close

კატეგორიის გარეშე

ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინასაქართველო

საქართველოში ბავშვი  მამის გარდაცვალებიდან წელიწადსა და რვა თვეში ჩაისახა – in vitro განაყოფიერების სასწაული

ექიმი რეპროდუქტოლოგი, კლინიკა “კარაფს მედლაინის” მეან-გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ჩვილზე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაისახა.

“ჩემს ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია, უამრავი საინტერესო და ტრაგიკული ისტორიით, ეს შემთხვევა არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის და სიხარულის შედეგად მიღებული ნაყოფი…in vitro განაყოფიერების პროცესში, სანამ დედის საშვილოსნოში ემბრიოტრანსფერი განხორციელდებოდა, 1 წლის და 8 თვის წინ ამ პატარა ანგელოზს მამა გარდაეცვალა და მომავალი დედა ნათია მესხია და ჩვენ ექიმები დავრჩით 1 ემბრიონის ანაბარა.

პასუხისმგებლობა ასმაგად დიდი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ის ფაქტი, რომ არცერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვპარვოდა. ემბრიონი გადავიტანეთ და ორსულობაც დადასტურდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში ღმერთის ხელი რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს და თამარ ხასაიას. რომ არა შენ თამარ ჩვენ უძლურები ვიქნებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის.

მე ვარ ბედნიერი თქვენით წინ დიდი მწვერვალები გველოდება დასაპყრობად” – აცხადებს მანანა ქოჩიაშვილი

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი დედამ ახლა იპოვა – ემოციური კადრები

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულიი შვილი დედასთან ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ – ავრცელებს. 

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. ის მაშინ 7-8 წლის იყო.

„ძალიან ემოციური ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო. აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით.

დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც, მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში“, – წერს სალომე ბუცხრიკიძე.

 „პრაიმტაიმი“ შეეცედა ამბის დეტალების გარკვევას და როგორც არმოჩნდა ამ ისტორიის რამდენიმე ვერსია არსებობს.

24 წლის წინ დაკარგული 13 წლის ბიჭი დათა გახოკიძეა, ახლა კი დავით ბებიაშვილის სახელით და გვარით,მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს მკვიდრია. დაკარგულ შვილს დედა დალინა გაგუა 24 წლის განმავლობაში ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მარტვილის რაიონის ნაჯახაო-ნაგებერაოს თემის რწმუნებულმა ირაკლი დანელიამ მიაწოდა.

„ 13 წლის იყო,როცა დეიდაშვილთან ერთად წავიდა თბილისში და მერე იკარგება კვალი… ოჯახს არ დაუკარგავს რწმენა,ეძებდნენ. მამა გარდაცვლილი ჰყავს. ბიჭის დაკარგვიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა. ასევე ჰყავს 2 ძმა და დედა. ორი თვის წინ ქუთაისში ჩხუბი მოსვლია,დააკევეს და იქ ციხეში მეზობელს უცვნია შენ ხომ გახოკიძე ხარო და ასე მოვიდა სახლში. გუშინ ვნახე მე,ბუნდოვნად რაღაცეები ახსოვს,ახსენებს გალს,სოფელ ოტობაიას,ოღონდ რა კავშირშია ეს ყველაფერი არ ვიცით. ნაწილობრივ აღიდგინა მარტვილის სახლიც“,- ამბობს სოფლის რწმუნებული. ამჟამად დავით ბებიაშვილი თერჯოლაში ცხოვრობს.
წყარო : primetime.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა შეზღუდვები დაწესდება კოქტეილის პლასტმასის ჩხირების, მოსარევებისა და ყურის ჩხირების გაყიდვაზე?

ოკეანის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბრიტანეთის მთავრობა 2020 წლის აპრილიდან კოქტეილის პლასტმასის ჩხირების, სასმელის მოსარევებისა და ყურის საწმენდი ჩხირების გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 316 მილიონ პლასტმასისგან დამზადებულ სასმლის მოსარევს მოიხმარენ. რაც შეეხება ყურის საწმენდ პლასტმასის ჩხირს, რომელზეც ბამბაა დახვეული, ყოველწლიურად მოხმარებული რაოდენობა დაახლოებით 1, 8 მილიარდია. 

მთავრობის ინიციატივა მხოლოდ პლასტმასისგან დამზადებულ სასმლის მოსარევის სრულ აკრძალვას გულისხობს. რაც შეეხება კოქტეილისა და ყურის ჩხირებს, მათი შეძენა  ხელმისაწვდომი ყველგან აღარ იქნება და  გაყიდვის უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ აფთიაქებს ექნებათ. გარდა ამისა, რესტორნებსა და ბარებს აეკრძალებათ, თავიანთ კლიენტებს პლასტმასისგან დამზადებული ჩხირები შეთავაზონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას თავად არ მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოწინაღმდეგეებიც გამოუჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ სასმელის ჩხირები ყოველდღიურ ცხოვრებაში უაღრესად საჭიროა და მათი სრული აკრძალვა დეჰიდრაციის რისკთანაა დაკავშირებული.

ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ  სასმელის ჩხირების სრული აკრძალვა არ იგეგმება და აღნიშნული ნაბიჯით ქვეყნის მოსახლეობის მიერ ყოველწლიურად მოხმარებული პლასტმასის ჩხირების რაოდენობა 4, 7 მილიარდიდან 44 მილიონამდე შემცირდება.

BBC

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ადამიანის ცხოვრებაში

„თვითაღქმის თეორია“ დერილ ბემს ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები საკუთარ თავს აკვირდებიან, რათა გამოყონ და გამოკვეთონ თავიანთი ქცევის მიზეზები ანუ საკუთარ შინაგან მდგომარეობაში გასარკვევად ადამიანები მოცემულ მომენტსა და სიტუაციაში აკვირდებიან საკუთარ ქცევებს და, აქედან გამომდინარე, გამოაქვთ დასკვნები.

თვითაღქმის თეორიის შექმნის მიზანი, პირველ რიგში, იყო ის, რომ ემპირიულ დონეზე გარკვეულიყო, რა აძლევს ადამიანს საშუალებას, ამოიცნოს და სახელდება გაუკეთოს მის მიერ განცდილ გარკვეულ მდგომარეობებს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს: „მე მწყურია“ – არის ეს თვითდაკვირვების შედეგი? დასკვნა? პირდაპირი ცოდნა? შესაძლოა თუ არა, რომ ინდივიდი შეცდეს საკუთარი მდგომარეობის შეფასებაში? თუ ეს გამორიცხულია თვითაღქმის განსაზღვრების მიხედვით? რა განსხვავებაა პირველ პირში ნათქვამ მტკიცებით ფორმას „ მე მშია“ და მესამე პირის მიერ  ნათქვამ „მას შიას“ შორის?

იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალური შინაგანი მდგომარეობები შესაძლოა სუსტი, ორაზროვანი, განუსაზღვრელი ან გაუგებარი იყოს, საკუთარი თავის შეფასებისას ინდივიდი ფუნქციონალურად დაახლოებით იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც გარე დამკვირვებელი, რომელსაც მხოლოდ თვალსაჩინო, გარეგან  დეტალებზე დაკვირვებით შეუძლია ინდივიდის შინაგან მდგომარეობებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რისთვის არის აუცილებელი წარუმატებლობა

ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, თუ ისინი ზურგს შეაქცევენ და შეეგუებიან განცდილ მარცხს, მომავალში ყველა შემთხვევაში ანალოგიურ შედეგს მიიღებენ.Harvard business review-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ისინი საზოგადოებას ურჩევენ, რომ შეცდომები გადააქციონ იარაღად, რომელიც მომავალში მათი წარმატების საწინდარი იქნება, ანუ წარუმატებლობა არ ნიშნავს დასასრულს, პირიქით, უკეთესია, რადგან სწავლობთ თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მოცემულ შეცდომას და მომავალში აღარ გაქვთ იმის შიში, რომ იმავე პრობლემას ვერ დაძლევთ. ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები კი უკვე თავად აღარ უშვებენ შეცდომებს, რადგან სხის შეცდომაზე სწავლობენ, ითვალისწინებენ და რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან ყოველთვის.

მსგავსი შემთხვევები ძირითადად ბიზნესში გვხვდება, როდესაც სტარტაპებთან გვაქვს საქმე, ანუ ახლად წამოწყებული ბიზნესი არ ვიცით წამრატებული იქნება თუ არა, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ წარსულ წარუმატებლობებზე და ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებსაც, რათა ერთად შეძლოთ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა.

Harvard business review

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

5 საუკეთესო სმარტფონი 2019 წელს

მოგეხსენებათ ტექნოლოგიები უმაღლეს დონეს აღწევს მსოფლიოს მასშტაბით, საზღვარი არ აქვს ამ სფეროს, რადგან რაც უფრო დრო გადის მით უფრო წინ მიდის და ვითარდება.

სმარტფონები რომ ავიღოთ მაგალითად და რომ დავაკვირდეთ მივხვდებით, რომ წლების წინ საზოგადოებისთვის უმაღლესი ხარისხის და შესაძლებლობების მქონე სმარტფონი დღევანდელ დღეს შესაძლოა მოძველებულიც კი აღმოჩნდეს, ამიტომ კომპანიები უკვე ფიქრობენ, რომ მუდმივად რაიმე ინოვაციური შესძინონ თავიანთ პროდუქტს, ისინი ერთმანეთს ეპაექრებიან, თუ რომელი უფრო ახალ და უცხო პროდუქტს შემოიტნს ბაზარზე.

Business insider–ყოვლ წელს აკეთებს შეჯამებას, თუ რომელი სმარტფონი არის ყველაზე აქტუალური დღევანდელი მდგომარეობით, პირველ 5 ადგილს კი ეს პროდუქტები იკავებენ:

1. iPhone XR

2. Google Pixel 3

3. Samsung Galaxy Note 9

4. iPhone XS

5. LG V40

Businessinsider.com

სრულად ნახვა
საქართველო

ნიჩბოსნობა – ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის მფლობელია

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 200-მეტრიანი დისტანცია ყველაზე სწრაფად, 39.191 წამში დაფარა და გამარჯვებული გახდა.

მეორე ადგილზე ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი გავიდა, ხოლო მესამეზე – ბელარუსი არსტენ კოზირი.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

ტოჩინოჩინისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად საკმარისი იყო.

ლევან გორგაძე ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქრო მოიპოვა

სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხია, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის „ბ“ კატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ძალიან ძლიერი ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა. „ა“ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დედამიწას 2029 წელს უზარმაზარი ასტეროიდი ჩაუვლის

2029 წელს დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი მოუახლოვდება, რომლის სახელწოდებაა „ქაოსის ღმერთი“. ამის შესახებ Fox News-ი წერს

ასტეროიდის სიგანე 335 მეტრია. ის დედამიწას დაახლოებით 30 000 კილომეტრის სიახლოვეს 2029 წლის 13 აპრილს ჩაუვლის. ასტეროიდი მეცნიერებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. 

18 აპრილს დედამიწას 15-30 მეტრის დიამეტრის ასტეროიდმა ჩაუარა.

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 41
Page 26 of 41