close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

10 მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც ყველაფერს ეჭქვეშ აყენებს

რა არის კაცობრიობის ჭეშმარიტი საწყისები?

წარსულის უამრავი უძველესი არტეფაქტი არსებობს, რომელიც დღესაც საგონებელში გვაგდებს. როგორ ქმნიდა უძველესი ცივილიზაცია ასეთ რთულ და განვითარებულ ტექნოლოგიებს? წარსულიდან ძალიან ბევრი მისტერიული საგანი ახლა ხდება ცნობილი ჩვენთვის. სავარაუდოდ, კიდევ უამრავი რამ ამ ეტაპზე უხილავია ადამიანის თვალისთვის.

აქ არის ჩამოთვლილი ამ დროისთვის ყველაზე საოცარი აღმოჩენები.

1.      ლონდონის არტეფაქტი – ეს არტეფაქტი სავარაუდოდ ისეთი ძველია, რომ მისი ხის სახელურის ნაწილი ქვანახშირადაა ქცეული. ცნობილია, რომ ქვანახშირის შექმნას მილიონობით წელი სჭირდება, მაშინ როგორ არის ეს შესაძლებელი? რამდენი ხნის შეიძლება იყოს ეს არტეფაქტი?

2.      ფუენტე მაგნას თასი – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სადავო არტეფაქტი სამხრეთ ამერიკაში. ეს არის დიდი ქვის თასი, რომელიც მსგავსია იმ ჭურჭლისა, რომელიც გამოიყენება შეწირვისას, ნათლობებსა ან განწმენდის ცერემონიებზე. ეს უნიკალური ნივთი აღმოაჩინა სოფლის მაცხოვრებელმა ტიტიკაკას ტბის მახლობლად. თასზე ორენოვანი დამწერლობა მოჩანს, საიდანაც ერთ-ერთი სავარაუდოდ შემერულია.

3.      ფარული დამწერლობა ქვაზე – ეს ქვა მდებარეობს ჩინეთის სოფლის, Zhangbu-ს ტერიტორიაზე. ეს წარმოუდგენელი კვეთა სავარაუდოდ 270 მილიონის წინ უნდა იყოს შესრულებელი. ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები არსებობს.

 

4.      ანტიკური მექანიზმი – ეს არის შთამბეჭდავი 2 ათასი წლის ასტრონომიული კალენდარი, რომელიც ძველ ბერძნებმა შექმნეს. ეს გასაოცარი მექანიზმი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე  მომდევნო ორი  ათასი წლის განმავლობაში შექმნილი სხვა მსგავსი ნაკეთობები. საიდან ჰქონდათ მათ ცდონა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ასეთი რთული რამ?

 

5.      ვინიპესაუკეს ტბის მისტერიული ქვა – ქვის ასაკი, მიზანი და წარმოშობა უცნობია. იგი აღმოაჩინა 1880 წლის ბოლოს მუშების ჯგუფმა. ქვის ერთი მხარის რელიეფი გვიჩვენებს სიმინდის და სხვადასხვა უცნობი ობიექტების ფიგურებს. მეორე მხარე უფრო აბსტრაქტულია, გამოხატულია ისრის, მთვარის, სხვადასხვა წერტილების და სპირალის სურათები. რას შიძლება ეს ნიშნავდეს?

5 5Lake Winnipesaukee Mystery StoneLake-Winnipesaukee

6.      ვოინიჩის მანუსკრიპტი – ეს არტეფაქტი გასაოცარია, რადგან მისი წარმოშობა და ენა სრულიად უცნობია და ამბობენ, რომ დაწერილია უცხო პლანეტელების მიერ. აქ გამოსახულია მცენარეები, უცნაური სიმბოლოები და დიაგრამები, რომელიც დაფარულია მისტერიული ენით, რომელიც არ შეიძლება ნაცნობი იყოს რომელიც ცივილიზაციისთვის.

 

7.      გიგანტური დინოზავრის კვერცხი – რუსეთში აღმოაჩინეს უცნობი წარმოშობის მქონე გაქვავებული კვერცხები. სავარაუდოდ 60 მილიონი წლით უნდა იყოს დათარიღებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ეკუთვნის ძალიან დიდ, პრეისტორიულ ქვეწარმავლს, მაგრამ მეცნიერებისთვის მისი არსებობა ძალიან ბუდნოვანია.

 

8.      ბაღდადის ბატარეები – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ეს 2000 წლის ბატარეები აღმოაჩინეს ბაღდადის გარე უბანში, Khujut Rabu-ში. ამდენი ხნის წინ ქმნიდნენ კი ასეთ ბატარეებს? ეს არტეფაქტები გვიჩვენებს, რომ ადრე ხალხი უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე ჩვენ.

8 sar baghdad battery11

 

9.      პირი რეის რუკა – ეს უცნაური რუკა შეიქმნა 1513 წელს პირი რეის მიერ. რუკა შექმნილია მანამ, სანამ რაიმე საჰაერო ტექნოლოგია შეიქმებოდა. რუკა გვიჩვენებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს და ანტარქტიკის ჩრდილოეთ სანაპიროს. როგორ არის შესაძლებელი? საჰაერო ბურთებით? დისტანციური თვალით? ეს არავინ იცის.

9 the-piri-reis-map-of-world-in-1513

 

10.  კოსტა რიკას ქვის სფეროები – არსებობს შესანიშნავად მოჩუქურთმებული დაახლოებით 3000 სხვადასხვა ტიპის ქვა. არ არსებობს ახსნა, თუ რატომ, როგორ, ან როდის მოათავსეს ისინი აქ. როგორ მოაჩუქურთმეს ეს ქვები ყველანაირი ტექნოლოგიის გარეშე? სამყარო იმაზე უფრო ყოვლისმომცველი და ფართოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

10 The Stone Spheres of Costa Rica-

 

წყარო: The Spirit Science

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეფრაზები

“მე – ვარ მე და ეს შესანიშნავია” – ვირჯინია სატირი

ვირჯინია სატირის თვითშეფასების დეკლარაცია

“მე – ეს მე ვარ.

მთელ სამყაროში არავინაა ზუსტად ისეთი – როგორიც მე.არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცით მგვანან,მაგრამ არავინაა ზუსტად ჩემნაირი.

მე მეკუთვნის ყველაფერი,რაც ჩემს შიგნითაა:ჩემი სხეული,იმის ჩათვლით,რასაც ის აკეთებს;ჩემი ცნობიერება,ჩემი ყველა აზრისა და გეგმის ჩათვლით;ჩემი თვალები,ყველა იმ ხატების ჩათვლით,რისი დანახვაც მათ შეუძლიათ;ჩემი გრძნობები,როგორიც არ უნდა იყოს ისინი – შფოთვა,დაძაბულობა,სიყვარული,გაღიზიანება,სიხარული;ჩემი პირი და ყველა სიტყვა,რომლის წარმოთქმაც შეუძლია მას;ჩემი ხმა,ხმამაღალი თუ ჩუმი;ყველა ჩემი ქმედება, რომლებიც მიმართულია სხვებისაკენ თუ თავად ჩემსკენ.

მე მეკუთვნის ყველა ჩემი გამარჯვება და წარმატება, ყველა ჩემი მარცხი და შეცდომა. ყველაფერი ეს მეკუთვნის მე და ამიტომ მე შემიძლია ახლოს გავიცნო ჩემი თავი. მე შემიძლია შევიყვარო და დავმეგობრდე ჩემ თავთან და მე შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ყველაფერი, რაც ჩემშია მეხმარებოდეს.

მე ვმეგობრობ და მიყვარს ჩემი თავი. მე შემიძლია ფრთხილად და მოთმინებით აღმოვაჩინო ჩემში იმის წყაროები, რაც მაფიქრებს და გავიგო მეტი და მეტი ჩემ თავზე.

ყველაფერი, რასაც მე ვხედავ და ვგრძნობ, ყველაფერი, რასაც მე ვამბობ და ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ და შევიგრძნობ მოცემულ მომენტში – ჩემია და ეს მაძლევს საშუალებას ზუსტად ვიცოდე, სად ვარ და ვინ ვარ.როდესაც მე ვიხედები წარსულში, ვუყურებ იმას, რაც მინახავს და შემიგრძვნია, რას ვაკეთებდი და ვამბობდი, როგორ ვფიქრობდი და ვგრძნობდი, მე ვხედავ, რომ ბოლომდე არ მაკმაყოფილებს. მე შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რასაც შეუფერებლად ვთვლი და შევინახო ის, რაც საჭიროდ მიმაჩნია და აღმოვაჩინო რამე ახალი ჩემს თავში.

მე შემიძლია ვხედავდე, მესმოდეს, ვგრძნობდე, ვფიქრობდე, ვამბობდე და ვმოქმედებდე. მე გამაჩნია ყველაფერი, რათა ახლობელი ვიყო სხვა ადამიანებისათვის, რათა ვიყო პროდუქტიული, შევიტანო აზრი ცხოვრებაში. მე ვეკუთვნი ჩემს თავს და ამიტომ მე შემიძლია მისი შექმნა.

მე – ვარ მე და ეს შესანიშნავია.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემსოფლიო

იტალიაში “ვამპირის საფლავი” აღმოაჩინეს.

იტალიაში “ვამპირის საფლავი” აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ 10 წლის ბავშვის ცხედარი სპეციალური რიტუალის თანხლებით მე-5 საუკუნეშია დამარხული.

ბავშვს, რომელიც ერთ-ერთი ე.წ. „ლუგანოს ვამპირია, პირში ქვა უდევს, ეს კი, მაშინდელი წარმოდგენით, მას მკვდრეთით აღდგომასა და ამ ქვეყნად მობრუნებაში შეუშლიდა ხელს.

ცხედარის ძვლებისგან მოპოვებული მტკიცებულებებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვი მალარიით იყო ინფიცირებული. „ლუგანოს ვამპირი“ ბავშვთა სასაფლაოზე იყო დამარხული, სადაც ათეულობით ბავშვთან ერთად გომბეშოს ძვლები, ყორნის ბრჭყალები და ვერცხლის კარდალებია აღმოჩენილი, რაც, მაშინდელი რწმენა-წარმოდგენით, კუდიანებს აფრთხობდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ იმავე სასაფლაოზე სამი წლის გოგონას ნეშტი აღმოაჩინეს, რომელსაც ხელებსა და ფეხებზე დიდი ქვები ეწყო, რათა „საიქიოდან დაბრუნებაში ხელი შეშლოდა“.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვაწვდის ინფორმაციას იმ დროის რწმენა-წარმოდგენების შესახებ. არქეოლოგები გათხრების გაგრძელებას მომავალი ზაფხულიდან აპირებენ.

წყარო : www.independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული

მეცნიერები ხილისა და ბოსტნეულის შენახვის რამდენიმე წესს გვთავაზობენ. პირველი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ ხილი და ბოსტნეული მაცივარში გვერდიგვერდ არ უნდა შევინახოთ. რატომ? ხილის არაერთი სახეობა ეთილენის გაზს გამოყოფს, რომელიც დამწიფების ჰორმონის მსგავსად მოქმედებს და ხილისა და ბოსტნეულის გაფუჭებას აჩქარებს.

ბოსტნეულს სუნთქვა სჭირდება, ასე რომ, თუ შესანახად პლასტიკის პარკებს იყენებთ, გირჩევთ, ისინი დახვრიტოთ, კიდე უფრო კარგი იქნება, თუ ხილსა და ბოსტნეულს მრავალჯერადი გამოყენების ბადე ჩანთებში შევინახავთ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის საკვების მეცნიერების პროფესორი ბერი სვანსონი აცხადებს, რომ ჰაერგაუმტარი პარკები ყველაზე ცუდი ვარიანტია ბოსტნეულის შესანახად.

„არ დააწყოთ ბოსტნეული მჭიდროდ ერთმანეთთან, მათ ჰაერის გასატარებლად სივრცე სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოსტნეული მალე გაფუჭდება.

გარეცხეთ პროდუქტი უშუალოდ გამოყენების წინ, ვინაიდანწინასწარ გარეცხილი ხილი და ბოსტნეული შედარებით ადვილად ფუჭდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სინოტივე ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას,“ განმარტავსპერუდის უნივერსიტეტის საკვების კვლევის მეცნიერი ამანდა დირინგი.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს :

  1. ნიორი

ნიორი ოთახის ტემპერატურაზე, ღია ჭურჭელში უნდა შეინახოთ, რათა ჰაერის ცირკულაცია მოხდეს. კარგი იქნება თუ ნიორს თავის „მეგობართან“ – ხახვთან ერთად შევინახავთ.

  1. ხახვი

აიღეთ ქალის სუფთა კოლგოტკები, ჩააწყვეთ ხახვი სათითაოდ და მათ შორის ნასკვები გააკეთეთ. დაკიდეთ ოთახის ტემპერატურაზე. ნუ ჩადებთ მაცივარში : ნესტი და ცივი ტემპერატურა ხახვს არბილებს. კარგი იქნება, თუ ხახვს ბნელ ადგილზე შეინახავთ.

 

3.კარტოფილი

შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. მაცივრის ცივი, ნოტიო ჰაერი  კარტოფილში არსებულ სახამებელს შაქრად აქცევს, რაც გემოსა და სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას.

შეინახეთ კარტოფილი ქაღალდის ჩანთებში, რომელიც გაცილებით უკეთ „სუნთქავს“, ვიდრე პლასტიკური. გირჩევთ გრილ ადგილას შეინახოთ, როგორიცაა, მაგალითად, საკუჭნაო. მოარიდეთ ხახვსა და ვაშლს, რომლებიც ეთილენის გაზს შეიცავენ, რაც გაღვივებას აჩქარებს.

 

  1. სტაფილო

სტაფილოსშენახვასმწვანილთან ერთად არ გირჩევთ, ვინაიდან მისგან მიღებული ტენიანობა სტაფილოს სწრაფ ლპობას იწვევს. თუ ამ ბოსტნეულს მაცივარში დაულუქავი პარკით შეინახავთ, ის ორი კვირის განმავლობაში ისეთივე ხრაშუნა იქნება, როგორც შენახვისას.

 

  1. კიტრი

მას არ უყვარს სიცივე. დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ 50 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში კიტრი მალე ფუჭდება. თუ მაინცდამაინც კიტრის მაცივარში შენახვას გადაწყვეტთ, იქ სამ დღეზე დიდხანს ნუ გააჩერებთ.

კიტრი ეთილენის გაზის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ მოარიდეთ ბანანს, ნესვს და პომიდორს.

 

  1. პომიდორი

დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა ინახებოდეს პომიდორი : ჭრილით ზემოთ თუ ქვემოთ? მაცივარში თუ სამზარეულოს ზედაპირზე?

პომიდვრის ექსპერტი ქრეიგლეჰულიერი მიიჩნევს, რომ პომიდორი ჭრილით ქვემოთ უნდა შევინახოთ.  „თუმცა, ეს მაინც პომიდვრის ტიპზეა დამოკიდებული, თხელკანიანია ის თუ სქელკანიანი. როცა პომიდორი ბოლომდე მწიფეა, მას გარკვეული დროის მანძილზე მაცივარი გადამწიფებისგან იცავს. ასე რომ, დაამწიფეთ პომიდორი ზედაპირზე და შემდეგ დააწყვეთ თეფშზე ჭრილით ქვემოთ და შეინახეთ მაცივარში,“ აცხადებს ლეჰულიერი.

 

  1. ბანანი

შეახვიეთ შესაფუთ ცელოფანში ცალ-ცალკე, ეს ბანანს ეთილენის გაზის ზემოქმედებისგან დაიცავს და ბანანი ნელი ტემპით დამწიფდება.

როგორც კი ბანანი სიმწიფის სასურველ დონეს მიაღწევს, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. სიგრილე მას გადამწიფებისგან დაიცავს.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პატარა ბიჭის ემოციური ფოტო, რომელმაც ერთ დღეში 43 ათასი აშშ დოლარი დააგროვა

პატარა ინდოელი ბიჭის ფოტომ, რომელიც გარდაცვლილ მამას დასტირის, შეძრა სოციალური ქსელის მომხმარებელი. ფოტო “ტვიტერზე” დაახლოებით 7 000-ჯერ გაიზიარეს და 11 წლის ბიჭის ოჯახს ერთ დღეში სამ მილიონ რუპიეზე მეტი ( 43,829 აშშ დოლარი) დაუგროვდა.

ბიჭის მამა, 27 წლის ანილი, დედაქალაქ დელიში  საკანალიზაციო სისტემის მუშა იყო. სისტემაში ჩასვლისას, მისი დამჭერი თოკი გაწყდა და ის საკანალიზაციო სისტემაში დაიხრჩო. მისი დაღუპვის შემდეგ ოჯახს მისი კრემაციის ფულიც არ ჰქონდა.

ბიჭი კრემატორიუმში მამის ცხედრის სანახავად მივიდა, სახიდან ზეწარი გადახადა, ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა, თქვა „მამა“ და ქვითინი დაიწყო.

ფოტო სოციალურ ქსელში Hindustan Times-ის რეპორტიორმა შივ სანიმ გაავრცელა.

სტატისტიკის თანახმად, ინდოეთში ყოველწლიურად საკანალიზაციო სისტემის 100 მუშა იღუპება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვაა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება მოხდება

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

26 მაისს, 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მსახიობების მონაწილეობით გათამაშდება.

ერთი საუკუნის წინ ქვეყანა აცხადებდა, რომ დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი ექნებოდა და მის საზღვრებში დაიცავდა ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა.

26 მაისის სხვა ღონისძიებებთან ერთად, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიგეგმა, მას პრემიერმინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.

26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეკვლევები

კვლევის შედეგი: რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

ქვეყნებში სიცოცხლისუნარიანობის  შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, როგორც მოსალოდნელია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია – სადაც ადამიანები საშუალოდ 83.7 წელს ცხოვრობენ. 

მეორე ადგილზეა შვეიცარია, სადაც საშუალოდ 83.4 წელი ცოხლობენ.

საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 72.7 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოდ 283 ქვეყნიდან 95-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებსიცოცხლისუნარიან ქვეყნის მოსახლეობას – ეს სიერა ლეონეს მოსახლეობაა, სადაც  საშუალოდ 50 წელს ცხოვრობენ.

წყარო: Forbes.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

,,მარსზე სიცოცხლის ძებნა უნდა დავაჩქაროთ!”

 დღესდღეისობით, არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, ვიდრე – ვართ თუ არა ჩვენს გალაქტიკაში ერთადერთი პლანეტა, სადაც სიცოცხლეა.

როგორც ვიცით, მარსზე აღმოჩენილია ვარგისი წყლის ნარჩენები, ეს იმას ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდეს.

მაგრამ სიცოცხლის ძებნა მარსზე უამრავ რისკს მოითხოვს, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ორგანიზმებს საფრთხე არ დაემუქრებათ მარსზე დიდი ხნით დარჩენის შემთხვევაში.

პოპულარული ევროპული კომპანიები, ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი სამყარო და რაც შეიძლება მალე, საინტერესოა, მართლაც არიან ჩვენ გარდა ამ გალაქტიკაში სხვა არსებები – თუ არა.

 

წყარო: Business insider

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემსოფლიორელიგია და მეცნიერებასამართალი

საბერძნეთის ეკლესია, ახალი კანონმდებლობის პროტესტის ნიშნად, სამგლოვიარო ზარებს რეკავს

საბერძნეთში, ათენში, თითქმის ყველა ეკლესია სამგლოვიარო ზარებს დარეკავს შაბათამდე.

საბერძნეთის ეკლესია ახალ კანონმედებლობას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, 15 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოფიციალურად შეუძლიათ შეიცვალონ გენდერი ოპერაციის ან სტერილიზაციის გარეშე.

აღნიშნულმა კანონმდებლობამ მნშვნელოვანი დაძაბულობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. თუმცა, ყველაზე მეტად უკმაყოფილო ორთოდოქსული ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.

გარდა სამგლოვიარო ზარებისა, ეკლესიების კარზე გამოკრულია ბანერები წარწერით: „ქრისტიანული მორალი მოკლეს“ . ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადებით, ისინი შეეცდებიან საპროტესტო მოძრაობის ჩამოყალიბებას და შესაძლოა მრევლს მოუწოდონ კიდევაც აჯანყების მოწყობისაკენ, რადგან „ჰომოსექსუალობა მომაკვდინებელი ცოდვაა და რამდენიმე წუთში სქესის შეცვლა ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას“.

თუმცა, ახალ კანონმდებლობას ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტები და სამოქალაქო სექტორი მიესალმა. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, ეს საბერძნეთის მიერ წინგადადგმული ისტორიული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას.

 

წყარო: nbcnews

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

2017 წლის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სპორტსმენები

სპორტის მოყვარულ ადამიანებს აუცილებლად დააინტერესებთ თუ ვინ გახდა 2017 წლის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სპორტსმენი. მართლაც საინტერესო შედეგი გვაქვს სახეზე, ,,Forbes.com– მა” შემოგვთავაზა ეს ჩამონათვალი:

  1. კრიშტიანუ რონალდუ
  2. ლებრონ ჯეიმსი
  3. ლეონელ მესი
  4. როჯერ ფედერერი
  5. კევინ დურანტი
  6. ენდრიუ ლაქი
  7. რორი მაკელროი
  8. სტეფან კარი
  9. ჯეიმს ჰარდენი
  10. ლუის ჰამილტონი

 

წყარო: Forbes.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 41
Page 36 of 41