close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ხელოვნურმა ინტელექტმა მე-8 კლასის ტესტი წარმატებით ჩააბარა

ოთხი წლის წინ 700-ზე მეტმა კომპიუტერულმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მათ ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემა უნდა შეექმნათ, რომელიც მე-8 კლასის მეცნიერების ტესტის ჩაბარებას შეძლებდა. 700 მეცნიერის მიერ შექმნილი სისტემებიდან დავალების შესრულება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო – კონკურსზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დახვეწილმა სისტემამ შეკითხვების მხოლოდ 60%-ს უპასუხა სწორად. მიმდინარე წლის 4 სექტემბერს სიეტლში დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტმა ახალი სისტემა წარადგინა, რომელმაც მე-8 კლასის ტესტში შეკითხვების 90%-ზე მეტს უპასუხა სწორად, მე-12 კლასის ტესტში კი 80%-ს.

სისტემა სახელწოდებით Aristo ხელოვნური ინტელექტის ახალი საფეხურია, რომელსაც ადამიანების ლოგიკასა და მათი გადაწყვეტილებების მიღების მოტივაციის გაანალიზება შეუძლია. Aristo კონკრეტულად შემოსახაზი ტესტებისთვის შეიქმნა – სისტემა სწორ ვარიანტს ოთხი სავარაუდო პასუხიდან ირჩევს. აშშ-ში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, აღნიშნული ფორმატის ტესტებს იყენებენ როგორც სტუდენტების უნივერსიტეტში მისაღებად, ასევე შუალედურ გამოცდებზე.

მკვლევარების თანახმად, პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა შესაძლებლობები ექნება მას საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის შემთხვევაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

კარატეში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე ზესტაფონელი ტატო სამხარაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ის ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული შედეგი აჩვენა.

ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ტატო სამხარაძეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დახვდნენ და მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა. ტურნირზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 11 სპორტსმენით წარსდგა. ქართველმა კარატისტებმა ტურნირზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა უპირატესობა აქვს Wi-Fi 6-ს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა

Wi-Fi 6 ოფიციალურად ამოქმედდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი გახდება ხელმისაწვდომი.

საიდან მოდის და რას ნიშნავს სახელწოდება Wi-Fi 6?

ტექნოლოგიურ ტერმინ Wi-Fi-ს (1,2,3,4,5 და ახლა უკვე 6) IEEE 802.11 სტანდარტებზე დაფუძნებული უსადენო ქსელის აღსაწერად ვიყენებთ.

შარშან Wi-Fi-ს სტანდარტებს უფრო გასაგები სახელწოდებები მიანიჭეს. ნანამდე კი Wi-Fi 1-ს ოფიციალურად 802.11b ერქვა, Wi-Fi 2-ს 802.11a, და ა.შ.  802.11g, 802.11n, და 802.11ac. Wi-Fi 6-ს –  802.11ax.

რას მოუტანს მომხმარებელს Wi-Fi 5-დან Wi-Fi 6-ზე გადასვლა? გაზრდილ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს. ჩამოტვირთვის თეორიული სიჩქარე, რომელიც Wi-Fi 5-ის შემთხვევაში წამში 6.9  გიგაბიტია, 9.6 გიგაბიტ/წამამდე გაიზრდება.

კიდევ ერთი უპირატესობა, რასაც Wi-Fi-გან უნდა ველოდოთ ორთოგონალური სიხშირის გამყოფი მულტიპლექსირებისა (OFDMA)  და MIMO ტექნოლოგების საშუალებით ერთ ქსელზე  ოთხჯერ მეტი მოწყობილობის დაკავშირებაა შესაძლებელი.

როდის იქნება Wi-Fi 6 ხელმისაწვდომი? ვინაიდან პროდუქტების მწარმოებლებისთვის Wi-Fi 6 სერტიფიცირება უკვე ხელმისაწვდომი გახდა, ხანგრძლივი ლოდინი არ დაგვჭირდება. თუკი Samsung Galaxy Note 10-ის, Apple’s iPhone 11-ის,  Google Pixel 4-ის ან Wi-Fi 6 მხარდაჭერის მქონე ახალი ლეპტოპის, ტაბლეტის ან სხვა მოწყობილობის მფლობელი ხართ. ასევე დაგჭირდებათ Wi-Fi როუტერი, რომელსაც 802.11ax მხარდაჭერა აქვს. თუმცა იმისთვის, რომ Wi-Fi 6 ფართო მასებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი რამდენიმე თვე, ან შესაძლოა წელიც კი იყოს საჭირო.

წყარო :www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მთელ მსოფლიოში აყვავდა უდუმბარა – მცენარე, რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ყვავის

ჩვენი სამყარო ამოუცნობი სასწაულებითაა სავსე, რომლებიც არანაირი მეცნიერული ცოდნის ჩარჩოებში არ თავსდება. სწორედ ასეთი ამოუხსნელი მოვლენაა გასაოცარი მცენარისუდუმბარას ყვავილობა, რომლიც 3000 წელიწადში ერთხელ ხდება.



ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარას ყვავილი 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. უკანასკნელად ის ბუდას დაბადებამდე აყვავდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი მის ყვავილობას მთელ მსოფლიოში აკვირდებიან. ლეგენდის თანახმად მისი ყვავილობა ბრძენის, განმანათლებლის დაბადებას მოასწავებს.



უდუმბარას პაწაწინა არომატული ყვავილი აქვს, რომელიც უთხელეს, მაგრამ საოცრად გამძლე ღეროზეა მიმაგრებული. ადამიანები, რომლებმაც მისი ყვავილობა აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება და თუ მოიხარა, ღეროს ისევ შეუძლია გასწორდეს.

უდუმბარა პირველად სამხრეთკორეულ ტაძარში ბუდას მოოქროვილ ქანდაკებაზე მოყვავილე აღმოაჩინეს 1997 წელს. ეს ჩინეთში ზეციურ მოვლენად შეფასდა, რაც საკმაოდ მოულოდნელია ჩინელებისგან, რადგან ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის თანახმად ამ ქვეყანაში ათეიზმია გავრცელებული და ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას იშვიათად სჯერა ზეციური ლიდერის მოვლინებისა დედამიწაზე.

ჩინურ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული სტატიები, რომლებიც ამ საოცარი მცენარის ყვავილობას ეხებოდა, სასწრაფოდ გაქრა ცენზურის ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მანამდე მან მოასწრო ინტერნეტში გავრცელება.

თავად სიტყვას “უდუმბარა” სანსკრიტული წარმოშობა აქვს და ნიშნავს ზეციურ ყვავილს. ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარა მოასწავებს ზეციური მეფის დაბადებას, რომელიც მიიღებს ყველა რელიგიის ადამიანს და მათ გულმხურვალედ შესთავაზებს გადარჩენას. ეს ყვავილი ზებუნებრივი ძალების სიმბოლოა.

ბუდისტებმა მისი აყვავება შეაფასეს ახალი ეპოქის ნიშნად.

უდუმბარა უკვე რამდენიმე ადგილას ყვავილობს. ეს ყვავილები ფაქტობრივად ნიადაგის გარეშე ყვავილობენ. მაგალითად, რამოდენიმე უდუმბარა, რომელთა ღეროს სისქე ადამიანის თმის სისქეს არ აღემატება, სრულიად უბრალო, ლითონის მილზე მოყვავილე აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეფრაზები

40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე რა არის ბედნიერება

ბედნიერებაა:

1. შეყვარება

2. სახის კუნთების ატკიებამდე სიცილი

3. ცხელი შხაპი

4. როდესაც სუპერმარკეტში რიგი არაა

5. ლამაზ გზაზე ავტომობილით სიარული

6. საყვარელი სიმღერის რადიოში “დაჭერა”

7. საწოლში წოლა და გარეთ წვიმის ხმის მოსმენა

8. შოკოლადისა და რძის (ან ვანილის…. ან მარწყვის…) კოქტეილი

9.  ქაფიანი აბაზანა

10.  ხითხითი

11. საუბარი საინტერესო ადამიანთან

12. პლაჟი…

13. შარშანდელი 20 ლარიანის აღმოჩენა პალტოს ჯიბეში

14. საკუთარ თავზე სიცილი

15. თვალებით კონტაქტი საწინააღმდეგო სქესის სექსუალურ წარმომადგენელთან

16. ზარი შუა ღამეზე, რომელიც საათობით გრძელდება

17. ეზოს სარწყავი ფანტანის ქვეშ სირბილი

18.  სიცილი სრულიად უმიზეზოდ

19. როდესაც გყავს ადამიანი, ვინც გეუბნება, რომ ლამაზი ხარ/კარგად გამოიყურები

20.  მეგობრები…

21. შემთხვევით ყურის მოკვრა ვინმეს საუბარზე, რომელიც შენზე სასიამოვნო რაღაცებს ამბობს

22. გაღვიძება და იმის გააზრება, რომ კიდევ რამდენიმე საათი გაქვს ძილისთვის

23. პირველი კოცნა (ან პირველი კოცნა ახალ პარტნიორთან)

24. დროის გატარება ძველ მეგობრებთან

25. ლეკვთან თამაში

26. გყავდეს ვინმე, ვინც შენს თმას ეთამაშება

27. ტკბილი სიზმრები

28. ცხელი შოკოლადი

29. ლაშქრობა მეგობრებთან ერთად

30. ზღვის ტალღებთან თამაში

31. მომხიბლავი უცნობის მზერა

32. შოკოლადის ნამცხვრების გამოცხობა და ჭამა…

33. საყვარელი ადამიანის ხელის ხელში ჭერა

34. ძველ ნაცნობთან შევლა და იმის გაცნობიერება, რომ ზოგი კარგი რამ არასდროს იცვლება

35. სიხარულის ემოცია სხვის სახეზე, როდესაც ის შენს საჩუქარს ხსნის

36. მზის ამოსვლის ყურება

37. როდესაც იღვიძებ და მადლიერი ხარ კიდევ ერთი ლამაზი დღის

38. როდესაც იცი, რომ ვიღაცას ენატრები

39. საყვარელ ადამიანთან ჩახუტება

40. როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მოიქეცი და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ სხვები

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სალმონელას აღმოჩენის გამო სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი 1 წლით შეუჩერდა

ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამ საწარმოს საქართველოში პროდუქციის იმპორტი 1 წლით შეუჩერდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს.  

კანონმდებლობის თანახმად, იმპორტზე კონტროლს  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო ახორციელებს.  

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, მე-5 მუხლის 5 1 და 5 2 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი 1 წლის ვადით შეჩერდა.

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის.

ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფექციასთან დაკავშირებულმა ფაღარათმა, შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ამერიკელი ქალის მიერ ნაშვილები ბავშვები და-ძმა აღმოჩდნენ

ამერიკელმა კეტი პეიჯმა აღმოაჩინა, რომ გოგო, რომელზეც ზრუნავდა, მის მიერ ნაშვილები ბიჭის და იყო და მაშინვე გოგოც იშვილა. ამის შესახებ პორტალი KXXV წერს.

პეიჯი რამდენიმე წლის წინ ქმარს გაშორდა და ძალიან ნერვიულობდა იმასთან დაკავშირებით, რომ შვილები არ ჰყავდა. 30 წლის პეიჯი 2016 წელს 4 ობოლი ბავშვის მეურვე გახდა და მალევე მიხვდა, რომ მზადაა მათი დედაც იყოს.

2016 წლის ზაფხულში მას სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ახალშობილი ბიჭის, გრეისონის შესახებ შეატყობინეს, რომელიც დედამ მიატოვა. პეიჯი საავადმყოფოში წავიდა და როგორც თვითონ ჰყვება „ბავშვი დანახვისთანავე შეუყვარდა“. გრესონი ქალმა ოფიციალურად 2017 წელს იშვილა.

ერთი თვის შემდეგ, მას იმავე სამშობიარო სახლიდან დაურეკეს და ამჯერად გოგოს, ჰანას დაბადების შესახებ აცნობეს. პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვისთვისაც გამხარიყო მეურვე. როდესაც გოგო სახლში მიიყვანა, დააკვირდა ხელსაბამს, რომელზეც ეწერა გოგოს ბიოლოგიური დედის სახელი. ის გრეისონის დედის სახელს ემთხვეოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, პეიჯმა აღმოაჩინა, რომ ეს ბავშვები ერთი და იმავე ქალისაა, თუმცა პირველ მშობიარობაზე ბიოლოგიურ დედას გვარი ჰქონდა შეცვლილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.

ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ფურცლებს, რომელზეც ეწერა – „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.

როცა უფროსები გრეტას შენიშვნას აძლევდნენ, რომ ის ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყო, გრეტა პასუხობდა, რომ მას თან ჰქონდა წიგნები,

„მაგრამ ვფიქრობ, რას ვისწავლი სკოლაში? ფაქტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსები არ უსმენენ მეცნიერებს, მაშ, რატომ უნდა ვისწავლო?“

2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ –  #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია.

სიდნეი, ავსტრალია. სკოლის მოსწავლეების აქცია. ფოტო: insideclimatenews.org

პარიზი, საფრანგეთი. წყარო: Wikipedia

სან ფრანცისკო. სკოლის მოსწავლეების აქცია. წყარო: Wikipedia

2018 წლის დეკემბერში გრეტა შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების აქციებს.

„ჩემმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატის დრამატულ ცვლილებებთან გამკლავება. ახალგაზრდები ხედავენ ამას, არაა გასაკვირი, რომ გაბრაზებულნი არიან.“ – განაცხადა გუტერეშმა. 

ანტონიო გუტერეში და გრეტა თუნბერგი

გრეტა ევროპის პარლამენტში. 2019 წლის აპრილი. ფოტო: wikipedia

2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა,  2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. თავის დროზე ორგანიზაციის ეს ჯილდო მიიღეს: ვაცლავ ჰაველმა, ნელსონ მანდელამ, პეტერ გაბრიელმა, მალალა იუსაფზაიმ და სხვა ცნობილმა პირებმა.

წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი მშვიდობის დარგში.

გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.

„მე ასპერგერის სინდრომი მაქვს, ამიტომაც ჩემთვის სამყარო ძირითადად შავ-თეთრ ფერებად იყოფა. ვუყურებ პოლიტიკოსებს და მიკვირს, როგორ ართულებენ ისინი ყველაფერს. …თუ მე 100 წელი ვიცოცხლებ, 2103 წლამდე ვიცხოვრებ. უფროსები ხშირად არ ფიქრობენ, რა იქნება 2050 წლის შემდეგ. მაგრამ ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, მე ნახევარი სიცოცხლეც არ მექნება განვლილი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს ჩემს და ჩემი მეგობრების სიცოცხლეზე, ჩვენი შვილებისა და მათი შვილიშვილების სიცოცხლეზე,“ – ამბობს გრეტა. 

„თინეიჯერის გაფიცვა პლანეტისთვის“ – გრეტა თუნბერგი „თაიმის“ ყდაზე. გამოცემამ იგი 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში დაასახელა.

2019 წლის ივნისში გამოვიდა გრეტა თუნბერგის წიგნი – „არავინაა ისე პატარა, რომ რამე ვერ შეცვალოს“, რომელიც მისი საჯარო გამოსვლების ტექსტებისგან შედგება.

გრეტა თუნბერგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ტვიტერზეფეისბუქზე და 2,5 მილიონზე მეტი – ინსტაგრამზე. მისი პოპულარობა ბევრს აეჭვებს, რომ გრეტას აქტივიზმი კარგად დაგეგმილი პიარკამპანიაა და მას მისი მშობლები მართავენ, თუმცა გრეტას მამა, რომელიც მწერალი და მსახიობია, მედიასთან ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა მომხრე, მის შვილს სკოლა გაეცდინა და აქციები გაემართა, გრეტას დედამ კი, რომელიც ოპერის მომღერალია და 2009 წელს შვედეთს წარადგენდა ევროვიზიაზე, მომღერლის კარიერას თავი დაანება.

სექტემბერში 16 წლის მოსწავლე, გრეტა თუნბერგი, გამოვა ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს შეეხება. იგი ევროპიდან შტატებში არ გაფრინდება, გრეტა უარს ამბობს თვითმფრინავით მოგზაურობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საჰაერო მიმოსვლა კლიმატს აყენებს ზიანს. მას დახმარება მონაკოს სამეფო ოჯახის წევრმა, გრეის კელისა და პრინც რენიეს შვილიშვილმა, პიერ კაზირაგიმ და ცნობილმა გერმანელმა იახტსმენმა, ბორის ჰერმანმა შესთავაზეს. Malizia II – ეს არის იახტა, რომლითაც გრეტა აშშ-ში გაემგზავრა. ამჟამად იგი გზაში იმყოფება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მწერალ ნინო ხარატიშვილს შილერის მემორიალურ პრიზს გადასცემენ

შილერის პრემია ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.

2019 წლის შილერის მემორიალური პრიზის და ფულადი ჯილდოს 25 000 ევროს ოდენობით მფლობელი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი გახდა.

ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.

“ნინო ხარატიშვილი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია და არამხოლოდ მისი თაობის. მისი პროზა შთამბეჭდავად ასახავს, თუ რა შეუძლია ლიტერატურას, როდესაც ის სოციალური კონფლიქტების ასახვას ცდილობს.” — განაცხადა გერმანიის კულტურის მინისტრმა, ტერესია ბაუერმა. ხარატიშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ჟიურიმ მიიღო, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფო მდივანი პეტრა ოლჩოვსკია. ნინო ხარატიშვილს პრიზს ის პირადად გადასცემს.

დაჯილდოება 2019 წლის 14 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება.

ჟიურის შეფასებით “ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნამუშევრები დახვეწილი ესთეტიკის მქონე და მრავალსახოვანია. მისი პროზა ასახავს ემიგრაციას და მისგან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს, განსაკუთრებით კი ქალის პერსპექტივიდან. მის რომანში მერვე სიცოცხლე (ბრილკას), რომელიც 1200 გვერდამდეა, ხარატიშვილი გამოჩნდა, როგორც დიდი ლინგვისტური სტილისტი.”

კულტურის მინისტრის, ტერესია ბაუერის განცხადებით, “ნინო ხარატიშვილისთვის ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა სოციალური და პოლიტიკური ფუნქცია. მისი დაჯილდოებით ჩვენ ვაჯილდოვებთ ავტორს, რომელიც გერმანულ ენას ახალი პერსპექტივებიდან წარმოაჩენს.”

წყარო: on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.

სამივე კომპოზიტორის ნაწარმოებები – შექმნილი მხატვრული თუ ტელეფილმებისთვის, მილიონობით მსმენელის გულს იპყრობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 40
Page 22 of 40