პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.
პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.