close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ოჰაიოს შტატმა ნაყოფის გულისცემის დადგენის შემდეგ აბორტის აკრძალვის კანონი მიიღო

კანონპროექტს, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა აბორტის პროცედურის ჩატარებას, უკვე ხელი მოეწეა და ოჰაიოს შტატში კანონად იქცა. Associated Press წერს, რომ ეს არის აბორტის მოწინაადეგეთა ხანგრძლივი ბრძოლის შემდგემ გამარჯვება, რაც დაუყოვნებლივ საკონსტიტუციო გამოწვევას აჩენს.

ე.წ. „გულისცემის კანონ“ ხელი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, მაიკ დევაინმა მოაწერა. მისი თქმით, „ხელისუფლების ძირითადი ფუნქციაა დაიცვას ისინი, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია“.

კანონი ნაყოფის გულისცემის დადგენისთანავე აბორტის ჩატარებას კრძალავს, რაც ექიმების განმარტებით, ორსულობის მე-5 კვირამდე ვლინდება, მანამ სანამ, ქალების უმეტესობა ორსულობის შესახებ შეიტყობს.

საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ისა არის, რაც კანონპროექტის მხარდამჭერებს ყოველთვის სურდათ. ეს ცვლილება შემდგომი გამოწვევაა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს „როუ ვაიდის წინაარმდეგ“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადასალახად, რომელმაც აბორტი ლეგალური გახადა ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობამდე, დაახლოებით ორსულობის 22-24 კვირამდე.

წყარო: https://apnews.com/

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი – ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ქართველ მხატვარზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ (Le Figaro) პირველ გვერდზე ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა კონტურში“.

ავტორი არლში, ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენაზე წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.

„ჩვენ ვტკბებით იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვება თვითნასწავლი ჯადოქრის, ნიკო ფიროსმანის ეპოსს. მოხეტიალე, უიღბლოდ კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნა. მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით ვენის ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციის შემდეგ დაინტერესდა. გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, არლში პირველ ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.

ავტორი – ლიზა ციციშვილი

წყარო : 1tv.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საქართველოში გაცემულ დიპლომებს და მინიჭებულ კვალიფიკაციებს ევროპაში აღიარებენ

საქართველოში გაცემულ დიპლომებს და მინიჭებულ კვალიფიკაციებს ევროპაში აღიარებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წევრი ხდება. მათივე ინფორმაციით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას; ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

განათლების უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. მათივე ცნობით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.

როგორც განათლების უწყებაში აცხადებენ, განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

არგენტინაში 220 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს

არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ისჩიგუალასტოს პარკში დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 220 მილიონი წლისაა. ამის შესახებ გამოცემა PHYS-ი წერს.

ადგილზე, სადაც ნეშტის ფრაგმენტები იპოვეს, სავარაუდოდ წყარო იყო, სადაც რეპტილიები წყლის დასალევად ჩადიოდნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეშტი დიცინოდონტის სახეობის დინოზავრს ეკუთვნის, რომელიც გიგანტური ძუძუმწოვრების წინაპრად ითვლება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დეტექტორების საშუალებით იმ მძღოლებს ამოიცნობენ, რომლებიც საჭესთან მობილური ტელეფონებით სარგებლობენ

ბრიტანეთის ორ რეგიონში პოლიცია სპეციალური დეტექტორების საშუალებით იმ მძღოლებს აღმოაჩენს, რომლებიც საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბრობენ ან მესიჯობენ. 

სპეციალური ნიშანი მძღოლს გააფრთხილოს მობილური ტელეფონის გამოყენება შეწყვიტოს – თუმცა მოწყობილობას არ შეუძლია მძღოლისა და მგზავრის გარჩევა, ასე რომ, ის ორივე შემთხვევაში ერთნაირად რეაგირებს.

ტემზ ველისა და ჰემფშირის პოლიციებმა ტექნოლოგია კომპანია Westcotec-ის დახმარებით განავითარეს.

დეტექტორი იჭერს 2G, 3G და 4G სიგნალებს და შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც ავტომობილებში მობილურ ტელეფონს იყენებენ, სპეციალურ გაფრთხილებას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბლუთუზს იყენებენ, ამას დეტექტორი აფიქსირებს და შეტყობინებას აღარ აგზავნის.  დეტექტორის ღირებულება 6,000 გირვანქა სტერლინგია.

აღსანიშნავია, რომ მძღოლებს ამ რეგიონებში საჭესთან ყოფნის დროს მობილური ტელეფონისსარგებლობისთვის 200 გირვანქა სტერლინგით აჯარიმებენ.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ავარიის რისკი ოთხჯერ მეტია იმ შემთხვევაში, როცა მძღოლი საჭესთან ყოფნის დროს მობილური ტელეფონისსარგებლობს, ხოლო ალბათობა იმისა, რომ მძღოლი, რომელიც მანქანის მართვისას მესიჯობს, ავტოავარიას გამოიწვევს ორჯერ დიდია ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა მძღოლი ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშაა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემედიცინა

აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც თირკმლისა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისგან მილიონობით ადამიანს დაიხსნის

გარღვევა მკურნალობაში, რამაც შესაძლოა ასობით მილიონი ადამიანი 21-ე საუკუნის ეპიდემიისგან – დიაბეტისგან გამოწვეული თირკმლის უკმარისობისგან იხსნას. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში შაქრის შემამცირებელი მედიკამენტის – კანაგლიფლოზინის დღეში ერთხელ მიღებით დიაბეტით დაავადებული პაციენტების თირკმლის უკმარისობისა და სიკვდილის შემთხვევები მესამედით შემცირდა.

„მსოფლიოში დიაბეტით 400 მილიონი ადამიანია დაავადებული, მათგან დაახლოებით 40 პროცენტს თირკმლის დაავადება ემუქრება, რაც მათ თირკმლის უკმარისობის, ინფარქტის, ინსულტისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯორჯის ინსტიტუტის პროფესორმა ვლადო პერკოვიჩმა.

დიაბეტური თირკმლის დაავადება გამოწვეულია წლების განმავლობაში რთულად კონტროლირებადი შაქრის დონით სისხლში, რაც აზიანებს სისხლძარღვებს თირკმელებში და აქვეითებს მის უნარს გაწმინდოს სისხლი მარილისგან, პროტეინისგან და სხვა ნარჩენებისგან, რომელთაც ზიანის გამოწვევა შეუძლიათ.

ადამიანებს, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა უვითარდებათ, სისხლის გასაწმენდად შესაძლოა რეგულარული დიალიზის პროცედურები დასჭიდეთ.

კანაგლიფლოზინის ეფექტის შესამოწმებლად კვლევის ავტორებმა მედიკამენტი დიაბეტით დაავადებულ 4,401 პაციენტზე 34 ქვეყანაში გამოსცადეს.

კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა. New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, დაახლოებით 2,5 წელიწადში თირკმლის უკმარისობისა და სიკვდილიანობის შემთხვევები 34 პროცენტით შემცირდა.

39 პროცენტით შემცირდა გულის უკმარისობის შემთხვევები. 20 პროცენტით შემცირდა ინფარქტის, ინსულტისა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. მნიშნელოვანი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. „თუ გავითვალისწინებთ, რომ 2035 წლისთვის მსოფლიოში თირკმლის უკმარისობა დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს ექნება, აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან გარღვევად უნდა ჩაითვალოს მედიცინაში,“ აღნიშნავენ მეცნიერები.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Instagram-ზე შესაძლოა მოწონებების რაოდენობა აღარ გამოჩნდეს

სოციალურმა ქსელმა Instagram-მა შესაძლოა ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მოწონებების რაოდენობა აღარ აჩვენოს. ამის შესახებ გამოცემა TechChurch-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი დიზაინი, რომელშიც მოწონებების რიცხვი არ ჩანს, საცდელ რეჟიმში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს ჩართული. მათ შორისაა ინჟინერ სპეციალისტი ჯეინ ვონგი, რომელმაც საცდელი ინტერფეისის ფოტოები Twitter-ზე გაავრცელა.View image on Twitter

View image on Twitter

Jane Manchun Wong@wongmjane

Instagram is testing hiding like count from audiences,

as stated in the app: “We want your followers to focus on what you share, not how many likes your posts get”4,24812:13 AM – Apr 19, 20192,601 people are talking about thisTwitter Ads info and privacy

როგორც Instagram-ის წარმომადგენელმა Techchurch-თან განაცხადა, კომპანია თავისი მომხმარებლებისთვის წნეხის შესამცირებლად ახალი გზების გამონახვას ცდილობს. “ჩვენ გვინდა, რომ თქვენმა მიმდევრებმა ყურადღება გაამახვილონ იმაზე, თუ რას აზიარებთ და არა იმაზე, თუ რამდენ მოწონებას აგროვებს თქვენი ფოტო”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

გამოცემის ცნობით, მოწონებების რაოდენობის დამალვამ შესაძლოა მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედოს, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის პოსტებზე მოწონებების რაოდენობას აღარ შეადარებენ და ამან შესაძლოა მათ ისეთი მასალის გამოქვეყნებისკენაც უბიძგოს, რომელიც ბევრი მოწონების დაგროვებაზე არ იქნება ორიენტირებული.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

კუები 100-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

ავსტრიის რეპტილიების ზოოპარკში ბინადარი ორი კუ ერთმანეთს 100 წლის შემდეგ დაშორდა. BBC-ის ცნობით, ცნობილი კუები 300 კილოგრამს იწონიან და მათი ასაკი, სავარაუდოდ, 120-დან 140-წლამდე მერყეობს. 

ზოოპარკის დირექტორის, ჰელგა ჰაპის თქმით, დედალი კუ, სახელად ბიბი და მამალი კუ პოლდი გალაპაგოსის კუნძულებიდან ავსტრიაში 1976 წელს ჩაიყვანეს. 

ჰელგა ჰაპი, რომელიც კუებს 30 წელია უვლის, ამბობს, რომ კუები წლების განმავლობაში ერთად უპრობლემოდ ცხოვრობდნენ, არ ჩხუბობდნენ და ერთმანეთს არ სცილდებოდნენ, თუმცა 100-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა. 

“ერთ დღეს ბიბიმ პოლდის უკბინა და თავს დაესხა ისე, რომ კუს სისხლი წამოუვიდა და ვეტერინარი გახდა საჭირო. არ ვიცი რა მოხდა, ვიფიქრებდი, რომ პოლდი სხვა დედალი კუთი დაინტერესდა, მაგრამ აქ სხვა კუ არ გვყავს. შეიძლება ბიბიმ იფიქრა, რომ უკვე ძალიან დიდია, მას პოლდისთან ერთად 100 წელი აქვს გატარებული, რთულია ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ პარტნიორთან იყო”, – აცხადებს ჰაპი.

ზოოპარკის დირექტორის თმით, კუების შესარიგებლად ადმინისტრაციამ ყველაფერი სცადა – ბიბისთვის მესამე (სათამაშო) კუ მიიყვანეს, რათა თავისი აგრესია მასზე გადაეტანა. კუები ერთმანეთსაც დააშორეს და მხოლოდ ჭამის დროს მიუშვეს ერთმანეთთან, რადგან ბიბის ძალიან უყვას ჭამა და იფიქრეს, რომ ისევ შეუყვარდებოდა პოლდი. ზოოპარკის ძველ ბინადრებს ფსიქოთერაპიაც ჩაუტარეს, თუმცა არაფერმა გაამართლა. 

“მათი დაშორება სამწუხარო იყო, მაგრამ ამავე დროს ზოოპარკისთვის ფინანსურ გამოწვევადაც იქცა. საჭირო იყო ცალკე ვოლიერის აშენება, რაც ძვირი ჯდება”, – აღნიშნავს ავსტრიის რეპტილიების ზოოპარკის დირექტორი. 

დღესდღეობით კუების ვოლიერებს შორის მინის კედელია, რომელშიც საჰაერო ხვრელებია მოწყობილი, რათა ერთმანეთის სუნი იყნოსონ, იმ იმედით, რომ კუები ოდესღაც შერიგდებიან. 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ⛪️ – ქმნილება, რომელიც თვალს აჯადოებს

პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, ის ასევე ცნობილია როგორც notre dame.

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, მშენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი – 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა. ძეგლი მრავალჯერ გადაკეთდა. მისი განახლება XIX საუკუნის შუა წლებშიც კი განხორციელდა.

ტაძარს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე აქვს. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია. ნოტრ-დამი უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა,ის პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად.

გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილია, თავისი უნიკალური ექსპონატებით როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

ექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.

წყარო : primetime.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ოდა-ბიბლიოთეკა ზუგდიდში და წისქვილი-სამკითხველოები სოფლებში

13-14 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეწვია. სოფელ კოკის სკოლას წიგნები გადაეცა, ხოლო წისქვილში სამკითხველო მოეწყო. სამკითხველოები მოეწყო ასევე სოფელ რუხისა და სოფელ ზედა ეწერის წისქვილებში.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

“გილოცავთ ქართული ენის დღეს!

ხშირად წავაწყდები ხოლმე სოციალურ ქსელში, მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან სკვერის სამკითხველოების სურათებს და დანანებით ნათქვამსაც, ნეტავ ჩვენს ქალაქებშიც იყოსო, არადა უკვე ათ ქალაქში და ათ სოფელში დავდგით ულამაზესი, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო წიგნის მცირე ბიბლიოთეკები. ყველგან იმ სივრცის კონტექსტის მიხედვით ვაკეთებთ. ოსტატი ჩვენი თანამშრომელი თენგო მოდუა. დღეს ზუგდიდში დაპირებული ოდა-ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ – წაიღეთ წიგნები და დააბრუნეთ ან იქვე წაიკითხეთ. გუშინ კიდევ, ჯერ კოკის სკოლაში ჩავიტანეთ წიგნები, მერე კი კოკის, რუხის და ზემო ეწერის წისქვილებში სამკითხველოები მოვაწყვეთ.

საერთოდ კი, მადლობა სამეგრელოს ამ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

სრულად ნახვა
1 27 28 29 30 31 41
Page 29 of 41