ცხენის აღმოსავლური ენცეფალომიელიტის დაავდებისგან შეერთებულ შტატებში წელს მერვე ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსით, რომელიც კოღოების საშუალებით ვრცელდება, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა მასაჩუსეტის შტატში, დაფიქსირდა.
ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსი (EEEV) იშვიათი დაავადებაა რომელიც კოღოების ნაკბენებით ჩნდება. EEEV ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 4-დან 10 დღემდე და დაავადების მწვავე მიმდინარეობა გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, სიმძიმისდა მიხედვით.
EEEV -ით დაინფიცირებული ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ გრიპის ან დენგეს ცხელების მსგავსი სიმპტომები (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, გულისრევა), ნეიროინვაზიური სიმპტომებით (მენტალური სტატუსის ცვლილება, გულყრა), ზოგიერთ შემთხვევაში კი – კომა და ამის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდეთ.
დაავადებულებში ლეტალობის მაჩვენებელი 30 პროცენტია.
ჯანდაცვის ხელისუფლება მოსახლეობას შებინდების შემდეგ გარეთ გასვლიდან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
წყარო : CNN
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”