიისა და მანქანის ნარევი,“ – ნათქვამია ვიდეოში.

იმავდროულად, “დიზაინერი ბავშვები” ხელს შეუწყობს ჭკვიანი, მიმზიდველი და ფიზიკურად კარგი აღნაგობის ადამიანების ჩამოყალიბებას.

„თუმცა რაც უფრო მეტად ჭკვიანები, ძლიერები და ლამაზები გავხდებით, მით მეტად დავშორდებით ადამიანის სახეობას და ამ გზით, კარი გაეღება მომავლის ახალ დაავადებას – მთელი კაცობრიობის განადგურებას.“

გლობალური დათბობის შედეგად ადამიანი კიდევ უფრო გამხდარი და მაღალი აგებულების გახდება. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ასეთი სხეულის ფორმის მქონე ადამიანი სიცხეს უფრო მეტად აიტანს.

დოქტორი ალან კვანის თქმით ჩვენი სახეებიც შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. ალან კვანმა შექმნა გამოსახულებების განსაცვიფრებელი სერია, რომელიც წარმოადგენს ადამიანის რასის  ერთ-ერთ შესაძლო ევოლუციას მომდევნო 100,000 წლის მანძილზე.

ალან კვანი მიიჩნევს, რომ  ჩვენი მომავალი ევოლუციის გასაღები იქნება ადამიანის ფორმის ბუნებრივ ევოლუციასთან დაშორება და მისი ბიოლოგიურ ვარიანტთან ადაპტაცია ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე.

„იმდენად, რამდენადაც  გენური ინჟინერია ნორმა ხდება, მომავალში ადამიანის სახეს კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს მისივე გემოვნება. რაც შეეხება ადამიანის შუბლს, ის უფრო ფართო გახდება, ვინაიდან ადამიანის ტვინი კიდევ მეტად განვითარდება და გაიზრდება,“ – აცხადებს  დოქტორი ალან კვანი.

იმდენად, რამდენადაც ადამიანი აღწევს გენეტიკაზე სრულ ბატონობას, ადამიანის სახე გახდება ძალიან სუბიექტური იმ მახასიათებლებისადმი, რასაც იგი ძირითადად უჩივის : სწორი ცხვირი, შთამბეჭდავი თვალები, სახის ნაკვთების ოქროს პროპორცია და მარცხენა / მარჯვენა სრულყოფილი სიმეტრია.

დოქტორი კვანი მიიჩნევს, რომ იმ დროისთვის ადამიანს დიდი ზომის თვალები ექნება, ამას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ ადამიანი მზის სისტემის კოლონიზირებას მოახდენს და ხალხი მზისგან შორს, უფრო ბნელ გარემოში დაიწყებს ცხოვრებას.

ფაქტობრივად, 2050 წლისთვის რადიკალური ახალი ტექნოლოგიის შედეგად სრულიად ახალი ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდება.

როგორც Global Brain Institute-ის მეცნიერი კადელ ლასტი აცხადებს, რომ კაცობრიობა მთავარ “ევოლუციურ ტრანზაციას“ გადის. მისი თქმით, დაახლოებით 40 წელში ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებენ, უფრო გვიან ასაკშიც შეეძლებათ შვილების გაჩენა და შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიური საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეასრულონ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 40
Page 1 of 40