ბავშვებში ხშირად ვხვდებით, საკვების მიღების პროცესში, ლუკმის გადაცდენის შემთხვევას, ან გაგუდვის შეგრძნებას, რომელიც ძლიერ ხველებას უკავშირდება. ხშირად, ბავშვები ყლაპავენ მცირე ზომის სათამაშოებს, რა დროსაც მშობელს რეაგირებისთვის წამები რჩება. მსგავს სიტუაციებთან ეფექტურად გასამკლავებლად ამერიკელმა სამედიცინო ინჟინრებმა Lifewand შექმნეს – მოწყობილობა, რომელიც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული პროდუქტია და საკვების გადაცდენის, ან მცირეწლოვანი ბავშვის მიერ სათამაშოს გადაყლაპვის შემთხვევაში, მარტივად ხდის შესაძლებელს სასუნთქი გზების გათავისუფლებას.