close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული პირველი ხუთი განსაცვიფრებელი ფერადი ფოტო გამოაქვეყნა.

სამხრეთის რკალის ნისლეული (NGC 3132)

54DE5278-CAFC-46C4-958C-A5B4D8FD1BC4.jpg

სამხრეთის რგოლის ნისლეული, AKA NGC 3132, ჩვენგან დაახლოებით 2500 სინათლის წლითაა დაშორებული.

ფოტოზე ჩანს ნისლეულის 2 ვარსკვლავი, ერთ-ერთი უფრო სუსტი ჯუჯაა, მკვდარი ვარსკვლავის ჩამოშლილი ბირთვი, რომელიც სიცოცხლის მანძილზე მზის მასას რვაჯერ აღემატებოდა.

მეორე ვარსკვლავი კი უფრო კაშკაშაა და ევოლუციის ადრეულ ეტაპზეა და ერთ დღეს საკუთარ ნისლეულში აფეთქდება.

ეგზოპლანეტა WASP-96b

E0BABFA4-7C8A-4998-A422-64987F504688.jpg

ცხელი პლანეტა, რომელიც იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ ორბიტაზე შემოვლას მხოლოდ დაახლოებით 3.4 დღეს ანდომებს. ის მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს, რომელიც ჩვენგან 1150 სინათლის წლითაა დაშორებული.

სტეფანეს კვინტეტი

859E9835-4B31-4222-873A-16BB3C4A4E63.jpg

სტეფანის კვინტეტი 5 გალაქტიკისგან შედგება. მათგან მხოლოდ ოთხია რეალურად ერთმანეთთან ახლოს – მარცხნივ, NGC 7320, ჩვენთან ბევრად უფრო ახლოსაა, ის 40 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, ხოლო დანარჩენები ჩვენგან დაახლოებით 290 მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებული.

კარინას ნისლეული

2D0A4D8B-1D6B-4B0F-B4E6-FCEBD72F4D98.jpg

“კოსმოსური კლდეების” სახელით ცნობილ ამ სურათზე ყველაზე მაღალი მწვერვალი 7 სინათლის წლის სიმაღლეზეა. მწვერვალი არის ადგილი, სადაც ახალშობილი ვარსკვლავები ფეთქდებიან და მათ მიერ წარმოქმნილი ვარსკვლავური ქარი ნარინჯისფერ-y გაზებს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ ასევე წარმოშობს ახალ ვარსკვლავებს.

ღრმა ველის გამოსახულება SMACS 0723

A87D3096-0B26-40F1-8292-D7CA581E2CC2.jpg

 

ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო. მიიჩნევენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია.

 

ფოტოზე ჩანს სამყაროს პატარა მონაკვეთი, სახელწოდებით SMACS 0723, მოციმციმე გალაქტიკების, მათ შორის უძველესი გალაქტიკების, სინათლე.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასა-მ პირველად 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვა. ტელესკოპა ორი ძირითადი მიზანი აქვს : პირველი არის ვარსკვლავების ფოტოების გადაღება, რომლებიც სამყაროში 13.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ანათებდნენ და მეორე არის შორეული პლანეტების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი საცხოვრებლად ვარგისი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები – მარსზე სიცოცხლის არსებობის ნებისმიერი ნიშანი 2 მეტრის ქვეშ იქნება დამარხული

მარსზე სიცოცხლის ძიება შესაძლოა ბევრად უფრო გართულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მარსმავლები, ე.წ. მარს „როვერები“,  როგორიცაა Curiosity და Perseverance, პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის კვალს ეძებენ, თუმცა, ახალი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მათ საპოვნელად შეიძლება უფრო ღრმად ჩასვლა იყოს საჭირო, რადგან ამინომჟავების ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დარჩა იმ დროიდან, როდესაც მარსი შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო, სავარაუდოდ, დამარხულია ზედაპირიდან მინიმუმ 2 მეტრის სიღრმეში.
ეს იმიტომ ხდება, რომ მარსი, თავისი მაგნიტური ველის ნაკლებობითა და სუსტი ატმოსფეროთი, განიცდის კოსმოსური გამოსხივების ბევრად უფრო დიდ დოზას ზედაპირზე, ვიდრე დედამიწა. ჩვენ ვიცით ეს და ვიცით ისიც, რომ კოსმოსური გამოსხივება ანადგურებს ამინომჟავებს.
ახლა, ექსპერიმენტული მონაცემების წყალობით, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს პროცესი, გეოლოგიურად რომ ვთქვათ, ძალიან მოკლე დროში მიმდინარეობს.
ფიქრობენ, რომ მარსს ოდესღაც ჰქონდა გლობალური მაგნიტური ველი და გაცილებით სქელი ატმოსფერო, ისევე როგორც დედამიწას. ასევე არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ოდესღაც თხევადი წყალი განთავსებული იყო მარსის ზედაპირზე ოკეანეების, მდინარეების და ტბების სახით.
მახასიათებლების ეს კომბინაცია მიუთითებს იმაზე, რომ მარსი, შეიძლება, წარსულში დასახლებული ყოფილიყო.
ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მარსი დასახლებული პლანეტა იყო, ამინომჟავების არსებობაა. ეს ორგანული ნაერთები სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ უფრო მეტის გასარკვევად, შესაძლოა, საჭირო იყოს ლოდინი მანამ, სანამ მარსზე თხრისთვის საჭირო უკეთესი ხელსაწყოები გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი ბაქტერია აღმოაჩინეს

მეცნიერებმა გიგანტური ზომის ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
1 სანტინეტრი სიგრძის ბაქტერიას, T. magnifica-ს, რომელსაც ადამიანის წამწამის ზომა და ფორმა აქვს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაქტერიის კლასიფიკაცია მიანიჭეს.
T. magnifica  ჩაძირულ, ლპობაშეპარულ მანგრის ხის ფოთლებზე, კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს.
ორგანიზმი არ არის საშიში და  ადამიანებში დაავადებებს არ იწვევს, მაგრამ გაოცდებით მისი პროპორციებით.
“ეს ბაქტერიები დაახლოებით 5000-ჯერ აღემატება ბაქტერიების უმეტესობას და ჩვენთვის, ადამიანებისთვის, იგივეა, რომ შევხვდეთ სხვა ადამიანს, რომელიც იქნება ისეთივე მაღალი, როგორც „ევერესტის” მთა,”- განაცხადა აშშ-ის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ერთობლივი გენომის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჟან-მარი ვოლანდმა.

ასევე აღმოჩნდა, რომ ბაქტერია შეიცავს სამჯერ მეტ გენს, ვიდრე ბაქტერიების უმეტესობა და ასობით ათასი გენომის ასლი ვრცელდება თითოეულ უჯრედში, რაც მას უჩვეულოდ რთულს ხდის.

T. magnifica თავდაპირველად 2009 წელს, გვადელუპეში, მცირე ანტილის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ექიმმა ვოლანდმა და კოლეგებმა მისი დეტალური შესწავლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უსახლკაროდ დარჩა ასობით ადამიანი.

მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პაკისტანსა და ირანში, თუმცა, ამ ქვეყნებში ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა USAID-ს და სხვა ფედერალურ სამთავრობო უწყებებს დაავალა, შეაფასონ, როგორ შეიძლება რეაგირება ავღანეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა თვალშიდა ინექციისთვის ბიოდეგრადირებადი მიკრონემსი შექმნეს

ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ საჭიროა წამლების ფრთხილად შეყვანა თვალში.
პროცესს, შესაძლოა, გარკვეული  გართულებები მოჰყვეს, მაგალითად, არსებობს ენდოფთალმიტის განვითარების რისკი, ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერიების შეღწევა ხვრელში, სადაც ნემსი შევიდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა ახალი, პოტენციურად უკეთესი სისტემა მედიკამენტების თვალში ამ გართულებების გარეშე ინექციისთვის.

თვალის ინექციის მეცნიერული ტერმინია “ინტრავიტრეალური ინექცია”, რადგან ხდება წამლის მინისებრ სხეულში მოთავსება (ჟელესმაგვარი სითხე, რომელიც ავსებს თვალის კაკალს). იგი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა (AMD) და დიაბეტური თვალის დაავადება.
ამჟამად მკურნალობა არის სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის საწინააღმდეგო წამლის მრავალჯერადი ინექცია თვალის ჟელესმაგვარ ნივთიერებაში.

ჯგუფმა შექმნა ულტრა თხელი მიკრონემსი, რომელიც რეალურად რჩება თვალში და საბოლოოდ ბიოდეგრადირდება.

მიკრონემსს აქვს ჰიდროგელის „საცობი“ შექმნილი ნახვრეტის დასახურად და თანდათან უშვებს წამალს.

მკვლევარებმა, რომელთა უმეტესობა სამხრეთ კორეის ინსტიტუტებიდან არიან,  ახალი სისტემა რამდენიმე გზით გამოსცადეს.
თავდაპირველად ჯგუფმა მიკრონემსები  ღორის ამოკვეთილ თვალებზე გამოსცადა. ცდამ აჩვენა, რომ ხვრელი ინექციის შემდეგ დაიხურა და წამალი თვალში ისე გავრცელდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

შემდეგ გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მიკრონემსი ცოცხალ ღორებზე გამოსცადა. ინექციას გაჟონვა ან ანთება არ გამოუწვევია და შვიდი დღის შემდეგ ნემსის წვერი კვლავ დამაგრებული ადგილზე.

ისევე როგორც ყველა ამ ტიპის ექსპერიმენტების შემთხვევაში, დიდი გზაა გასავლელი მანამ, სანამ პაციენტებს კლინიკებში ინექციას ბიოდეგრადირებადი თვითჩამკეტი მიკრონემსის გამოყენებით ჩაუტარებენ, მაგრამ ამ დროისთვის შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის საინტერესო აღმოჩენა და შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა შეძლოს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ საეჭვო სიგნალები დააფიქსირეს, რომელიც, შესაძლოა, უცხოპლანეტელებთან იყოს დაკავშირებული

ჩინელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთის უზარმაზარმატელესკოპმა,ცის თვალმა, შესაძლოა, შორეულიუცხოპლანეტელების ცივილიზაციისგან სიგნალები დააფიქსირა.

კერძოდ, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისსამინისტროს ოფიციალურ გამოცემა Science andTechnology Dailyში გამოქვეყნებულ აანგარიშშიაღნიშნულია, რომ პეკინის Normal University-ის ასტრონომებმა დააფიქსირეს რამდენიმე შემთხვევადედამიწის მიღმა შესაძლო ტექნოლოგიური კვალისდა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის შესახებ“.

ანგარიშის თანახმად, სიგნალები დააფიქსირაჩინეთის რადიოტელესკოპმა (FAST), რომელსაცცისთვალსუწოდებენ და რომელიც მსოფლიოშიყველაზე დიდი რადიოტელესკოპია.

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, საეჭვო, ვიწროხაზოვანი, პოტენციურად ხელოვნური რადიო სიგნალები სამჯერ დააფიქსირეს, მათ შორის ერთხელ 2022 წელს.

ვინაიდან სიგნალები ვიწროზოლიანირადიოტალღებია, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ ადამიანის თვითმფრინავებისა და თანამგზავრების მიერ, ისინი შეიძლება წარმოებული ყოფილიყო უცხოპლანეტელების ტექნოლოგიით. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ მათი დასკვნები წინასწარია დასიფრთხილით უნდა მოეკიდონ მანამ, სანამ ანალიზი დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნების შემდეგ მალე წაშალეს, მისი მოულოდნელი წაშლის მიზეზები გაურკვეველია.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფანში

გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპასა და აზიას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით ტრანზიტი საკმაოდ გაზარდა. მას შემდეგ, რაც რუსულ რკინიგზაზე სანქციები დაწესდა, საერთაშორისო კომპანიები რუსეთის გზის ავლით ცდილობენ ტვირთის გადაზიდვას. 2022 წლის ბოლოსთვის გადაზიდვების მოცულობის 6-ჯერ გაზრდას ელოდებიან.
ტრანზიტზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, აზერბაიჯანმა, საქართველომ, ყაზახეთმა და თურქეთმა რეგიონული ტრანსპორტირების პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა დაისახეს მიზნად და 31 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. სავარაუდოდ, დაბალგანვითარებული ინფრასტრუქტურის გამო, სამხრეთ კავკასიას მზარდი სატრანზიტო მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭირდება. ერთ-ერთი პრობლემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ტრანსკასპიური კორიდორის მთავარ სატრანზიტო გზად გადაქცევაში.
რუსეთის ალტერნატიული, ტრანსკასპიური გზით ჩანაცვლების მცდელობა ახალი არ გახლავთ. აქედან დაიბადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ასევე 2013 წელს, ჩინეთმა შეიმუშავა პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა“. იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა – აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა, რომლებიც ჩინეთს საშუალებას მისცემდა ევროპას სახმელეთო და საზღვაო გზებით დაჰკავშირებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Microsoft-ი Internet Explorer-ის მხარდაჭერას წყვეტს

Microsoft-ი საბოლოოდ წყვეტს Internet Explorer-ის სამომხმარებლო ვერსიას.
Internet Explorer-ის დებიუტი Windows დესკტოპ კომპიუტერებზე პირველად 27 წლის წინ, 1995 წელს გამოჩნდა და 2004 წლისთვის ბაზრის 95%-ი დაიკავა. მაგრამ ახლა დომინანტურია Google Chrome, Apple-ის Safari და Mozilla Firefox-ი.
Internet Explorer-ის პოპულარობა შეარყია უფრო სწრაფი ბრაუზერების შექმნამ, როგორიცაა Chrome და Firefox, რადგან მომხმარებლებმა ახალი აპლიკაციების გამოყენება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Google Search-ზე, Facebook-სა და YouTube-ზე დაიწყეს.
სმარტფონების გამოყენების ზრდამ კიდევ უფრო შეამცირა Internet Explorer-ის მოხმარება, რადგან Apple-ის წინასწარ დაინსტალირებულმა ბრაუზერმა, Safari-მ და Android ტელეფონებზე Google Chrome-მა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ინტერნეტზე წვდომისა და მისი გამოყენების მობილურ სფეროში გადატანას.

Microsoft-ი განმარტავს, რომ მის დესკტოპ ბრაუზერზე წვდომა შენარჩუნდება Windows-ის ძველ ვერსიებზე, მათ შორის Windows 8.1-ზე, Windows 7 გაფართოებული უსაფრთხოების განახლებებსა და Windows 10-ის შეზღუდულ ვერსიებზე.

წყარო : bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

KFC-ი მენიუში მცენარეულ “ქათმის ხორცს” ამატებს

KFC-ის მენიუში, აშშ-ის მასშტაბით, 10 იანვრიდან ახალი მცენარეული პროდუქტი გამოჩნდება, რომელსაც ქათმის ხორცის გემო ექნება, თუმცა ქათმის ხორცი არ იქნება.
მცენარეული „ქათმის ხორცი“ – Beyond Fried Chicken – კომპანია Beyond Meat-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.  KFC-ის პრეზიდენტი აშშ-ში კევინ ჰოჩმანი აცხადებს, რომ მათი მომხმარებლების ნაწილს ნაკლები ცხოველური ცილის მირთმევა სურს და თან არ უნდა, რომ მსგავს კომფორტულ საკვებზე უარი თქვას. ჰოჩმანის განმარტებით, სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა KFC-ის ახალი პროდუქტი განკუთვნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროდუქტი, თავდაპირველად, შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი.
Beyond Fried Chicken-ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება, როგორც ცალკე (თითო ულუფაში 6 ან 12 ნაჭერი), ასევე, კომბო მენიუში, რომელშიც მის გარდა, საშუალო ზომის სასმელი და კარტოფილი ფრიც შევა. საწყისი ფასი 6.99 აშშ დოლარი იქნება.
”გემო იმდენად კარგია, რომ მომხმარებელმა, შესაძლოა, ჩვეულებრივ შემწვარ ქათმის ხორცს Beyond Fried Chicken-ი ამჯობინოს,“- განაცხადა ჰოჩმანმა.
ნაგეთსები რესტორნებში მზა სახით მივა, მომსახურე პერსონალი კი მათ ხელახლა შეწვავს სერვირებამდე. თუმცა, მენიუს ახალი ელემენტი მკაცრი ვეგანების ან ვეგეტარიანელებისთვის რეკომენდირებული არ არის, რადგან ის მზადდება იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლებს ჩვეულებრივ ქათმის ხორცს სთავაზობენ.

წყარო : CNN

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 41
Page 4 of 41