close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

სიგარეტის ნამწვი მცენარეთა ზრდას უშლის ხელს

ბალახსა და ნიადაგში დარჩენილი სიგარეტის ნამწვი მცენარეთა ზრდას უშლის ხელს, – ამის შესახებ კემბრიჯის ანგლია რუსკინის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, სიგარეტის ნამწვი ფართოდ გავრცელებული დამბინძურებელია, რომელიც აფერხებს მცენარეთა აღმოცენებასა და განვითარებას. ის ბალახის აღმოცენებას 10 პროცენტით, მცენარე სამყურასას კი – 27 პროცენტით, მათ სიგრძეს კი – 13 და 28 პროცენტით ამცირებს.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ „ეკოტოქსიკოლოგია და გარემოს დაცვაში“ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად გარემოში დაახლოებით 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება. ეს მონაცემი კვლევის ავტორებმა სიგარეტის წარმოების სტატისტიკიდან გამომდინარე განსაზღვრეს, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში ყოველწლიურად 5.6 ტრილიონი სიგარეტის წარმოება ხდება, მათი უმეტესობის ნარჩენს კი უპასუხისმგებლოდ ყრიან.

ის, რაც გარემოს საფრთხეს უქმნის, სიგარეტის ფილტრში შემავალი ინგრედიენტი- ცელულოზის აცეტატია – ეს გახლავთ პლასტმასის სახეობ, რომლის დაშლასაც სულ მცირე ერთი ათწლეული ჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფილტრის აკრძალვის ინიციატივით  გარემოს დამცველი არაერთი აქტივისტი გამოდის. ისინი აცხადებენ, რომ სიგარეტის ფილტრს ჯანმრთელობის თვალსაზრისით არანაირი სარგებელი გააჩნია, ის მხოლოდ „მარკეტინგული იარაღია“ და გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ხელოვნურ ინტელექტს უძველესი, მკვდარი ენების თარგმნა შეუძლია

ამჟამად, დედამიწაზე 6500-დან 7000-მდე ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმის მეოთხედია, რაც ისტორიულად არსებულა. საერთო ჯამში, ლინგვისტურ ვარაუდს თუ დავეყრდნობით, კაცობრიობა, მისი არსებობის განმავლობაში, 31 000 ენაზე საუბრობდა. დროთა განმავლობაში, ბევრი ენა დაიკარგა, მისი ჟღერადობა, პოეზია თუ კულტურა, რომელსაც ის გამოხატავდა – მასთან ერთად, დავიწყებას მიეცა. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს შანსს წავიკითხოთ მკვდარ ენებზე დაწერილი ტექსტები. MIT-ისა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) და Google-ის მკვლევარებმა უძველესი ენების სათარგმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. ტექნიკის გამოყენება ისეთი ენების სათარგმნადაც შეიძლება, რომლებიც დიდი ხანია მკვდარი ენების რიცხვს მიეკუთვნება და რომელთა გაშიფვრაც, ჯერჯერობით, ვერც ერთმა მეცნიერმა შეძლო.

იმის მიუხედავად, რომ ენა იცვლება, ან ქრება, მნიშვნელოვნად ბევრი სიმბოლო, სიტყვებისა და ასოების წყობა, დროის გასვლის მიუხედავად, მსგავსი რჩება. სწორედ ამის გამოა, რომ შესაძლებელი ხდება დიდი ხნის წინ დაკარგული ენის გაშიფვრა. ამ ინსაითის გარშემო გაერთიანდნენ MIT-ის მეცნიერები – ჯიამინგ ლუო და რეჯინა ბარზილეი, მეორე მხრივ კი იუან ცაო Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიიდან. მათ გამოიყენეს მანქანური სწავლება, იმისათვის, რომ გაეშიფრათ ძველი წელთაღრიცხვით 1400 წლის, ადრეული ბერძნული ენა (Linear B) და ადრეული ებრაული (უგარიტული) ენა, რომელიც 3000 წლისაა.

Linear B აქამდე, 1953 წელს იყო ნაკვლევი და ის მეცნიერმა მაიკლ ვენტრისმა გაშიფრა. თუმცა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელოვნურ ინტელექტს უნდა ექნა იგივე. პროექტში ჩათული მეცნიერების მიდგომა ითვალისწინებდა ოთხ ძირითად თვისებას (distributional similarity, monotonic character mapping, structural sparsity and significant cognate overlap), იმ კონტექსტიდან და სიმბოლოებიდან გამომდინარე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უნდა გაეშიფრა. გაწვრთნის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა Linear B-სა და თანამედროვე ბერძნულს შორის არსებული კოგნატების (მონათესავე სიტყვების) 67.3% ამოიცნო.

როგორც ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რისი გაკეთებაც ხელოვნურ ინტელექტს უკეთ შეუძლია, არის მდგრადი და უხეში მიდგომა, რომელიც ადამიანური გონებისთვის საკმაოდ დამღლელი იქნებოდა. მას შეუძლია თარგმნოს ათასწლეულების წინანდელი ანბანის სიმბოლოები, მისი სხვა ანბანებთან სწრაფი შედარების გზით. ამ პროცესში კი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებს იმ ცოდნას, რაც კი ამ ეტაპზე, კაცობრიობას, უძველესი ენების შესახებ აქვს.

მეცნიერების შემდეგი გეგმა Linear A  არის – უძველესი ბერძნული ენა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 1800 წლიდან 1450-მდე არსებობდა. მისი გაშიფვრა კი, ჯერჯერობით, ვერც ერთმა მეცნიერმა შეძლო. შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ამ გამოწვევის დაძლევას – ამას, ალბათ, უახლოეს მომავალში გავიგებთ. მანამდე კი, Linear B-სთან დაკავშირებული კვლევის ანგარიშს სრულად, შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

წყარო : marketer.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ვინ არიან ადამიანები რომლებიც თბილისისთვის შრომობენ

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისისთვის შრომობენ. ისინი მრავალი წელია მუშაობენ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში და ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან – ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში. თბილისის მერიამ მათ შესახებ ისტორიები შეაგროვა.

გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს. 

მაგალითად, თბილსერვის ჯგუფის მეეზოვები არიან ცოლ-ქმარი, გურამ ბოჭორიშვილი და ეთერ ილურიძე. მათ მუნიციპალიტეტში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვთ. 

ნინო ბერეგულკო კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის ამწის მემანქანედ მუშაობს, მას მუნიციპალიტეტში მუშაობის 19 წლის სტაჟი აქვს. 

მადლობა მათ მრავალწლიანი შრომისთვის!

გურამ ბოჭორიშვილი
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
ასაკი: 82 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი
ეთერ ილურიძე
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
ასაკი: 65 წელი
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი
საინტერესო ფაქტი მათ შესახებ: ისინი მეუღლეები არიან.
გივი მამულაშვილი
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის ოსტატი
ასაკი: 82 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 60 წელი
ნინო ბერეგულკო
საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის ამწის მემანქანე
ასაკი: 64 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 19 წელი
მაია შერგელაშვილი
საქმიანობა: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის ფერშალი
ასაკი: 50 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 4 წელი, სააგენტოს დაფუძნების დღიდან
მიხეილ ტარსაიძე
საქმიანობა: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი
ასაკი: 57 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 31 წელი
ჯუმბერ მერაბიშვილი
საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის მანევრის მემანქანე
ასაკი: 73 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 43 წელი
სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქართველმა სტუდენტებმა ახალი სოციალური ქსელი შექმნეს

„Feedc–ი” – ასე ჰქვია უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილ სოციალურ ქსელს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს, მის ქალაქში/ქვეყანაში, მეგობრებში დამატების გარეშე.

„Feedc–ში“ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მეგობრების გარდა ის ადამიანებიც ნახავენ, რომლებიც პოსტის გამოქვეყნების დროს 5 კილომეტრის რადიუსში იმყოფებიან. 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ მივიდა ამ იდეამდე და აპირებს, თუ არა, სამომავლოდ პოსტერების გამრავალფეროვებას, ბექამ მარკეტერთან ისაუბრა.

ამწე
ბრა
თალი
ლუდი
მანქანა
მწვადი
ნაყინი
საათი
ტუჩი
ყავ
სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თავის ქალებით შეზრდილი სურინამელი ტყუპები სრულწლოვნები გახდნენ. ვიდეო

სურინამელმა სიამის ტყუპებმა, რომლებიც თავით არიან შეზრდილნი 18 წლის იუბილე იზეიმეს. თუმცა ექიმებმა მათ 10 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, წერს გამოცემა Daily Mail-ი.  

ტყუპები ნივი და ნელი კოლესტეინების ოჯახში 18 წლის წინ დაიბადნენ. მათ თავის ქალები აქვთ შეზრდილი, თუმცა სხეული და ტვინი ცალკე აქვთ განვითარებული. ასეთი ანომალია მსოფლიოში ახალშობილების 2-6%-ს აქვს. 

მშობლებს უნდოდათ სიამის ტყუპების დაშორება, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთავარი არტერია საერთო აქვთ. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთ ამერიკიდან ჰოლანდიაში გადავიდა. 

გამოცემის ცნობით, ტყუპებს არ უნდათ, დაშორება მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს მხოლოდ სარკეში ხედავენ. მათ YouTube-ზე და  Instagram-ზე  თავისი გვერდი აქვთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ მათ მცირედი გადახრა აქვთ და მდიდარი შინაგანი სამყარო. 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩერნობილი ტურისტებისთვის, ოფიციალურად, გაიხსნა

ჩერნობილის ზონა, სადაც 1986 წელს ბირთვული აფეთქება მოხდა, ტურისტებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. გადაწყვეტილებას ხელი უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა. BBC-ის ინფორმაციით, მომზადდება სპეციალური ტურისტული მარშრუტები. ასევე დაიწყება სამუშაოები, ტერიტორიაზე, სრულფასოვანი მობილური კავშირის მისაღებად.

„ჩერნობილი, წლების მანძილზე, უკრაინის, როგორც ბრენდის ნეგატიური მხარე იყო. მოვიდა დრო, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“, – ამბობს ვლადიმირ ზელენსკი.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

14 ივლისი ბასტილიის აღების დღეა

საფრანგეთში ეროვნული დღესასწაულია. ყოველი წლის 14 ივლისს  ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
დღესასწაული პირველად ბასტილიის აღების წლისთავზე გაიმართა. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს. დღესასწაული ტრადიცულად პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით იწყება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვაჟა ფშაველა და ნოდარ დუმბაძე – დღეს სამი დიდი ქართველის დაბადების დღეა

დღეს საქართველო სამი ბუმბერაზი ქართველის დაბადების დღეს აღნიშნავს. 
დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეფიზიკაქიმია

თურქეთში $72 მილიონის ღირებულების რადიოაქტიური ნივთიერება ამოიღეს

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას რადიოაქტიური ნივთიერება კალიფორნიუმი ამოიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კონტრაბანდასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საეჭვო ავტომობილი გააჩერეს და ჩხრეკის შედეგად 18,01 გრამი კალიფორნიუმი ამოიღეს.

ნივთიერება თურქეთის ატომური ენერგიის სააგენტოში ექსპერტიზაზე გააგზავნეს. მედიის ინფორმაციით, ამოღებული ნივთიერების ღირებულება 72 მილიონ დოლარს აღწევს. პოლიციამ საქმეზე დაწყებულა გამოძიების ფარგლებში ხუთი ადამიანი დააკავა.

კალიფორნიუმი ბირთვული იარაღის საბრძოლო ნაწილის დასამზადებლად და ატომური ელექტროსადგურების მუშაობაში გამოიყენება.

სრულად ნახვა
1 22 23 24 25 26 40
Page 24 of 40