close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ლონდონში კორონავირუსი ახალდაბადებულს დაუდგინდა

ლონდონში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა, ის კორონავირუსის მქონე ყველაზე პატარა პაციენტია.

ბავშვის დედა, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე საავადმყოფოში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, ასევე კორონავირუსითაა ინფიცირებული.

დედას მშობიარობამდე აუღეს ანალიზი, თუმცა პასუხი ახლახან გახდა ცნობილი.

პერსონალი, რომელთაც ქალთან და ჩვილთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, ბავშვს საშვილოსნოში გადაედო დაავადება თუ – მშობიარობის პროცესში. The Sun, რომელმაც პირველად დაწერა შემთხვევის შესახებ, აცხადებს, რომ ბავშვს ისევ ადგილზე მკურნალობენ, დედა კი სპეციალურ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

PhoneSoap – მოწყობილობა, რომელიც მობილური ტელეფონზე მიკრობების 99,9 %-ს კლავს

ყველაფერი, რასაც ხელით ვეხებით, საკვები, ბაქტერია, ჭუჭყი, ადვილად ხვდება ჩვენს ტელეფონებზე, რის გამოც ტელეფონის ეკრანი მიკრობებით ივსება. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, როგორ გავუკეთოთ დეზინფექცია ჩვენს მობილურ ტელეფონებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა მობილური ტელეფონის გასაწმენდი მოწყობილობის ე.წ. PhoneSoap-ის გაყიდვებმა, რომელსაც ამავე სახელწოდების კომპანია უშვებს.
მოწყობილობა მიკრობების, მათ შორის ე-კოლისა და სალმონელას, 99,9 პროცენტს, ულტრაიისფერი სხივების – UV-C – საშუალებით კლავს.
პროდუქტი COVID-19-ზე ჯერჯერობით არ დაუტესტავთ, თუმცა, დამტკიცებულია, რომ ის A ტიპის ვირუსს H1N1-ს კლავს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერი, მია ლიბერმანი ახადებს, რომ ჩვენი მობილური ტელეფონების ზედაპირზე ხვდება ისეთი პათოგენები, რომლებიც, შესაძლოა, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებსაც შეიცავდნენ. ეს მიკრობები განსაკუთრებით საშიშია დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
კომპანიამ მარტის დასაწყისისთვის პროდუქტი მთლიანად ამოყიდა და გაყიდვებით მიღებული შემოსავალი გასულ თვეს 20-ჯერ გაიზარდა. ამჯერად PhoneSoap-ი შეკვეთების მიღებაზე გადავიდა.

წყარო: cnn.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს – შემთხვევები რეკორდულად იკლებს

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იკლებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 და გარდაცვალების 1 ფაქტი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსი 14 000-ზე მეტ ადამიანს აქვს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 62 000-საჭარბებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი და სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირებულთა შორის ერთი ბავშვია. მედიკოსების ინფორმაციით 12 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
რამდენად დიდია „კოვიდ-19-ით“ ბავშვების დაინფიცირების რისკი და რამდენად საშიშია ის ბავშვებისთვის?
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების 2,4 პროცენტი 18 წლამდე ასაკის პირია, აქედან, 1 პროცენტი – 9 წლამდე ასაკის ბავშვია. ვირუსის მძიმე სიმპტომები დაინფიცირებული ბავშვების მხოლოდ 2,5 პროცენტს ახასიათებდა.
რა სიმპტომები ახასიათებთ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვებს?
ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ დაინფიცირებულ ბავშვებს ხშირად აქვთ ხველა, სუნთქვის გართულება, გამონადენი ცხვირიდან, დიარეა და თავის ტკივილი. მაღალი ტემპერატურა დაინფიცირებული ბავშვების ნახევარზე ნაკლებს აღენიშნება, უმეტესობას კი არანაირი სიმპტომი აქვს. ჩინეთში დაინფიცირებული ბავშვები ერთ-ორ კვირაში გამოჯანმრთელდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალშობილებსაც კი, რომლებიც მძიმე რესპირატორული დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ინფექციის შედარებით მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდათ.
მიუხედევად იმისა, რომ ბავშვებს, უმეტეს შემთხვევაში, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისინი „კოვიდ 19“-ის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ბავშვები მოძრავები არიან, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და ვირუსს ადვილად ავრცელებენ. ამიტომ, სკოლის ასაკის ბავშვებში გრიპის პრევენცია საზოგადოებაში გრიპის პრევენციის ეფექტური სტრატეგიაა. მედიკოსების შეფასებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სკოლების დროებით დახურვას ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

BBC- ჩინეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იტალიას დახმარებას უგზავნის

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იტალიას დახმარებას უგზავნის.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი იტალიას 100 000 სახის ნიღაბს, 20 000 დამცავ უნიფორმას 1000 სავენტილიაციო საშუალებას გაუგზავნის.

ჩინეთის მედიის ინფორმაციით, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოება იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფის გაგზავნის საკითხსაც განიხილავს.

1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ცნობილი ინფექციონისტის პოსტი კორონავირუსის შესახებ, რომელიც 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა

კანადელმა ინფექციონისტმა სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოუწოდა ვირუსის არ შეეშინდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას „Mirror“ ავრცელებს.

კორონავირუსის ეპიდემიამ გლობალური პანიკის შექმნა გამოიწვია. ადამიანებმა სასწრაფოდ სუპერმარკეტებს მიაშურეს იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროდუქტი – ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული სადეზინფექციო საშუალებებით დამთავრებული, რაც შეიძლება სწრაფად მოემარაგებინათ. ვირუსის გამო ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუქმდა ან დროებით გადაიდო.

მაგრამ, რეალურად რამდენად უნდა გვეშინოდეს ავადმყოფობის?

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ბოლო პერიოდში საგრძნობლად გავრცელდა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კანადელი ინფექციონისტი, აბდუ შარკავისაზოგადოებას მოუწოდებს პანიკის ნაცვლად, ფაქტებს დაუჯერონ.

Facebook პოსტში კანადელი ინფექციონისტი განმარტავს, თუ რატომ არ ეშინია მას კორონავირუსის.

„პრაიმტაიმი“ პოსტის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

„20 წელზე მეტია, რაც ექიმი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ავადმყოფი მინახავს. მე ვმუშაობდი ქალაქის შიდა საავადმყოფოებში, აფრიკის ყველაზე ღარიბ და მიყრუებულ ადგილებში. აივ-შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, მწვავე რესპირატორული სინდრომი ( SARS), წითელა, ჰერპესი, კრუნჩხვითი ხველება, დიფტერია – ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში შევხვედრივარ. მწვავე რესპირატორული სინდრომის გარდა, ძალიან ცოტა დაავადებას თუ შევუშინებივარ ან თავი მოწყვლადადუგრძნობინებია.

მე არ მეშინია Covid-19-ის. მე უფრო მეტად მაწუხებს ახალი ე.წ. ინფექციური აგენტის გავრცელება, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და რომელიც ფეხის მოკიდებას სხვადასხვა ნიადაგში ცდილობს. მაწუხებს მოხუცებულთა მდგომარეობა, რომელთა ჯანმრთელობაც შედარებით სუსტია და რომლებიც ამ პირობებში ყველაზე მეტად იტანჯებიან, მაგრამ მე არ მეშინია Covid-19-ის.

ყველაზე მეტად იმ შიშის მეშინია, რომელიც მასობრივად გავრცელდა და საზოგადოება მოიცვა. იმ შიშის, რომელიც პანიკაში გადაიზარდა. მეშინია იმის, რომ N95 სამედიცინო ნიღბებს საავადმყოფოებიდან და გადაუდებელი დახმარების კლინიკებიდან იპარავენ. იმ ადგილებიდან, სადაც მათი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამის მაგივრად კი, სამედიცინო ნიღბებით სავსეა აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რაც საზოგადოებაში შიშს კიდევ უფრო აძლიერებს და ადამიანებიც ერთმანეთს ეჭვის თვალით უწყებენ ყურებას.

მეშინია, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადაიტვირთება ისეთი ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ: „ ვიცი, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ მაინც უნდა გავესინჯო, არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდეს“. ადამიანები, რომლებსაც გულის უკმარისობა, პნევმონია აქვთ იდგებიან გრძელ რიგებში იმისთვის, რომ ექიმებმა შეამოწმონ.

მე მეშინია, რომ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იმდენად შორს წავა, რომ ამის გამო ძალიან ბევრი ქორწილი გაუქმდება, უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოები გადაიდება და ოჯახები ვეღარ გაერთიანდებიან.

მე მეშინია, რომ ეს ეპიდემიური შიშები შეზღუდავს ვაჭრობას, დიდ ზიანს მიაყენებს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობებს, დაარტყამს ბიზნესს და საბოლოო კულმინაციას გლობალურ ვარდნაში პოვებს.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმის მეშინია რას ვეუბნებით შვილებს მაშინ, როდესაც საფრთხის წინაშე დგებიან. იმის მაგივრად, რომ რაციონალურად და გონივრულად დაველაპარაკოთ, ვეუბნებით, რომ უნდა დაპანიკდნენ, ეშინოდეთ..

ვირუსმა შეიძლება შემოაღწიოს ქალაქში, ჰოსპიტალში, მეგობრის სახლში, სამეზობლოში და შენამდეც კი მოვიდეს. ელოდე ამას და ნუ გაგიკვირდება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ვირუსი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს, როგორც ჩვენივე ქცევები იზამენ ამას. „საკუთარი თავისთვის იბრძოლე და ყველაზე მაღლა დააყენე“ დამოკიდებულება კი, შესაძლოა, მართლაც დამღუპველი აღმოჩნდეს.

ყველას გევედრებით, ჩაანაცვლეთ პანიკა და შიში მოთმინებითა და განათლებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ მეტი ჰიგიენისა და იმ წესების შესახებ, რომლითაც დაავადების გავრცელების შეზღუდვას შევძლებთ. მოდით, ამ გამოწვევას ერთად, სხვების მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობითა და მოთმინებით შევხვდეთ. ვეძებოთ ფაქტები, სიმართლე და არ ავყვეთ სპეკულაციას.

ფაქტები და არა შიში. დაიბანეთ ხელები. გაიხსენით გულები.

ჩვენი შვილები ამისთვის მადლობას გვეტყვიან“,- წერს კანადელი ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.

კანადელი ინფექციონისტის ამ პოსტს მილიონზე მეტი გაზიარება და 470 000 მოწონება აქვს.

ადამიანები მას მადლობას უხდიან.

„შესანიშნავად გიწერია აბდუ, ასე განაგრძე ინფორმაციის გავრცელება“,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

წყარო : primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სრულიად იტალია წითელ ზონად გამოაცხადა, ქვეყანა კარანტინზე გადადის

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სრულიად იტალიის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება.. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ეს ზომა 10 მარტს ამოქმედდება და 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ჯუზეპე კონტეს განცხადებით, დღეს მთლიანად იტალია ლომბარდიის რეგიონის მსგავსია.

„ახლა დრო არ გვაქვს. ინფექცია მზარდად ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩენი ჩვევები გვერდზე უნდა გადავდოთ იტალიის სასარგებლოდ: ყველანი სახლში დარჩით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში 3 აპრილამდე შეჩერდება. ასევე შეჩერდება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების, სპორტული ტურნირების ჩატარება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

უჰანში ველური ცხოველების ჭამა კანონით აკრძალეს

ჩინეთში, უჰანში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც ველური ცხოველების ჭამას კრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

გასულ თვეს მთავრობამ დაბლოკა ველური ცხოველებით ვაჭრობა, თუმცა კანონი ბოლომდე მიღებული არ იყო. კანონი ეხება ყველა გარეულ ცხოველს, მათ შორის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ და წყლის ველურ სახეობებს. კანონი ასევე ვრცელდება გარეული ცხოველებით მოვაჭრეებზე.

ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, არცერთ ორგანიზაციას და პირს არ აქვს უფლება აწარმოოს, დაამუშავოს, გამოიყენოს ან ჩაატაროს სამუშაოები ველური ბუნების ცხოველებთან დაკავშირებით, რაც დოკუმენტით არის აკრძალული.

მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნადირობა, მოშენება, ტრანსპორტირება, ვაჭრობა ან ფოსტა უკანონოა.

კანონის მიხედვით, სამეცნიერო და სამედიცინო ჯგუფებმა მკაცრი შემოწმება უნდა გაიარონ, თუ ისინი ცხოველების გამოყენებას სხვა მიზნით დააპირებენ.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანებში ვირუსი სწორედ ველური ცხოველებიდან გავრცელდა. იანვრის დასაწყისში უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი ეპიდემიის გამო დაიხურა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთში ექიმებმა 19 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან განკურნეს

ჩინეთში, ექიმებმა კორონავირუსისგან ყველაზე პატარა პაციენტი განკურნეს. ბავშვი კლინიკიდან 6 მარტს გაწერეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ბიჭი ოჯახს დღეს დაუბრუნდა, მანამდე ის ქალაქ ხენანის ბავშვთა ჰოსპიტალის კარანტინში იმყოფებოდა. მას კორონავირუსი 5 დღისას დაუდასტურდა.

ექიმებმა ბავშვს ანტივირუსული მკურნალობა ჩაუტარეს. მანამდე ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ ყველაზე პატარა პაციენტი 17 დღის ჩვილი იყო, რომელიც მედიკამენტების გარეშე გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთი პაკისტანში კალიების შემოსევასთან საბრძოლველად 100 ათასი იხვის გაგზავნას გეგმავს

ჩინეთმა შესაძლოა 100 ათასი იხვი გაგზავნოს მეზობელ პაკისტანში, სადაც კალიების შემოსევაა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომავალ კვირას ჩინეთის მთავრობა პაკისტანში ექსპერტების ჯგუფს გაგზავნის, რომელიც მწერებთან ბრძოლის მიზანმიმართული პროგრამის შექმნაზე იმუშავებს. გეგმის ეფექტიანობის დასადგენად ტესტები ჩინეთშიც ჩატარდება. ფრინველებს პაკისტანში მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ გაგზავნიან. ექსპერტების თქმით, ერთ იხვს დღეში 200 კალიაზე მეტის შეჭმა შეუძლია, რაც პესტიციდების გაფრქვევაზე ეფექტურია.

მთავრობის გეგმამ ჩინეთის სოციალური ქსელები გაახალისა. „წინ, იხვებო! იმედია ცოცხლები დაბრუნდებით“, – დაწერა Twitter-ის მსგავსი მიკრობლოგის Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა. „გმირი იხვები მტრის პირისპირ“, – წერს მეორე.

თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ იხვებს კალიებთან საბრძოლველად უძველესი დროიდან იყენებდნენ, შესაძლოა მათ პაკისტანში გაუჭირდეთ, რადგან წყალი სჭირდებათ, იქ კი ძირითადად უდაბნოში მოუწევთ „მუშაობა“. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩინეთის მთავრობა ტესტირების დასრულების შემდეგ მიიღებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 41
Page 12 of 41