close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშეფილოსოფია

იტალიური სიბრძნე: ,,ბევრს საკმარისი სჯობს”

*სასიყვარულო ბრძოლაში ის იმარჯვებს, ვინც მიდის
*მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვის, რომ სახეზე ტალახი გისვია
*არ შეეხო პრობლემას, სანამ ის არ შეგეხება შენ
*ეს ქვეყანა მომთმენებისაა
*იმედი საუზმედ კარგია, ვახშმად – ცუდი
*მდინარის სიღრმე ორი ფეხით არ უნდა შეამოწმო
*თუ მამალი ჩუმადაა და დედალი ყივის, იმ საქათმეში მშვიდობა ვერ იქნება
*სამუშაო კარგად შესრულებულია, თუ პირველივე ცდაზე კარგად შესრულდა
*დიდ კვერცხს შავი დედალიც დებს
*ბევრს საკმარისი სჯობს
*ღმერთი მას ესაუბრება, ვინც ჩუმადაა
*ადამიანს წლები უფრო ცვლის, ვიდრე წიგნები

*ამინდის, ქმრისა და შვილების გამოცნობა არასოდეს გაგიჭირდება, ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩანან
*მტერი მაშინ არის საშიში, როცა მის გამარჯვებას აღიარებ
*ვირად დაბადებული ცხენად ვერ მოკვდება
*გაკეთებულის გადაკეთება ყველაზე საშინელი სამუშაოა
*გინდა დაგაფასონ? – მოკვდი
*ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს თავად მოვუვლი
*თუ სურვილი გაქვს, შეუძლებელი არაფერია
*ადამიანს იმის მიხედვით ნუ განსჯი, რასაც მასზე ამბობენ
*ღვინო და მეგობრობა თუ არ დაძველდა, ისე გროშის ფასი აქვს
*ზოგჯერ სულელებსაც მოუსმინე, შეიძლება მათი აზრი რამეში გამოგადგეს, მაგრამ არასოდეს ჩაერთო მათთან კამათში

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემედიცინა

ავსტრალიელი ქალი 10 დღის განმავლობაში ორჯერ დაორსულდა

ავსტრალიელმა ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასდროს დაორსულდებოდა, ტყუპები გააჩინა. ამ ისტორიაში არაორდინალური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტყუპები არა ერთდროულად, არამედ 10 დღის განსხვავებით ჩაისახნენ.

ქეით ჰილი პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის გამო ჰორმონალური მკურნალობის კურს გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი კვერცხუჯრედი არ ნაყოფიერდებოდა.

მისი ტყუპი გოგონები სხვადასხვა დროს ჩაისახნენ, რაც ძალზედ იშვიათი მოვლენაა.

ქალისთვის ნაყოფის ხელმეორედ ჩასახვა, როდესაც ის უკვე ფეხმძიმედ არის, ძალიან იშვიათი მოვლენაა. ტყუპების უმეტესობა არის ქალის მიერ ორი კვერცხუჯრედის ერთდროულად გამოყოფის ან უფრო იშვიათად, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შემდგომში ორად გაყოფის შედეგი.

ტყუპი გოგონები, შარლოტი და ოლივია 10 თვის წინ დაიბადნენ. ისინი სხვადასხვა ზომის, წონის და გესტაციური განვითარების იყვნენ. ,,ჩვენ მათ დაბადებამდე არ გაგვიცნობიერებია, თუ რამდენად განსაკუთრებული რამ იყო ეს “, – განაცხადა ჰილმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრის დროს.

ორსულობა ჩვეულებრივ აჩერებს ოვულაციის ყოველთვიურ ციკლს, მაგრამ ძალიან იშვიათად, ქალს შეუძლია კიდევ ერთი კვერცხუჯრედის გამოყოფა ჩასახვის შემდეგ. თუ ის განაყოფიერებულია, მას ასევე შეუძლია იმპლანტაცია და ჯანსაღი ორსულობის განვითარება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ მოვლენის მხოლოდ 10 შემთხვევაა აღრიცხული, რომელიც ცნობილია, როგორც სუპერფეტაცია. წყვილის მეან–გინეკოლოგმა, ბრედ არმსტრონგმა განაცხადა, რომ მდგომარეობა იმდენად იშვიათია, რომ იგი ცდილობდა ამის თაობაზე ინტერნეტში მოეძიებინა, თუმცა ამაოდ.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები საუკეთესო ლუდის შექმნაზე მუშაობენ

ბელგიელი მეცნიერები საუკეთესო გემოსა და თვისებების ლუდის შესაქმნელად მუშაობენ.

როგორც ცნობილია, ბელგიაში უამრავი სახეობის ლუდს აწარმოებენ, მაგრამ ლუდის სახეობების მრავალფეროვნება არაფერია ლუდის წარმოებისთვის გამოყენებული საფუარის ნაირსახეობასთან შედარებით.

მეცნიერებმა, სრულყოფილი ლუდის სრულყოფილი ინგრედიენტის მოძიების მიზნით, ერთ-ერთ ლაბორატორიაში დაახლოებით 30, 000 სახეობის ლუდის საფუარი მოათავსეს.

ლუვენის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევის ინსტიტუტმა საფუარების შტამების შეჯვარება დაიწყეს.

,,საფუარის შტამების შესაჯვარებლად რობოტებს ვიყენებთ. მილიონობით სახეობის შტამი მივიღეთ და ვაწარმოებთ მათ დატესტვას საუკეთესოს გამოსავლენად,” – აცხადებენ მეცნიერები.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ლუდის გემოსა და არომატის ქიმიური და სელექციური საფუძვლის ანალიზის საშუალებით ისინი საფუარის შეჯვარებას ახედენენ, რაც საუკეთესო თვისებების ლუდის შექმნას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული მკვლევარების გუნდის განცხადებით, მათი მიზანი 250-მდე კომერციულად ხელმისაწვდომი ბელგიური ლუდის „სამეცნიერო რუკის“ შექმნაა, რომელიც მომხმარებელს სასურველ ლუდზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მათმა მუშაობამ კომერციული მელუდეების ყურადღებაც მიიპყრო, რომლებსაც თავიანთ რეცეპტებში გარკვეული არომატის მოშორების ან დუღილის პროცესის დაჩქარების სურვილი აქვთ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალ 17 ქვეყანას შორის დასახელდა

Freedom House-ის 2016 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველო  თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა.

მსოფლიოს 65 ქვეყნიდან ინტერნეტის მხრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის სულ 17 ქვეყანა დასახელდა.

ინდექსის ავტორები შეფასებისას სამ ძირითად კრიტერიუმს გამოყოფენ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კონტენტზე ცენზურა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.

აღნიშნულ კრიტერიუმებში საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 8 ქულით შეფასდა, კონტენტზე ცენზურით – 6, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მხრივ – 11 ქულით.

ინდექსის თანახმად, საქართველოში კონტენტზე ცენზურა არცერთი შინაარსის მასალაზე არ ვრცელდება.

როგორც ინდექსის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ზედიზედ მეექვსე წსაქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალ 17 ქვეყანას შორის დასახელდა

ელია მცირდება.

ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი – 67% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობის, სამხედრო მოსამსახურეთა და ქვეყნის მმართველი ოჯახის კრიტიკა ცენზურას ექვემდებარება“, – ნათქვამია ინდექსში.

Freedom House სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული საიტების დაბლოკვისა და მომხმარებელთა დაპატიმრების სტატისტიკასაც აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ინფორმაციით, ინტერნეტის თავისუფლება ყველაზე მეტად ჩინეთშია შეზღუდული, ხოლო ისლანდია და ესტონეთი ამ მხრივ ყველაზე თავისუფალი ქვეყნებია.

წყარო: https://freedomhouse.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები

 

ქართულ-ოსური ურთიერთობებს მრავალწლიანი ისტორია აქვს, რაც არა მარტო გეოგრაფიული თუ ისტორიული, არამედ კულტურული ხასიათისაა, ეს თავის თავში ლიტერატურულ, ფოლკლორულ თუ სხვა სახის კავშირებს მოიცავს.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქართულ-ოსურ კონფლიქტზე და ამ კონფლიქტის განმაპირობებელ მიზეზებზე , მაგრამ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, მაგ: კოსტა ხეთაგუროვი, რომლის შემოქმედება არა რომელიმე კონკრეტული ერის, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ვისაუბრო იმ თემებზე, რომლებსაც თითქმის არავინ ეხება.

2008 წლის ომმა, საბედნიეროდ,  ვერ გაწყვიტა ქართულ-ოსური ლიტრატურული ურთიერთობები, იქნებ, სწორედ ეს იქცეს იმ მთავარ ქვაკუთხედად, რომელიც აღადგენს გაწყვეტილ კავშირს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არსებულმა პრობლემებმა და დროებითმა გათიშვამ ამ ორ მხარეს შორის, დავიწყებას მისცა უამრავი ოსური კულტურული ძეგლი, მწერალი, ნაწარმოები, ამ კულტურის ამსახველი სხვადასხვა ნამუშევარი და ა.შ. თუმცა, ურთიერთობების აღდგენის საუკეთესო გზას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კულტურული საერთო მახასიათებლების პოვნა განაპირობებს.

საუკუნეთა განმავლობაში ოსი ხალხის ისტორიული ცხოვრება აისახებოდა და ვლინდებოდა ფოლკლორში. იგი გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით. ზეპირსიტყვიერების მნიშვნელოვანი ძეგლია  ნართაული ეპოსი, რომელიც ისე მდიდრად და სრულყოფილად არცერთ ერს არ შემორჩენია, როგორც ოსებს.  ნართების ეპოსი ოსური ზეპირსიტყვიერების შედევრია, სადაც წარმოდგენილია მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები. ეს არის სამყარო, რომელშიც უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი გმირები არიან გაერთიანებულნი.  თვითონ სიტყვა ,,ნართი“ გულუხვ, დოვლათიან, უზადო დიასახლისს ნიშნავს. ოსები ძველ თქმულებებსა და სიმღერებში თავიანთ თავებს ნართებს უწოდებნენ.  თქმულებათა გმირები რამდენიმე თაობის მანძილზე ერთი-მეორეს მამაპაპიდანვე მოსდევდნენ.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ოს მასწავლებელს – ვასილ ცორაევსა და ცნობილ ქართველ მწერალს – დანიელ ჭონქაძეს ჩაუწერიათ ნართების რამდენიმე თქმულება და გადაუციათ გამოჩენილი რუსი მეცნიერის- აკადემიკოს შიფნერისათვის. შიფნერმა ყურადღებით განიხილა ისინი და 1868 წელს რუსეთში აკადემიის ,,მოამბეში“ დაბეჭდა. ასევე,  მეორე მეცნიერმა – ვ.პფაფმა თვითონ მოიარა ოსეთი და ჩაიწერა რამდენიმე თქმულება ნართებზე, განსაკუთრებით სისრულიათაა ჩაწერილი თქმულება ბათრაძზე. აგრეთვე, აღსანიშნავია ოსური მეცნიერებისა და ისტორიის ფუძემდებლის- ვსევოლოდ მილერის მოღვაწეობა, რომლმაც კარგად შეისწავლა ოსური ენა და ფოლკლორი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ოსმა ინტელიგენციამ შეიტყო, თუ რა განძს წარმოადგენს ნართების ეპოსი და ეს არა მარტო ოსების, არამედ, ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, სააამაყო უნდა იყოს.

ფრანგი მეცნიერი – ჟორჟ დიუმეზილი: ,,არსებობს მრავალი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ წარმოდგენები ნართებზე და უმთავრესი პერსონაჟები, რომლებიც გამოსახავენ ამ წარმომადგენლებს, ოსეთში გაჩნდა.“

,,ნართების“ თარგმანში დიდი წვლილი შეიტანეს გიორგი ლეონიძემ, ს.ფაშალიშვილმა და გ. გორგიძემ.

საინტერესოა, რატომ  აქცევდნენ მეცნიერები ასეთ ყურადღებას ნართების ეპოსს?! საქმე ისაა, რომ ნართების ეპოსი წარმოშობილია უძველესი დროიდან და მასში კარგად ჩანს უძველესი საზოგადოების ცხოვრება. ამ ნაშრომების უდიდესი ნაწილი 2 000 წელზე მეტი ხნისაა და აქვს ისეთი მხატვრული თვისებები, რომლებიც მას მსოფლიოს მოწინავე ეპოსთა რიგში აყენებს.  საიდან ჩანს, რომ უძველესი დროიდან არის წარმოშობილი? – იქიდან, რომ მათში გადმოცემული სამეურნეო წყობა,  მითოლოგიური თქმულებები და სხვ. გვიხატავენ  ადამიანთა ცხოვრების  უადრეს პერიოდს. მილერისა ვარაუდით, ნართების ეპოსი მრავალი მოტივით უკავშირდება სკვითურ ტომებს. საინტერსოა, რომ ნართების ეპოსში გვაროვნული წყობაში  ქალს უმაღლესი მდგომარეობა უკავია. ასევე, ჩანს ტოტემიზმის კვალი – ხალხი თავის წინაპრად რომელიმე მხეცს მიიჩნევდა. ნართების მოხუცი ვერხაგის სახელი აღნიშნავს ,,მგელს“, ამიტომ  ვერხაგის შთამომავლობა ,,მგლის შთამომავლობად“ იწოდებოდა.

მიუხედავად ტრაგიკული მომენტებისა, ნართების ეპოსი მთლიანად ოპტიმისტური ხასიათისაა – ნართები არასდროს კარგავენ იმედს. საინტერესოა, რომ მათი მტრები დევები არიან და ისინიც ხშირად ამარცხებენ მათ. აღსანიშნავია, რომ  იგივე დევების თემატიკა ხშირად გვხვდება ქართულ თქმულებებსა თუ ზღაპრებში.

მდიდარი და მრავალფეროვანია ოსი ხალხის ზეპირსიტყვიერება: ნართების თქმულებები, დარეჯანის ძეთა ამბები, ცალკეული თქმულებები, ზღაპრები, დატირებები, ლოცვები, აგრეთვე – ე.წ. მცირე ჟანრები – იგავები, ანეკდოტები ან მხიარული ხაბარები ( ამბები).

ოსურ მითოლოგიში დიდ ადგილს იჭერს ღვთაება ვასთირჯის. ეს სიტყვა ერთგვარი კომპიზიტია და სამი ფუძისგან შედგება – ვუაც – წმინდა, სთირ – დიდი, ჯი, ჯიორ -გიორგი. ანუ – წმინდა დიდი გიორგი.

რაც შეეხება პირველ ბეჭდურ გამოცემებს – ოსურ ენაზე პირველი ნაბეჭდი წიგნი

ოსური ლიტერატურა იწყება თ. მამსუროვის შემოქმედებით (1843-1899). იგი 1865 წელს მუსლიმ ოსებთან ერთად გადასახლდა თურქეთში. მისი ნაწარმოებები ძირითადად საბჭოთა პერიოდში გახდა ხელმისაწვდომი.

ოსური პროზის ფუძემდებელია სეკა გადიათი.  მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური თხზულებები აღმოცენებულია ფოლკლორულ ტრადიციებზე.

ზოგადად, ოსური ლიტერეტურის დამფუძნებლად კი ბევრისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი  კოსტა ხეტაგუროვი – კოსტა ხეთაგათი მიიჩნევა. მან 1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა“ (Ирон фæндыр). სადაც გამოქვეყნდა ლექსები ოსურ ენაზე. ორი წლით ადრე ალექსანდრე კუბალოვმა გამოსცა პირველი სრულტანიანი პოეტური ნაწარმოები. თუმცა, კოსტა ხეთაგუროვის დამსახურება ოსური ლიტერატურის დამკვიდრებაში, უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ. მას ეკუთვნის პოემები: ..ყუბადი“, ,,მწყემსად“, ,,ფატიმა“( ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმიც არსებობს)  და სხვ. მან ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები დაამკვიდრა.

კოსტა ხეთაგუროვს უყვარდა ქართველი ხალხი. ის იცნობდა ალექსანდრე ყაზბეგს, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ ლექსიც მიუძღვნა (. . ყიფიანის გარდაცვალებაზე);  დიმიტრი არაყიშვილს და სხვებს. მისთვის კავკასია იყო სამშობლო, ქარველები კი – ძმები. იგი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა.

კოსტა ხეთაგუროვი ხატავდა. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს ხატმა.  სხვათა შორის, კოსტა ხეთაგუროვის არაერთი ლექსი თარგმნა ქართველმა სიმბოლისტმა პოეტმა – ვალერიან გაფრინდაშვილმა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

ლაგოდეხის რაიონის სოფ. არეშფერნის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში ასაერთაშორისო ორგანიზაცია “კავკასიურინ მოზაიკა”ყოველწლიურად აღინიშნავს სახალხო დღესასწაულს ,,კოსტაობა”. წელს მისი 157-ე წლის იუბილე აღინიშნა.

ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი 1959 წელს დაიდგა ამავე სოფლის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სკოლის ეზოში (მოქანდაკე ი. ზანტიევი). ძეგლი 1990-იანი წლების დასაწყისში ააფეთქეს.

2004 წელს ნაირა ბეპიევმა ( ,,კავკასიური მოზაიკას თავმჯდომარე”) ნინო პოპიაშვილთან (პროექტის ავტორთან) და ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად მოამზადა პროექტი ,,კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის აღდგენა”.

2005 წლის ოქტომბერში ლაგოდეხის რაიონის სოფ. არეშფერნის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი (მოქანდაკე მერაბ გაგლოევი) საზეიმოდ გაიხსნა.

ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა – სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართული ეროვნების ცნობილი მოღვაწეები ქართველ შემოქმედებად არ მიიჩნეოდნენ. სწორედ, ამის გამო  ქართული და სხვა კულტურები უკიდურესად გაიმიჯნა, რამაც არაერთი უსიამოვნება  მოგვიტანა. ჩვენთვის ხეთაგუროვი მხოლოდ ოსი, თუმანიანი კი – სომეხია და მათი შემოქმედება არაქართულად მიიჩნევა, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მუდმივად იბრძოდნენ ძმობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ხეთაგუროვი თავის  მოთხრობაში ,,ჩვენს მთები“ ასეთ რამეს  წერს: ,,თუკი კავკასიაში ჩასულხარ და საქართველო არ გინახავს, მაშინ არც კავკასია გინახავს, მეგობარო!“  სხვათა შორის, ამ სიტყვებს რუს მოგზაურს ეროვნებით ოსი მწყემსი ეუბნება.

ქათულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების განხილვისას აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ოსი მწერალი და მთარგმნელი – გიორგი ბესთაუთი, რომლის საიუბილეო საღამოები ყოველი წლის 16 მაისს აღინიშნება. გიორგი ბესთაუთი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია. მის ლექსებს თარგმნიდნენ ცნობილი ქართველი პოეტები: ბესიკ ხარანაული, ჯემალ აჯიაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გიორგი შაჰნაზარი, მორის ფოცხიშვილი და სხვ. გიორგი ბესთაუთმა ოსურ ენაზე თარგმნა ქართველი კლასიკოსების: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძისა და სხვათა ქმნილებები. მან ოსურად აამეტყველა მრავალი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსი. გიორგი ბესთაუთის განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება ის, რომ მან  ოსურ ენაზე შესანიშნავად თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსანი”, რისთვისაც მას მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.

არაერთი ქართველი მოღვაწე ყოველნაირად ცდილობდა ოსებისათვის ხელის შეწყობას  ყველა კეთილ საქმეში.  ოსებს შორის მისიონერობდნენ ქართველი მოძღვრები, მათი ლიტერატურის მთავარი დამფუძნებლის ლექსებს იმთავითვე თარგმნიდნენ ქართველი პოეტები. როცა რუსებმა რუსეთში უგულებელყვეს ოსურ ენაზე სწავლება და კულტურის გავრცელება, ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) ოსური სკოლები, თეატრი, გაზეთი და უმაღლესი სასწავლებელი იხსნებოდა.  ოსური ეპოსის ნიმუშების თარგმანი  ქართულ ენაზე მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან გვხვდება. ბევრი მათგანი გამოქვეყნებულია ისეთ პოერიოდულ გამოცემებში, როგორიცაა: ,,დროება“, ,,ივერია“,  ,,ჯეჯილი“ და სხვ. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მწერლებს: ილია ჭვჭავაძეს, ა. წერეთელს, დ.ჭონქაძეს, პ.უმიკაშვილს …

აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ქართველი პროფესორი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი – ავთანდილ ცოტნიაშვილი, რომლის პუბლიცისტური მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი სწორდ ქართულ-ოსური ლიტერატუურლი ურთიერთობების თემატიკას მიეძღვნა, რაც გადმოცემულია მის სადისეტაციო ნაშრომებსა თუ წიგნებში. მათ შორის:  ,,ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ“, ქართულ-ოსური ლიტერატურული ურიერთობების ისტორიიდან მე-19 ს. შუა წლებიდან დღემდე“  ; ,,მე-19 საკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუის დასაწყისის ქართული პერიოდიკა ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ“.

ოსურ ენაზე თარგმნილია მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. ოსი და ქართველი ხალხები საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლურად, ერთობლივად იბრძოდნენ მომხვდურთა წინააღმდეგ და ქმნიდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს. ამ საფუძველზე ვითარდებოდა მათი ლიტერატურული ურთიერთობებიც. ამ ურთიერთობათა შორეული სათავეები ჯერ კიდევ ამირანისა  და ამრანის მონათესავე ეპოსებიდან მოჩანს. ოსური ლიტერატურის ბევრმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს ცენტრებში მიიღეს განათლება, პირველი ოსური ხელნაწერი (1802)  შესრულებულია ქართული გრაფიკით იოანე იალღუზიძის (ი. აღუზათის) მიერ. ქართული გრაფიკის საფუძველზეა შედგენილი აგრეთვე პირველი ოსური ანბანი (1812). ოსური ფოლკლორის ნიმუშები პირველად 1868 წელს გამოქვეყნდა; მასალები შეადგინეს დ. ჭონქაძემ და გ. ცორაევმა. ქართული თემატიკა და ლიტერატურული მოტივები ოსური ლიტერატურისთვის დასაბამიდანვე ახლობელი იყო. ივანე იალღუზუძის პოემა „იალღუზიანი“ (გამოიცა 1885) ერთგვარად ვეფხისტყაოსნის პოეტურ ტრადიციებს ეყრდნობა. საქართველოს, მის ადამიანებს მიუძღვნა თავისი ნაწარმოებები ბევრმა ოსმა მწერალმა (ნ. ჯუსოითიმ, მ. შავლოხოვმა, დ. ჯისოევმა, კავკაზაგმა, გაფეზმა, გ. ძუგაევმა და სხვებმა).

მკვიდრი ტრადიციები აქვს აგრეთვე ოსურ ენაზე ქართული ლიტერატურის ნიმუშების თარგმნას. ვეფხისტყაოსნის  ნაწილი პირველად 1938 წელს ითარგმნა, დღეისათვის კი პოემის ორი სრული თარგმანი არსებობს (მ. შავლოხოვის და გ. ბესთაუთის). ოსურ ენაზე თარგმნილია აგრეთვე ქართველი კლასიკოსების ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველიას, ნ. ბარათაშვილის, ა. ყაზბეგის, ე. ნინოშვილის, გ. ერისთავის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. აბაშიძის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის  და სხვათა ნაწარმოებები.

ქართულ ენაზე თარგმნილია ოსური ლიტერატურის მრავალი ნიმუში, რომლებიც თავმოყრილია წიგნებში: ,,გმირული თაობა“, ,,სამშობლო“ (ლექსები), კრებული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა მწერლების ნაწარმოებებისა, ,,თეთრი მწვერვალები“.

საინტერესოა,რა ხდება დღეს და რა თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები? საბედნიეროდ, კონფლიქტურმა სიტუაციამ ვერ გაწყვიტა მჭიდრო კავშირი და დღეს არაერთი წიგნი გამოიცემა:

2005 წელს გამოიცა ოსური ზეპირსიტყვიერება ქართულ და ოსურ ენებზე. წიგნი შეადგინეს და ქართულ ენაზე თარგმნეს ნაირა ბეპიევმა და მერი ცხოვრებოვამ. მთავარი რედაქტორი: ნაირა გელაშვილი, სპეცრედაქტორი: ნინო პოპიაშვილი.

2007 წელს გამოიცა ქართული მწერლობის ანთოლოგია ოსურ ენაზე და ოსური მწერლობის ანთოლოგია ქართულ ენაზე ორ წიგნად.
ქართული მწერლობის ანთოლოგიაში შესულია რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, რეზო ინანიშვილისა და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები.

ოსური მწერლობის ანთოლოგიაში შესულია: თემირბოლათ მამსუროვის, კოსტა ხეთაგუროვის, ინალ ყანუყათის, სეკა გადიათის, გიორგი ბესტაუთის, ქუძაგ ძესთის და სხვა ოსი მწერლების ნაწარმოებები.

შემდგენლები: ნაირა ბეპიევი, ნაფი ჯუსოითი, მერი ცხოვრებოვა. მთავარი რედაქტორი: ნაფი ჯუსოითი, რედაქტორი: ნინო პოპიაშვილი.

2008 წელს გამოიცა პირველი ოსი მწერლის, თემირბოლათ მამსუროვის ლექსების კრებული ,,ოსური სიმღერები” ქართულ და ოსურ ენებზე. მთარგმნელი: ნაირა ბეპიევი, მთავარი რედაქტორი: ნაფი ჯუსოითი, რედაქტორი: ნინო პოპიაშვილი

2009 წელს გამოიცა ოსური თქმულებები ქართულ და ოსურ ენებზე. წიგნში პირველად ქვეყნდება ცარციათების ეპოსი, ლეგენდები, თქმულებები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ჩაწერილია საველე ექსპედიციების შედეგად. ტექსტები შეადგინეს ნაირა ბეპიევმა და ნინო პოპიაშვილმა, თარგმნა ნაირა ბეპიევმა, რედაქტორები: ტამერლან გურიევი, ზურაბ კიკნაძე.

აღსანიშნავია, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი, რომლის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ორგანიზაცია ,,კავკასიური მოზაიკის“ თავმჯდომარე – პროფ. ნაირა ბეპიევი გახლავთ.

აგრეთვე, 2014 წელს გამოვიდა ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემა. . კრებულში შესული ტექსტების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ნართების ეპოსი მხატვრულად გააფორმეს ქართველმა და ოსმა მხატვრებმა.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები სრულიად ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები  მთლიანობაში 50 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორია ნაირა ბეპიევი. ლექსიკონებს ერთვის   ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე – შემოკლებები, განმარტებები და სხვა. ლექსიკონი პირველად გამოიცა 2012 წელს, თუმცა დიდი ინტერესის გამო მისი მეორე გამოცემა განხორციელდა.
როგორც ნართების ეპოსის ორენოვან გამოცემაზე, ასევე ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები და მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან.

იმ ფონზე, როდესაც რეალურად, ქართველ და ოს ხალხს შორის ე.წ. გეოგრაფიული საზღვრები არსებობს, სასიამოვნო ფაქტია ის, რომ  კულტურული ურთიერთობები ნაწილობრივ მაინც გრძელდება, მაშინ, როდესაც დიპლომატიას ძალას კარგავს, თუ რამეს შეუძლია ამ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა- ეს კულტურა და ხელოვნებაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მომხმარებლებს Facebook-ის გიგანტური სტატუსები არ მოწონთ

როგორ დავაღწიოთ Facebook- ის არაპოპულარული ახალი გიგანტური სტატუსის განახლებას?

Facebook-მა  მშვიდად წარმოადგინა ახალი ფუნქცია, რომელმაც მომხმარებელთა ნაწილი ცოტა არ იყოს დააბნია და გაანაწყენა კიდეც.

თუ სტატუსი 35 სიმბოლოზე ნაკლებს შეიცავს, მისი ფონტი გაცილებით დიდია.

Facebook-ანგარიშის მფლობელებმა ეს სიახლე გააპროტესტეს იმ მოტივით, რომ ახალი სტატუსი ისე გამოიყურება, თითქოს ის მთვრალი ან შეურაცხადი ადამიანის დაწერილია.

დიდი შრიფტის შეცვლა შესაძლებელია, თუ მომხმარებლის პოსტი ფოტოს შეიცავს, ან ადგილმდებარეობაა მონიშნული.

ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებს ურჩევს, „მყვირალა“ სტატუსების თავიდან ასაცილებლად მესიჯთან ერთად ცარიელი, 800 პიქსელი სიგანისა და 1 პიქსელი სიმაღლის ფოტო ატვირთონ.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის მომხმარებლები აგვისტოშიც აღშფოთდნენ, როცა WhatsApp-მა განაცხადა, რომ ის ცუკერბერგის სოციალურ ქსელთან მონაცემების გაზიარების დაწყებას აპირებდა.

 

წყარო: Independent

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Vantablack-ი – სამყაროს ყველაზე ბნელი სუბსტანცია

ჩვენ საგნებს აღვიქვამთ მათ გარშემო არეკვლილი ფოტონების ანუ სინათლისა და ყველა სხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივების საბაზისო ერთეულის მეშვეობით, რომელიც ამ ინფორმაციას ტვინს გადასცემს. სუბსტანცია, რომელიც Vantablack-ის სახელითაა ცნობილი  შთანთქავს საგანზე დაცემული სინათლის დიდ ნაწილს, ამიტომ შეუძლებელი ხდება აღნიშნული საგნის სრულფასოვნად დანახვა და ამგვარად დაფერილი სამგანზომილებიანი სივრცითი ფიგურებიც კი ორგანზომილებიანად აღიქმება, სანამ გვერდითა რაკურსით არ დავაკვირდებით მათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ Vantablack-ი სინათლის მხოლოდ  0.035 %-ს აირეკლავს და  შთანთაქავს 99.965 %-ს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მას სამყაროში ყველაზე ბნელი სუბსტანციად აქცევს.

Vantablack-ი დამზადებულია  წყალბადის ნანოტუბების გამოყენებით, რომელთაგან თითოეულის სიგანე სულ რაღაც ერთი ატომის ზომისაა. ამრიგად, სუბსტანციის  ერთსანტიმეტრიანი ნაწილი შეიცავს მილიარდობით ასეთ მილს და თითოეული მათგანი 50000-ჯერ მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის სიგანე. ასევე, სწორედ აღნიშნული მილების ძალიან მჭიდრო განლაგება განაპირობებს სინათლის მთლიანად შთანთქმას.

Vantablack-ის შემხედვარე ადამიანს უჩნდება წარმოდგენა, რომ მას ხაოსებური ზედაპირი უნდა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. მისი ერთ-ერთი შემქმნელის, სტივ ნორთემის თქმით, Vantablack-ს გლუვი ზედაპირი აქვს და როგორც კი მას შეეხები, ნანოტუბების სტრუქტურა იშლება და ილუზიაც ქრება. ,,წარმოიდგინეთ რომ ხორბლის ნათესების მეპატრონე ხართ და მოსავლის სიმაღლემ 3 ან 4 ფუტის ნაცვლად 1000-ს მიაღწია, სწორედ ამგვარ მასშტაბებს ვგულისხმობთ როცა ნანოტუბებზე ვსაუბრობთ. მიზეზი, რის გამოც ისინი ასე მოქმედებენ, მათი სიგრძეა, რომელიც ძალიან აღემატება დიამეტრს“- განაცხადა მან.

ისევ და ისევ, ნანოტუბების გრძელი და ვიწრო ფორმის გამო, Vantablack-ს ფაქტობრივად არ გააჩნია მასა და ძირითადად ჰაერისგან შედგება. ასევე, მიუხედავად უბრალო შეხებაზეც კი მისი ასეთი სენსიტიურობისა, ის საკმაოდ მდგრადია ისეთი გარემაღიზიანებლების  წინააღმდეგ, როგორიცაა – შოკი და ვიბრაცია. ასეთი მახასიათებლების გამო ის ძალიან პრაქტიკულია ისეთი საგნების დასაცავად, როგორიცაა  კოსმოსური აპარატები და ა.შ.

არ არის გასაკვირი, რომ თავდაპირველად Vantablack-ი ტექნიკური მიზნებისთვის გამოიგონეს. კერძოდ, NASA-ს სურდა შექმნილიყო სუბსტანცია, რომელიც შეამცირებდა ტელესკოპზე დაცემული სინათლის რაოდენობას, შესაბამისად მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო, აღმოეჩინათ სუბსტანცია, რომელიც გამოირჩევა თავისი სტაბილურობით ძლიერი შოკისა და ვიბრაციის წინააღმდეგ, ასე რომ, დღესდღეობით ის გამოიყენება კოსმოსური სადგურების შიდაკომპონენტების დასაფერავად.

ნელ-ნელა ძვირადღირებული საათების მწარმოებელი ფირმებიც იწყებენ აღნიშნული სუბსტანციის საათებში გამოყენებას, დაიწყო მისი სმარტფონების  წარმოებაში ჩაშვებაც და მეტიც, ყველაზე ძვირადღირებული მანქანის მწარმოებელ კომპანიებსაც აქვთ სურვილი გამოიყენონ ის წყალქვეშა ტრანსპორტის დიზაინში. ნორთემისვე თქმით, იგეგმება Vantablack-ის ქსოვილების წარმოებაც, რაც ალბათ შავი სამოსის მოყვარულებს ყველაზე მეტად გაახარებთ, თუმცა Vantablack-ის ინდუსტრიაში ეს ეტაპი ჯერაც არ დამდგარა და განსაკუთრებულად შავი სამოსის მსურველებს მოცდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ Vantablack-ს ალუმინის სიმკვრივის მხოლოდ ნახევარი თუ გააჩნია, მაგრამ 200-ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე რკინა. ამავე დროს, შეუძლია სპილენძთან შედარებით 1000-ჯერ უფრო ეფექტური სითბოს გადამტანი იყოს, რაც მიუთითებს იმაზე რომ Vantablack-მა მრავალგვარი გამოყენება შეიძლება  ჰპოვოს, თუკი, რა თქმა უნდა, ოდესმე მისი ფასი დაეცემა. დღესდღეობით კი, Vantablack-ი საკმაოდ ძვირია  და ნორთემისვე თქმით მისი ფასი  გაცილებით აღემატება ოქროს, ან თუნდაც ალმასის ღირებულებას.

წყარო:  didyouknowfacts.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემედიცინა

თბილისმა ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს საერთაშორისო ტრანსკავკასიურ კონგრესს უმასპინძლა

თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ „ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი – ITC-2016“ ჩატარდა.

სამ დღიან ღონისძიებაზე ლექტორებად და ტრენერებად მიწვეული იყვნენ დარგის საერთაშორისო ექსპერტები, საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელები და პროფესორები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, ლიტვიდან, ლატვიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა. მოხსენებებით გამოსვლის საშუალება მიეცათ ახალგაზრდა მეცნიერებსაც, რომელთაგან სამი საუკეთესო დაჯილდოვდა სპეციალური გრანტით.

კონგრესის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული კურსები, თემატური სემინარები, პლენარული სხდომები და ცოცხალი დემონსტრაციები.

კონგრესს მხარი დაუჭირეს პრესტიჟულმა საერთაშორისო ოგანიზაციებმა – „დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISD), დერმოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (IDS), პანევროპულმა კომპანიამ “ევრომელანომამ”. ამასთან ITC-2016-ს, როგორც წლის მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას, მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, მან წარმატებით გაიარა როგორც ევროპის პოსტდიპლომური განათლების საბჭოს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს აკრედიტაცია.

„ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი – ITC-2016“-ის დასრულების შემდეგ, ქართველ და უცხოელ მსმენელებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

 

წყარო:  http://www.ciu.edu.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ისრაელში პორნო საიტები დაიბლოკება

 

ებრაელმა კანონმდებლებმა კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც პორნო საიტების დაბლოკვას ითვალისწინებს.

ქვეყნის ინტერნეტ კომპანიებს დაევალებათ მოზარდების ვებსაიტების ცენზურა განახორციელონ.

კანონპროექტის მიხედვით, მას, ვისაც ონლაინ პორნოგრაფიაზე წვდომა სურს, მოუწევს, ამის შესახებ წერილობით ან ტელეფონის საშუალებით შეატყობინოს ინტერნეტ პროვაიდერს.

ამ დროისთვის ისრაელში კონტენტ-ბლოკის სისტემა მოქმედებს, რომელსაც გარკვეული პრობლემური ვებსაიტების ამოცნობა შეუძლია და მომხმარებლებს ვიზიტის საშუალებას არ აძლევს, თუმცა მათი ჩართვა ადვილადაა შესაძლებელი – კანონმდებლები აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, ბევრმა მშობელმა არ იცის ამის შესახებ.

აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი, ვისაც პორნოგრაფიაზე ხემლისაწვდომობის მოპოვება სურთ, ამის შესახებ თავიანთ პროვაიდერს უნდა შეატყობინონ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებიც  აცხადებენ, რომ ის კონფიდენციალობის უფლებას ზღუდავს. თუმცა მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების არასასურველი ინფორმაციისგან დაცვაა.

 

წყარო: www.independent.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები თვითაალების შესახებ

დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანის თვითაალების შემთხვევაა დაფიქსირებული. უმეტესწილად ცეცხლი შთანთქავს მთლიანად ორგანიზმს, მაგრამ ახლო-მახლო ყოველივე უვნებელი რჩება, რაც იმაზე მეტყველებს რომ  პროცესი მიმდინარეობს თვითონ ორგანიზმის შიგნით და არ საჭიროებებს  განსაკუთრებულ გარე ფაქტორებს.

თვითაალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1663 წელს, როდესაც ანატომიის დანიელმა სპეციალისტმა თომას ბართოლინმა აღწერა  ძილში დამწვარი პარიზელი ქალის შემთხვევა, როცა მისი ჩალის ლეიბიც კი უვნებელი გადარჩა, ამის შემდეგ 1673 წელს ფრანგმა ჯონას დუპონმა გამოაქვეყნა თვითაალების შემთხვევების კრებული (‘’De Incendiis Corporis Humani Spontaneis.“). შესაბამისად ინტერესი ამ დღემდე საიდუმლოებით მოცული მოვლენისადმი ჯერ კიდევ საუკუნეების წინათაც არსებობდა.

იმისთვის რომ თვითაალების პროცესი დაიწყოს პირველ რიგში საჭიროა სიცხის შედარებით მაღალი ტემპერატურა (რაც მრავალი მკვევარის აზრით ასევე ემოციურ მდგომარეობასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული), დამჟანგავი აირი და საწვავის წყარო. ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობის წყლისგან შედგება, რაც მის ადვილად წვას გამორიცხავს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს რომ სწორედ ორგანიზმში არსებული ცხიმი თამაშობს დიდ როლს აალებაში. მაღალი ტემპერატურის პირობებში როგორც კი ცხიმი გადნება ორგანიზმი შიგნიდან იწვის და ირგვლივ არსებულ ნივთებსა, თუ ადამიანებს უვნებელს ტოვებს.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა ლარი არნოლდსმა სცადა ფითილის ეფექტი შეექმნა ლორის ხორცისა და ქსოვილების გამოყენებით, მაგრამ მისი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, 1998 წელს BBC-ის ერთ-ერთ გადაცემაშიც განხორციელდა მსგავსი ცდა, მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს სქელ ქსოვილში გახვეულ ღორის სხეულზე, რომელიც ხუთი საათის განმავლობაში იწვოდა თვითონ ქსოვილის დაუზიანებლად.

განსხვავებული თეორია გააჩნია ბრიტანელ ბიოლოგსა და ავტორს ბრაიან ფორდს, მისი აზრით ცეცხლის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს კეტოზისის მდგომარეობა (კეტოზისი-კარბოლის ჯგუფის CO–ს შემცველი ორგანული ნივთიერება ორგანიზმში კეტონურ სხეულთა მატება შაქრიანი დიაბეტის დროს). ადამიანის ორგანიზმი როგორც წესი გამოყოფს მცირე რაოდენობის აალებად ნივთიერებას – აცეტონს, როდესაც პიროვნებას აღენიშნება კეტოზისი შესაძლოა მისი ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ზედმეტი რაოდენობის აცეტონი საკმარისი აღმოჩნდეს თვითაალებისთვის.

თვითაალების მსხვერპლთა  ნაწილს, რომელიც შემთხვევის დროს მჯდომარე პოზიციაში იყო ქვედა კიდურები არ დაზიანებია, ფორდის აზრით ეს ფაქტი გამომდინარეობს კვამლის მიმართულებიდან და ამასთანავე ქვედა კიდურებში აცეტონისა და ცხიმის გაცილებით დაბალი კონცენტრაციით.

თვითაალების პროცესი ძალიან სპონტანურია და სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ საბედნიეროდ  ყოველთვის მსხვერპლით როდი სრულდება,  ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს უბრალოდ დამწვრობები, ან ორგანიზმიდან გამომავალი კვამლი აღენიშნებათ, რომლის წყაროც გაუგებარი რჩება. რეალურად აღნიშნულ შემთხვევებშიც თვითაალებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საბედნიეროდ არც თუ ისე სავალალო შედეგით.

ამრიგად, დღესდღეობითაც არ მოიძებნება თვითაალების ფენომენის  ზუსტი ახსნა და მეცნიერებს მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გააჩნიათ მის შესახებ, თუმცა ყოველ შემთხვევაში გამოირიცხა ისეთი დილეტანტური შეხედულებები, როგორებიცა მაგალითად ამ პროცესის სიგარეტის მოწევასა და სმის დროს ორგანიზმში დაგროვილ სპირტთან დაკავშირებაა.  ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერული მოსაზრებების მიუხედავად თვითაალება ხშირად მაინც პარანორმალურ მოვლენად მიიჩნევა, რაც ბუნებრივია თვითონ ფაქტის დაუჯერებლობითაა გამოწვეული.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 41
Page 38 of 41