close

კატეგორიის გარეშე

განათლებაეკონომიკაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი გოგო ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა ავრცელებს.

“ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის, ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგალაძე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა კიევის გრან პრის გამარჯვებული გახდა 🥇

მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა, ქართველმა სალომე ფაჟავამ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა უმაღლესი სინჯის მედალი გურზებით გამოსვლაში დაისაკუთრა.

სალომე ფაჟავასთვის ეს წელს მოპოვებული მეორე მედალია. უკრაინულ ტრიუმფამდე, 21 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრან პრიზე, გურზებით გამოსვლაში გაიბრწყინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. სალომე ფაჟავა საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. აქამდე მედლები მას 2016 წლის ბრნოს გრან პრიზე და 2018 წლის ჰოლონის გრან პრიზე აქვს მოგებული. 2012 წელს ფაჟავამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლაში ბრინჯაო მოიგო. 2015 წლის ევროპის თამაშებზე სალომე მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე – ბატიაშვილი

რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი.- ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი “მასწავლებლის გლობალური ჯილდო – 2019”-ის შედეგს.

“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა.”- განაცხადა მინისტრმა.

24 მარტს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიოსაქართველო

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ხუთეულშია

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა – რამდენიმე წუთის წინ, ის 5 რჩეულს შორის დაასახელეს. კონკურსის მთავარ გამარჯვებულს 24 მარტს გამოავლენენ.

ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. საუკეთესო ხუთეულის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დავაწესოთ“ – გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივა

ინიციატივა, 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაწესდეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძესა და „ანაგრამას“ ეკუთნის. #აჩუქეწიგნი – ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.

ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა

„23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ამ ინიციატივის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო

იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. როგორც იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ იუწყება, ერთ-ერთი პირველი საკურა ნაგასაკის პარკში აყვავდა. საკურას ყვავილობას მონიტორინგს იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალური განყოფილება უწევს.

სეზონი გახსნილად მაშინ ცხადდება, როდესაც კონტროლირებადი ხეებიდან ერთ-ერთზე სულ მცირე ხუთი ვარდისფერი ფურცელი გაჩნდება.

ნაგასაკის პარკში საკურა ჩვეულ დროსთან შედარებით ოთხი დღით ადრე აყვავდა, რაც იაპონიაში არსებულ თბილ ტემპერატურას უკავშირდება. ტოკიოში ჰაერის ტემპერეტურამ 19 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

საკურა იაპონიის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში საკურას 5 ძირითადი და 200 ჰიბრიდული სახეობა მოჰყავთ.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებისაქართველო

თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევით პორტალ  Numbeo-ზე, თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა. საერთაშორისო კვლევით პორტალზე Numbeo გამოქვეყნებული დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.

Numbeo-მ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოება და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქებიდან, თბილისთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის დასახელდა: მიუნხენი, ციურიხი, ჰონგ-კონგი, აბუ-დაბი და ოსაკა.

გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო. წელს თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია მაჩვენებლით – ძალიან დაბალი (15,64); ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა და შეიარაღებული ძარცვა (16,86) და სხვ.

თბილისში, პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი, დღის საათებში 91,4, შეფასებულია როგორც ძალიან მაღალი, ხოლო იგივე ინდექსი ღამის საათებში – 78,18, შეფასებულია როგორც მაღალი.

საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი Numbeo-ს კვლევებით 2018 წელსაც გაუმჯობესდა. ცნობილ კვლევით პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შარშან საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით მე-5 ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეფიზიკა

22 წლის ფიზიკოსი, რომელსაც ჰარვარდი მომავალ აინშტაინს უწოდებს

საბრინა პერტესკი 14 წლის იყო, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში ერთძრავიანი თვითმფრინავი წარადგინა. 22 წლის ასაკში ის უკვე MIT-ის კურსდამთავრებულია და ამჯერად დოქტორანტურის საფეხურისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტში ემზადება.

მან უკვე მიიღო სამუშაო შეთავაზება Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისგან, ასევე ახალგაზრდა ფიზიკოსის მიმართ ინტერესი გამოთქვა NASA-მაც.

22 წლის ფიზიკოსი შავი ხვრელების და გრავიტაციის შესწავლით არის დაკავებული.

ჩიკაგოელ ფიზიკოსს, სხვა მისი ასაკის თანატოლებისგან განსხვავებით, არ აქვს სოციალური ქსელები, ის არ მოიხმარს Facebook-ს, Instagram-ს და Linkedin-ს. მას სმარტფონიც კი არ აქვს. თუმცა ის მუდმივად ანახლებს საკუთარ ვებ-გვერდს სახელწოდებით PhysicsGirl სადაც მის მიღწევებზე და კვლევის მიგნებებზე წერს.

საკვირველია, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ფიზიკოსმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა ის ე.წ. სარეზერვო სიაში მოხვდა, – ეს მანამდე სანამ უნივერსიტეტის პროფესორები ნახავდნენ ვიდეოს სადაც ის საკუთარი ხელით აწყობს, მის მიერვე გამოგონილ თვითმფრინავს. თვითმფრინავის აწყობა საბრინამ 12 წლის ასაკში დაიწყო და მას 2 წელი მოანდომა. ამის შემდეგ ის უნივერსიტეტმა მიიღო და ის მიუხედავად ასაკისა, ის საუკეთესო ქულებზე დაასრულა.

ახალგაზრდა ფიზიკოსის მრჩეველი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ სტრომინგერია, რომელმაც საკუთარ ნაშრომში, რომელიც სტივენ ჰოუკინგთან ერთად გამოაქვეყნა, ნაწილი სწორედ საბრინა პერტესკის პოტენციალს დაუთმო და მას მომავალი აინშტაინიც უწოდა. პერტესკის კვლევებს დღეს მსოფლიოს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ჩინელმამეცნიერებმა „შერლოკ ჰოლმსის პოლიციის ძაღლის“ კლონი შექმნეს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ „შერლოკ ჰოლმსის პოლიციის ძაღლის“ კლონირება განახორციელეს, – ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტაბლოიდი Global Times-ი იუწყება.

მენციერთა განმარტებით, მათი მიზანი პოლიციის ძაღლების გასაწვრთნელად საჭირო დროისა და ხარჯის შემცირებაა.

ძაღლის, სახელად Kunxun-ის, კლონირებაპოლიციის სამომსახურეოძაღლისგან პეკინში დაფუძნებულმა კომპანიამ – Sinogene Biotechnology-მა და იუნანის სოფლის მეურნეობის უნივესრიტეტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელეს.

კომპანია Sinogene-ი იმედოვნებს, რომ პოლიციის სამომსახურეო ძაღლების კლონირების მასშტაბი გაიზრდება რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ძაღლების გასაწვრთნელად საჭირო დროსა და ხარჯებს.

China Daily-ის ინფორმაციით, Kunxun-ი ამჯერად 3 თვისაა და სპეციალურ წვრთნას გადის, რომლის მიზანია მას ნარკოტიკების აღმოჩენა ასწავლონ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ 10 თვის ასაკში Kunxun-ი სრულფასოვანი პოლიციის სამომსახურეო ძაღლი გახდება.

China Daily-ისინფორმაციით, პოლიციის სამომსახურეო ძაღლის გაწვრთნას დაახლოებით 5 წელი და 74 638 აშშ დოლარი ჭირდება. დადებითი შედეგი კი გარანტირებული არაა. თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რა ჯდება ძაღლის კლონირება.

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა პირველი კლონირებული ძაღლი 2005 წელს შექმნეს.

 

Reuters

სრულად ნახვა
1 30 31 32 33 34 41
Page 32 of 41