close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს ძალოვან და საგამოძიებო სტრუქტურებს აწვდის. ამის შესახებ რუსულ გამოცემა მედიაზონას კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

იანდექს ტაქსი ამას მომხმარებელზე ზრუნვით განმარტავს, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას საგამოძიებო უწყებები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რატომ სჭირდებათ ინფორმაცია — ეხება ის მსხვერპლს თუ დამნაშავეს.

“პრაქტიკიდან ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოსაძიებლად და იმ მომენტში ვიღაცის სიცოცხლეს იცავს”, — განაცხადა იანდექსის წარმომადგენელმა.

როსკომსვაბოდას ინფორმაციით, იანდექს ტაქსი არ არის შეყვანილი რეესტრში ინფორმაციის მიმწოდებელთა სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომხმარებელთა ისტორიის მიწოდების ვალდებულება არ აქვს. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით, ისინი პოლიციის კანონის შესაბამისად მოქმედებენ, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის გაცემა საჭიროა.

TV Rain-ის ინფორმაციით, ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ მედუზას ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართი იანდექს ტაქსის მგზავრობის ისტორიის გამოთხოვით გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გაცემას სერიოზულად უდგებიან, პოლიციელის თქმით, ეს ინფორმაცია Mail.ru-ს პირადი ანგარიშიდან გამოითხოვა.

რუსული ტაქსის კომპანია იანდექსი ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საქართველომ, შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს

საქართველოში შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განაცხადა.

როგორც ადამიამ აღნიშნა, ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს და წარმოების ვარიანტებიც განიხილება.

„პირბადეების სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, პერსონალისთვის ვისაც ეს აუცილებლად დასჭირდება, სამინისტროს აქვს და დამატებით შესყიდვას კიდევ ახორციელებს. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობაში, სააფთიაქო ქსელებში არსებულ მარაგებს, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ამ კომპანიებთან და ვცდილობთ მათ ეს მარაგი შემოიტანონ. მარაგის რაღაც რაოდენობა მომდევნო კვირაში შემოვა ქსელში. თუმცა, შემუშავებული აქვთ გაცემის მექანიზმი დარეგულირებული, რომ უსასრულო რაოდენობით ერთ პირზე არ გასცენ. გლობალური დეფიციტია ამ საშუალებებზე მსოფლიოში და იცით რა ხდება. განიხილება კიდევ ის ვარიანტები, რომ საქართველოში წარმოება იგეგმება. შეიძლება, რომ ეს ნიღაბი ადგილზეც დამზადდეს და რეალურად ამით პრობლემა გადაიჭრება. ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს. ასევე, ფარმაცევტული სექტორი შეეცდება პერიოდულად შეავსოს სამედიცინო სპირტის და ანტისეპტიკური საშუალებების მარაგები და იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ადამიამ.

ამასთან, ადამია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღნიშნული საშუალებების „უაზრო მარაგები“ არ გაიკეთონ.

„რატომღაც ინფორმაციის გაჟღერებამ გამოიწვია პანიკა და მოსახლეობა უაზრო მარაგებს იკეთებს, ამ დროს საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ისტერიულად ამის მომარაგების საჭიროება არ არის. პანიკა საჭირო არ არის. საღი თვალით უნდა შევხედოთ არსებულ მდგომარეობას, გავითვალისწინოთ ექსპერტების რეკომენდაციები, ხშირად დავიბანოთ ხელები, გაციების შემთხვევაში მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ თავი თუ დავირუსებულ ადამიანთან ახლოს ვართ და ა.შ. არასწორად გამოყენებული პირბადე პირიქით, ქმნის რისკს. ამასთან, მისი სწორად გამოყენება უნდა ვიცოდეთ და ქუჩაში პირბადის ტარება არ არის საჭირო. დავირუსებულ ადამიანთან თუ გვიწევს ერთ სივრცეში ყოფნა, მაშინ თავად ამ პირმა უნდა გაიკეთოს პირბადე და არა ჯანმრთელმა ადამიანმა. ეს არის სწორი მექანიზმი“, – განაცხადა ადამიამ.

რაც შეეხება პირბადეების ფასს, როგორც ადამია ამბობს, ფარმაცევტულ ქსელებში ნაწარმის ფასს ჯანდაცვის უწყება ვერ არეგულირებს.

„ფასი რამდენად იქნება ჩვენი მხრიდან დარეგულირებული, ამას ვერ გეტყვით, არ ექვემდებარება ჩვენი მხრიდან რეგულაციებს. როგორც ვიცი, ფასის ზრდა პირბადეებზე არ არის და არც იგეგმება. თუ გლობალურ ბაზარზე გაზრდილია ფასი დეფიციტის გამო, შესაძლოა, ჩვენთანაც გაიზარდოს“, – განაცხადა ადამიამ და დასძინა, რომ შესაძლოა პირბადეებზე სააფთიაქო ქსელების მიერ არაადეკვატურად გაზრდილ ფასებზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევაც დაიწყოს.

„მოქალაქის მომართვის შემთხვევაში რეგულირების სააგენტო ამ საკითხს მოიკვლევს“, – აღნიშნა ადამიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გერმანიაში კორონავირუსი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაუდგინეს

გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ერთ-ერთ ბაღში ოთხ ბავშვს დაუდგინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

მედიის ცნობით, ყველა ინფიცირებულ მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულ ბაღში სულ 114 ბავშვი ირიცხება. 100 მათგანს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარეს.

გერმანიაში ახალი კორონავირუსით საერთო ჯამში 79 ადამიანია დაინფიცირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაავადდა

იტალიაში კორონავირუსის აფეთება უფრო მასშტაბური ხდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვირუსით უკვე 4 ბავშვი დაავადდა. ამას ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ. დაღუპულია 12 ადამიანი. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო ან ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდათ.

ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი განიკურნა

საფრანგეთს ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებით, ყველა პაციენტი, რომელსაც საფრანგეთში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, განიკურნა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 12 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

“საფრანგეთში დაავადების შემთხვევები აღარ არის… ვირუსი აღარ ვრცელდება. ბოლო პაციენტი, რომელიც ლიონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, განიკურნა. ის აღარ არის გადამდები. ამიტომ შეძლო შინ დაბრუნება”, – თქვა ვერანმა.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება, რომელიც ინფექციის ძირითადი წყაროა.

ამ დროისთვის, ჩინეთში 77 000 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო 2600-ზე მეტი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

ჩინეთის საზღვრებს მიღმა კორონავირუსით დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 30 სხვადასხვა ქვეყანაში.

დღეის მდგომარეობით, იტალიამ 3 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

24 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები დააფიქსირეს ერაყში, ავღანეთში, ქუვეითში, ომანსა და ბაჰრეინში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„გადავარჩინოთ ბავშვები“

„გადავარჩინოთ ბავშვები“ – მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, ბოლო 15 წლის მანძილზე მოკლული ან დასახიჩრებულია 95,000 ბავშვი

2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 415 მილიონი, ანუ ყოველი მეექვსე ბავშვი, კონფლიქტის ზონაში ცხოვრობდა, რაც 1995 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია, 2010 წელთან შედარებით კი 34 პროცენტითაა გაზრდილი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2005 წლიდან მოყოლებული სულ მცირე 95 ათასი ბავშვი მოკლეს ან დაასახიჩრეს, ათობით ათასი ბავშვი გაიტაცეს, მილიონობით ბავშვს კი განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეეზღუდა.
კვლევაში – „შეწყვიტეთ ომი ბავშვებზე“- ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტები 2010 წლიდან 170 პროცენტითაა გაზრდილი. ეს ფაქტები მოიცავს ბავშვების მკვლელობებს, დასახიჩრებებს, გატაცებებს, შეიარაღებული ძალების მიერ რეკრუტირებას, სკოლების საავადმყოფოებზე თავდასხმების განხორციელებას, გაუპატიურებებს და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს.
კვლევის მიხედვით, გოგონები და ბიჭები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მაშინ როცა ბიჭებს იტაცებენ სამხედრო დაჯგუფებში მათი გაწევრიანების მიზნით, გოგონები ხშირად სექსუალური და სხვა გენდერით განპირობებული ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
ავღანელმა ბიჭმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ყოველ დღე გატაცებისა და სიკვდილის შიშით დადის სკოლაში.
„სკოლისკენ მიმავალ გზაზე მეშინია, თვითმკვლელების თავდასხმის, გატაცების და იმის, რომ ვინმე მომკლავს,“- აღნიშნა 10 წლის ჰემატმა.
15 წლის ერაყელმა გოგომ კი, რომელსაც 2 წლის შვილი ჰყავს, ორგანიზაციას უამბო, რომ ის, დედასთან და დებთან ერთად, გაიტაცეს, ტყვეობაში ჰყავდათ და სამჯერ გაყიდეს ადამიანებზე, რომლებიც მას სცემდნენ და სექსუალურად ძალადობდნენ, შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლს მიათხოვეს.
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ აცხადებს, რომ ბავშვების სიცოცხლის განადგურება გაგრძელდება, ვიდრე ყველა მთავრობა და მონაწილე მხარე არ დაიცავს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს, სანამ კრიმინალებს არ მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარი ქმედებების გამო.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

როგორი გარეგნობა ექნებათ 20 წლის შემდეგ იმ ადამიანებს, რომელიც ოფისში მუშაობენ

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფმა საოფისე საქმიანობასა და მის უარყოფით შედეგებზე კვლევა ჩაატარა და შექმნა ადამიანის ზომის თოჯინა ემა, რომელიც მათი მტკიცებით, გვაფრთხილებს, რომ თუკი საოფისე სამუშაო გარემო არ შეიცვლება, ადამიანი დაახლოებით 20 წელიწადში, ვიზუალურად ამ თოჯინას დაემსგავსება.

ემას ფუმფულა, ვარიკოზული ვენებით დაფარული ფეხები, ჩაწითლებული და უსიცოცხლო თვალები აქვს და ძალიან მოხრილია.

კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა გერმანელი, ბრიტანელი და ფრანგი ეროვნების ოფისის 3,000 თანამშრომლის ჩანაწერები გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ 50 პროცენტს თვალის ანთება , 48 პროცენტს – ხერხემლის პრობლემა, და 48 პროცენტს კი – თავის ტკივილი აწუხებს. გარდა ამისა, მათ ვინც სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ოფისში ატარებს, სტრესისგან გამოწვეული ეგზემა, გადაჭარბებული წონა და კიდურების შეშუპება ახასიათებთ.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

უცნობმა პირმა, თურქეთში, მაღაზიებში მოსახლეობის ვალი გადაიხადა

უცნობმა ქველმოქმედმა, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში ახლომდებარე რაიონების ყველა მცხოვრებთა დავალიანება გადაიხადა. იუწყება ადგილობრივი მედია

თურქეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე ზომის მაღაზიებში მოსახლეობა უფულობის გამო ხშირად იღებს პროდუქტს “ნისიად,” მაღაზიის მეპატრონე კი დავალიანების სიას სპეციალურ რვეულში იწერს.

“ამ დღეებში ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი და მითხრა, რომ ადგილობრივების დავალიანების გადახდა სურდა. 12, 500 თურქული ლირის (ორი ათას დოლარზე მეტი) ვალის გადახდის შემდეგ სტუმარმა რვეულის ფურცლები ამოხია, დაწვა და წავიდა”, – უთხრა მედიას ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა.

მისი თქმით, მოვალეების უმეტესობა მომხდარს ვერ იჯერებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს თურქეთის პროვინციებში გამოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელიც მაღაზიებში მოსახლეობის დავალიანებას იხდიდა და ბავშვებსა და უსახლკაროებს ფულს ურიგებდა. ის თავის ვინაობას არ ამხელდა, ამიტომ მადლიერმა მოსახლეობამ მას “რობინ ჰუდი” დაარქვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ამერიკელი ასტრონავტი ქალი, რომელმაც კოსმოსში ყოფნის რეკორდი დაამყარა, დედამიწაზე დაბრუნდა

ამერიკელი ასტრონავტი ქრისტინა კოჩი, რომელმაც ქალებს შორის კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა, დედამიწაზე დაბრუნდა.

კოჩმა კოსმოსში 328 დღე გაატარა და გახდა ქალი, რომელმაც  კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი მისია განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მანამდე პირველობა ნასას ასტრონავტს, პეგი უიტსონს ეკუთვნოდა.

კაფსულა, რომელმაც კოჩისთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან იტალიელი ასტრონავტი ლუსა პარმიტანო და რუსი ალექსანდრ სკვორცოვი ჩამოიყვანა, ყაზახეთში ხუთშაბათს დაეშვა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 
სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – COVID-19-ი მსოფლიოს #1 მტერი და ტერორიზმზე საშიში საფრთხეა

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 41
Page 13 of 41