close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინები შეიძინა — ვის შეუძლია აცრის უფასოდ გაკეთება?

სეზონური გრიპი ვირუსული ინფექციაა და მისი გამომწვევი A და B შტამები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება. სახელმწიფო პროგრამით წელს 100 000 ვაქცინა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სრულიად უფასო იქნება.

რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა?

ვაქცინაციისთვის პრეპარატ ვაქსიგრიპს იყენებენ. ვაქცინა ოთხვალენტიანია (იგივე ოთხკომპნენტიანი) ანუ მოიცავს A და B გრიპების ორ-ორ ტიპს. ვაქცინის შემადგენლობა უშუალოდ 2019-2020 წლების სეზონური გრიპისთვის არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

რომელი ქვეყნიდან შემოაქვთ ვაქცინა?

ვაქსიგრიპის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია Sanofi Pasteur გახლავთ. პრეპარატი საფრანგეთში მზადდება.

უსაფრთხოა თუ არა აცრის გაკეთება?

გრიპის აცრა სრულიად უსაფრთხოა! მის მიერ მოტანილი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლო გვერდით ეფექტებს.

ვინ აიცრება უფასოდ?

სახელმწიფო პროგრამით წელს 100 000 ვაქცინა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სრულიად უფასო იქნება. ვაქცინაციით უფასოდ ისარგებლებენ:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • მუკოვისციდოზით დაავადებულნი;
  • ორსულები.

აცრა ასევე უფასო იქნება შემდეგი პროფესიის წარმომადგენლებისთვის:

  • სამედიცინო პერსონალი;
  • ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი;
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტი;
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები;
  • პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალი;

სად შეიძლება აცრის გაკეთება?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ადამიანები აიცრებიან.

თუ შესაბამის ჯგუფში ვერ ხვდები, მაშინ აცრის გაკეთება კერძო იმუნიზაციის ცენტრებსა და კლინიკებში შეგიძლია. ასევე შესაძლებელია ვაქცინის შეძენა აფთიაქებში. რისკ ჯგუფების აცრების შემდგომ გამოცხადდება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მსურველს საშუალება ექნება შესაბამის პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში უფასოდ აიცრას.

რა ღირს ვაქცინა/აცრის გაკეთება?

ვაქცინის ფასი დამოკიდებულია შემომტან ფარმაკოლოგიურ კომპანიაზე და აცრის გაკეთების ღირებულება კი კერძო კლინიკაზე. ვაქცინის/ვაქცინაციის სავარაუდო ღირებულება 20-დან 50 ლარამდე იქნება.

გახსოვდეს: თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით კატეგორიულად დაუშვებელია! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართე ექიმს!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთში 67 წლის ქალმა გოგო გააჩინა

ჩინეთში 67 წლის ქალმა გოგო გააჩინა, რომელიც 2,6 კილოგრამს იწონის,ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიას აღნიშნული ფაქტი სამშობიაროში დაუდასტურეს.

ახალშობილს ექიმები აკვირდებიან. ორსულობის დროს ქალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი ქმარი ადვოკატია, ქალი კი ექთანი.წყვილს უფროსი ქალ-ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი ჰყავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დელი-თბილისი-დელის პირველი რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) შემოდის. დელი-თბილისი-დელის პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება. პირდაპირი ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
2019-2020 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც 28 მარტს სრულდება, ფრენები ყოველდღიურად, კვირაში შვიდჯერ შესრულდება. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, რომელიც მარტიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ამისთვის კომპანიამ დამატებითი ნებართვა უნდა მოიპოვოს.
IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. ინდოეთსა და საქართველოს შორის რეგულარული მიმოსვლა აქამდე არ ყოფილა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პაციენტების მომსახურების გათანაბრებული ტარიფები კლინიკებისთვის ორ კვირაში ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ცვლილებით, რომელიც მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ) შევიდა, ამ ეტაპზე, ახალი ტარიფები კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ამოქმედდება. ცვლილებები ძალაში ორ კვირაში შევა.

უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ერთნაირი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

დაფინანსების ახალი სისტემა ეტაპობრივად სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას.

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

„რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები“, – აცხადებენ სამინისტროში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის და ე.წ. პედოფილიის მარეგულირებელი კანონპროექტი მთავრობას წარედგინა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სანქციები გამკაცრდება და არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება.

არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ.

ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ, რადგან სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქვევრის ღვინოზე ქართული ანიმაცია შეიქმნა

ქვევრის ღვინოსა და მის კულტურაზე ქართული ანიმაციური ვიდეორგოლი მაიკო ქავთარაძემ და დავით ქავთარაძემ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის შექმნეს. ანიმაცია მაყურებელს ქართულ ტრადიციებზე უამბობს. შემქმნელების თქმით, ვიდეორგოლი არაკომერციულია და მისი გამოყენება ყველა მსურველს შეუძლია.

მაიკო ქავთარაძე:  ვიდეო ჩვენი ქვეყნისთვის შევქმენით. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ უნიკალური ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე ნებისმიერ ბიზნესს. ვიდეო ქვეყნისაა, ის ყველას ეკუთვნის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

14 წლის გიდი კოშკების სოფლიდან, რომელიც ტურისტებს უშგულის გაცნობაში ეხმარება

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთანი ისტორიულ–გეოგრაფიული კუთხეა. ის მრავალი ადამიანის  ინტერესს იწვევს მდებარეობით, შთამბეჭდავი ბუნებით და, რა თქმა უნდა, მისთვის დამახასიათებელი კოშკებით. სვანეთს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ისინი ეცნობიან ამ კუთხის კულტურასა და ცხოვრების წესს.

გიორგი ქოჩქიანი მურყმელში (კოშკების სოფელი) ცხოვრობს. ის 14 წლის გიდია, რომელიც ტურისტებს უშგულის გაცნობაში ეხმარება. მას არ უჭირს უცხოელებთან კომუნიკაცია, რადგან ფლობს 4 ენას.  გიორგის  ერთი წლის წინ მამუკა ბახტაძემ ,,მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ ბიჭის ისტორიას, რომელმაც უკვე ოთხი წელია იპოვნა საყვარელი საქმიანობა და აქტიურად უწყობს ხელს საკუთარი კუთხის პოპულარიზაციას.

გიორგი რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად გიდობა დაიწყე და რატომ დაინტერესდი ამ საქმიანობით?

პირველად როდესაც გიდობა დავიწყე 10 წლის ვიყავი.  უცხოელების 5 – კაციანი ჯგუფი წავიყვანე შხარაზე. ჩემი ოჯახი ამ საქმითაა დაკავებული. პატარა რომ ვიყავი, მუდმივად მქონდა ინტერესი ექსკურსიების მიმართ. ჩემი ძმა ხშირად აწყობდა ტურებს და ამან უფრო განაპირობა ჩემი ინტერესიც.

მოგვიყევი შენი საქმის შესახებ, ძირითადად რისი კეთება გიწევს დღის განმავლობაში.

როდესაც ვიცი, რომ ტური უნდა გავმართო დილით ადრე ვდგები. ცხენებს ვკაზმავ და დიდი გზისთვის ვამზადებ. ცხენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შემდეგ მივდივარ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ტურისტია. ვესაუბრები ისტორიულ ძეგლებზე და ვაცნობ ამ კუთხეს, ვცდილობ დავაინტერესო. თანხმობის შემთხვევაში ვასეირნებ და გზადაგზა მთლიანად უშგულის ისტორიას ვუყვები.

საიდან გაქვს ისტორიული ინფორმაცია შენი სოფლისა და მთლიანად უშგულის შესახებ?

ყველაფერი წინაპრებიდან ვიცი. ბავშვობიდან მქონდა ინტერესი მცოდნოდა ჩემი კუთხის ისტორია. ამ ყველაფერში დიდი წვლილი ბაბუაჩემს მიუძღვის. ის საკმაოდ კარგად ერკვეოდა ამ საკითში და მთელი მისი ცოდნა მე გადმომცა, ასევე დედაჩემიც დამეხმარა. ახლა კი მე ვცდილობ ყველას გავაცნო ეს მხარე.

როგორც ვიცი კარგი მოსწავლე ხარ, როგორ ახერხებ სწავლა და მუშაობა ერთმანეთს შეუთავსო?

დროს ისე ვანაწილებ, რომ მუშაობისთვისაც მქონდეს  და სწავლისთვისაც, წიგნების კითხვა მიყვარს. ვცდილობ არა მარტო ქართულად, არამედ ინგლისურადაც წავიკითხო, რომ უფრო კარგად ვისწავლო ეს ენა. ჩემი გამორჩეული მწერალია ტომას მაინ რიდი. ვცდილობ უფრო მეტად არდადეგებზე ვიმუშაო, ვიდრე  სწავლის პროცესში, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ორი ხელს ერთმანეთს არ უშლის.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი შენ 4 ენას ფლობ, ვინ გეხმარება ენების  ათვისებაში?

ოთხივე ენა ჩემით ვისწავლე. თურქული – ტელევიზორის დახმარებით, ინგლისური და რუსული – სკოლიდან ავითვისე, ხოლო ებრაული – ტურისტებისგან.

როგორც უკვე აღნიშნე, გიდობით დიდი ხანია რაც დაკავებული ხარ,  უმეტესად რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს აცნობ ამ კუთხეს.

ძირითადად ებრაელებს. ფაქტობრივად, შემოდგომა ებრაელების სეზონია. ბუნებასთან ერთად მათ განსაკუთრებით ცხენით ჯირითობა მოსწონთ, რადგან ძალიან უყვართ სისწრაფე.

როგორც ვიცით, სვანეთში საკმაოდ მკაცრი ჰავაა, რამდენად რთულია ზამთარში მუშაობა და არის თუ არა კლიმატი ხელის შემშლელი ფაქტორი შენთვის?

ზამთარში მუშაობა ძალიან ძნელია. მე ძირითადად ვცდილობ ეგ პერიოდი მხოლოდ სწავლას დავუთმო. უბრალოდ ზოგჯერ მაინც ჭირდებათ ჩემი ცხენებით დახმარება და მხოლოდ მაგ კუთხით თუ ჩავერთვები ხოლმე მუშაობაში.

ხარ თუ არა კმაყოფილი ამ პროფესიით და გიდობის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული?

კი ძალიან  კმაყოფილი ვარ. მიყვარს ტურისტებთან ურთიერთობა, თუ როგორ ვაცნობ მათ ჩემს სოფელს და როგორ ვეხმარები უკეთესად გართობაში. მინდა ყველასთვის დასამახსოვრებელი გახდეს სვანეთი. გარდა ამისა, ჩემს ოჯახს ვეხმარები სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენთან, ძირითადად, კარტოფილი მოდის, მე კიდევ მას ვიღებ და ზამთრისთვის ვინახავ.

რა არის შენი სამომავლო გეგმები?

ძალიან მინდა გავხდე დაცვის პოლიციელი. ჩვენმა წინაპრებმა ბევრი იშრომეს, რომ ამ ყველაფერს ჩვენამდე მოეღწია. სვანურ ისტორიებს, ძეგლებს, ძველ ნივთებს მოვლა და გაფრთხილება ჭირდება, ეს კიდევ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.  სწორედ ამიტომ მინდა ეს პროფესია ავირჩიო და გადავცე შემდეგ თაობებს ჩვენი ისტორია.

 ავტორი: თაკო ღლონტი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Independent: სვანური კოშკები „სამეფო კარის თამაშების“ ნაგებობებს ჰგავს

რატომ არის საქართველო სათხილამური თვალსაზრისით, ექსტრემის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილი, – ამ სათაურით Independent-ი თეთნულდს სტატიას უძღვნის.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ მესტიაში განლაგებული კოშკები „სამეფო კარის“ თამაშების ნაგებობებს ჰგავს. „ძველი ქვის შენობები მე-12, მე-13 საუკუნეებით თარიღდება, რაც ამ ადგილს შუასაუკუნეების ეფექტს აძლევს. მიუხედავად ამისა, სათხილამურო კურორტი საქართველოში თანამედროვეობის ავანგარდშია.

თეთნულდისკენ მიმავალი ჭუჭყიანი გზა მოგზაურობის დროს კიდევ ნახევარი საათით ზრდის, მაგრამ როდესაც საბოლოოდ იქ მოხვდებით, დარწმუნდებით, რომ ფანტასტიკური პანორამა და ცარიელი ფერდობები საუკეთესო იდეა იყო“, – წერს Independent-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

შიმპანზეს მიერ დახატული ნახატები აუქციონზე $250 ათასი დოლარად იყიდება

შიმპანზეს 55 ნახატი ლონდონის გალერეაში დეკემბერში აუქციონზე გაიყიდება. ნახატების ჯამური ღირებულება 247 ათას დოლარამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კოლექციის მფლობელი ეთოლოგი და მხატვარი დესმონდ მორისია. თითო ნახატის ფასი საშუალოდ 1850 დოლარიდან 7400 დოლარამდე იქნება.

შიმპანზე კონგო თავისი არტისტული უნარების წყალობით ცნობილი 1950-იან წლებში გახდა, როდესაც ის მორისონთან ერთად (რომელიც ახლა 91 წლის არის) ბრიტანულ სატელევიზიო პროგრამაში “ზოოპარკის დრო”-ში გადაიღეს.

სამწლიანი პერიოდის განმავლობაში შიმპანზემ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილში 400-მდე ნახატი დახატა. მისი სიკვდილიდან 50 წლის შემდეგ, მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ისევ მაღალია.

შიმპანზეს მიერ დახატული სამი ნამუშევარი 2005 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე 14 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. შიმპანზე ტუბერკულოზით 1964 წელს მოკვდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

🎬რეზო გაბრიაძის მოთხრობებზე შექმნილი ანიმაცია „ოსკარის“ სიაში მოხვდა

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიის ე.წ. ლონგლისტში მოხვდა. ამ სიაში ახლა 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, „შორთლისტი“ კი 2020 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდება.

მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ 2018 წელს მწერლის, რეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. სურათის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა. ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე “REZO” ჰქვია და „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც სწორედ ამ სახელითაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 41
Page 19 of 41